სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არიან ყველაზე გემოვნებიანი პოლიტიკოსები და ვინ იცვამს შეუსაბამოდ - პიარის სპეციალისტი იმიჯზე აგორებულ სკანდალებსა და საპარლამენტო "დრეს კოდზე"
ვინ არიან ყველაზე გემოვნებიანი პოლიტიკოსები და ვინ იცვამს შეუსაბამოდ - პიარის სპეციალისტი იმიჯზე აგორებულ სკანდალებსა და საპარლამენტო "დრეს კოდზე"

ეკა ჟვა­ნია თით­ქმის ორი ათე­უ­ლი წე­ლია რაც პო­ლი­ტი­კო­სე­ბის პი­არ­ზე მუ­შა­ობს. ამ წლე­ბის მან­ძილ­ზე იყ­ვნენ სხვა­დას­ხვა სა­ხე­ე­ბი, პარ­ტი­ე­ბი. თუმ­ცა პრობ­ლე­მე­ბი ხში­რად ერთი და იგი­ვე რჩე­ბა და პი­ა­რის სპე­ცი­ა­ლიტს, პო­ლი­ტი­კო­სის პი­ა­რის პა­რა­ლე­ლუ­რად, მის იმიჯ­ზე ზრუნ­ვაც უწევს.

ეკა ჟვა­ნია ამ­ბობს, რომ ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის მა­გა­ლი­თებ­ზე ხში­რად ესა­უბ­რე­ბა სტუ­დენ­ტებს. AMBEBI.GE-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში კი ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის იმიჯ­ზე და მათ გარ­შე­მო აგო­რე­ბულ სკან­და­ლებ­ზე სა­უბ­რობს, რო­მე­ლიც მათ ძვი­რა­დღი­რე­ბულ ქურ­თუ­კებს ან შე­უ­სა­ბა­მო იმიჯს მოჰ­ყვა.

- ეკა, რო­გო­რია პო­ლი­ტი­კუ­რი "დრეს კოდი", რა მო­თხოვ­ნებს უნდა აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ში პო­ლი­ტი­კო­სის ჩაც­მუ­ლო­ბა?

- შე­გახ­სე­ნებთ, რომ ერთ-ერთ წინა მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტში აპი­რებ­დნენ "პო­ლი­ტი­კუ­რი დრეს კო­დის" რე­გუ­ლი­რე­ბას, ვი­საც ეს თემა ახ­სოვს, რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი რა­ტომ­ღაც მხო­ლოდ ქა­ლებ­ზე მო­დი­ო­და. აკ­რძა­ლუ­ლი იყო მუხლსზე­მოთ სა­მო­სი, დე­კოლ­ტე, ასე­ვე ჭრე­ლი და გამჭვირ­ვა­ლე ტან­საც­მე­ლი. სა­ვა­რა­უ­დოდ, რად­გან აქამ­დე კა­ცე­ბი შორ­ტე­ბი­თა და სან­დლე­ბით პარ­ლა­მენ­ტში არას­დროს შე­უ­ნიშ­ნავთ, არც და­უ­წე­სე­ბი­ათ რა­ი­მე სა­ხის რე­გუ­ლა­ცია. მად­ლო­ბა ღმერ­თს ბო­ბო­ქა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი მოვ­ლე­ნე­ბის და სხვა დი­ნა­მი­უ­რი პორ­ცე­სე­ბის გა­დამ­კი­დე ამ რე­გუ­ლა­ცი­ებ­მა ფეხი ვერ მო­ი­კი­და და და­ვი­წყე­ბას მი­ე­ცა.

