ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან, სადაც მოძრაობა "საქართველოსთვის" აქტივისტები აქციას მართავენ დაპირისპირებაა. სამართალდამცველებსა და აქტივისტებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა კედელზე წარწერის "მკვლელებო" გაკეთება სცადეს, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა.
აქტივისტები სამართალდამცველებს მიმართავენ სიტყვებით: "მონებო".
აქციის მონაწილეების მოთხოვნაა ტელეკომპანია "პირველის” მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერებში მონაწილე პირების წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის დაწყება და მათი თანამდებობიდან გადადგომა.