პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მეუღლე ადრე გარდაეცვალა და 5 შვილის აღზრდა იტვირთა" - რას იხსენებს პატრიარქ ქრისტეფორე III-ის შთამომავალი ბაბუაზე, რომელმაც ქვეყნის ეკლესია ურთულეს დროს ჩაიბარა
"მეუღლე ადრე გარდაეცვალა და 5 შვილის აღზრდა იტვირთა" - რას იხსენებს პატრიარქ ქრისტეფორე III-ის შთამომავალი ბაბუაზე, რომელმაც ქვეყნის ეკლესია ურთულეს დროს ჩაიბარა

1927-1932 წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­არ­ქი ქრის­ტე­ფო­რე III (ციცქიშ­ვი­ლი) იყო, რო­მელ­საც ქვეყ­ნის­თვის საკ­მა­ოდ რთულ პე­რი­ოდ­ში მო­უხ­და მწყემსმთავ­რო­ბა. ამას უწ­მინ­დე­სი და უნე­ტა­რე­სი ილია II-ც აღ­ნიშ­ნავს, გა­მორ­ჩე­ულ პატ­რი­არ­ქად მი­იჩ­ნევს და მა­ღალ შე­ფა­სე­ბას აძ­ლევს მის მოღ­ვა­წე­ო­ბას. ამ­ბობს, რომ მან ეკ­ლე­სია ფი­ზი­კურ გა­ნად­გუ­რე­ბას გა­და­არ­ჩი­ნა.

"პატ­რი­არ­ქმა, ქრის­ტე­ფო­რე ციცქიშ­ვილ­მა, ურ­თუ­ლეს პე­რი­ოდ­ში ჩა­ი­ბა­რა სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სია. ეს იყო დრო, როცა იდევ­ნე­ბო­და ყვე­ლა და ყვე­ლა­ფე­რი, რაც ეკ­ლე­სი­ას უკავ­შირ­დე­ბო­და. ძა­ლი­ან ძნე­ლია, მღვდელმთა­ვარ­მა ასეთ რთულ პე­რი­ოდ­ში ღირ­სე­უ­ლად გან­ვლო ცხოვ­რე­ბა. მი­ხა­რია, რომ XX სა­უ­კუ­ნე­ში ხა­რა­გა­უ­ლე­ლებს ორი უდი­დე­სი პატ­რი­არ­ქი - ქრის­ტე­ფო­რე ციცქიშ­ვი­ლი და და­ვით დევ­და­რი­ა­ნი გვყავ­და,“ - აღ­ნიშ­ნავს მარ­გვე­თი­სა და უბი­სის ეპარ­ქი­ის მე­უ­ფე მელ­ქი­სე­დე­კი (ხა­ჩი­ძე).

Ambebi.ge პატ­რი­არქ ქრის­ტე­ფო­რეს ერთ-ერთ შვილ­თაშ­ვილს, მა­ნა­ნა ციცქიშ­ვილს ესა­უბ­რა. ის ჩვე­ნი კო­ლე­გა და ფი­ლო­ლო­გია, რო­მე­ლიც ჩვენ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სოდ სა­უბ­რობს თა­ვის დიდ წი­ნა­პარ­ზე.

- მე­ა­მა­ყე­ბა, რომ მისი შვილ­თაშ­ვი­ლი ვარ, თუმ­ცა ეს გარ­კვე­ულ­წი­ლად, ძნე­ლი­ცაა, რად­გან დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა, იყო ასე­თი სუ­ლი­ე­რი მოღ­ვა­წის შთა­მო­მა­ვა­ლი.ოჯახ­ში, ბავ­შვო­ბი­დან სულ მეს­მო­და მის შე­სა­ხებ, ვი­ცო­დი, რომ სა­ო­ცა­რი ადა­მი­ა­ნი იყო - ძლი­ე­რი, თბი­ლი, სათ­ნო, სამ­შობ­ლოს და ადა­მი­ა­ნის მოყ­ვა­რე. შვი­ლე­ბიც ისე აღ­ზარ­და, რო­გორც ნამ­დვილ მო­ძღვარს, მა­მას შე­ე­ფე­რე­ბა.

- რო­გორც შე­ვი­ტყვეთ, ბა­ბუ­ას 5 შვი­ლი ჰყო­ლია...