პა­სუ­ხი კი ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია, რო­გორ უნდა ეც­ვას პო­ლი­ტი­კოსს? - ზუს­ტად ისე, რო­გორც ნე­ბის­მი­ერ სხვა და­საქ­მე­ბულ ადა­მი­ანს სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­ში. ცალ­კე სა­კი­თხია შეხ­ვედ­რებ­ზე, სხვა­დას­ხვა სო­ცი­ა­ლურ ჯგუ­ფებ­თან რო­გორ უნდა ეც­ვას პო­ლი­ტი­კოსს, ზოგი თა­ვად ხვდე­ბა და ალღო აქვს, ზოგს ჩვე­ნი იმი­ჯმე­ი­კე­რე­ბის კონ­სულ­ტა­ცია სჭირ­დე­ბა.

- ბევ­რი ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სი ვი­ცით, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­დნენ გა­რეგ­ნულ იმიჯ­ზე, მათ შო­რის არის ნინო ბურ­ჯა­ნა­ძე, სხვა ვინ გახ­სენ­დე­ბათ, ვინც ამ­დე­ნი იმუ­შა­ვა სა­კუ­თარ სტილ­ზე?

- სხვა­თა­შო­რის ძა­ლი­ან სწო­რად იმო­სე­ბო­და ერთი პე­რი­ო­დი ზვი­ად ძი­ძი­გუ­რი. ეროვ­ნუ­ლი სა­მო­სი, მისი პარ­ტი­ი­სა და პო­ლი­ტი­კუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა იყო და ცხა­დია მის მხარ­დამ­ჭე­რებს ეს და­მა­ტე­ბით სტი­მულს აძ­ლევ­დათ მოს­წო­ნე­ბო­დათ, მო­ეს­მი­ნათ, გაჰ­ყო­ლოდ­ნენ. პო­ლი­ტი­კუ­რად შე­მოს­ვა და­ი­წყო ზურა ჯა­ფარ­ძემ, აგ­რეთ­ვე თა­ვის ელექ­ტო­რა­ტის გე­მოვ­ნე­ბა­ზე გათ­ვლით - ჰუ­დე­ბი, შორ­ტე­ბი, ახალ­გაზ­რდუ­ლი სტი­ლი.

სა­დაც ბურ­ჯა­ნა­ძე გა­იხ­სე­ნეთ, იქვე ეკა ბე­სე­ლი­აც მახ­სენ­დე­ბა, მა­საც აქვს დიდი ზრდა ბოლო წლებ­ში, თა­ვის წინა პე­რი­ო­დის სტილ­თან შე­და­რე­ბით. ზო­გა­დად აქ­სე­სუ­ა­რე­ბით, სამ­კა­უ­ლე­ბით გა­დატ­ვირ­თვა, რუ­შე­ბი, მაქ­მა­ნე­ბი, დიდი ზო­მის მკვეთ­რი პრინ­ტი, მა­მა­კა­ცებ­ში დიდი კუ­ბოკ­რუ­ლი ჭრე­ლი შარ­ვლე­ბი ან პი­ჯა­კე­ბი, არც ოფი­ცი­ა­ლურ სივ­რცეს უხ­დე­ბა, არც მო­სახ­ლე­ო­ბას­თან შეხ­ვედ­რებს.

ზო­გა­დად ასე გა­მო­წყო­ბი­ლი პო­ლი­ტი­კო­სი ორი სი­ტყვით რომ ვთქვათ, არა­სე­რი­ო­ზუ­ლად აღიქ­მე­ბა ელექ­ტო­რა­ტის­თვის. ადა­მი­ა­ნე­ბი ინ­ფორ­მა­ცი­ას იღე­ბენ ჯერ თვა­ლით და მერე ყუ­რით. ან თა­ვი­სი­ა­ნად მი­ი­ღებს ან გა­ღი­ზი­ან­დე­ბა.

