მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ შეგვიძლია ჩუმად ვიყოთ, როდესაც ტერორიზმი ბოროტად იყენებს რელიგიას" - ერაყში რომის პაპის ისტორიული ვიზიტის დეტალები
"არ შეგვიძლია ჩუმად ვიყოთ, როდესაც ტერორიზმი ბოროტად იყენებს რელიგიას" - ერაყში რომის პაპის ისტორიული ვიზიტის დეტალები

რო­მის პაპი ფრან­ცის­კე ერაყ­ში ის­ტო­რი­ულ 4-დღი­ან ვი­ზიტს აგ­რძე­ლებს. ერა­ყის ჩრდი­ლო­ეთ ნა­წილ­ში პაპ­მა ის ად­გი­ლე­ბი მო­ი­ნა­ხუ­ლა, რომ­ლებ­საც ტე­რო­რის­ტუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბა "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფო“ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აკონ­ტრო­ლებ­და. პაპ­მა ფრან­ცის­კემ სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის დროს და­ღუ­პულ­თა სუ­ლე­ბის­თვის ილო­ცა.

BBC-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის ასე­ვე გეგ­მავს მო­ი­ნა­ხუ­ლოს ერა­ყის ყვე­ლა­ზე დიდი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ტა­ძა­რი, რო­მე­ლიც რა­დი­კა­ლურ­მა დაჯ­გუ­ფე­ბამ თით­ქმის მთლი­ა­ნად გა­ა­ნად­გუ­რა. იქამ­დე კი პაპი ბაღ­დად­ში ერა­ყის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ მუს­ტა­ფა ალ-ქა­დიმ­სა და ერა­ყე­ლი ში­ი­ტე­ბის უმაღ­ლეს სა­სუ­ლი­ე­რო პირს, აია­თო­ლა ალი ალ სის­ტანს შეხ­ვდა.

რო­მის პა­პის გან­ცხა­დე­ბით, ტე­რო­რიზ­მის, ომი­სა და ძა­ლა­დო­ბის შავ­მა ღრუბ­ლებ­მა მო­იც­ვა ერა­ყი, ტან­ჯვა მი­ად­გა მის რე­ლი­გი­ურ და ეთ­ნი­კურ უმ­ცი­რე­სო­ბებს, გან­სა­კუთ­რე­ბით კი იე­ზი­დე­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბას. ერაყ­ში ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში, პაპი ეს­ტუმ­რა უძ­ვე­ლეს ად­გილს, ურს, რო­მე­ლიც წმინ­და მა­მამ­თავ­რის, აბ­რა­ა­მის და­ბა­დე­ბის ად­გი­ლად მი­იჩ­ნე­ვა. პაპი აქვე და­ეს­წრო სხვა­დას­ხვა რე­ლი­გი­ე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა შეხ­ვედ­რას. რო­მის პაპ­მა იე­ზი­დე­ბი­სა და სხვა რე­ლი­გი­ის მიმ­დევ­რე­ბის­თვის ილო­ცა.

"მტრო­ბა, ექ­სტრე­მიზ­მი და ძა­ლა­დო­ბა არ იბა­დე­ბა რე­ლი­გი­ურ გულ­ში: ისი­ნი მუხ­თლო­ბენ რე­ლი­გი­ას. ჩვენ, მორ­წმუ­ნე­ებს, არ შეგ­ვიძ­ლია ჩუ­მად ვი­ყოთ, რო­დე­საც ტე­რო­რიზ­მი ბო­რო­ტად იყე­ნებს რე­ლი­გი­ას. ჩვენ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი ჩვე­ნი სა­ერ­თო სახ­ლის დაც­ვა მტა­ცებ­ლუ­რი მიზ­ნე­ბის­გან. მო­დით ვი­ლო­ცოთ, რომ სინ­დი­სის თა­ვი­სუფ­ლე­ბა და რე­ლი­გი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბა ყველ­გან აღი­ა­რე­ბუ­ლი და პა­ტივ­ცე­მუ­ლი იყოს. ეს არის ფუნ­და­მენ­ტუ­რი უფ­ლე­ბე­ბი,” - გა­ნა­ცხა­და რო­მის პაპ­მა.

რო­მის პაპი ერაყ­ში ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში სამ­ხრე­თით მდე­ბა­რე ქა­ლაქ ნა­ჯაფ­საც ეს­ტუმ­რა და ერა­ყე­ლი ში­ი­ტე­ბის უმაღ­ლეს სა­სუ­ლი­ე­რო პირს, აია­თო­ლა ალი ალ სის­ტანს შეხ­ვდა. ნა­ჯაფ­ში შეს­ვლი­სას კა­თო­ლი­კუ­რი სამ­ყა­როს წი­ნამ­ძღოლს გზად ბავ­შვე­ბი შე­ე­გებ­ნენ, რომ­ლებ­საც ერა­ყი­სა და ვა­ტი­კა­ნის დრო­შე­ბი ეკა­ვათ.