- კი - ნინო, გობ­რო­ნი, ვა­სი­ლი, ელე­ნე, მა­რი­ა­მი. ბა­ბუ­ა­ჩე­მი გობ­რო­ნი გახ­ლდათ, იგი­ვე გობ­რონ აგა­რე­ლი-ციცქიშ­ვი­ლი, პო­ე­ტი, მთარ­გმნე­ლი და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე, რვა ენა იცო­და. მე­გობ­რობ­და გა­ლა­კტი­ონ ტა­ბი­ძეს­თან და ტე­რენ­ტი გრა­ნელ­თან. მა­მა­ჩე­მი, გივი ციცქიშ­ვი­ლიც ფი­ლო­ლო­გი, მთარ­გმნე­ლი იყო და არა­ნაკ­ლებ ცნო­ბი­ლი პი­როვ­ნე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა თა­ვად ჩემს დიდ ბა­ბუ­ას, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქს, ქრის­ტე­ფო­რე III-ს, დიდი და უაღ­რე­სად გა­ნათ­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი იყო, მრა­ვალ­მხრი­ვი ცოდ­ნი­თა და ნი­ჭით და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი.

- ვინ იყო მისი მე­უღ­ლე, ანუ თქვე­ნი დიდი ბე­ბია?

- ანა ჩუ­ბი­ნი­ძე, სათ­ნო, მორ­წმუ­ნე და კე­თილ­შო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ადრე გარ­და­ეც­ვა­ლა და ხუთი შვი­ლის აღ­ზრდა თა­ვად იტ­ვირ­თა...

- მას­თან სუ­ლი­ერ კავ­შირს თუ გრძნობთ?

- ყო­ველ­თვის ვგრძნობ­დი მის მფარ­ვე­ლო­ბას, ახ­ლაც ასე ვარ. როცა მი­ჭირს, თვა­ლებს ვხუ­ჭავ და მის სა­ხელს გულ­ში უხ­მოდ ვამ­ბობ. ის მო­დის ჩემ­თან და სწორ გზას მაჩ­ვე­ნებს, რო­გორც თა­ვის დრო­ზე სწო­რი გზის­კენ მთელ ერს მი­უ­თი­თებ­და. ამას ჩვე­ნი ახ­ლან­დე­ლი პატ­რი­არ­ქი, უწ­მინ­დე­სი და უნე­ტა­რე­სი ილია II-ც აღ­ნიშ­ნავს. პატ­რი­არ­ქი თა­ვის სუ­ლი­ერ შვი­ლებს სწორ გზას აჩ­ვე­ნებ­და-მეთ­ქი, ვამ­ბობ, მაგ­რამ, იმ ავ­ბე­დი­თი წლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ეს არც ისე იოლი იყო. მას პა­სუ­ხი ყვე­ლა კი­თხვა­ზე ჰქონ­და, რაც მხო­ლოდ ჭეშ­მა­რი­ტე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და. უბ­რა­ლო და უშუ­ა­ლო იყო, რო­გორც ყვე­ლა დიდი პი­როვ­ნე­ბა.

- პატ­რი­არ­ქო­ბამ­დე რა გზა გან­ვლო?

- მისი უწ­მი­დე­სო­ბა ქრის­ტე­ფო­რე III 1873 წლის 27 მარტს ვერ­ტყვი­ჭა­ლა­ში (ხა­რა­გა­უ­ლის რა­ი­ო­ნი) და­ი­ბა­და. ციცქიშ­ვილ­თა შტოს წარ­მო­მად­გენ­ლებ­ში სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი ბევ­რნი ყო­ფი­ლან. მღვდე­ლი იყო ბა­ბუ­ას ერთ-ერთი ძმაც და სწო­რედ მისი გავ­ლე­ნით აურ­ჩე­ვია სა­სუ­ლი­ე­რო გზა. დამ­თავ­რე­ბუ­ლი ჰქონ­და თბი­ლი­სის სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რია, შემ­დეგ თბი­ლი­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტის უმაღ­ლე­სი პე­და­გო­გი­უ­რი კურ­სე­ბი, მღვდლად იყო ჯერ იმი­ერ­კას­პი­ის ოლ­ქში, შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლოს სოფ­ლებ­ში - ხი­დის­თა­ვი, იტ­რია, ნა­ბახ­ტე­ვი, თბი­ლი­სის ვე­რის წმინ­და ნი­კო­ლო­ზის ეკ­ლე­სია. იყო ასე­ვე სო­ფელ იტ­რი­ის ორკლა­სი­ა­ნი სკო­ლის გამ­გე და საღვთო სჯუ­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი, გო­რის მაზ­რის სამ­რევ­ლო სკო­ლე­ბის მეთ­ვალ­ყუ­რე, თბი­ლი­სის მე­ხუ­თე გიმ­ნა­ზი­ის საღვთო სჯუ­ლი­სა და ქარ­თუ­ლი ენის მას­წავ­ლე­ბე­ლი..

1905 წელს თბი­ლის­ში თავ­მჯდო­მა­რე­ობ­და არა­ლე­გა­ლურ კრე­ბას, რო­მელ­მაც ქარ­თუ­ლი მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი სა­მო­ცი­ქუ­ლო ეკ­ლე­სი­ის ავ­ტო­კე­ფა­ლი­ის აღ­დგე­ნის შე­სა­ხებ მო­თხოვ­ნა შე­ი­მუ­შა­ვა...

