მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სახელისუფლებო ელიტაში განხეთქილებაა, რომელიც ჯერ კიდევ ომამდე დაიწყო" - სომხეთი "დანის პირზე" და მწვავე პროტესტი, რომელიც არ ცხრება
"სახელისუფლებო ელიტაში განხეთქილებაა, რომელიც ჯერ კიდევ ომამდე დაიწყო" - სომხეთი "დანის პირზე" და მწვავე პროტესტი, რომელიც არ ცხრება

"ახლა სომ­ხე­თი და­ნის პირ­ზე და­დის" - ასე აფა­სე­ბენ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი სომ­ხეთ­ში მიმ­დი­ნა­რე მწვა­ვე პრო­ცე­სებს, რო­მე­ლიც ბოლო რამ­დე­ნი­მე კვი­რაა არ ცხრე­ბა. ად­გი­ლობ­რი­ვი ოპო­ზი­ცია აცხა­დებს, რომ პრე­მი­ე­რის გა­დად­გო­მამ­დე აქ­ცი­ებს არ შე­წყვე­ტენ. ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნი კი, ოპო­ნენ­ტებს ისევ ვა­დამ­დელ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებს სთა­ვა­ზობს.

ამა­სო­ბა­ში, სამ­გზის პარ­ლა­მენ­ტარს, ექ­სპრე­მი­ერ ვაზ­გენ მა­ნუ­კი­ანს, რო­მე­ლიც ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის სა­ერ­თო რჩე­უ­ლია პრე­მი­ე­რო­ბის კან­დი­და­ტო­ბა­ზე, "სა­კონ­სტი­ტუ­ციო წეს­რი­გის დამ­ხო­ბის­კენ სა­ჯა­რო მო­წო­დე­ბა­ში" ბრა­ლი წა­უ­ყე­ნეს, რაც ად­გი­ლობ­რი­ვი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლია.

თე­ბერ­ვალ­ში ვაზ­გენ მა­ნუ­კი­ან­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ოპო­ზი­ცი­ის ორი გეგ­მი­დან ერთ-ერთი "ძა­ლა­უფ­ლე­ბის სწრა­ფად ხელ­ში ჩაგ­დე­ბა" იყო. ვაზ­გენ მა­ნუ­კი­ანს ხელ­წე­რი­ლი და­ა­დე­ბი­ნეს და ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბა აუკ­რძა­ლეს.

ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ ამით ფა­ში­ნი­ა­ნის გუნ­დმა ვი­თა­რე­ბა კი­დევ უფრო გა­ამ­წვა­ვა, რად­გან აშ­კა­რაა, რომ რე­ი­ტინ­გუ­ლი ფი­გუ­რის მო­შო­რე­ბას ცდი­ლო­ბენ. კი­დევ ერთი ნა­წი­ლის მო­საზ­რე­ბით, მა­ნუ­კი­ან­მა "აშ­კა­რად მო­უ­წო­და ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას, რომ არ­სე­ბუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და­ემ­ხოთ და ეს არ უნდა შერ­ჩეს..."

სომ­ხეთ­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ში სო­რო­სის ხელს ხე­დავს ექ­სპრე­ზი­დენ­ტი რო­ბერტ ქო­ჩა­რი­ა­ნი, რო­მე­ლიც ახლა ოპო­ზი­ცი­ა­შია. მისი თქმით, ეს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი ყო­ველ­დღი­უ­რად ძლი­ერ­დე­ბი­ან, რად­გან კარ­გი და­ფი­ნან­სე­ბა აქვთ.

"სო­რო­სის მიერ მარ­თუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი და სხვა მსგავ­სი იდე­ე­ბი­სა და ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის მქო­ნე სტრუქ­ტუ­რე­ბი სომ­ხეთს გა­ნად­გუ­რე­ბით ემუქ­რე­ბი­ან. სა­ზო­გა­დო­ე­ბამ კი ამის წი­ნა­აღ­მდეგ უნდა იბ­რძო­ლოს".