ერთ პო­ლი­ტი­კოსს ვეხ­მა­რე­ბო­დი და იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბულ მო­სახ­ლე­ო­ბას­თან შეხ­ვედ­რა და­ვუ­გეგ­მეთ. შეხ­ვედ­რა­ზე ამ ადა­მი­ა­ნე­ბის ბა­რა­კე­ბის ზო­მის უზარ­მა­ზა­რი მან­ქა­ნით მო­ვი­და. გა­მო­სას­ვლე­ლი ფეხ­საც­მე­ლი ეცვა, თეთ­რი პე­რან­გი და ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი აქ­სე­სუ­ა­რე­ბი ეკე­თა. სას­წრა­ფოდ მოგ­ვი­წია ჩვე­უ­ლებ­რიც მან­ქა­ნა­ზე გა­დას­მა, სპორ­ტუ­ლი ფეხ­საც­მლით, ჯინ­სი­თა და ლურ­ჯი მა­ი­სუ­რით გა­ვუშ­ვით შეხ­ვედ­რა­ზე. უც­ნა­უ­რი ის იყო, რომ თა­ვი­სი პარ­ტი­ის პი­ა­რის რჩე­ვა იყო პირ­ვან­დე­ლი ჩაც­მუ­ლო­ბა, მათი თქმით, ასე მა­სა­ში კარ­გად გა­მოჩ­ნდე­ბო­და. ასე რომ, ბევ­რი პო­ლი­ტი­კო­სის არა­ა­დექ­ვა­ტუ­რი ჩაც­მუ­ლო­ბა ყო­ველ­თვის მათი „დამ­სა­ხუ­რე­ბაც“ არ არის, მრჩევ­ლე­ბის შეც­დო­მის ან არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რო­ბის ბრა­ლი შე­იძ­ლე­ბა იყოს.

- ჩა­მოგ­ვით­ვა­ლეთ ის ნივ­თე­ბი, რომ­ლებ­საც აკ­რძა­ლავ­დით ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის გარ­დე­რობ­ში...

- ზო­გა­დად აკ­რძალ­ვე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გი ვარ. უბ­რა­ლოდ, თვი­თონ თუ არ აქვთ ინ­ტუ­ი­ცია რო­დის, რა სტი­ლის სა­მო­სი ჩა­იც­ვან, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მო­უს­მი­ნოს მის იმი­ჯმე­ი­კერს, რო­მე­ლიც სწო­რად შე­ურ­ჩევს სტილს სი­ტუ­ა­ცი­ის და­მი­ხედ­ვით.

- უახ­ლო­ე­სი წა­რუ­ლი­დან კარ­გად გვახ­სოვს გა­მოხ­მა­უ­რე­ბა ნიკა მე­ლი­ა­სა და ანუ­კი არე­ში­ძის ქურ­თუკ­ზე, რო­გორ ფიქ­რობთ, რამ­დე­ნად სა­მარ­თლი­ა­ნად აღ­შფოთ­და მა­შინ სა­ზო­გა­დო­ე­ბა?

- სრუ­ლი­ად უსა­მარ­თლო აღ­შფო­თე­ბა იყო. ანუ­კი­საც და ნი­კა­საც სი­ტუ­ა­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სი ქურ­თუ­კე­ბი ეც­ვათ. რა ბრენ­დი­სა და რა ღი­რე­ბუ­ლე­ბის, ვი­საც ხვდე­ბოდ­ნენ იმ ადა­მი­ა­ნებ­მა არ იცოდ­ნენ. თუ ვინ­მე ბრენ­დს იც­ნობ­და, არც ეგ იყო პრობ­ლე­მა. რო­გორ წარ­მო­უდ­გე­ნი­ათ კრი­ტი­ო­სებს, ნი­კას ან ანუ­კის ბაზ­რო­ბა­ზე ნა­ყი­დი ჩი­ნუ­რი, ია­ფა­სი­ა­ნი ტან­საც­მე­ლი რომ სცმო­დათ ეს უფრო „დად­გმუ­ლად“ და უხერ­ხუ­ლად, ერ­თგვარ ტყუ­ი­ლად არ გა­მოჩ­ნდე­ბო­და?

ვერ მივ­ხვდი რა მო­თხოვ­ნა გვაქვს მა­ღა­ლი შე­მო­სავ­ლის მქო­ნე ხალ­ხთან, შუ­ა­სა­უ­კუ­ნე­ბის მე­ფე­ე­ბი­ვით ძველ­მა­ნე­ბი უნდა გა­და­იც­ვან და ხალ­ხში ისე გა­ე­რი­ონ? მსგავ­სი კრი­ტი­კა უკვე პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნი­რე­ბის კომ­პო­ნენ­ტია, ნე­გა­ტი­ვის აგო­რე­ბის სა­ფუძ­ვლი ჩა­იგ­დეს ხელ­ში და და­ი­წყეს ტან­საც­მლის ფას­ზე აღ­შფო­თე­ბის ტი­რა­ჟი­რე­ბა.

- მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჩაც­მის სტი­ლი ყო­ველ­თვის იყო გან­ხილ­ვის თემა, თუმ­ცა არა რო­გორც ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი, ამ კუ­თხით არა­სო­დეს გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლა სა­ზო­გა­დო­ე­ბა... რო­გორ ფიქ­რობთ, რა­ტომ?

- მა­ში­ნაც იყო ქი­ლი­კი, და­ცინ­ვა, უბ­რა­ლოდ სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დია ასე გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი არ იყო, პლუს მი­შას მარ­თვე­ლო­ბის პირ­ველ წლებ­ში პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბიც ფაქ­ტობ­რი­ვად არ ყავ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი იყო გნე­ბავთ შიში, გნე­ბავთ რიდი და­ცინ­ვი­სას. სტუ­დენ­ტებ­თა­ნაც ხში­რად მა­გა­ლი­თად სა­ა­კაშ­ვი­ლის ჩაც­მუ­ლო­ბა მომ­ყავს ხოლ­მე.

მი­შას აც­მევ­დნენ პო­ლი­ტი­კუ­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ანა­ბა­ნის მი­ხედ­ვით. წე­სე­ბის ზედ­მი­წევ­ნით დაც­ვით: მუ­შა­თა კლას­თან - კუ­ბოკ­რუ­ლი პე­რან­გი (ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ბერ­ბე­რის), სპორ­ტსმე­ნებ­თან sky კომ­ბი­ნი­ზო­ნი, ვე­ლო­სი­პეტ­ზე შორ­ტით და სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ე.წ. club jacket-ით. მი­შას ტი­პა­ჟი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ასე­თი კი­ჩუ­რი ჩაც­მუ­ლო­ბა უფრო ხალ­ხოს­ნად კი არ წარ­მო­ა­ჩენ­და მას, არა­მედ ხე­ლოვ­ნუ­რად და ბევ­რის­თვის სა­სა­ცი­ლოდ.

- თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში ყვე­ლა­ზე გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი და უგე­მოვ­ნო პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ვინ არი­ან?

- გე­მოვ­ნე­ბა ყვე­ლას თა­ვი­სი აქვს, უგე­მოვ­ნოდ ჩაც­მუ­ლი ადა­მი­ა­ნი პი­რა­დად ჩემ­თვის არ არ­სე­ბობს, ვი­საც რა მოს­წონს ის უნდა ჩა­იც­ვას, უბ­რა­ლოდ პო­ლი­ტი­კო­სის­თვის მისი საქ­მი­ა­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ჩაც­მა იმი­ჯის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლია და ამას ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­აქ­ცი­ოს. პირ­ვე­ლი ბოლო წლებ­ში ყვე­ლა­ზე აკა­დე­მი­უ­რად და შე­სა­ფე­რი­საც ჩაც­მუ­ლი მა­რი­ამ ჯაში მახ­სენ­დე­ბა, აგ­რეთ­ვე ელე­ნე ხოშ­ტა­რია იც­ვამს სწო­რად.

სა­სურ­ვე­ლი იქ­ნე­ბო­და ბექა ოდი­შა­რი­ა­სა და ნატო ჩხე­ი­ძის ჩაც­მის სტი­ლის კო­რექ­ტი­რე­ბა. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ვგულსხმობ პო­ლი­ტი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის დროს.

