პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თელავში მშობლებისა და ბებიის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს
თელავში მშობლებისა და ბებიის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს

თე­ლავ­ში მშობ­ლე­ბი­სა და ბე­ბი­ის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი და­ა­კა­ვეს. რო­გორც შსს-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ოფი­ცი­ა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი, ბრალ­დე­ბუ­ლი პო­ლი­ცი­ამ მომ­ხდა­რი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში და­ა­კა­ვა.

გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის ორი მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ოჯა­ხის სამი წევ­რის მი­მართ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო ტა­რე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრალ­დე­ბულ­მა თა­ვის სა­ხელ­ზე რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი ცე­ცხლსას­რო­ლი პის­ტო­ლე­ტი­დან გას­რო­ლით სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა ოჯა­ხის სამ წევ­რს.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს კა­ხე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის და თე­ლა­ვის პო­ლი­ცი­ის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, თე­ლავ­ში მომ­ხდა­რი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტი გახ­სნეს. ოჯა­ხის სამი წევ­რის მი­მართ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლია 1993 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ა.ა.

და­ნა­შა­უ­ლი 16-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა თა­ვის სა­ხელ­ზე რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი ცე­ცხლსას­რო­ლი პის­ტო­ლე­ტი­დან გას­რო­ლით სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა 1960 წელს და­ბა­დე­ბულ მა­მას, 1963 წელს და­ბა­დე­ბულ დე­დას და 1935 წელს და­ბა­დე­ბულ ბე­ბი­ას, რის შემ­დე­გაც შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.

პო­ლი­ცი­ამ ა.ა. მომ­ხდა­რი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში, თე­ლავ­ში და­ა­კა­ვა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღი - პის­ტო­ლე­ტი ნივთმტკი­ცე­ბის სა­ხით ამო­ი­ღეს.

მომ­ხდარ ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 11 პრი­მა-109-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის "ვ" ქვე­პუნ­ქტით და მე­სა­მე ნა­წი­ლის "ა" ქვე­პუნ­ქტით და 236-ე მუხ­ლის მე-4 ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ოჯა­ხის სამი წევ­რის მი­მართ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო ტა­რე­ბას გუ­ლის­ხმობს.“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ილია
0

ვითხოვ პასუხს ამ ადამიანს ვინ მისცა იარაღის საკუთარ სახელზე გაფორმების ნებართვა როცა ჯანმრთელი ფსიქიკის არ იყო? 

ვალერი
0

დიდი ალბათობაა აზარტული თამაშების კვალი ერიოს საქმეში.ამიტომ ტელევიზიებს გთხოვთ კიდევ მოამრავლოთ რეკლამები და ყველაფერი "კარგად იქნება"

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

თელავში მშობლებისა და ბებიის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს

თელავში მშობლებისა და ბებიის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს

თელავში მშობლებისა და ბებიის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს. როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბრალდებული პოლიციამ მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა.

გამოძიება სსკ-ის ორი მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის სამი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას ითვალისწინებს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა თავის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი პისტოლეტიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა ოჯახის სამ წევრს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის და თელავის პოლიციის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თელავში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნეს. ოჯახის სამი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1993 წელს დაბადებული ა.ა.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თავის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი პისტოლეტიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა 1960 წელს დაბადებულ მამას, 1963 წელს დაბადებულ დედას და 1935 წელს დაბადებულ ბებიას, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ ა.ა. მომხდარიდან რამდენიმე საათში, თელავში დააკავა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - პისტოლეტი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახის სამი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას გულისხმობს.“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

"ინფორმაცია, თითქოს პროკურატურა გეგმავს "ტვ პირველში" შეჭრას, სიცრუეა - არავინ აპირებს ტელევიზიაში შეჭრას" - პროკურატურა

"ღუმელი რომ მესროლა, კარი გაიხსნა და თავში მოხვდა ბავშვს..." - დედა, რომლის 11 თვის შვილიც მეუღლესთან ჩხუბის დროს გარდაიცვალა, შემზარავი ამბის დეტალებს იხსენებს

რა ევალება კერძო დაცვის სამსახურს და რა შემთხვევაში ჩაითვლება მისი მოქმედება კანონდარღვევად? -  რას ამბობს შინაგან საქმეთა ექსმინისტრი?