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ცნო­ბით, ქო­ჩა­რი­ა­ნი ყო­ველ­თვის პრო­რუ­სულ ხაზს მიჰ­ყვე­ბო­და, რაც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­და და ქვე­ყა­ნა აქამ­დე მი­იყ­ვა­ნა, თუმ­ცა ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნის ყვე­ლა­ზე დიდი შეც­დო­მა ის არის, რომ მან კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი გუნ­დი ვერ ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა, რაც ასე­ვე მძი­მე შე­დე­გად და­უჯ­და ქვე­ყა­ნას.

"ახლა მთა­ვა­რია, რე­ვან­შის­ტულ­მა ძა­ლებ­მა წი­თე­ლი ხა­ზე­ბი არ გა­დაკ­ვე­თონ და პრო­ცე­სე­ბი თან­და­თან მშვი­დო­ბი­ა­ნად წა­რი­მარ­თოს... მოქ­მედ­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა ვერ შეძ­ლეს იმ ამ­ბო­ხის წა­მო­წყე­ბა, რაც რუ­სეთს ძა­ლი­ან სურ­და, ხალ­ხი არ აჰ­ყვა, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ ჯერ ყვე­ლა­ფე­რი არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა. ცე­ცხლთან თა­მა­ში გრძელ­დე­ბა... ერ­თა­დერ­თი იმე­დი ამე­რი­კის პრე­ზი­დენ­ტის ახა­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის გან­ცხა­დე­ბაა. მათი ცნო­ბით, აშშ სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში დაბ­რუ­ნე­ბას აპი­რებს. მთა­ვა­რია, მან და ევ­რო­კავ­შირ­მა რუ­სეთს რო­გორ­მე უკან და­ა­ხე­ვი­ნონ ან გავ­ლე­ნე­ბის კი­დევ უფრო გაძ­ლი­ე­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ მის­ცენ... თუ ასე მოხ­და, სომ­ხე­თის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა, ეჭვქვეშ დად­გე­ბა. მოს­კო­ვის ქმდე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩვე­ნი ქვეყ­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი ახლა ბეწ­ვზე ჰკი­დია..." - ამ­ბობს AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტი და­ვიდ აბ­რა­მი­ა­ნი.

ერე­ვან­ში კავ­კა­სი­ის ინ­სტი­ტუ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლის ალექ­სან­დრე ის­კან­დე­რი­ა­ნის მო­საზ­რე­ბით, 2018 წლის შემ­დეგ, სომ­ხე­თის მო­სახ­ლე­ო­ბამ იმე­დი კი­დევ ერთხელ და­კარ­გა. არა­და, ეგო­ნათ, რომ ქვე­ყა­ნა­ში ბევ­რი რამ უკე­თე­სო­ბის­კენ შე­იც­ვლე­ბო­და... ამას და­ე­მა­ტა ომი. მო­საზ­რე­ბა, რომ ფა­ში­ნი­ანს ჯერ კი­დევ შე­უძ­ლია ვი­თა­რე­ბის მარ­თვა, გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლია.

"სამ­ხედ­რო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მცდე­ლო­ბა მა­შინ იქ­ნე­ბო­და, რომ უწყე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის გან­ცხა­დე­ბი­დან 15 წუ­თის შემ­დეგ, ქუ­ჩა­ში ჯავ­შანტრას­პორ­ტი­ო­რე­ბი გა­მო­ჩე­ნი­ლიყ­ვნენ. თუმ­ცა ასე არ მოხ­და, მე ასე ვი­ტყო­დი, სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო ელი­ტა­ში გან­ხეთ­ქი­ლე­ბაა, რო­მე­ლიც ჯერ კი­დევ ომამ­დე იყო და­წყე­ბუ­ლი..." - ამ­ბობს ის kommersant.ru-სთან სა­უ­ბარ­ში.

