მსოფლიო
სპორტი
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქორწილამდე რამდენიმე დღით ადრე ქეითმა მატირა...სასახლეში ცხოვრების დროს მინდოდა ცოცხალი აღარ ვყოფილიყავი" - მეგან მარკლის სკანდალური ინტერვიუ
"ქორწილამდე რამდენიმე დღით ადრე ქეითმა მატირა...სასახლეში ცხოვრების დროს მინდოდა ცოცხალი აღარ ვყოფილიყავი" - მეგან მარკლის სკანდალური ინტერვიუ

დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში და არა მხო­ლოდ, დღეს გან­ხილ­ვის მთა­ვა­რი თემა პრინ­ცი ჰარი და მე­გან მარ­კლი არი­ან. სა­მე­ფო ოჯა­ხი­დან წას­ვლის შემ­დეგ, წყვილ­მა პირ­ვე­ლად ისა­უბ­რა სა­ჯა­როდ ოპრა უინფრის­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში. გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნდა მე­გან მარ­კლის პა­სუ­ხე­ბი, რო­მელ­მაც ბუ­კინ­გე­მის სა­სახ­ლე­ში ცხოვ­რე­ბის სირ­თუ­ლე­ებ­ზე გა­ა­მახ­ვი­ლა ყუ­რა­დღე­ბა, სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და პრე­სის მხრი­დან ზე­წო­ლა­ზე, რომ­ლის გა­მოც მას სი­ცო­ცხლე აღარ სურ­და.

ვნა­ხოთ, რამ­დე­ნი­მე მო­ნაკ­ვე­თი ინ­ტერ­ვი­უ­დან:

  • ურ­თი­ერ­თო­ბა ქეით მიდლტონ­თან

მე­გან მარ­კლმა ინ­ტერ­ვი­უ­ში ისა­უბ­რა ქეით მიდლტონ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ და გა­იხ­სე­ნა მო­მენ­ტი, თუ რო­გორ ატი­რა ქე­ით­მა ის სა­მე­ფო ქორ­წი­ლამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე. ცნო­ბის­თვის, ქორ­წი­ლის შემ­დეგ, ბრი­ტა­ნულ მე­დი­ა­ში ქე­ი­თი­სა და მე­გა­ნის ჩხუ­ბის შე­სა­ხებ წერ­დნენ და აღ­ნიშ­ნავ­დნენ, რომ მე­გა­ნის გამო ქე­ით­მა იტი­რა, მარ­კლი კი ახლა ამ­ბობს, რომ სი­ნამ­დვი­ლე­ში ყვე­ლა­ფე­რი პი­რი­ქით იყო, თუმ­ცა სი­მარ­თლე არა­ვინ თქვა და სა­მე­ფო ოჯახ­მა ის არ და­იც­ვა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პრე­სა "სა­ში­ნე­ლე­ბებს წერ­და.“

"სი­ნამ­დვი­ლე­ში ყვე­ლა­ფე­რი პი­რი­ქით მოხ­და. ქორ­წი­ლის კვი­რა მარ­თლაც ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო, ის რა­ღა­ცის გამო გა­ნა­წყენ­და, კა­მა­თობ­და, მაგ­რამ ამას მიხ­ვდა და ბო­დი­ში მო­ი­ხა­და, ყვა­ვი­ლე­ბი გა­მო­მიგ­ზავ­ნა ბო­დი­შის ბა­რა­თით. მან გა­ა­კე­თა ის, რა­საც მე გა­ვა­კე­თებ­დი რომ მცოდ­ნო­და, ვი­ღა­ცას გული ვატ­კი­ნე“, - თქვა მე­გან­მა და აღ­ნიშ­ნა, რომ საქ­მე ეხე­ბო­და ქორ­წილ­ში მეყ­ვა­ვი­ლე გო­გო­ნე­ბის კა­ბებს, რო­მელ­ზეც ვერ თან­ხმდე­ბოდ­ნენ.

"ის გა­ნა­წყე­ნე­ბუ­ლი იყო...ამის გამო ვი­ტი­რე. ყო­ვე­ლი­ვე ძა­ლი­ან მტკენ­და გულს და ყვე­ლა­ფერს ამ კონ­ტექ­სტში ვხე­დავ­დი. ვფიქ­რობ­დი, რომ უნდა აკე­თო ის, რა­საც ყვე­ლა აკე­თებს და ვე­რას­დროს გა­ა­კე­თებ იმას, რაც შენ გინ­და", - ამ­ბობს მე­გა­ნი.

