პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნინო ჩხაპელია - გოგონა, რომელსაც მათემატიკა ძალიან უყვარს
ნინო ჩხაპელია - გოგონა, რომელსაც მათემატიკა ძალიან უყვარს

ნინო ჩხა­პე­ლია გამ­ყო­ფი ხა­ზის პი­რას მცხოვ­რე­ბი ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნაა. მან სა­შუ­ა­ლო გა­ნათ­ლე­ბა წა­ლენ­ჯი­ხა­ში, სო­ფელ მუ­ჟუ­ვას სა­ჯა­რო სკო­ლა­ში მი­ი­ღო და სკო­ლაც ოქ­როს მე­დალ­ზე და­ამ­თავ­რა. ნი­ჭი­ერ და მი­ზან­და­სა­ხულ გო­გო­ნას პა­ტა­რა ასა­კი­დან კარ­გად ჰქონ­და გა­აზ­რე­ბუ­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლი, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მო­მავ­ლის შექ­მნა­ში რა როლი აქვს გა­ნათ­ლე­ბას. სურ­და კარ­გად ეს­წავ­ლა და მა­გა­ლი­თის მიმ­ცე­მი ყო­ფი­ლი­ყო რო­გორც თა­ნა­სოფ­ლე­ლე­ბის, ისე პი­რო­ბი­თი სა­ზღვრის მიღ­მა მყო­ფი ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის. ნი­ნოს სწავ­ლას­თან ერ­თად სოფ­ლის ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­შიც უწევ­და ჩარ­თვა, ხან­დაზ­მულ ბე­ბოს სა­მე­ურ­ნეო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ეხ­მა­რე­ბო­და და პრო­ცე­სი დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას ანი­ჭებ­და. მი­უ­ხე­და­ვად მა­ღალმთი­ა­ნი სოფ­ლის ყო­ფი­თი პი­რო­ბე­ბის და მწი­რი რე­სურ­სე­ბი­სა, ის აქ­ტი­უ­რად ცდი­ლობ­და ჩარ­თუ­ლი­ყო სხვა­დას­ხვა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ექ­ტში. ამა­ში ად­გი­ლობ­რი­ვი პე­და­გო­გიც ეხ­მა­რე­ბო­და, რო­მელ­მაც გო­გო­ნას STEM დის­ციპ­ლი­ნე­ბი და მა­თე­მა­ტი­კა შე­აყ­ვა­რა. ნი­ჭი­ე­რი სკო­ლის მოს­წავ­ლე მო­ნა­წი­ლე­ობ­და და წარ­მა­ტე­ბებს აღ­წევ­და Kings-ის, ეროვ­ნულ სას­წავ­ლო ოლიმ­პი­ა­დებ­სა და სხვა­დას­ხვა კონ­კურ­სში. გერ­მა­ნუ­ლი ენის კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში მის­მა ნაშ­რომ­მა პირ­ვე­ლი ად­გი­ლი მო­ი­პო­ვა. ამის შემ­დეგ ნი­ნომ გერ­მა­ნუ­ლი ენის კურ­სე­ბი გა­ი­ა­რა „გო­ე­თეს სახ­ლში“ და კი­დევ უფრო გა­ნიმ­ტკი­ცა ენის ცოდ­ნა.

ნინო ბავ­შვო­ბი­დან ოც­ნე­ბობ­და ევ­რო­პის წამ­ყვან უნი­ვერ­სი­ტეტ­ში უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა­ზე. ეს ყო­ვე­ლი­ვე კი სა­ჭი­რო რე­სურს და შე­საძ­ლებ­ლო­ბას მო­ი­თხოვ­და და რთუ­ლად მი­საღ­წევ მიზ­ნად მი­აჩ­ნდა. მის­მა შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბამ და სი­ბე­ჯი­თემ კი გა­სულ წელს შე­სა­ბა­მი­სი შე­დე­გიც გა­მო­ი­ღო და ამ­ჟა­მად იგი ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მა­თე­მა­ტი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლობს. KIU-ში ჩა­ბა­რე­ბით კი ბავ­შვო­ბის ოც­ნე­ბა აის­რუ­ლა და დღეს ხა­რის­ხი­ან ევ­რო­პულ გა­ნათ­ლე­ბას იღებს. მოს­წონს გერ­მა­ნუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლე­ბო მო­დე­ლი და ყვე­ლა ის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რო­მელ­საც უნი­ვერ­სი­ტე­ტი სთა­ვა­ზობს. რთუ­ლი და დატ­ვირ­თუ­ლი სას­წავ­ლო რე­ჟი­მის პა­რა­ლე­ლუ­რად ახერ­ხებს იყოს აქ­ტი­უ­რი სტუ­დენ­ტი და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღოს KIU-ს ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში. მა­თე­მა­ტი­კურ პრო­ექტ - KIU Visual Math Fest-ის ფარ­გლებ­ში მე­გობ­რებ­თან ერ­თად Adventure in Math წა­რად­გი­ნა. ეს არის ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ-შე­მეც­ნე­ბი­თი თა­მა­ში, რო­მე­ლიც უკავ­შირ­დე­ბა სტუ­დენ­ტე­ბის მიერ გა­სულ სე­მესტრში მა­თე­მა­ტი­კა­სა და კომ­პი­უ­ტე­რულ მეც­ნი­ე­რე­ბებ­ში მი­ღე­ბულ ცოდ­ნას. თა­მა­ში მოს­წავ­ლე­ებს მის­ცემთ სა­შუ­ა­ლე­ბას, მარ­ტი­ვად, ხა­ლი­სი­ა­ნად გა­ეც­ნონ მა­თე­მა­ტი­კას და გა­ი­ა­რონ მათ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო სა­კი­თხე­ბი. იმე­დი აქვს, რომ ინო­ვა­ცი­უ­რი პრო­ექ­ტი უკვე სხვა მოს­წავ­ლე­ებ­საც გა­უ­მარ­ტი­ვებს სწავ­ლას და შე­აყ­ვა­რებს მა­თე­მა­ტი­კას.