- ქრის­ტე­ფო­რე III სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­არ­ქის ამ­ბრო­სი ხე­ლა­ი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ შე­უდ­გა ამ მი­სი­ას?

- დიახ და 1922 წლის 18 მარტს დე­კა­ნო­ზი ქრის­ტე­ფო­რე, ამ­ბრო­სი ხე­ლა­ი­ას მიერ იქნა ხელ­დას­მუ­ლი ჯერ მან­გლი­სის, შემ­დეგ ურ­ბნი­სის ეპის­კო­პო­სად. 1922 წლის 28 მა­ისს კი და­ი­ნიშ­ნა კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის ეპის­კო­პო­სად, 1923 წლი­დან 1925 წლამ­დე პატ­რი­არ­ქის მო­საყ­დრის მო­ვა­ლე­ო­ბას ას­რუ­ლებ­და და სწო­რედ იქი­დან და­ი­წყო მისი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე რთუ­ლი პე­რი­ო­დი. კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის ამ­ბრო­სი ხე­ლა­ი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, 1927 წლის 26 ივ­ნისს, IV სა­ეკ­ლე­სიო კრე­ბა­ზე, იმ დროს ცხუმ-აფხა­ზე­თის მიტ­რო­პო­ლი­ტი ქრის­ტე­ფო­რე ციცქიშ­ვი­ლი კა­თო­ლი­კო­სად აირ­ჩი­ეს და მძი­მე, ეკ­ლე­სი­ის­თვის სა­ვა­ლა­ლო ვი­თა­რე­ბა­ში მო­უხ­და ეკ­ლე­სი­ის სა­ჭეთმპყრობ­ლო­ბა.

- კო­მუ­ნის­ტუ­რი რე­ჟი­მის სი­სას­ტი­კე იგუ­ლის­ხმე­ბა, ხომ?

- კო­მუ­ნის­ტე­ბი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს სა­შინ­ლად ავიწ­რო­ებ­დნენ, დევ­ნიდ­ნენ მრევლს და უამ­რავ სი­სას­ტი­კეს სჩა­დი­ოდ­ნენ. პატ­რი­არქ ქრის­ტე­ფო­რეს დროს 1927 წლის ნო­ემ­ბრი­დან ეკ­ლე­სია კა­ლენ­დრის ძვე­ლი სტი­ლი­დან ახალ­ზე გა­და­ვი­და. ამ ნა­ბი­ჯით ის ცა­მეტ­დღი­ა­ნი გან­სხვა­ვე­ბა, რო­მე­ლიც მა­შინ იყო და დღე­საც არ­სე­ბობს სა­ე­რო და სა­ეკ­ლე­სიო კა­ლენ­დრებს შო­რის, მო­ის­პო (დღეს მა­გა­ლი­თად, ახა­ლი წლის აღ­ნიშ­ვნა ჩვენ შემ­თხვე­ვა­ში რომ სხვა­დას­ხვა დროს ხდე­ბა, მა­შინ ერთ დღეს და­ემ­თხვა)... თუმ­ცა 1923 წელს კა­თო­ლი­კოს ამ­ბრო­სის ნე­ბარ­თვი­თაც შე­მო­ი­ღეს ეკ­ლე­სი­ა­ში ახა­ლი სტი­ლის კა­ლენ­და­რი და კა­თო­ლი­კო­სი ქრის­ტე­ფო­რე, ამ­ბრო­სი ხე­ლა­ი­ა­ზე ერთ-ერთ მოხ­სე­ნე­ბა­ში ასე აღ­ნიშ­ნავ­და, 1923-1924 წლებ­ში ამ სტი­ლის მი­ხედ­ვით მარ­ხუ­ლობ­და და იხ­სნი­ლებ­და, თუმ­ცა შემ­დგომ, 1925 წლი­დან, რო­დე­საც კა­თო­ლი­კო­სი ცი­ხი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდა, ეკ­ლე­სია 1927 წლამ­დე, ისევ კა­ლენ­დრის ძველ სტილს და­უბ­რუნ­და...

ქრის­ტე­ფო­რე III სა­მეც­ნი­ე­რო მუ­შა­ო­ბა­საც ეწე­ო­და. ბევ­რი ის­ტო­რი­უ­ლი და ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი წე­რი­ლი­სა და გა­მოკ­ვლე­ვის ავ­ტო­რია. მათ შო­რის, ძვე­ლი ქარ­თუ­ლი მწერ­ლო­ბის ძეგლის - "ვის­რა­მი­ა­ნის" შე­სა­ხებ. სამ­წუ­ხა­როდ, ადრე, 57 წლი­სა აღეს­რუ­ლა. მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ, ისე­თი დრო იყო, რომ გა­ზეთ­ში მხო­ლოდ ერთი პა­ტა­რა გან­ცხა­დე­ბა გა­მოქ­ვეყ­ნდა, რო­გო­რი­თაც ერის­კაცს აცხა­დებ­დნენ: "გარ­და­იც­ვა­ლა ქრის­ტე­ფო­რე ციცქიშ­ვი­ლი". ბევ­რმა არც კი იცო­და, რომ ეს სა­ხე­ლი და გვა­რი სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქს ეკუთ­ვნო­და...