ჰერ­ცო­გი­ნი­ას თქმით, მას არ სურ­და, რომ ეს ამ­ბა­ვი პრე­სა­ში გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი­ყო და მარ­თა­ლია ქე­ით­სა და მას შო­რის მტკივ­ნე­უ­ლი სა­კი­თხი მოგ­ვარ­და, მაგ­რამ სი­ტუ­ა­ცი­ის ყვე­ლა­ზე მტკივ­ნე­უ­ლი მხა­რე იყო ის, თუ რო­გორ ცდი­ლობ­და მე­დია მე­გა­ნის და­და­ნა­შა­უ­ლე­ბას მა­შინ, როცა ყვე­ლა­ფე­რი პი­რი­ქით მოხ­და. ოპ­რამ მარ­კლს ქე­ით­თან ჩხუ­ბის და­მა­ტე­ბით დე­ტა­ლებ­ზე ჰკი­თხა, თუმ­ცა მე­გან­მა ასე უპა­სუ­ხა:

"არ ვთვლი სა­მარ­თლი­ა­ნად, რომ კონ­ფლიქ­ტის დე­ტა­ლებ­ზე ვი­სა­უბ­რო, რად­გა­ნაც მან ბო­დი­ში მო­ი­ხა­და და მე ვა­პა­ტიე. კარ­გი ადა­მი­ა­ნია და სა­სახ­ლე არა­ვის მის­ცემ­და მას­ზე ნე­გა­ტი­უ­რად სა­უბ­რის უფ­ლე­ბას, მე ბევ­რს ვფიქ­რობ ამ თე­მა­ზე. თუ გიყ­ვარ­ვარ, მისი სი­ძულ­ვი­ლი არ არის სა­ჭი­რო და თუ ის გიყ­ვარს, თქვენ არ გჭირ­დე­ბათ, რომ მე გძულ­დეთ,“ - ამ­ბობს მე­გან მარ­კლი.

  • "მე სი­ცო­ცხლე აღარ მინ­დო­და“

მე­გან მარ­კლი ბუ­კინ­გე­ბის სა­სახ­ლე­ში ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე რთულ პე­რი­ოდს იხ­სე­ნებს. მისი თქმით, იყო დრო, როცა ფიქ­რობ­და, რომ მხარს არა­ვინ უჭერ­და, სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და მე­დი­ის წნე­ხი კი ძა­ლი­ან დიდი იყო და ამ პე­რი­ოდ­ში სურ­და, რომ ცო­ცხა­ლი აღარ ყო­ფი­ლი­ყო. გა­მუდ­მე­ბით სუ­ი­ციდ­ზე ფიქ­რობ­და და ამის შე­სა­ხებ ვე­რა­ვის ეუბ­ნე­ბო­და, თუმ­ცა ბო­ლოს ჰა­რის უამ­ბო.

"როცა ასე­თი ფიქ­რე­ბი მა­წუ­ხებ­და მრცხვე­ნო­და თქმის და მრცხვე­ნია ამის აღი­ა­რე­ბა ჰა­რის­თან, გან­სა­კუთ­რე­ბით იმი­ტომ, რომ ვიცი, რამ­ხე­ლა და­ნა­კარ­გი გა­ნი­ცა­და, მაგ­რამ ვი­ცო­დი, რომ თუ ამას არ ვი­ტყო­დი, ჩემს ფიქ­რებს რე­ა­ლო­ბად ვაქ­ცევ­დი. უბ­რა­ლოდ აღარ მინ­დო­და ცო­ცხა­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. ეს იყო ძა­ლი­ან მკა­ფიო, რე­ა­ლუ­რი აზრი, რო­მე­ლიც არ მტო­ვებ­და“, - თქვა მე­გან­მა და გა­იხ­სე­ნა ასე­ვე ის, თუ რო­გორ ანუ­გე­შა ჰა­რიმ, რო­დე­საც ამის შე­სა­ხებ შე­ი­ტყო.