meduza.io-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში Carnegie.ru-ს მი­მომ­ხილ­ვე­ლი კრილ კრი­ვო­შე­ე­ვი ამ­ბობს, რომ "სომ­ხეთ­მა ომი წა­ა­გო, სამ­ხედ­რო­ე­ბი უკ­მა­ყო­ფი­ლო არი­ან, მაგ­რამ რე­ვო­ლუ­ცია მა­ინც არ მოხ­და, მით უფრო, რომ მის წი­ნა­აღ­მდეგ 17 პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­აა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი, ოპო­ზი­ცი­ის ლი­დერ ვაზ­გენ მა­ნუ­კი­ანს კი და­პა­ტიმ­რე­ბით ემუქ­რე­ბი­ან... ერთი სი­ტყვით, ყვე­ლა წი­ნა­პი­რო­ბა არ­სე­ბობს, თუმ­ცა, ფა­ში­ნი­ა­ნი ად­გილ­ზეა. პრო­და­სავ­ლუ­რი ძა­ლე­ბი მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ში, რუ­სულ კვალს ხე­და­ვენ, თუმ­ცა შემ­დეგ ირ­კვე­ვა, რომ სა­ღა­მოს ფა­ში­ნი­ა­ნი პუ­ტინს ტე­ლე­ფო­ნით ესა­უბ­რა, რო­მე­ლიც სომ­ხეთ­ში მშვი­დო­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე აკე­თებს აქ­ცენტს... ასე რომ, თუ მო­სახ­ლე­ო­ბა პრე­მი­ერ-მი­ნისტრს და­პი­რე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბას სხვაგ­ვა­რად არ სთხოვს, ეს ალ­ბათ იმი­ტომ, რომ მათ დიდ ნა­წილს ქუ­ჩა­ში გა­მოს­ვლა ეზა­რე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით სი­ცი­ვე­ში..." - წერს ის.

"უკვე აღარ ვი­ცით, რისი გვე­ში­ნია, რუ­სეთ­თან უფრო მე­ტად მიბ­მის, თუ სა­მო­ქა­ლა­ქო და­პი­რის­პი­რე­ბის. არ ვიცი, რო­მე­ლია უა­რე­სი. რამ­დე­ნა­დაც პა­სი­უ­რი იქ­ნე­ბა და­სავ­ლე­თი, იმ­დე­ნად იაქ­ტი­უ­რებს რუ­სე­თი. ვკარ­გავთ სტა­ბი­ლუ­რო­ბას, მაგ­რამ მო­მავ­ლის იმედ­საც ვკარ­გავთ. თუ პრო­რუ­სუ­ლი ძა­ლე­ბი დაბ­რუნ­დნენ, 30 წლით უკან დავ­ბრუნ­დე­ბით..." - წერს კი­დევ ერთი აქ­ტი­ვის­ტი ომარ ვარ­თა­პე­ტი­ა­ნი.

მთა­ვა­რი ფოტო: meduza.io

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!
13

"თუ პრო­რუ­სუ­ლი ძა­ლე­ბი დაბ­რუნ­დნენ, 30 წლით უკან დავ­ბრუნ­დე­ბით..."

-------------------------------------------------------------------------------------------------

ჩვენ ცოტა უკეთეს მდგომარეობაში ვართ - 22 წელიღა დაგვრჩა!

სტუმარი
39

მოკლედ ამ ევროპამ და ამერიკამ არია სამხრეთ კავკასიის საქმე. თვითონ შორიდან უყურებენ, როგორ სჭამს რუსეთი საქართველოსა და სომხეთს. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"სახელისუფლებო ელიტაში განხეთქილებაა, რომელიც ჯერ კიდევ ომამდე დაიწყო" - სომხეთი "დანის პირზე" და მწვავე პროტესტი, რომელიც არ ცხრება

"სახელისუფლებო ელიტაში განხეთქილებაა, რომელიც ჯერ კიდევ ომამდე დაიწყო" - სომხეთი "დანის პირზე" და მწვავე პროტესტი, რომელიც არ ცხრება

"ახლა სომხეთი დანის პირზე დადის" - ასე აფასებენ ადგილობრივები სომხეთში მიმდინარე მწვავე პროცესებს, რომელიც ბოლო რამდენიმე კვირაა არ ცხრება. ადგილობრივი ოპოზიცია აცხადებს, რომ პრემიერის გადადგომამდე აქციებს არ შეწყვეტენ. ნიკოლ ფაშინიანი კი, ოპონენტებს ისევ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს სთავაზობს.