- დღეს არ­სე­ბულ პო­ლი­ტი­კურ რე­ა­ლო­ბა­ში, მა­ინც რო­გო­რი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი მოს­წონს ხალ­ხს, სა­ხალ­ხო­ე­ბი თუ უფრო ევ­რო­პუ­ლი სტი­ლის?

- ორი­ვეს თა­ვი­სი სეგ­მენ­ტი ყავს. მა­გა­ლი­თად, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იყო, რო­დე­საც გირჩმა ჩო­ხე­ბი ჩა­იც­ვა.

- სა­ინ­ტე­რე­სოა, თუ გა­და­ვავ­ლებთ თვალს 90-ია­ნე­ბის სა­ქარ­თვე­ლოს, მა­შინ­დე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი სა­ხე­ე­ბი­დან ვფიქ­რობ, არა­ვინ გახ­ვე­უ­ლა სკან­დალ­ში ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი კოს­ტი­უ­მე­ბის გამო...

- მახ­სოვს ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრის ძვი­რა­დღი­რე­ბულ სა­ათ­ზე გა­და­ი­რია მა­შინ­დე­ლი თე­ლა­სის ამე­რი­კე­ლი მფლო­ბე­ლი, ხელ­ზე წლი­უ­რი ენერ­გო­ბი­უ­ჯე­ტის ფასი უკე­თია ადა­მი­ანს და ქვე­ყა­ნა ჩაბ­ნე­ლე­ბუ­ლი აქ­ვსო. ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი და ბრენ­დუ­ლი თუ ვინ­მეს რამე ეცვა, ვე­რა­ვინ ხე­დავ­და. ხალ­ხი ბრენ­დს ვერ სცნობ­და, ტე­ლე­ვი­ზია რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით თუ ირ­თვე­ბო­და და სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი არ არ­სე­ბობ­და. შე­ა­ბა­მი­სად ჩაც­მუ­ლო­ბა გან­ხილ­ვის სა­გა­ნი ვერ გახ­დე­ბო­და. თუმ­ცა ჩაც­მას თუნ­დაც პარ­ლა­მენ­ტში დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა რომ აქვს - ჯაბა იო­სე­ლი­ანს გა­გახ­სე­ნებთ, რო­დე­საც დე­პუ­ტა­ტი გახ­და გა­ხა­მე­ბულ პე­რან­გი­თა და ყელ­ზე ბაფ­თით და­დი­ო­და სე­სი­ებ­ზე...

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაკა
1

პიარის "ჯაან" მცოდნემ არ იცის, რომ "მუშათა კლასი" მოძველებული ტერმინია და აღარ გამოიყენება? :)))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))) საქართველოში მაშინ გაიფანტება სიბნელე, როცა ის , ვინც ვინმეს მოძღვრავს, თვითონ იქნება ელემენტარული რამეების მცოდნე.

გრიგოლი1408
16

ამათ პოლიტიკოსები ქვიათ, თუ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამალ კლუნი ჯორჯ კლუნთან ოჯახური ცხოვრების საიდუმლოზე საუბრებს
ავტორი:

ვინ არიან ყველაზე გემოვნებიანი პოლიტიკოსები და ვინ იცვამს შეუსაბამოდ - პიარის სპეციალისტი იმიჯზე აგორებულ სკანდალებსა და საპარლამენტო "დრეს კოდზე"

ვინ არიან ყველაზე გემოვნებიანი პოლიტიკოსები და ვინ იცვამს შეუსაბამოდ - პიარის სპეციალისტი იმიჯზე აგორებულ სკანდალებსა და საპარლამენტო "დრეს კოდზე"

ეკა ჟვანია თითქმის ორი ათეული წელია რაც პოლიტიკოსების პიარზე მუშაობს. ამ წლების მანძილზე იყვნენ სხვადასხვა სახეები, პარტიები. თუმცა პრობლემები ხშირად ერთი და იგივე რჩება და პიარის სპეციალიტს, პოლიტიკოსის პიარის პარალელურად, მის იმიჯზე ზრუნვაც უწევს.