ჰერ­ცო­გი­ნი­ამ ითხო­ვა ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი დახ­მა­რე­ბა, თუმ­ცა სა­მე­ფო ოჯა­ხის წე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, უარი უთხრეს. "მი­თხრეს რომ არ შე­მეძ­ლო, რომ ეს კარ­გი არ იქ­ნე­ბო­და“. მან­ვე გა­ამ­ხი­ლა, რომ მა­შინ, როცა ჰა­რის თა­ვი­სი ფიქ­რე­ბის შე­სა­ხებ უთხრა, რო­ი­ალ ალ­ბერთ ჰოლ­ში ნიშ­ნო­ბის ცე­რე­მო­ნი­ას უნდა დას­წრე­ბოდ­ნენ. და­ეს­წრნენ კი­დეც, შე­სა­ნიშ­ნა­ვად გა­მო­ი­ყუ­რე­ბოდ­ნენ, ისე რომ ვე­რა­ვინ მიხ­ვდე­ბო­და მარ­კლის ში­ნა­გან მდგო­მა­რე­ო­ბას. მე­გან­მა თქვა, რომ ის ფა­რუ­ლად იტან­ჯე­ბო­და და ტი­რო­და, რო­დე­საც შუ­ქე­ბი ჩაქ­რა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი ფო­ტო­ებ­ზე ნახა, რო­გორ მჭიდ­როდ ეჭი­რა ჰა­რის მისი ხელი.

"მინ­დო­და ეგ­რძნო, რომ მის გვერ­დით ვი­ყა­ვი“, - თქვა ჰა­რიმ.

"მე ამას იმი­ტომ ვამ­ბობ, რომ ძა­ლი­ან ბევრ ადა­მი­ანს ეში­ნია ხმის ამო­ღე­ბის, როცა მათ დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბათ, არა­და, თუ გინ­და რომ დახ­მა­რე­ბა მი­ი­ღო, უნდა აღი­ა­რო, რომ ის გჭირ­დე­ბა, ვინ­მეს უნდა მო­უყ­ვე, უნდა ითხო­ვო დახ­მა­რე­ბა“, - ამ­ბობს მე­გან მარ­კლი.

  • დე­დო­ფალ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა

ჰერ­ცო­გი­ნია დე­დო­ფალ­თან პირ­ველ შეხ­ვედ­რას იხ­სე­ნებს - "მე და ჰარი მან­ქა­ნა­ში ვის­ხე­დით და ჰარი მე­უბ­ნე­ბა, ბე­ბი­ამ და­მი­რე­კა, ამ­ბობს, რომ შენ მას­თან უნდა მიხ­ვი­დე. მე ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და ჩემი ბე­ბია, მას­ზე ვზრუ­ნავ­დი, ეს შე­სა­ნიშ­ნა­ვია, ვთქვი“, - იხ­სე­ნებს მე­გა­ნი. შემ­დეგ ჰა­რიმ ჰკი­თხა, იცო­და თუ არა წე­სე­ბი, რო­გორ უნდა მოქ­ცე­უ­ლი­ყო დე­დო­ფალ­თან.

მე­გან­მა თქვა, რომ ეს იყო პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც გა­აც­ნო­ბი­ე­რა სი­ტუ­ა­ცი­ის სიმ­ძაფ­რე. ოპ­რამ ჰკი­თხა მე­განს, თუ რა წე­სე­ბი უნდა და­ეც­ვა დე­დოფ­ლის წი­ნა­შე. "უნდა გა­მო­ხა­ტო ღრმა პა­ტი­ვის­ცე­მა და ეს ძა­ლი­ან სწრა­ფად ვის­წავ­ლე. შეხ­ვედ­რის და­წყე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე რე­პე­ტი­ცია გა­მა­ტე­რეს. შეხ­ვედ­რი­სას ცოტა ზედ­მე­ტი მო­მი­ვი­და, მაგ­რამ დე­დო­ფა­ლი ამ­ბობს, რომ ეს მო­მენ­ტი არც კი ახ­სოვს. შემ­დეგ ჩვე­უ­ლებ­რივ ვის­ხე­დით და ვსა­უბ­რობ­დით ეს მშვე­ნი­ე­რი და მარ­ტი­ვი იყო“, - იხ­სე­ნებს მე­გა­ნი.

მან­ვე თქვა, რომ დე­დო­ფალ­თან ყო­ველ­თვის კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და - "ის ჩემ მი­მართ ყო­ველ­თვის კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი იყო“, - ამ­ბობს სა­ს­ექ­სის ჰერ­ცო­გი­ნია.