თუმ­ცა, გა­ვი­და წლე­ბი და 2013 წლის 20 ივ­ნისს მისი სა­ხე­ლი იტ­რი­ის სა­შუ­ა­ლო სკო­ლას მი­ე­ნი­ჭა. ამას­თან, ვი­ნა­ი­დან წარ­მო­შო­ბით ხა­რა­გა­უ­ლი­დან, სო­ფელ ვერ­ტყვი­ჭა­ლი­დან იყო, სა­ჯა­რო სკო­ლა­ში სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის ქრის­ტე­ფო­რე III-ის მუ­ზე­უ­მი გა­იხ­სნა. გახ­სნის იდეა ამ სკო­ლის ის­ტო­რი­ის პე­და­გოგს, თა­მაზ გო­გო­ლა­ძეს და სკო­ლის დი­რექ­ტორს, ლენა აბა­ში­ძეს ეკუთ­ვნით. ღო­ნის­ძი­ე­ბას მარ­გვე­თი­სა და უბი­სის ეპარ­ქი­ის მე­უ­ფე მელ­ქი­სე­დე­კი (ხა­ჩი­ძე), ეპარ­ქი­ის სამ­ღვდე­ლო­ე­ბა და­ეს­წრო.

- შთა­მო­მავ­ლე­ბი ეკ­ლე­სი­უ­რად ცხოვ­რობთ?

- ეკ­ლე­სი­ა­ში სი­ა­რულს ვე­რა­ვინ დაგ­ვიშ­ლი­და. მე, ჩემს დას, ბი­ძაშ­ვი­ლებს ღვთის გვწამ­და, თუმ­ცა არა იმ­დე­ნად, რომ ჭეშ­მა­რი­ტი მორ­წმუ­ნე­ე­ბი ეწო­დე­ბი­ნა ვინ­მეს ჩვენ­თვის. ეს ალ­ბათ უფრო ში­ნა­გა­ნი გან­წყო­ბა იყო, რა­ღაც იდუ­მა­ლი, იმის გა­მო­ძა­ხი­ლი, რა­საც გე­ნე­ტი­კა, ფეს­ვე­ბი, სის­ხლი ჰქვია.

ჩვენ ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ვცხოვ­რობ­დით, დავ­დი­ო­დით, ვსწავ­ლობ­დით, ვშრო­მობ­დით, თუმ­ცა ში­ნა­გა­ნი ხმა გვე­უბ­ნე­ბო­და, რომ ოდ­ნავ მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გვქონ­და ყვე­ლა­ფერ­ზე, ყვე­ლა­ზე, თით­ქოს რა­ღაც უფრო არ გვე­პა­ტი­ე­ბო­და, ვიდ­რე სხვას. ამა­ზე ხმა­მაღ­ლა არა­ვინ მიგ­ვი­თი­თებ­და, ეს ისე­დაც ცხად­ზე ცხა­დი იყო...

დრო გა­დი­ო­და და ყვე­ლა­ფე­რი თა­ვი­სით ლაგ­დე­ბო­და, ვი­ღა­ცას უნდა გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნა დიდი ქრის­ტე­ფო­რეს გზა და ეს კა­ციც მო­ი­ძებ­ნა! ჩემი ძვირ­ფა­სი ბი­ძაშ­ვი­ლი, და­ვით ციცქიშ­ვი­ლი. პრო­ფე­სი­ით ფსი­ქო­ლო­გი, სათ­ნო პი­როვ­ნე­ბა, ღირ­სე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი, გა­მორ­ჩე­უ­ლი მთელ ნა­თე­სა­ო­ბა­ში.

მამა და­ვი­თი ახლა დე­კა­ნო­ზია, კლდი­სუბ­ნის ეკ­ლე­სი­ა­ში მოღ­ვა­წე­ობს. ის უყ­ვართ და აფა­სე­ბენ, მის სი­ტყვას მარ­თლაც აქვს ძალა და მად­ლი. ფსი­ქო­ლო­გო­ბა დი­დად ეხ­მა­რე­ბა მრევ­ლთან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. არ გძა­ბავს, თბი­ლად გე­სა­უბ­რე­ბა, გი­ტო­ვებს არ­ჩევ­ნის უფ­ლე­ბას და შენც ცდი­ლობ, სწორ გზა­ზე დად­გე არა ერ­თბა­შად, არა­მედ ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ...