რო­გორც "რო­ი­ტე­რი“ წერს, ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვაა, როცა რო­მის პაპი ში­ი­ტე­ბის ასეთ უმაღ­ლეს სა­სუ­ლი­ე­რო პირს შეხ­ვდა. სა­ა­გენ­ტოს ცნო­ბით, აია­თო­ლა ალი ალ სის­ტა­ნი ში­ი­ტუ­რი ის­ლა­მის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფი­გუ­რაა, რო­გორც ერაყ­ში, ისე მის ფარ­გლებს გა­რეთ. ის დიდ გავ­ლე­ნას ახ­დენს პო­ლი­ტი­კა­ზე. 90 წლის სის­ტა­ნი ახლა იშ­ვი­ა­თად იღებს შეხ­ვედ­რებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

მან უარი თქვა ერა­ყის მოქ­მედ და ყო­ფილ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრებ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ზე. პრე­ზი­დენ­ტის წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სის­ტა­ნი პა­პთან შეხ­ვედ­რას და­თან­ხმდა იმ პი­რო­ბით, თუ მას ერა­ყის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი არ და­ეს­წრე­ოდ­ნენ. შეხ­ვედ­რა მის სახ­ლში შედ­გა.

რო­მის პაპ­მა ფრან­ცის­კემ ერაყ­ში ვი­ზი­ტი­სას ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას მო­უ­წო­და, ქვე­ყა­ნა­ში დას­რულ­დეს სამ­ხედ­რო ძა­ლა­დო­ბა, ძმა­თა მკვლე­ლო­ბა და რე­ლი­გი­უ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა.

"ბა­ტო­ნო პრე­ზი­დენ­ტო, მთავ­რო­ბის პა­ტივ­ცე­მუ­ლო წარ­მო­მად­გენ­ლე­ბო, ძვირ­ფა­სო მე­გობ­რე­ბო, მე აქ მო­ვე­დი, რო­გორც მომ­ნა­ნი­ე­ბე­ლი, ვთხოვ შენ­დო­ბას ზე­ცას და ჩემს და-ძმებს ამ­დე­ნი გა­ნად­გუ­რე­ბი­სა და სი­სას­ტი­კის გამო. მე მო­ვე­დი, რო­გორც მშვი­დო­ბის მომ­ლოც­ვე­ლი ქრის­ტეს სა­ხე­ლით. დაე შე­წყდეს ია­რა­ღით შე­ტა­კე­ბა, შე­წყდეს მათი გავ­რცე­ლე­ბა, შე­წყდეს პარ­ტი­უ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი, დაე ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ხალ­ხის, მშრო­მე­ლე­ბის, მშვი­დო­ბის­მყო­ფე­ლე­ბი­სა და მშე­ნებ­ლე­ბის აზრი იყოს გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. დაე დას­რულ­დეს აქ ძა­ლა­დო­ბი­სა და ექ­სტრე­მიზ­მის აქ­ტე­ბი, და­ყო­ფა და შე­უ­წყნა­რებ­ლო­ბა. ამ წლებ­ში ერა­ყი ცდი­ლობ­და სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­ე­ყა­რა დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის.

ამი­სათ­ვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია ყვე­ლა პო­ლი­ტი­კუ­რი, სო­ცი­ა­ლუ­რი და რე­ლი­გი­უ­რი ჯგუ­ფის მო­ნა­წი­ლე­ო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა და ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქის ძი­რი­თა­დი უფ­ლე­ბე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა. არა­ვინ შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს მე­ო­რე კლა­სის მო­ქა­ლა­ქედ“, - ამ სი­ტყვე­ბით მი­მარ­თა რო­მის პაპ­მა ერა­ყის პრე­ზი­დენტს, დიპ­ლო­მა­ტებ­სა და პო­ლი­ტი­კო­სებს პრე­ზი­დენ­ტის სა­სახ­ლე­ში სა­უბ­რი­სას. მისი თქმით, გა­სუ­ლი რამ­დე­ნი­მე ათწლე­უ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ერაყ­მა გა­ნი­ცა­და ომე­ბის და­მან­გრე­ვე­ლი შე­დე­გე­ბი, ტე­რო­რიზ­მის უბე­დუ­რე­ბა და რე­ლი­გი­ურ შუღლთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტე­ბი, რო­მე­ლიც ხში­რად ფუნ­და­მენ­ტა­ლიზ­მით არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი. ფრან­ცის­კეს თქმით, ამ ყვე­ლა­ფერ­მა მო­ი­ტა­ნა სიკ­ვდი­ლი და გა­ნად­გუ­რე­ბა და ზი­ა­ნი იმ­დე­ნად ღრმაა, ჭრი­ლო­ბე­ბის გან­კურ­ნე­ბას წლე­ბი დას­ჭირ­დე­ბა. მან ხაზი გა­უს­ვა, რომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დევ­ნის მსხვერ­პლნი გახ­დნენ იე­ზი­დე­ბი.

მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ვის­წავ­ლით ჩვე­ნი გან­სხვა­ვე­ბუ­ლო­ბის მიღ­მა გა­ვი­ხე­დოთ და ერ­თმა­ნეთს შევ­ხე­დოთ, რო­გორც ერთი ოჯა­ხის წევ­რებს, ჩვენ შევ­ძლებთ და­ვი­წყოთ აღ­დგე­ნის ეფექ­ტუ­რი პრო­ცე­სი და მო­მა­ვალ თა­ო­ბებს დავ­ტო­ვოთ უკე­თე­სი, უფრო სა­მარ­თლი­ა­ნი და ჰუ­მა­ნუ­რი სამ­ყა­რო“, - აღ­ნიშ­ნა რო­მის პაპ­მა.

BBC-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პა­პის და­სა­ცა­ვად ქვე­ყა­ნა­ში ერა­ყის უსაფრ­თხო­ე­ბის ძა­ლე­ბის 10 000 წევ­რია გან­ლა­გე­ბუ­ლი.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
10
“ისტორიული ვიზიტი” არა იხვის ტოლმა...
ნინი
11

დიახაც, ისტორიული და მეტად მნიშვნელოვანია. სადღაციდან ხომ უნდა დაიწყოს ხმის ამოღება ვინმემ. . პაპმა არაჩვეულებრივი მაგალითი მისცა სხვებს. დახმარება საზღვრების გახსნა კი არაა, არამედ ხალხის პირობების გაუმჯობესება

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"არ შეგვიძლია ჩუმად ვიყოთ, როდესაც ტერორიზმი ბოროტად იყენებს რელიგიას" - ერაყში რომის პაპის ისტორიული ვიზიტის დეტალები

"არ შეგვიძლია ჩუმად ვიყოთ, როდესაც ტერორიზმი ბოროტად იყენებს რელიგიას" - ერაყში რომის პაპის ისტორიული ვიზიტის დეტალები

რომის პაპი ფრანცისკე ერაყში ისტორიულ 4-დღიან ვიზიტს აგრძელებს. ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში პაპმა ის ადგილები მოინახულა, რომლებსაც ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფო“ წლების განმავლობაში აკონტროლებდა. პაპმა ფრანცისკემ საომარი მოქმედებების დროს დაღუპულთა სულებისთვის ილოცა.

BBC-ის ინფორმაციით, ის ასევე გეგმავს მოინახულოს ერაყის ყველაზე დიდი ქრისტიანული ტაძარი, რომელიც რადიკალურმა დაჯგუფებამ თითქმის მთლიანად გაანადგურა. იქამდე კი პაპი ბაღდადში ერაყის პრემიერ-მინისტრ მუსტაფა ალ-ქადიმსა და ერაყელი შიიტების უმაღლეს სასულიერო პირს, აიათოლა ალი ალ სისტანს შეხვდა.

რომის პაპის განცხადებით, ტერორიზმის, ომისა და ძალადობის შავმა ღრუბლებმა მოიცვა ერაყი, ტანჯვა მიადგა მის რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობებს, განსაკუთრებით კი იეზიდების საზოგადოებას. ერაყში ვიზიტის ფარგლებში, პაპი ესტუმრა უძველეს ადგილს, ურს, რომელიც წმინდა მამამთავრის, აბრაამის დაბადების ადგილად მიიჩნევა. პაპი აქვე დაესწრო სხვადასხვა რელიგიების წარმომადგენელთა შეხვედრას. რომის პაპმა იეზიდებისა და სხვა რელიგიის მიმდევრებისთვის ილოცა.

"მტრობა, ექსტრემიზმი და ძალადობა არ იბადება რელიგიურ გულში: ისინი მუხთლობენ რელიგიას. ჩვენ, მორწმუნეებს, არ შეგვიძლია ჩუმად ვიყოთ, როდესაც ტერორიზმი ბოროტად იყენებს რელიგიას. ჩვენზეა დამოკიდებული ჩვენი საერთო სახლის დაცვა მტაცებლური მიზნებისგან. მოდით ვილოცოთ, რომ სინდისის თავისუფლება და რელიგიის თავისუფლება ყველგან აღიარებული და პატივცემული იყოს. ეს არის ფუნდამენტური უფლებები,” - განაცხადა რომის პაპმა.