პირ­ვე­ლი ერ­თობ­ლი­ვი სა­დი­ლის შემ­დეგ ელი­სა­ბედ მე­ო­რემ მე­განს მარ­გა­ლი­ტის სა­ყუ­რე და ყელ­სა­ბა­მი აჩუ­ქა. "მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ყო­ველ­თვის ბე­ბი­ა­ჩემს და მის სით­ბოს მახ­სე­ნებ­და“. - ამ­ბობს მე­გა­ნი.

ცნო­ბის­თვის, მე­გან მარ­კლი და პრინ­ცი ჰარი დიდი ბრი­ტა­ნე­თი­დან გა­სუ­ლი წლის იან­ვარ­ში წა­ვიდ­ნენ. ისი­ნი ჯერ კა­ნა­და­ში, ხოლო შემ­დეგ, აშშ-ში, კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში გა­და­ვიდ­ნენ სა­ცხოვ­რებ­ლად. სა­მე­ფო ოჯა­ხის და­ტო­ვე­ბის მი­ზე­ზებ­ზე სა­უბ­რი­სას, წყვი­ლი ამ­ბობს, რომ და­მო­უ­კი­დებ­ლად, მშვი­დად და უსაფრ­თხოდ ცხოვ­რე­ბა სურ­დათ. პრინც ჰა­რის თქმით, მის­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია მე­გა­ნი­სა და შვი­ლე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა, ბრი­ტა­ნეთ­ში კი პრე­სა დიდ ზე­წო­ლას ახ­დენ­და მათ­ზე. წყვილს პა­ტა­რა შვი­ლი, არჩი ჰყავს და ახლა მე­ო­რე ბავ­შვის მო­ლო­დინ­ში არი­ან.

მკითხველის კომენტარები / 34 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
123
21

თუ გიყ­ვარ­ვარ, მისი სი­ძულ­ვი­ლი არ არის სა­ჭი­რო და თუ ის გიყ­ვარს, თქვენ არ გჭირ­დე­ბათ, რომ მე გძულ­დეთ - რა ღრმა ფილოსოფიური წიაღსვლებია, რერთო რა სათუთი ყოფილა მეგანი...

ნინა
32

ნეტა ვის რაში დაკარგვიხარ,რატომ გიკვირს რომ არასოდეს მიგიღებს ინგლისის სამეფო კარი? როფოეც ცანს ქვეყნია ისტორია არ იცი და ჰარით მანიპულირებ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"ქორწილამდე რამდენიმე დღით ადრე ქეითმა მატირა...სასახლეში ცხოვრების დროს მინდოდა ცოცხალი აღარ ვყოფილიყავი" - მეგან მარკლის სკანდალური ინტერვიუ

"ქორწილამდე რამდენიმე დღით ადრე ქეითმა მატირა...სასახლეში ცხოვრების დროს მინდოდა ცოცხალი აღარ ვყოფილიყავი" - მეგან მარკლის სკანდალური ინტერვიუ

დიდ ბრიტანეთში და არა მხოლოდ, დღეს განხილვის მთავარი თემა პრინცი ჰარი და მეგან მარკლი არიან. სამეფო ოჯახიდან წასვლის შემდეგ, წყვილმა პირველად ისაუბრა საჯაროდ ოპრა უინფრისთან ინტერვიუში. განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა მეგან მარკლის პასუხები, რომელმაც ბუკინგემის სასახლეში ცხოვრების სირთულეებზე გაამახვილა ყურადღება, საზოგადოებისა და პრესის მხრიდან ზეწოლაზე, რომლის გამოც მას სიცოცხლე აღარ სურდა.

ვნახოთ, რამდენიმე მონაკვეთი ინტერვიუდან:

  • ურთიერთობა ქეით მიდლტონთან

მეგან მარკლმა ინტერვიუში ისაუბრა ქეით მიდლტონთან ურთიერთობის შესახებ და გაიხსენა მომენტი, თუ როგორ ატირა ქეითმა ის სამეფო ქორწილამდე რამდენიმე დღით ადრე. ცნობისთვის, ქორწილის შემდეგ, ბრიტანულ მედიაში ქეითისა და მეგანის ჩხუბის შესახებ წერდნენ და აღნიშნავდნენ, რომ მეგანის გამო ქეითმა იტირა, მარკლი კი ახლა ამბობს, რომ სინამდვილეში ყველაფერი პირიქით იყო, თუმცა სიმართლე არავინ თქვა და სამეფო ოჯახმა ის არ დაიცვა, მიუხედავად იმისა, რომ პრესა "საშინელებებს წერდა.“