ამასობაში, სამგზის პარლამენტარს, ექსპრემიერ ვაზგენ მანუკიანს, რომელიც ნიკოლ ფაშინიანის წინააღმდეგ გაერთიანებული ოპოზიციის საერთო რჩეულია პრემიერობის კანდიდატობაზე, "საკონსტიტუციო წესრიგის დამხობისკენ საჯარო მოწოდებაში" ბრალი წაუყენეს, რაც ადგილობრივი კანონმდებლობით, სისხლის სამართლის დანაშაულია.

თებერვალში ვაზგენ მანუკიანმა განაცხადა, რომ ოპოზიციის ორი გეგმიდან ერთ-ერთი "ძალაუფლების სწრაფად ხელში ჩაგდება" იყო. ვაზგენ მანუკიანს ხელწერილი დაადებინეს და ქვეყნის დატოვება აუკრძალეს.

ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი მიიჩნევს, რომ ამით ფაშინიანის გუნდმა ვითარება კიდევ უფრო გაამწვავა, რადგან აშკარაა, რომ რეიტინგული ფიგურის მოშორებას ცდილობენ. კიდევ ერთი ნაწილის მოსაზრებით, მანუკიანმა "აშკარად მოუწოდა ადგილობრივ მოსახლეობას, რომ არსებული ხელისუფლება დაემხოთ და ეს არ უნდა შერჩეს..."

სომხეთში მიმდინარე პროცესებში სოროსის ხელს ხედავს ექსპრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი, რომელიც ახლა ოპოზიციაშია. მისი თქმით, ეს ორგანიზაციები ყოველდღიურად ძლიერდებიან, რადგან კარგი დაფინანსება აქვთ.

"სოროსის მიერ მართული ორგანიზაციები და სხვა მსგავსი იდეებისა და ღირებულებების მქონე სტრუქტურები სომხეთს განადგურებით ემუქრებიან. საზოგადოებამ კი ამის წინააღმდეგ უნდა იბრძოლოს".

ადგილობრივების ცნობით, ქოჩარიანი ყოველთვის პრორუსულ ხაზს მიჰყვებოდა, რაც წლების განმავლობაში გაგრძელდა და ქვეყანა აქამდე მიიყვანა, თუმცა ნიკოლ ფაშინიანის ყველაზე დიდი შეცდომა ის არის, რომ მან კვალიფიციური გუნდი ვერ ჩამოაყალიბა, რაც ასევე მძიმე შედეგად დაუჯდა ქვეყანას.

"ახლა მთავარია, რევანშისტულმა ძალებმა წითელი ხაზები არ გადაკვეთონ და პროცესები თანდათან მშვიდობიანად წარიმართოს... მოქმედმა სამხედროებმა ვერ შეძლეს იმ ამბოხის წამოწყება, რაც რუსეთს ძალიან სურდა, ხალხი არ აჰყვა, მაგრამ ფაქტია, რომ ჯერ ყველაფერი არ დასრულებულა. ცეცხლთან თამაში გრძელდება... ერთადერთი იმედი ამერიკის პრეზიდენტის ახალი ადმინისტრაციის განცხადებაა. მათი ცნობით, აშშ სამხრეთ კავკასიის რეგიონში დაბრუნებას აპირებს. მთავარია, მან და ევროკავშირმა რუსეთს როგორმე უკან დაახევინონ ან გავლენების კიდევ უფრო გაძლიერების შესაძლებლობა არ მისცენ... თუ ასე მოხდა, სომხეთის დამოუკიდებლობა, ეჭვქვეშ დადგება. მოსკოვის ქმდებებიდან გამომდინარე, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი ახლა ბეწვზე ჰკიდია..." - ამბობს AMBEBI.GE-სთან საუბარში სამოქალაქო აქტივისტი დავიდ აბრამიანი.