საჩ­ქა­რო არა­ფე­რი­აო, იტყვის ხოლ­მე და მარ­თლაც, სად მი­ვიჩ­ქა­რით?! მთა­ვა­რია საით მივ­დი­ვართ და სა­ი­დან მოვ­დი­ვართ!

ჩვენ ხომ პატ­რი­არ­ქის შთა­მო­მავ­ლე­ბი ვართ და ნუთუ შე­საძ­ლე­ბე­ლია, მი­უ­ხე­და­ვად ყო­ველ­დღი­უ­რო­ბი­სა, შეც­დო­მე­ბი­სა, ხა­სი­ა­თის ცვლი­ლე­ბი­სა, არ დავ­ფიქ­რდეთ უფრო მა­ღალ ჭეშ­მა­რი­ტე­ბა­ზე, უფრო დი­ად­ზე, არ დავ­წვრილ­მან­დეთ რუ­ტი­ნის ხვე­უ­ლებ­ში გავ­ლი­სას არ შევ­ჩერ­დეთ და არ ვთქვათ - "გვახ­სოვ­დეს, ვისი გვა­რი­სა­ნი ვართ!"

ყვე­ლა­ფე­რი გა­ივ­ლის და სა­ხე­ლი დარ­ჩე­ბა პატ­რი­არ­ქის და მისი შთა­მო­მავ­ლე­ბი­სა. არ მინ­და ზედ­მე­ტი ემო­ცია ჩა­ვაქ­სო­ვო, მაგ­რამ ეს მარ­თლაც ეგ­რეა - ვინ ვართ და სა­ი­დან მოვ­დი­ვართ, მარ­თლაც მთა­ვა­რი ეს არის! ყვე­ლა ოჯა­ხის ხაზი და­სა­ფა­სე­ბე­ლია, ყვე­ლა შვი­ლი უნდა გა­უფრ­თხილ­დეს მა­მის და­ნა­ტო­ვარს, ღირ­სე­უ­ლად გა­ი­ა­როს თა­ვი­სი გა­სავ­ლე­ლი გზა. თუ ასე იფიქ­რე­ბენ, იქ­ნებ უფრო გვეშ­ვე­ლოს ჩვენც და ჩვენს ქვე­ყა­ნა­საც. გა­მო­ვა­ჩი­ნოთ ჩვე­ნი სა­უ­კე­თე­სო ნიჭი, და­დე­ბი­თი მხა­რე, რომ ისე არ მოხ­დეს, უარ­ყო­ფით­მა გა­და­ფა­როს პო­ზი­ტი­უ­რი.

ამ­ჟა­მად მოს­წავ­ლე­ე­ბი­სა და აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის გა­ნათ­ლე­ბა­ზე ვზრუ­ნავ. ვმუ­შა­ობ მო­სამ­ზა­დე­ბელ ცენ­ტრში. ქარ­თულ ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რას ვას­წავ­ლი, აგ­რეთ­ვე ზო­გად უნა­რებს. მოს­წავ­ლე­ე­ბი კერ­ძო­დაც მყავს. ამას­თან, ვწერ და ვთარ­გმნი. მიყ­ვარს ჩემი საქ­მე და იმა­ვეს გა­ვი­მე­ო­რებ, რაც უკვე ვთქვი, მე­ა­მა­ყე­ბა, რომ ასე­თი წი­ნაპ­რის შთა­მო­მა­ვა­ლი ვარ...

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
beso
0

ღმერთმა მოგცეთ წყალობა, მშვიდობა, მხნეობა და სიხარული. იმდენად კმაყოფილი ვარ თქვენი საუბრით, რომ ალბათ ამის წაკითხვა მინდოდა. გაიხარეთ!

თამარი
0

საოცარი ოჯახი

 

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"მეუღლე ადრე გარდაეცვალა და 5 შვილის აღზრდა იტვირთა" - რას იხსენებს პატრიარქ ქრისტეფორე III-ის შთამომავალი ბაბუაზე, რომელმაც ქვეყნის ეკლესია ურთულეს დროს ჩაიბარა

"მეუღლე ადრე გარდაეცვალა და 5 შვილის აღზრდა იტვირთა" - რას იხსენებს პატრიარქ ქრისტეფორე III-ის შთამომავალი ბაბუაზე, რომელმაც ქვეყნის ეკლესია ურთულეს დროს ჩაიბარა

1927-1932 წლებში საქართველოს პატრიარქი ქრისტეფორე III (ციცქიშვილი) იყო, რომელსაც ქვეყნისთვის საკმაოდ რთულ პერიოდში მოუხდა მწყემსმთავრობა. ამას უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ც აღნიშნავს, გამორჩეულ პატრიარქად მიიჩნევს და მაღალ შეფასებას აძლევს მის მოღვაწეობას. ამბობს, რომ მან ეკლესია ფიზიკურ განადგურებას გადაარჩინა.