ეკა ჟვანია ამბობს, რომ ქართველი პოლიტიკოსების მაგალითებზე ხშირად ესაუბრება სტუდენტებს. AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში კი ცნობილი ქართველი პოლიტიკოსების იმიჯზე და მათ გარშემო აგორებულ სკანდალებზე საუბრობს, რომელიც მათ ძვირადღირებულ ქურთუკებს ან შეუსაბამო იმიჯს მოჰყვა.

- ეკა, როგორია პოლიტიკური "დრეს კოდი", რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს ყოველდღიურობაში პოლიტიკოსის ჩაცმულობა?

- შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთ წინა მოწვევის პარლამენტში აპირებდნენ "პოლიტიკური დრეს კოდის" რეგულირებას, ვისაც ეს თემა ახსოვს, რეგულაციები რატომღაც მხოლოდ ქალებზე მოდიოდა. აკრძალული იყო მუხლსზემოთ სამოსი, დეკოლტე, ასევე ჭრელი და გამჭვირვალე ტანსაცმელი. სავარაუდოდ, რადგან აქამდე კაცები შორტებითა და სანდლებით პარლამენტში არასდროს შეუნიშნავთ, არც დაუწესებიათ რაიმე სახის რეგულაცია. მადლობა ღმერთს ბობოქარი პოლიტიკური მოვლენების და სხვა დინამიური პორცესების გადამკიდე ამ რეგულაციებმა ფეხი ვერ მოიკიდა და დავიწყებას მიეცა.

პასუხი კი ძალიან მარტივია, როგორ უნდა ეცვას პოლიტიკოსს? - ზუსტად ისე, როგორც ნებისმიერ სხვა დასაქმებულ ადამიანს საჯარო სამსახურში. ცალკე საკითხია შეხვედრებზე, სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებთან როგორ უნდა ეცვას პოლიტიკოსს, ზოგი თავად ხვდება და ალღო აქვს, ზოგს ჩვენი იმიჯმეიკერების კონსულტაცია სჭირდება.

- ბევრი ქართველი პოლიტიკოსი ვიცით, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ გარეგნულ იმიჯზე, მათ შორის არის ნინო ბურჯანაძე, სხვა ვინ გახსენდებათ, ვინც ამდენი იმუშავა საკუთარ სტილზე?

- სხვათაშორის ძალიან სწორად იმოსებოდა ერთი პერიოდი ზვიად ძიძიგური. ეროვნული სამოსი, მისი პარტიისა და პოლიტიკური ორიენტაციის გამოხატულება იყო და ცხადია მის მხარდამჭერებს ეს დამატებით სტიმულს აძლევდათ მოსწონებოდათ, მოესმინათ, გაჰყოლოდნენ. პოლიტიკურად შემოსვა დაიწყო ზურა ჯაფარძემ, აგრეთვე თავის ელექტორატის გემოვნებაზე გათვლით - ჰუდები, შორტები, ახალგაზრდული სტილი.

სადაც ბურჯანაძე გაიხსენეთ, იქვე ეკა ბესელიაც მახსენდება, მასაც აქვს დიდი ზრდა ბოლო წლებში, თავის წინა პერიოდის სტილთან შედარებით. ზოგადად აქსესუარებით, სამკაულებით გადატვირთვა, რუშები, მაქმანები, დიდი ზომის მკვეთრი პრინტი, მამაკაცებში დიდი კუბოკრული ჭრელი შარვლები ან პიჯაკები, არც ოფიციალურ სივრცეს უხდება, არც მოსახლეობასთან შეხვედრებს.

ზოგადად ასე გამოწყობილი პოლიტიკოსი ორი სიტყვით რომ ვთქვათ, არასერიოზულად აღიქმება ელექტორატისთვის. ადამიანები ინფორმაციას იღებენ ჯერ თვალით და მერე ყურით. ან თავისიანად მიიღებს ან გაღიზიანდება.