რომის პაპი ერაყში ვიზიტის ფარგლებში სამხრეთით მდებარე ქალაქ ნაჯაფსაც ესტუმრა და ერაყელი შიიტების უმაღლეს სასულიერო პირს, აიათოლა ალი ალ სისტანს შეხვდა. ნაჯაფში შესვლისას კათოლიკური სამყაროს წინამძღოლს გზად ბავშვები შეეგებნენ, რომლებსაც ერაყისა და ვატიკანის დროშები ეკავათ.

როგორც "როიტერი“ წერს, ეს პირველი შემთხვევაა, როცა რომის პაპი შიიტების ასეთ უმაღლეს სასულიერო პირს შეხვდა. სააგენტოს ცნობით, აიათოლა ალი ალ სისტანი შიიტური ისლამის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა, როგორც ერაყში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ის დიდ გავლენას ახდენს პოლიტიკაზე. 90 წლის სისტანი ახლა იშვიათად იღებს შეხვედრებში მონაწილეობას.

მან უარი თქვა ერაყის მოქმედ და ყოფილ პრემიერ-მინისტრებთან მოლაპარაკებებზე. პრეზიდენტის წყაროს ინფორმაციით, სისტანი პაპთან შეხვედრას დათანხმდა იმ პირობით, თუ მას ერაყის ოფიციალური პირები არ დაესწრეოდნენ. შეხვედრა მის სახლში შედგა.

რომის პაპმა ფრანცისკემ ერაყში ვიზიტისას ხელისუფლებასა და საზოგადოებას მოუწოდა, ქვეყანაში დასრულდეს სამხედრო ძალადობა, ძმათა მკვლელობა და რელიგიური დაპირისპირება.

"ბატონო პრეზიდენტო, მთავრობის პატივცემულო წარმომადგენლებო, ძვირფასო მეგობრებო, მე აქ მოვედი, როგორც მომნანიებელი, ვთხოვ შენდობას ზეცას და ჩემს და-ძმებს ამდენი განადგურებისა და სისასტიკის გამო. მე მოვედი, როგორც მშვიდობის მომლოცველი ქრისტეს სახელით. დაე შეწყდეს იარაღით შეტაკება, შეწყდეს მათი გავრცელება, შეწყდეს პარტიული ინტერესები, დაე ჩვეულებრივი ხალხის, მშრომელების, მშვიდობისმყოფელებისა და მშენებლების აზრი იყოს გათვალისწინებული. დაე დასრულდეს აქ ძალადობისა და ექსტრემიზმის აქტები, დაყოფა და შეუწყნარებლობა. ამ წლებში ერაყი ცდილობდა საფუძველი ჩაეყარა დემოკრატიული საზოგადოებისთვის.

ამისათვის აუცილებელია ყველა პოლიტიკური, სოციალური და რელიგიური ჯგუფის მონაწილეობის უზრუნველყოფა და ყველა მოქალაქის ძირითადი უფლებების უზრუნველყოფა. არავინ შეიძლება ჩაითვალოს მეორე კლასის მოქალაქედ“, - ამ სიტყვებით მიმართა რომის პაპმა ერაყის პრეზიდენტს, დიპლომატებსა და პოლიტიკოსებს პრეზიდენტის სასახლეში საუბრისას. მისი თქმით, გასული რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, ერაყმა განიცადა ომების დამანგრეველი შედეგები, ტერორიზმის უბედურება და რელიგიურ შუღლთან დაკავშირებული კონფლიქტები, რომელიც ხშირად ფუნდამენტალიზმით არის განპირობებული. ფრანცისკეს თქმით, ამ ყველაფერმა მოიტანა სიკვდილი და განადგურება და ზიანი იმდენად ღრმაა, ჭრილობების განკურნებას წლები დასჭირდება. მან ხაზი გაუსვა, რომ განსაკუთრებული დევნის მსხვერპლნი გახდნენ იეზიდები.

მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვისწავლით ჩვენი განსხვავებულობის მიღმა გავიხედოთ და ერთმანეთს შევხედოთ, როგორც ერთი ოჯახის წევრებს, ჩვენ შევძლებთ დავიწყოთ აღდგენის ეფექტური პროცესი და მომავალ თაობებს დავტოვოთ უკეთესი, უფრო სამართლიანი და ჰუმანური სამყარო“, - აღნიშნა რომის პაპმა.

BBC-ის ინფორმაციით, პაპის დასაცავად ქვეყანაში ერაყის უსაფრთხოების ძალების 10 000 წევრია განლაგებული.

ჰაკერებმა "ფეისბუქის" მილიონობით მომხმარებლის პირად მონაცემებთან ერთად, ცუკერბერგის მონაცემებიც მოიპარეს და მისი ნომერი გაასაჯაროვეს

ვატიკანში კათოლიკურმა ეკლესიამ აღდგომა მრევლის გარეშე აღნიშნა - ფოტოები

საფრანგეთში პანდემიის გამო “კომენდანტის საათი” მესამედ ამოქმედდა