"პატრიარქმა, ქრისტეფორე ციცქიშვილმა, ურთულეს პერიოდში ჩაიბარა საქართველოს ეკლესია. ეს იყო დრო, როცა იდევნებოდა ყველა და ყველაფერი, რაც ეკლესიას უკავშირდებოდა. ძალიან ძნელია, მღვდელმთავარმა ასეთ რთულ პერიოდში ღირსეულად განვლო ცხოვრება. მიხარია, რომ XX საუკუნეში ხარაგაულელებს ორი უდიდესი პატრიარქი - ქრისტეფორე ციცქიშვილი და დავით დევდარიანი გვყავდა,“ - აღნიშნავს მარგვეთისა და უბისის ეპარქიის მეუფე მელქისედეკი (ხაჩიძე).

Ambebi.ge პატრიარქ ქრისტეფორეს ერთ-ერთ შვილთაშვილს, მანანა ციცქიშვილს ესაუბრა. ის ჩვენი კოლეგა და ფილოლოგია, რომელიც ჩვენთან ინტერვიუში საკმაოდ საინტერესოდ საუბრობს თავის დიდ წინაპარზე.

- მეამაყება, რომ მისი შვილთაშვილი ვარ, თუმცა ეს გარკვეულწილად, ძნელიცაა, რადგან დიდი პასუხისმგებლობაა, იყო ასეთი სულიერი მოღვაწის შთამომავალი.ოჯახში, ბავშვობიდან სულ მესმოდა მის შესახებ, ვიცოდი, რომ საოცარი ადამიანი იყო - ძლიერი, თბილი, სათნო, სამშობლოს და ადამიანის მოყვარე. შვილებიც ისე აღზარდა, როგორც ნამდვილ მოძღვარს, მამას შეეფერება.

- როგორც შევიტყვეთ, ბაბუას 5 შვილი ჰყოლია...

- კი - ნინო, გობრონი, ვასილი, ელენე, მარიამი. ბაბუაჩემი გობრონი გახლდათ, იგივე გობრონ აგარელი-ციცქიშვილი, პოეტი, მთარგმნელი და საზოგადო მოღვაწე, რვა ენა იცოდა. მეგობრობდა გალაკტიონ ტაბიძესთან და ტერენტი გრანელთან. მამაჩემი, გივი ციცქიშვილიც ფილოლოგი, მთარგმნელი იყო და არანაკლებ ცნობილი პიროვნება.

რაც შეეხება თავად ჩემს დიდ ბაბუას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ქრისტეფორე III-ს, დიდი და უაღრესად განათლებული ადამიანი იყო, მრავალმხრივი ცოდნითა და ნიჭით დაჯილდოებული.

- ვინ იყო მისი მეუღლე, ანუ თქვენი დიდი ბებია?

- ანა ჩუბინიძე, სათნო, მორწმუნე და კეთილშობილი ადამიანი, რომელიც ადრე გარდაეცვალა და ხუთი შვილის აღზრდა თავად იტვირთა...

- მასთან სულიერ კავშირს თუ გრძნობთ?

- ყოველთვის ვგრძნობდი მის მფარველობას, ახლაც ასე ვარ. როცა მიჭირს, თვალებს ვხუჭავ და მის სახელს გულში უხმოდ ვამბობ. ის მოდის ჩემთან და სწორ გზას მაჩვენებს, როგორც თავის დროზე სწორი გზისკენ მთელ ერს მიუთითებდა. ამას ჩვენი ახლანდელი პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ც აღნიშნავს. პატრიარქი თავის სულიერ შვილებს სწორ გზას აჩვენებდა-მეთქი, ვამბობ, მაგრამ, იმ ავბედითი წლებიდან გამომდინარე, ეს არც ისე იოლი იყო. მას პასუხი ყველა კითხვაზე ჰქონდა, რაც მხოლოდ ჭეშმარიტებას ემსახურებოდა. უბრალო და უშუალო იყო, როგორც ყველა დიდი პიროვნება.

- პატრიარქობამდე რა გზა განვლო?

- მისი უწმიდესობა ქრისტეფორე III 1873 წლის 27 მარტს ვერტყვიჭალაში (ხარაგაულის რაიონი) დაიბადა. ციცქიშვილთა შტოს წარმომადგენლებში სასულიერო პირები ბევრნი ყოფილან. მღვდელი იყო ბაბუას ერთ-ერთი ძმაც და სწორედ მისი გავლენით აურჩევია სასულიერო გზა. დამთავრებული ჰქონდა თბილისის სასულიერო სემინარია, შემდეგ თბილისის უნივერსიტეტის უმაღლესი პედაგოგიური კურსები, მღვდლად იყო ჯერ იმიერკასპიის ოლქში, შემდეგ საქართველოს სოფლებში - ხიდისთავი, იტრია, ნაბახტევი, თბილისის ვერის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია. იყო ასევე სოფელ იტრიის ორკლასიანი სკოლის გამგე და საღვთო სჯულის მასწავლებელი, გორის მაზრის სამრევლო სკოლების მეთვალყურე, თბილისის მეხუთე გიმნაზიის საღვთო სჯულისა და ქართული ენის მასწავლებელი..