ერთ პოლიტიკოსს ვეხმარებოდი და იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობასთან შეხვედრა დავუგეგმეთ. შეხვედრაზე ამ ადამიანების ბარაკების ზომის უზარმაზარი მანქანით მოვიდა. გამოსასვლელი ფეხსაცმელი ეცვა, თეთრი პერანგი და ძვირადღირებული აქსესუარები ეკეთა. სასწრაფოდ მოგვიწია ჩვეულებრიც მანქანაზე გადასმა, სპორტული ფეხსაცმლით, ჯინსითა და ლურჯი მაისურით გავუშვით შეხვედრაზე. უცნაური ის იყო, რომ თავისი პარტიის პიარის რჩევა იყო პირვანდელი ჩაცმულობა, მათი თქმით, ასე მასაში კარგად გამოჩნდებოდა. ასე რომ, ბევრი პოლიტიკოსის არაადექვატური ჩაცმულობა ყოველთვის მათი „დამსახურებაც“ არ არის, მრჩევლების შეცდომის ან არაკომპეტენტურობის ბრალი შეიძლება იყოს.

- ჩამოგვითვალეთ ის ნივთები, რომლებსაც აკრძალავდით ქართველი პოლიტიკოსების გარდერობში...

- ზოგადად აკრძალვების წინააღმდეგი ვარ. უბრალოდ, თვითონ თუ არ აქვთ ინტუიცია როდის, რა სტილის სამოსი ჩაიცვან, აუცილებლად უნდა მოუსმინოს მის იმიჯმეიკერს, რომელიც სწორად შეურჩევს სტილს სიტუაციის დამიხედვით.

- უახლოესი წარულიდან კარგად გვახსოვს გამოხმაურება ნიკა მელიასა და ანუკი არეშიძის ქურთუკზე, როგორ ფიქრობთ, რამდენად სამართლიანად აღშფოთდა მაშინ საზოგადოება?

- სრულიად უსამართლო აღშფოთება იყო. ანუკისაც და ნიკასაც სიტუაციის შესაბამისი ქურთუკები ეცვათ. რა ბრენდისა და რა ღირებულების, ვისაც ხვდებოდნენ იმ ადამიანებმა არ იცოდნენ. თუ ვინმე ბრენდს იცნობდა, არც ეგ იყო პრობლემა. როგორ წარმოუდგენიათ კრიტიოსებს, ნიკას ან ანუკის ბაზრობაზე ნაყიდი ჩინური, იაფასიანი ტანსაცმელი რომ სცმოდათ ეს უფრო „დადგმულად“ და უხერხულად, ერთგვარ ტყუილად არ გამოჩნდებოდა?

ვერ მივხვდი რა მოთხოვნა გვაქვს მაღალი შემოსავლის მქონე ხალხთან, შუასაუკუნების მეფეებივით ძველმანები უნდა გადაიცვან და ხალხში ისე გაერიონ? მსგავსი კრიტიკა უკვე პოლიტიკური ოპონირების კომპონენტია, ნეგატივის აგორების საფუძვლი ჩაიგდეს ხელში და დაიწყეს ტანსაცმლის ფასზე აღშფოთების ტირაჟირება.

- მიხეილ სააკაშვილის ჩაცმის სტილი ყოველთვის იყო განხილვის თემა, თუმცა არა როგორც ძვირადღირებული, ამ კუთხით არასოდეს გაღიზიანებულა საზოგადოება... როგორ ფიქრობთ, რატომ?

- მაშინაც იყო ქილიკი, დაცინვა, უბრალოდ სოციალური მედია ასე განვითარებული არ იყო, პლუს მიშას მართველობის პირველ წლებში პოლიტიკური ოპონენტებიც ფაქტობრივად არ ყავდა. მოგვიანებით კი იყო გნებავთ შიში, გნებავთ რიდი დაცინვისას. სტუდენტებთანაც ხშირად მაგალითად სააკაშვილის ჩაცმულობა მომყავს ხოლმე.