ერევანში კავკასიის ინსტიტუტის ხელმძღვანელის ალექსანდრე ისკანდერიანის მოსაზრებით, 2018 წლის შემდეგ, სომხეთის მოსახლეობამ იმედი კიდევ ერთხელ დაკარგა. არადა, ეგონათ, რომ ქვეყანაში ბევრი რამ უკეთესობისკენ შეიცვლებოდა... ამას დაემატა ომი. მოსაზრება, რომ ფაშინიანს ჯერ კიდევ შეუძლია ვითარების მართვა, გადაჭარბებულია.

"სამხედრო გადატრიალების მცდელობა მაშინ იქნებოდა, რომ უწყების ხელმძღვანელობის განცხადებიდან 15 წუთის შემდეგ, ქუჩაში ჯავშანტრასპორტიორები გამოჩენილიყვნენ. თუმცა ასე არ მოხდა, მე ასე ვიტყოდი, სახელისუფლებო ელიტაში განხეთქილებაა, რომელიც ჯერ კიდევ ომამდე იყო დაწყებული..." - ამბობს ის kommersant.ru-სთან საუბარში.

meduza.io-სთან ინტერვიუში Carnegie.ru-ს მიმომხილველი კრილ კრივოშეევი ამბობს, რომ "სომხეთმა ომი წააგო, სამხედროები უკმაყოფილო არიან, მაგრამ რევოლუცია მაინც არ მოხდა, მით უფრო, რომ მის წინააღმდეგ 17 პოლიტიკური პარტიაა გაერთიანებული, ოპოზიციის ლიდერ ვაზგენ მანუკიანს კი დაპატიმრებით ემუქრებიან... ერთი სიტყვით, ყველა წინაპირობა არსებობს, თუმცა, ფაშინიანი ადგილზეა. პროდასავლური ძალები მიმდინარე პროცესებში, რუსულ კვალს ხედავენ, თუმცა შემდეგ ირკვევა, რომ საღამოს ფაშინიანი პუტინს ტელეფონით ესაუბრა, რომელიც სომხეთში მშვიდობის აუცილებლობაზე აკეთებს აქცენტს... ასე რომ, თუ მოსახლეობა პრემიერ-მინისტრს დაპირებების შესრულებას სხვაგვარად არ სთხოვს, ეს ალბათ იმიტომ, რომ მათ დიდ ნაწილს ქუჩაში გამოსვლა ეზარება, განსაკუთრებით სიცივეში..." - წერს ის.

"უკვე აღარ ვიცით, რისი გვეშინია, რუსეთთან უფრო მეტად მიბმის, თუ სამოქალაქო დაპირისპირების. არ ვიცი, რომელია უარესი. რამდენადაც პასიური იქნება დასავლეთი, იმდენად იაქტიურებს რუსეთი. ვკარგავთ სტაბილურობას, მაგრამ მომავლის იმედსაც ვკარგავთ. თუ პრორუსული ძალები დაბრუნდნენ, 30 წლით უკან დავბრუნდებით..." - წერს კიდევ ერთი აქტივისტი ომარ ვართაპეტიანი.

მთავარი ფოტო: meduza.io

"ახლა მთავარია, რომელ მხარეს უმტყუნებს ნერვები და გაისვრის პირველი" - რა მოხდა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე და უნდა ველოდოთ თუ არა მორიგ დაპირისპირებას?

გერმანია COVAX პლატფორმისთვის კიდევ 100 მილიონ ევროს, ხოლო ღარიბი ქვეყნებისთვის ვაქცინების 30 მილიონამდე დოზას გაიღებს

საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებს "ფაიზერის“ ვაქცინის 2 მილიარდ დოზას მიაწვდიან - რას ამბობს "ფაიზერის" ხელმძღვანელი