1905 წელს თბილისში თავმჯდომარეობდა არალეგალურ კრებას, რომელმაც ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შესახებ მოთხოვნა შეიმუშავა...

- ქრისტეფორე III საქართველოს პატრიარქის ამბროსი ხელაიას გარდაცვალების შემდეგ შეუდგა ამ მისიას?

- დიახ და 1922 წლის 18 მარტს დეკანოზი ქრისტეფორე, ამბროსი ხელაიას მიერ იქნა ხელდასმული ჯერ მანგლისის, შემდეგ ურბნისის ეპისკოპოსად. 1922 წლის 28 მაისს კი დაინიშნა კათოლიკოს-პატრიარქის ეპისკოპოსად, 1923 წლიდან 1925 წლამდე პატრიარქის მოსაყდრის მოვალეობას ასრულებდა და სწორედ იქიდან დაიწყო მისი ცხოვრების ყველაზე რთული პერიოდი. კათოლიკოს-პატრიარქის ამბროსი ხელაიას გარდაცვალების შემდეგ, 1927 წლის 26 ივნისს, IV საეკლესიო კრებაზე, იმ დროს ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ქრისტეფორე ციცქიშვილი კათოლიკოსად აირჩიეს და მძიმე, ეკლესიისთვის სავალალო ვითარებაში მოუხდა ეკლესიის საჭეთმპყრობლობა.

- კომუნისტური რეჟიმის სისასტიკე იგულისხმება, ხომ?

- კომუნისტები სასულიერო პირებს საშინლად ავიწროებდნენ, დევნიდნენ მრევლს და უამრავ სისასტიკეს სჩადიოდნენ. პატრიარქ ქრისტეფორეს დროს 1927 წლის ნოემბრიდან ეკლესია კალენდრის ძველი სტილიდან ახალზე გადავიდა. ამ ნაბიჯით ის ცამეტდღიანი განსხვავება, რომელიც მაშინ იყო და დღესაც არსებობს საერო და საეკლესიო კალენდრებს შორის, მოისპო (დღეს მაგალითად, ახალი წლის აღნიშვნა ჩვენ შემთხვევაში რომ სხვადასხვა დროს ხდება, მაშინ ერთ დღეს დაემთხვა)... თუმცა 1923 წელს კათოლიკოს ამბროსის ნებართვითაც შემოიღეს ეკლესიაში ახალი სტილის კალენდარი და კათოლიკოსი ქრისტეფორე, ამბროსი ხელაიაზე ერთ-ერთ მოხსენებაში ასე აღნიშნავდა, 1923-1924 წლებში ამ სტილის მიხედვით მარხულობდა და იხსნილებდა, თუმცა შემდგომ, 1925 წლიდან, როდესაც კათოლიკოსი ციხიდან გათავისუფლდა, ეკლესია 1927 წლამდე, ისევ კალენდრის ძველ სტილს დაუბრუნდა...

ქრისტეფორე III სამეცნიერო მუშაობასაც ეწეოდა. ბევრი ისტორიული და ლიტერატურული წერილისა და გამოკვლევის ავტორია. მათ შორის, ძველი ქართული მწერლობის ძეგლის - "ვისრამიანის" შესახებ. სამწუხაროდ, ადრე, 57 წლისა აღესრულა. მისი გარდაცვალების შესახებ, ისეთი დრო იყო, რომ გაზეთში მხოლოდ ერთი პატარა განცხადება გამოქვეყნდა, როგორითაც ერისკაცს აცხადებდნენ: "გარდაიცვალა ქრისტეფორე ციცქიშვილი". ბევრმა არც კი იცოდა, რომ ეს სახელი და გვარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ეკუთვნოდა...

თუმცა, გავიდა წლები და 2013 წლის 20 ივნისს მისი სახელი იტრიის საშუალო სკოლას მიენიჭა. ამასთან, ვინაიდან წარმოშობით ხარაგაულიდან, სოფელ ვერტყვიჭალიდან იყო, საჯარო სკოლაში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქრისტეფორე III-ის მუზეუმი გაიხსნა. გახსნის იდეა ამ სკოლის ისტორიის პედაგოგს, თამაზ გოგოლაძეს და სკოლის დირექტორს, ლენა აბაშიძეს ეკუთვნით. ღონისძიებას მარგვეთისა და უბისის ეპარქიის მეუფე მელქისედეკი (ხაჩიძე), ეპარქიის სამღვდელოება დაესწრო.

- შთამომავლები ეკლესიურად ცხოვრობთ?