მიშას აცმევდნენ პოლიტიკური კომუნიკაციის ანაბანის მიხედვით. წესების ზედმიწევნით დაცვით: მუშათა კლასთან - კუბოკრული პერანგი (ძვირადღირებული ბერბერის), სპორტსმენებთან sky კომბინიზონი, ველოსიპეტზე შორტით და სასწავლო დაწესებულებაში ე.წ. club jacket-ით. მიშას ტიპაჟიდან გამომდინარე ასეთი კიჩური ჩაცმულობა უფრო ხალხოსნად კი არ წარმოაჩენდა მას, არამედ ხელოვნურად და ბევრისთვის სასაცილოდ.

- თანამედროვე ქართულ პოლიტიკაში ყველაზე გემოვნებიანი და უგემოვნო პოლიტიკოსები ვინ არიან?

- გემოვნება ყველას თავისი აქვს, უგემოვნოდ ჩაცმული ადამიანი პირადად ჩემთვის არ არსებობს, ვისაც რა მოსწონს ის უნდა ჩაიცვას, უბრალოდ პოლიტიკოსისთვის მისი საქმიანობიდან გამომდინარე ჩაცმა იმიჯის შემადგენელი ნაწილია და ამას ყურადღება უნდა მიაქციოს. პირველი ბოლო წლებში ყველაზე აკადემიურად და შესაფერისაც ჩაცმული მარიამ ჯაში მახსენდება, აგრეთვე ელენე ხოშტარია იცვამს სწორად.

სასურველი იქნებოდა ბექა ოდიშარიასა და ნატო ჩხეიძის ჩაცმის სტილის კორექტირება. რასაკვირველია, ვგულსხმობ პოლიტიკური საქმიანობის დროს.

- დღეს არსებულ პოლიტიკურ რეალობაში, მაინც როგორი პოლიტიკოსები მოსწონს ხალხს, სახალხოები თუ უფრო ევროპული სტილის?

- ორივეს თავისი სეგმენტი ყავს. მაგალითად, ძალიან საინტერესო იყო, როდესაც გირჩმა ჩოხები ჩაიცვა.

- საინტერესოა, თუ გადავავლებთ თვალს 90-იანების საქართველოს, მაშინდელი პოლიტიკური სახეებიდან ვფიქრობ, არავინ გახვეულა სკანდალში ძვირადღირებული კოსტიუმების გამო...

- მახსოვს ენერგეტიკის მინისტრის ძვირადღირებულ საათზე გადაირია მაშინდელი თელასის ამერიკელი მფლობელი, ხელზე წლიური ენერგობიუჯეტის ფასი უკეთია ადამიანს და ქვეყანა ჩაბნელებული აქვსო. ძვირადღირებული და ბრენდული თუ ვინმეს რამე ეცვა, ვერავინ ხედავდა. ხალხი ბრენდს ვერ სცნობდა, ტელევიზია რამდენიმე საათით თუ ირთვებოდა და სოციალური ქსელები არ არსებობდა. შეაბამისად ჩაცმულობა განხილვის საგანი ვერ გახდებოდა. თუმცა ჩაცმას თუნდაც პარლამენტში დიდი მნიშვნელობა რომ აქვს - ჯაბა იოსელიანს გაგახსენებთ, როდესაც დეპუტატი გახდა გახამებულ პერანგითა და ყელზე ბაფთით დადიოდა სესიებზე...

"წლის ბოლოს კოჯრის ბავშვთა სახლს საერთოდ ვხურავთ...  ნინოწმინდის პანსიონში სოციალური მუშაკები მუშაობას გააგრძელებენ..." - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

"წყობიდან გამოვედი... ნერვები აღარ მივარგა" - რას წერს ზურაბ ჯაფარიძე თენგიზ ცერცვაძესთან დაძაბული დებატების შემდეგ?

"ახლა დაუძახეთ, აბა, გახარიას "დარტანიანი"... აღარ არის ახლა მოდაში" - ზურაბ ჯაფარიძე თენგიზ ცერცვაძეს