ავტორი:

საქართველოში ბრიტანული შტამის 31 შემთხვევა დადასტურდა - პაატა იმნაძე

საქართველოში ბრიტანული შტამის 31 შემთხვევა დადასტურდა - პაატა იმნაძე

საქართველოში ბრიტანული შტამის 31 შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ "რუსთავი 2"-ს დაუდატსურა.

მისი თქმით, დღესდღეობით, სულ სამი კლასტერია გამოვლენილი, თუმცა აქვე დასძენს, რომ ქვეყანაში ახალი შტამის ფართო გავრცელება არ არის.

"საბედნიეროდ, ჯერ კიდევ ფართო გავრცელება ჩვენს ქვეყანაში მას არ მიუღია. ჩვენ გვაქვს სამი კლასტერი. ოჯახური კონტაქტები იყო. 31 არის სულ დადასტურებული ამ სამი კლასტერიდან. ანუ სამი კლასტერი გვაქვს ქვეყანაში. საბედნიეროდ, ესენი იყო მსუბუქად მიმდინარე შემთხვევები, ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირვებიათ, ისინი იმყოფებოდნენ კარანტინში სახლის პირობებში.

ფაქტი ის არის, რომ ბრიტანული შტამისგან ისევე იცავს ნიღაბი და დისტანცია, როგორც სხვა შტამებისგან, ჩვეულებრივისგან. ჯერჯერობით, ჩვენს ქვეყანაში სამხრეთ აფრიკული შტამი არ დადასტურებულა, ასევე არ დადასტურებულა ბრაზილიური შტამი. მუშაობა ყოველდღიური მიმდინარეობს. ჩვენ გვაქვს საეჭვო შემთხვევები ბრიტანული და ამასაც ვსწავლობთ, - განაცხადა "დღის კურიერში" პაატა იმნაძემ.

ხვალიდან რესტორნები იხსნება, მაგრამ 1-ელ აპრილამდე ცოცხალი მუსიკის შესრულება იკრძალება

დაპირისპირება სამართალდამცველებსა და აქტივისტებს შორის - რა ხდება ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან?

საქართველოში ტემპერატურის მნიშვნელოვანი კლებაა მოსალოდნელი - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი