სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
სპორტი
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გორში, 13 წლის გოგოს სექსუალური ძალადობის ფაქტზე დაკავებულს ბრალი დაუმძიმდა - რა ინფორმაციას აქვეყნებს პროკურატურა?
გორში, 13 წლის გოგოს სექსუალური ძალადობის ფაქტზე დაკავებულს ბრალი დაუმძიმდა - რა ინფორმაციას აქვეყნებს პროკურატურა?

გორ­ში, 13 წლის გო­გოს მი­მართ სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე ბრალ­დე­ბულს ბრალ­დე­ბა და­უმ­ძიმ­და. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს.

რო­გორც უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ბრალ­დე­ბულ­მა მა­მა­კაც­მა 14 წლის ასაკს მი­უღ­წე­ვე­ლი პი­რის მი­მართ გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა და ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

"13 წლის გო­გოს მი­მართ სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, ბრალ­დე­ბულ ზ.მ.-ს ბრალ­დე­ბა წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით თო­თხმე­ტი წლის ასაკს მი­უღ­წე­ვე­ლი პი­რის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის და არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის მუხ­ლე­ბით და­უმ­ძიმ­და.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ზ.მ.-მ, 14 წლის ასაკს მი­უღ­წე­ვე­ლი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის მი­მართ გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა და ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

ზ.მ.-ს ბრალ­დე­ბა 5 მარტს, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 11 პრი­მა 137-ე მუხ­ლის მე-4 ნა­წი­ლის „გ“ ქვე­პუნ­ქტით (2017 წლის 4 მა­ი­სი­დან 2020 წლის 17 მარ­ტამ­დე მოქ­მე­დი რე­დაქ­ცია) და 126-ე პრი­მა მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ა“ ქვე­პუნ­ქტით წა­რედ­გი­ნა, რაც ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ, წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით თო­თხმე­ტი წლის ასაკს მი­უღ­წე­ვე­ლი პი­რის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბას და არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ ოჯა­ხურ ძა­ლა­დო­ბას გუ­ლის­ხმობს და სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 15-დან 20 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს“, - ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა არას­რულ­წლო­ვა­ნი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის კა­ნო­ნი­ე­რი ინ­ტე­რე­სე­ბის და­სა­ცა­ვად, სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ ყვე­ლა სა­ჭი­რო ღო­ნის­ძი­ე­ბას ახორ­ცი­ე­ლებს, პრო­ცეს­ში ჩარ­თულ შე­სა­ბა­მის უწყე­ბებ­თან ერ­თად.

"პრო­კუ­რა­ტუ­რა მო­უ­წო­დებს მე­დი­ას და სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ სა­კი­თხის სენ­სი­ტი­უ­რო­ბა და, არა­მარ­ტო აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე, არა­მედ ყვე­ლა მსგავ­სი კა­ტე­გო­რი­ის საქ­მე­ზე, არას­რულ­წლოვ­ნის სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, თავი შე­ი­კა­ვონ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის და საქ­მის დე­ტა­ლე­ბის გამ­ჟღავ­ნე­ბის­გან, ასე­ვე, და­ზა­რა­ლე­ბულ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის მცდე­ლო­ბის­გან, რათა არ მოხ­დეს არას­რულ­წლო­ვა­ნი ძალ­დო­ბის მსხვერ­პლის ინ­ტე­რე­სე­ბის შე­ლახ­ვა და მე­ო­რე­უ­ლი ვიქ­ტი­მი­ზა­ცია", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

გორში, 13 წლის გოგოს სექსუალური ძალადობის ფაქტზე დაკავებულს ბრალი დაუმძიმდა - რა ინფორმაციას აქვეყნებს პროკურატურა?

გორში, 13 წლის გოგოს სექსუალური ძალადობის ფაქტზე დაკავებულს ბრალი დაუმძიმდა - რა ინფორმაციას აქვეყნებს პროკურატურა?

გორში, 13 წლის გოგოს მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტზე ბრალდებულს ბრალდება დაუმძიმდა. აღნიშნულთან დაკავშირებით გენერალური პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, ბრალდებულმა მამაკაცმა 14 წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ გაუპატიურება და ფიზიკური ძალადობა განახორციელა.

"13 წლის გოგოს მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ბრალდებულ ზ.მ.-ს ბრალდება წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის გაუპატიურების და არასრულწლოვნის მიმართ ოჯახური ძალადობის მუხლებით დაუმძიმდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ზ.მ.-მ, 14 წლის ასაკს მიუღწეველი დაზარალებულის მიმართ გაუპატიურება და ფიზიკური ძალადობა განახორციელა.

ზ.მ.-ს ბრალდება 5 მარტს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 4 მაისიდან 2020 წლის 17 მარტამდე მოქმედი რედაქცია) და 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც ოჯახის წევრის მიმართ, წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის გაუპატიურებას და არასრულწლოვნის მიმართ ოჯახურ ძალადობას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად 15-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს პროკურატურა არასრულწლოვანი დაზარალებულის კანონიერი ინტერესების დასაცავად, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა საჭირო ღონისძიებას ახორციელებს, პროცესში ჩართულ შესაბამის უწყებებთან ერთად.

"პროკურატურა მოუწოდებს მედიას და საზოგადოებას გაითვალისწინონ საკითხის სენსიტიურობა და, არამარტო აღნიშნულ საქმეზე, არამედ ყველა მსგავსი კატეგორიის საქმეზე, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, თავი შეიკავონ დაზარალებულის პერსონალური მონაცემების და საქმის დეტალების გამჟღავნებისგან, ასევე, დაზარალებულთან კომუნიკაციის მცდელობისგან, რათა არ მოხდეს არასრულწლოვანი ძალდობის მსხვერპლის ინტერესების შელახვა და მეორეული ვიქტიმიზაცია", - ნათქვამია განცხადებაში.

გორში, 14 წლის მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

"კილერის ცოლს სახელი შეუცვალეს და მოსკოვიდან ყირიმში ჩაიყვანეს, ისრები კრემლისკენაა მიმართული" - ზელიმხან ხანგოშვილის ძმა საქმის ახალ დეტალებს ჰყვება

"იმ ექიმსაც დავასჯევინებ, ჩემს გარეშე რომ დაურეკა პოლიციას" - დედა, რომლის 13 წლის შვილმა იმშობიარა, პროკურორის დასჯას ითხოვს