"სინამდვილეში ყველაფერი პირიქით მოხდა. ქორწილის კვირა მართლაც ძალიან რთული იყო, ის რაღაცის გამო განაწყენდა, კამათობდა, მაგრამ ამას მიხვდა და ბოდიში მოიხადა, ყვავილები გამომიგზავნა ბოდიშის ბარათით. მან გააკეთა ის, რასაც მე გავაკეთებდი რომ მცოდნოდა, ვიღაცას გული ვატკინე“, - თქვა მეგანმა და აღნიშნა, რომ საქმე ეხებოდა ქორწილში მეყვავილე გოგონების კაბებს, რომელზეც ვერ თანხმდებოდნენ.

"ის განაწყენებული იყო...ამის გამო ვიტირე. ყოველივე ძალიან მტკენდა გულს და ყველაფერს ამ კონტექსტში ვხედავდი. ვფიქრობდი, რომ უნდა აკეთო ის, რასაც ყველა აკეთებს და ვერასდროს გააკეთებ იმას, რაც შენ გინდა", - ამბობს მეგანი.

ჰერცოგინიას თქმით, მას არ სურდა, რომ ეს ამბავი პრესაში გახმაურებულიყო და მართალია ქეითსა და მას შორის მტკივნეული საკითხი მოგვარდა, მაგრამ სიტუაციის ყველაზე მტკივნეული მხარე იყო ის, თუ როგორ ცდილობდა მედია მეგანის დადანაშაულებას მაშინ, როცა ყველაფერი პირიქით მოხდა. ოპრამ მარკლს ქეითთან ჩხუბის დამატებით დეტალებზე ჰკითხა, თუმცა მეგანმა ასე უპასუხა:

"არ ვთვლი სამართლიანად, რომ კონფლიქტის დეტალებზე ვისაუბრო, რადგანაც მან ბოდიში მოიხადა და მე ვაპატიე. კარგი ადამიანია და სასახლე არავის მისცემდა მასზე ნეგატიურად საუბრის უფლებას, მე ბევრს ვფიქრობ ამ თემაზე. თუ გიყვარვარ, მისი სიძულვილი არ არის საჭირო და თუ ის გიყვარს, თქვენ არ გჭირდებათ, რომ მე გძულდეთ,“ - ამბობს მეგან მარკლი.

  • "მე სიცოცხლე აღარ მინდოდა“

მეგან მარკლი ბუკინგების სასახლეში ცხოვრების ყველაზე რთულ პერიოდს იხსენებს. მისი თქმით, იყო დრო, როცა ფიქრობდა, რომ მხარს არავინ უჭერდა, საზოგადოებისა და მედიის წნეხი კი ძალიან დიდი იყო და ამ პერიოდში სურდა, რომ ცოცხალი აღარ ყოფილიყო. გამუდმებით სუიციდზე ფიქრობდა და ამის შესახებ ვერავის ეუბნებოდა, თუმცა ბოლოს ჰარის უამბო.

"როცა ასეთი ფიქრები მაწუხებდა მრცხვენოდა თქმის და მრცხვენია ამის აღიარება ჰარისთან, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ვიცი, რამხელა დანაკარგი განიცადა, მაგრამ ვიცოდი, რომ თუ ამას არ ვიტყოდი, ჩემს ფიქრებს რეალობად ვაქცევდი. უბრალოდ აღარ მინდოდა ცოცხალი ვყოფილიყავი. ეს იყო ძალიან მკაფიო, რეალური აზრი, რომელიც არ მტოვებდა“, - თქვა მეგანმა და გაიხსენა ასევე ის, თუ როგორ ანუგეშა ჰარიმ, როდესაც ამის შესახებ შეიტყო.

ჰერცოგინიამ ითხოვა ფსიქოლოგიური დახმარება, თუმცა სამეფო ოჯახის წესებიდან გამომდინარე, უარი უთხრეს. "მითხრეს რომ არ შემეძლო, რომ ეს კარგი არ იქნებოდა“. მანვე გაამხილა, რომ მაშინ, როცა ჰარის თავისი ფიქრების შესახებ უთხრა, როიალ ალბერთ ჰოლში ნიშნობის ცერემონიას უნდა დასწრებოდნენ. დაესწრნენ კიდეც, შესანიშნავად გამოიყურებოდნენ, ისე რომ ვერავინ მიხვდებოდა მარკლის შინაგან მდგომარეობას. მეგანმა თქვა, რომ ის ფარულად იტანჯებოდა და ტიროდა, როდესაც შუქები ჩაქრა. მოგვიანებით კი ფოტოებზე ნახა, როგორ მჭიდროდ ეჭირა ჰარის მისი ხელი.