- ეკლესიაში სიარულს ვერავინ დაგვიშლიდა. მე, ჩემს დას, ბიძაშვილებს ღვთის გვწამდა, თუმცა არა იმდენად, რომ ჭეშმარიტი მორწმუნეები ეწოდებინა ვინმეს ჩვენთვის. ეს ალბათ უფრო შინაგანი განწყობა იყო, რაღაც იდუმალი, იმის გამოძახილი, რასაც გენეტიკა, ფესვები, სისხლი ჰქვია.

ჩვენ ჩვეულებრივად ვცხოვრობდით, დავდიოდით, ვსწავლობდით, ვშრომობდით, თუმცა შინაგანი ხმა გვეუბნებოდა, რომ ოდნავ მეტი პასუხისმგებლობა გვქონდა ყველაფერზე, ყველაზე, თითქოს რაღაც უფრო არ გვეპატიებოდა, ვიდრე სხვას. ამაზე ხმამაღლა არავინ მიგვითითებდა, ეს ისედაც ცხადზე ცხადი იყო...

დრო გადიოდა და ყველაფერი თავისით ლაგდებოდა, ვიღაცას უნდა გაეგრძელებინა დიდი ქრისტეფორეს გზა და ეს კაციც მოიძებნა! ჩემი ძვირფასი ბიძაშვილი, დავით ციცქიშვილი. პროფესიით ფსიქოლოგი, სათნო პიროვნება, ღირსეული ადამიანი, გამორჩეული მთელ ნათესაობაში.

მამა დავითი ახლა დეკანოზია, კლდისუბნის ეკლესიაში მოღვაწეობს. ის უყვართ და აფასებენ, მის სიტყვას მართლაც აქვს ძალა და მადლი. ფსიქოლოგობა დიდად ეხმარება მრევლთან ურთიერთობაში. არ გძაბავს, თბილად გესაუბრება, გიტოვებს არჩევნის უფლებას და შენც ცდილობ, სწორ გზაზე დადგე არა ერთბაშად, არამედ ნაბიჯ-ნაბიჯ...

საჩქარო არაფერიაო, იტყვის ხოლმე და მართლაც, სად მივიჩქარით?! მთავარია საით მივდივართ და საიდან მოვდივართ!

ჩვენ ხომ პატრიარქის შთამომავლები ვართ და ნუთუ შესაძლებელია, მიუხედავად ყოველდღიურობისა, შეცდომებისა, ხასიათის ცვლილებისა, არ დავფიქრდეთ უფრო მაღალ ჭეშმარიტებაზე, უფრო დიადზე, არ დავწვრილმანდეთ რუტინის ხვეულებში გავლისას არ შევჩერდეთ და არ ვთქვათ - "გვახსოვდეს, ვისი გვარისანი ვართ!"

ყველაფერი გაივლის და სახელი დარჩება პატრიარქის და მისი შთამომავლებისა. არ მინდა ზედმეტი ემოცია ჩავაქსოვო, მაგრამ ეს მართლაც ეგრეა - ვინ ვართ და საიდან მოვდივართ, მართლაც მთავარი ეს არის! ყველა ოჯახის ხაზი დასაფასებელია, ყველა შვილი უნდა გაუფრთხილდეს მამის დანატოვარს, ღირსეულად გაიაროს თავისი გასავლელი გზა. თუ ასე იფიქრებენ, იქნებ უფრო გვეშველოს ჩვენც და ჩვენს ქვეყანასაც. გამოვაჩინოთ ჩვენი საუკეთესო ნიჭი, დადებითი მხარე, რომ ისე არ მოხდეს, უარყოფითმა გადაფაროს პოზიტიური.

ამჟამად მოსწავლეებისა და აბიტურიენტების განათლებაზე ვზრუნავ. ვმუშაობ მოსამზადებელ ცენტრში. ქართულ ენასა და ლიტერატურას ვასწავლი, აგრეთვე ზოგად უნარებს. მოსწავლეები კერძოდაც მყავს. ამასთან, ვწერ და ვთარგმნი. მიყვარს ჩემი საქმე და იმავეს გავიმეორებ, რაც უკვე ვთქვი, მეამაყება, რომ ასეთი წინაპრის შთამომავალი ვარ...

გიგი და რატი გაჩეჩილაძეების დედა, მოცეკვავე ლარისა გაჩეჩილაძე გარდაიცვალა - "რთულია სიტყვებით გადმოსცე უდიდესი ტკივილი"

"გეტყვით, როგორ დავიკელი 55 კგ, სულ ვიცავთ 3 წესს...“ - აკაკი საღინაძე თავის გამოცდილებასა და რჩევებს გვიზიარებს

"როდესაც საუკეთესოს ეთამაშები, მაგრამ შენც საუკეთესო ხარ" - რას წერს ბასილაშვილის მეგობარი გოგო ნიკოლოზის ფედერერთან გამარჯვების შემდეგ