ავტორი:

"იმ ექიმსაც დავასჯევინებ, ჩემს გარეშე რომ დაურეკა პოლიციას" - დედა, რომლის 13 წლის შვილმა იმშობიარა, პროკურორის დასჯას ითხოვს

"იმ ექიმსაც დავასჯევინებ, ჩემს გარეშე რომ დაურეკა პოლიციას" - დედა, რომლის 13 წლის შვილმა იმშობიარა, პროკურორის დასჯას ითხოვს

რამდენიმე დღის წინ გორში მომხდარმა ფაქტმა მთელი ქვეყანა შეძრა. აღმოჩნდა, რომ 13 წლის მოზარდმა, რომელთანაც სექსუალური კავშირის ბრალდებით 50 წლის მამაკაცი დააკავეს, ბავშვი გააჩინა.

პოლიციამ მამაკაცი დააკავა, დედა და ახალშობილი კი სოციალური სააგენტოს ბავშვთა ზრუნვის სამსახურის მზრუნველობის ქვეშ იმყოფებიან.

"ნოდარ მელაძის შაბათი" საზარელი ფაქტის შესახებ დამატებით დეტალებს გვიყვება. კერძოდ, ირკვევა, რომ მოზარდის დედა, რომელიც შვილს უნდა იცავდეს, ბრალდებულის დაკავების გამო პროკურატურას ემუქრება.

კითხვაზე, რატომ ითხოვს პროკურორის და სოციალური სააგენტოს თანამშრომლის დასჯას, ამბობს, რომ "ეს მისი პირადი საქმეა".

"მე იმ ექიმსაც დავასჯევინებ. ჩემს გარეშე დაურეკა პოლიციას" - ამბობს გოგონას დედა, რომელიც ტელეკომპანიის ცნობით, შეიარაღებული ძალების ყოფილი კაპიტანია.

ჟურნალისტის კითხვაზე, უნდა დაეჭირა თუ არა პოლიციას მამაკაცი, რომელმაც მის 13 წლის შვილთან სექსუალური კავშირი დაამყარა, ამბობს, რომ "თუ აქამდე არ დაიჭირეს, ახლაც არ უნდა შეხებოდნენ".

რაც შეეხება ბრალდებულს, დაკავებულ 50 წლის მამაკაცს მეზობლები დადებითად ახასიათებენ.

"ცუდს ვერ ვიტყვი მაგ ბიჭზე, არ არის ცუდი ბიჭი, მეგობრულია ამხანაგური, არ არის ისეთი ბიჭი. რა მოხდა, არ ვიცი... ნაღდად მოულოდნელი იყო ჩემთვის, თავზარი დამეცა, რომ გავიგე, რომ ბავშვი ჰყოლიაო... არაფერი ვიცი სხვა... დედამ რა უნდა თქვას, განერვიულებული, განადგურებულია ქალი. მაგიტომ დაბრუნდა, რომ მიეხედა, მაგრამ ეს ფაქტი დაუხვდა და რა ქნას?!... ამდენი წელია აქა ვარ, ეს ბიჭი აქ იყო, მაგრამ მე არაფერი გამიგია, ისეთი ბიჭია, ვერ იტყვი მაგაზე ცუდს. ახლა კი გავიგე, მაგრამ რა, არ უარყოფსო, იძახისო, რომ ჩემიაო და რა უნდა ვთქვათ?! მე ახლა გავიგე და თავზარი დამეცა", - ყვება დაკავებული მამაკაცის მეზობელი "მთავართან".

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 140-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას, ვადით რვიდან თორმეტ წლამდე ითვალისწინებს. შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მოხდა.

"10 წლის გოგონამ თქვა, რომ ოჯახის ახლობელმა მამაკაცმა მის მიმართ სექსუალური სახის გარყვნილი ქმედება განახორციელა" - "იალქანი"

დაკავებულია "ყასაბიჩი", "ჩიჟიკა", "მღვდელოვიჩი"... -  შსს-მ "ქურდულ შეკრებაში" მონაწილეობის ბრალდებით 25 პირი დააკავა, 4-ს ბრალი წარედგინა, იძებნება 2 პირი

ქმრის მიერ მოკლული 33 წლის მარიამ წივწივაძის საქმე ოჯახმა სტრასბურგში მოიგო - "მან ტრაგედიამდე, სულ ცოტა,11-ჯერ მიმართა პოლიციას დახმარებისთვის"