„ბავ­შვო­ბი­დან ვოც­ნე­ბობ­დი ევ­რო­პულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ცოდ­ნის მი­ღე­ბა­ზე. რო­გორც კი ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ხით, სა­ქარ­თვე­ლო­ში გაჩ­ნდა ჩემი ოც­ნე­ბე­ბის სის­რუ­ლე­ში მოყ­ვა­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა თავი იღ­ბლი­ან ადა­მი­ა­ნად მი­ვიჩ­ნიე. KIU სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნის ინფრას­ტრუქ­ტუ­რით, კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი აკა­დე­მი­უ­რი პერ­სო­ნა­ლი­თა და TUM-თან სინ­თე­ზი­რე­ბუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბით უპირ­ვე­ლე­სია მთელს რე­გი­ონ­ში. სწავ­ლა რთუ­ლია, თუმ­ცა ფი­ნან­სუ­რი და მო­რა­ლუ­რი ხელ­შე­წყო­ბა, გერ­მა­ნელ და ქარ­თველ პრო­ფე­სო­რებ­თან თა­ნა­ცხოვ­რე­ბი­სა და მუ­შა­ო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა გვი­ად­ვი­ლებს ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბას. სხვა­დას­ხვა სა­ხის სტი­პენ­დია, სა­ო­ლიმ­პი­ა­დო წრე, ზამ­თრის სკო­ლა, STEM მი­მარ­თუ­ლე­ბის პრო­ექ­ტე­ბი, გაც­ვლი­თი პროგ­რა­მე­ბი სტუ­დენ­ტებს მო­ტი­ვა­ცი­ას გვიზ­რდის. რაცმთა­ვა­რია, უნი­ვერ­სი­ტე­ტი მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნი­სა და სა­კუ­თა­რი თა­ვის რე­ა­ლი­ზე­ბა­ში გვეხ­მა­რე­ბა. ამის ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თია KIU Visual Math Fest, რო­მელ­შიც სა­უ­კე­თე­სო გუნდთან ერ­თად ვმო­ნა­წი­ლე­ობ. ეს ფეს­ტი­ვა­ლი ნამ­დვი­ლად სი­ახ­ლეა სა­ქარ­თვე­ლო­ში. მი­ხა­რია, რომ საყ­ვა­რელ პრო­ფე­სი­ას ვე­უფ­ლე­ბი და KIU-ს სტუ­დენ­ტი ვარ.“ - ნინო ჩხა­პე­ლია.

NS

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო
0

მეგრელები ნიჭიერები ვართ,წარმატებები გოგონა.

დ გ
0

წარმატებებიიიი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

ნინო ჩხაპელია - გოგონა, რომელსაც მათემატიკა ძალიან უყვარს

ნინო ჩხაპელია - გოგონა, რომელსაც მათემატიკა ძალიან უყვარს

ნინო ჩხაპელია გამყოფი ხაზის პირას მცხოვრები ახალგაზრდა გოგონაა. მან საშუალო განათლება წალენჯიხაში, სოფელ მუჟუვას საჯარო სკოლაში მიიღო და სკოლაც ოქროს მედალზე დაამთავრა. ნიჭიერ და მიზანდასახულ გოგონას პატარა ასაკიდან კარგად ჰქონდა გააზრებული თავისუფალი, დამოუკიდებელი მომავლის შექმნაში რა როლი აქვს განათლებას. სურდა კარგად ესწავლა და მაგალითის მიმცემი ყოფილიყო როგორც თანასოფლელების, ისე პირობითი საზღვრის მიღმა მყოფი ახალგაზრდებისთვის. ნინოს სწავლასთან ერთად სოფლის ყოველდღიურ ცხოვრებაშიც უწევდა ჩართვა, ხანდაზმულ ბებოს სამეურნეო საქმიანობაში ეხმარებოდა და პროცესი დიდ სიამოვნებას ანიჭებდა. მიუხედავად მაღალმთიანი სოფლის ყოფითი პირობების და მწირი რესურსებისა, ის აქტიურად ცდილობდა ჩართულიყო სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტში. ამაში ადგილობრივი პედაგოგიც ეხმარებოდა, რომელმაც გოგონას STEM დისციპლინები და მათემატიკა შეაყვარა. ნიჭიერი სკოლის მოსწავლე მონაწილეობდა და წარმატებებს აღწევდა Kings-ის, ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადებსა და სხვადასხვა კონკურსში. გერმანული ენის კონფერენციაში მისმა ნაშრომმა პირველი ადგილი მოიპოვა. ამის შემდეგ ნინომ გერმანული ენის კურსები გაიარა „გოეთეს სახლში“ და კიდევ უფრო განიმტკიცა ენის ცოდნა.