"მინდოდა ეგრძნო, რომ მის გვერდით ვიყავი“, - თქვა ჰარიმ.

"მე ამას იმიტომ ვამბობ, რომ ძალიან ბევრ ადამიანს ეშინია ხმის ამოღების, როცა მათ დახმარება სჭირდებათ, არადა, თუ გინდა რომ დახმარება მიიღო, უნდა აღიარო, რომ ის გჭირდება, ვინმეს უნდა მოუყვე, უნდა ითხოვო დახმარება“, - ამბობს მეგან მარკლი.

  • დედოფალთან ურთიერთობა

ჰერცოგინია დედოფალთან პირველ შეხვედრას იხსენებს - "მე და ჰარი მანქანაში ვისხედით და ჰარი მეუბნება, ბებიამ დამირეკა, ამბობს, რომ შენ მასთან უნდა მიხვიდე. მე ძალიან მიყვარდა ჩემი ბებია, მასზე ვზრუნავდი, ეს შესანიშნავია, ვთქვი“, - იხსენებს მეგანი. შემდეგ ჰარიმ ჰკითხა, იცოდა თუ არა წესები, როგორ უნდა მოქცეულიყო დედოფალთან.

მეგანმა თქვა, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც გააცნობიერა სიტუაციის სიმძაფრე. ოპრამ ჰკითხა მეგანს, თუ რა წესები უნდა დაეცვა დედოფლის წინაშე. "უნდა გამოხატო ღრმა პატივისცემა და ეს ძალიან სწრაფად ვისწავლე. შეხვედრის დაწყებამდე რამდენიმე რეპეტიცია გამატერეს. შეხვედრისას ცოტა ზედმეტი მომივიდა, მაგრამ დედოფალი ამბობს, რომ ეს მომენტი არც კი ახსოვს. შემდეგ ჩვეულებრივ ვისხედით და ვსაუბრობდით ეს მშვენიერი და მარტივი იყო“, - იხსენებს მეგანი.

მანვე თქვა, რომ დედოფალთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდა - "ის ჩემ მიმართ ყოველთვის კეთილგანწყობილი იყო“, - ამბობს სასექსის ჰერცოგინია.

პირველი ერთობლივი სადილის შემდეგ ელისაბედ მეორემ მეგანს მარგალიტის საყურე და ყელსაბამი აჩუქა. "მასთან ურთიერთობა ყოველთვის ბებიაჩემს და მის სითბოს მახსენებდა“. - ამბობს მეგანი.

ცნობისთვის, მეგან მარკლი და პრინცი ჰარი დიდი ბრიტანეთიდან გასული წლის იანვარში წავიდნენ. ისინი ჯერ კანადაში, ხოლო შემდეგ, აშშ-ში, კალიფორნიაში გადავიდნენ საცხოვრებლად. სამეფო ოჯახის დატოვების მიზეზებზე საუბრისას, წყვილი ამბობს, რომ დამოუკიდებლად, მშვიდად და უსაფრთხოდ ცხოვრება სურდათ. პრინც ჰარის თქმით, მისთვის უმნიშვნელოვანესია მეგანისა და შვილების უსაფრთხოება, ბრიტანეთში კი პრესა დიდ ზეწოლას ახდენდა მათზე. წყვილს პატარა შვილი, არჩი ჰყავს და ახლა მეორე ბავშვის მოლოდინში არიან.

ლუკაშენკო დასავლეთისგან Ryanair-ის თვითმფრინავის ავარიულ დაჯდომასთან დაკავშირებული ხარჯების კომპენსაციას მოითხოვს

უკრაინა ბელარუსთან ფრენებს წყვეტს, მასთან ერთად Air France, Finnair და "სინგაპურის ავიახაზები"

ესპანეთში დინოზავრის ქანდაკებაში ცხედარი იპოვეს - რა დეტალებს ასაჯაროებს პოლიცია უჩვეულო საქმის შესახებ