ნინო ბავშვობიდან ოცნებობდა ევროპის წამყვან უნივერსიტეტში უმაღლესი განათლების მიღებაზე. ეს ყოველივე კი საჭირო რესურს და შესაძლებლობას მოითხოვდა და რთულად მისაღწევ მიზნად მიაჩნდა. მისმა შრომისმოყვარეობამ და სიბეჯითემ კი გასულ წელს შესაბამისი შედეგიც გამოიღო და ამჟამად იგი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში მათემატიკის ფაკულტეტზე სწავლობს. KIU-ში ჩაბარებით კი ბავშვობის ოცნება აისრულა და დღეს ხარისხიან ევროპულ განათლებას იღებს. მოსწონს გერმანული საგანმანათლებო მოდელი და ყველა ის შესაძლებლობა, რომელსაც უნივერსიტეტი სთავაზობს. რთული და დატვირთული სასწავლო რეჟიმის პარალელურად ახერხებს იყოს აქტიური სტუდენტი და მონაწილეობა მიიღოს KIU-ს ღონისძიებებში. მათემატიკურ პროექტ - KIU Visual Math Fest-ის ფარგლებში მეგობრებთან ერთად Adventure in Math წარადგინა. ეს არის ინტელექტუალურ-შემეცნებითი თამაში, რომელიც უკავშირდება სტუდენტების მიერ გასულ სემესტრში მათემატიკასა და კომპიუტერულ მეცნიერებებში მიღებულ ცოდნას. თამაში მოსწავლეებს მისცემთ საშუალებას, მარტივად, ხალისიანად გაეცნონ მათემატიკას და გაიარონ მათთვის საინტერესო საკითხები. იმედი აქვს, რომ ინოვაციური პროექტი უკვე სხვა მოსწავლეებსაც გაუმარტივებს სწავლას და შეაყვარებს მათემატიკას.

„ბავშვობიდან ვოცნებობდი ევროპულ უნივერსიტეტში ცოდნის მიღებაზე. როგორც კი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სახით, საქართველოში გაჩნდა ჩემი ოცნებების სისრულეში მოყვანის შესაძლებლობა თავი იღბლიან ადამიანად მივიჩნიე. KIU საერთაშორისო დონის ინფრასტრუქტურით, კვალიფიციური აკადემიური პერსონალითა და TUM-თან სინთეზირებული საგანმანათლებლო პროგრამებით უპირველესია მთელს რეგიონში. სწავლა რთულია, თუმცა ფინანსური და მორალური ხელშეწყობა, გერმანელ და ქართველ პროფესორებთან თანაცხოვრებისა და მუშაობის შესაძლებლობა გვიადვილებს ხარისხიანი განათლების მიღებას. სხვადასხვა სახის სტიპენდია, საოლიმპიადო წრე, ზამთრის სკოლა, STEM მიმართულების პროექტები, გაცვლითი პროგრამები სტუდენტებს მოტივაციას გვიზრდის. რაცმთავარია, უნივერსიტეტი მიღებული ცოდნისა და საკუთარი თავის რეალიზებაში გვეხმარება. ამის ნათელი მაგალითია KIU Visual Math Fest, რომელშიც საუკეთესო გუნდთან ერთად ვმონაწილეობ. ეს ფესტივალი ნამდვილად სიახლეა საქართველოში. მიხარია, რომ საყვარელ პროფესიას ვეუფლები და KIU-ს სტუდენტი ვარ.“ - ნინო ჩხაპელია.

NS

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე არ გამორიცხავს, რომ მარტვილის ეპარქიაში მომხდართან დაკავშირებით მღვდელმსახურება სხვა სასულიერო პირებსაც შეუჩერდეს

"საქართველოში დედის კულტი, დედის მიმართ მოწიწება, სხვა სიმაღლეზე დგას - ვისაც ეს ღირებულებები არ ესმის, ვისაც დედიკო არ უყვარს, უბრალოდ საცოდავია" - ბერა

მეუფე იაკობი პეტრე ცაავას შესაძლო განკვეთაზე - "აუცილებლად მოხდება, იმსახურებს"