საზოგადოება
მსოფლიო

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უვლინდებათ თუ არა ახალი სიმპტომები კოვიდგადატანილ პაციენტებს და რა სიახლეებია მკურნალობაში - ექსპერტები მასშტაბური კვლევის დაწყებაზე
უვლინდებათ თუ არა ახალი სიმპტომები კოვიდგადატანილ პაციენტებს და რა სიახლეებია მკურნალობაში - ექსპერტები მასშტაბური კვლევის დაწყებაზე

პოს­ტკო­ვი­დუ­რი გარ­თუ­ლე­ბე­ბი, "ლონგ კო­ვი­დი", "თეთ­რი კო­ვი­დი" - მსოფ­ლიო სა­მე­დი­ცი­ნო სა­ზო­გა­დო­ე­ბა რო­მე­ლი­მე ერთ ტერ­მინ­ზე არ შე­ჯე­რე­ბუ­ლა, თუმ­ცა ყვე­ლა მათ­გა­ნი კო­ვი­დის გა­და­ტა­ნის შემ­დგომ დარ­ჩე­ნილ გარ­თუ­ლე­ბებს აღ­ნიშ­ნავს. ისე­ვე, რო­გორც კო­ვიდ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ბევ­რი სხვა ნი­უ­ან­სი, ამ დრომ­დე უც­ნო­ბია ისიც, თუ რა­ტომ ემარ­თე­ბათ პა­ცი­ე­ნე­ტებს პოს­ტკო­ვი­დუ­რი სიმპტო­მე­ბი და რამ­დენ ხანს გრძელ­დე­ბა ისი­ნი.

მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში ამ სა­კი­თხზე უამ­რა­ვი კვლე­ვა ჩა­ტარ­და, მათი შე­დე­გე­ბი ხში­რად ერ­თმა­ნეთს ემ­თხვე­ვა, თუმ­ცა ზოგ­ჯერ ურ­თი­ერ­თგა­მომ­რი­ცხა­ვიც არის, რაც ისე­დაც შე­უს­წავ­ლელ სა­კითხს კი­დევ უფრო ბუნ­დო­ვანს ხდის. ამ ფონ­ზე სა­სი­ა­მოვ­ნო სი­ახ­ლეა ის, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუს­გა­და­ტა­ნი­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის კვლე­ვა იწყე­ბა.

მეც­ნი­ე­რე­ბი სულ უფრო მეტს სა­უბ­რო­ბენ ე.წ. "ხან­გრძლი­ვი COVID" -ის ფე­ნო­მენ­ზე. თეთ­რი სახ­ლის მთა­ვა­რი სა­მე­დი­ცი­ნო მრჩე­ვე­ლის, დოქ­ტორ ენ­ტო­ნი ფა­უ­ჩის გან­ცხა­დე­ბით, Covid-19-ით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი სხვა­დას­ხვა სიმპტო­მებს უჩი­ვი­ან სა­წყი­სი ინ­ფექ­ცი­ი­დან ცხრა თვის გან­მავ­ლო­ბა­ში. ვა­შინგტო­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მკვლე­ვა­რებ­მა ცოტა ხნის წინ და­ად­გი­ნეს, რომ ამ პა­ცენ­ტთა რა­ო­დე­ნო­ბა 30% -ს აღ­წევს. ჟურ­ნალ Lancet- ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ­მა თ-ერ­თმა ერ­გა­მოკ­ვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ ჩი­ნე­თის ქა­ლაქ ვუ­ჰან­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი 1,733 პა­ცი­ენ­ტი­დან 76% კვლავ გა­ნიც­დი­და ერთ სიმპტომს, სიმპტო­მე­ბის და­წყე­ბი­დან ექ­ვსი თვის შემ­დეგ" .

ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ხელ­მძღვა­ნე­ლის, თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის თქმით, და­ახ­ლო­ებთ 4 თვე­ში პა­სუ­ხე­ბი გა­ე­ცე­მა პოს­ტკო­ვი­დურ გარ­თუ­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ იმ მნიშ­ვნე­ლო­ვან კი­თხვე­ბის, რომ­ლე­ბიც დღემ­დე ღი­ა­დაა დარ­ჩე­ნი­ლი. ცერ­ცვა­ძის გან­ცხა­დე­ბით, 8 მარ­ტი­დან ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს მკვლე­ვა­რე­ბი შემ­თხვე­ვი­თი შერ­ჩე­ვის პრინ­ცი­პით იმ პა­ცი­ენ­ტებს და­უ­რე­კა­ვენ, რომ­ლე­ბიც თბი­ლის­ში რო­გორც ბი­ნა­ზე, ასე­ვე კო­ვიდკ­ლი­ნი­კებ­ში მკურ­ნა­ლობ­დნენ და მათი მო­ნა­ცე­მე­ბი ერ­თი­ან ბა­ზა­შია. რო­გორც მან მე­დი­ას­თან აღ­ნიშ­ნა, კვლე­ვა 3-4 თვეს გაგ­რძელ­დე­ბა და მის ფარ­გლებ­ში 500 პა­ცი­ენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბის ის­ტო­რი­ას შე­ის­წავ­ლი­ან. კვლე­ვის ღი­რე­ბუ­ლე­ბა სა­შუ­ა­ლოდ 400 ათა­სი ლარი იქ­ნე­ბა და ამ თან­ხას ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფო სა­კუ­თა­რი ბი­უ­ჯე­ტი­დან გა­მო­ყოფს.

"ჩვენ მო­ვიწ­ვევთ ყვე­ლა კო­ვიდ­გა­და­ტა­ნილ პა­ცი­ენტს. კვლე­ვის ერთ-ერთი ამო­ცა­ნაა, რომ და­ვად­გი­ნოთ პოს­ტკო­ვი­დუ­რი სინ­დრო­მი რამ­დენ პრო­ცენტს აღ­მო­აჩ­ნდე­ბა, რამ­დენს არა. რამ­დე­ნი იქ­ნე­ბა ქალი და რამ­დე­ნი კაცი, რო­გო­რი იქ­ნე­ბა ასა­კობ­რი­ვი გა­ნა­წი­ლე­ბა. ვის აღ­მო­აჩ­ნდე­ბა უფრო ხში­რად, იმას, ვინც ჰოს­პი­ტალ­ში იყო და გა­და­ი­ტა­ნა თუ იმას, ვინც ბი­ნა­ზე იყო და იქ გა­და­ი­ტა­ნა. ჩვენ ვერ მო­ვი­პო­ვეთ ამ კვლე­ვის­თვის დო­ნო­რი და გა­დავ­წყვი­ტეთ, ჩვე­ნი ცენ­ტრის სა­კუ­თა­რი სახ­სრე­ბით, სა­კუ­თა­რი შე­მო­სავ­ლე­ბი­დან გა­მოვ­ყოთ თან­ხა და ამ კვლე­ვის ღი­რე­ბუ­ლე­ბა, სა­ვა­რა­უ­დოდ, 400 ათა­სი ლარი იქ­ნე­ბა. თუმ­ცა, პრო­ცეს­ში ეს თან­ხა შე­იძ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლოს. კვლე­ვის შე­დე­გად და­ი­დე­ბა რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი თუ რო­გორ უნდა მო­ვექ­ცეთ ამ პა­ცი­ენ­ტებს და რა სერ­ვი­სე­ბი სჭირ­დე­ბა. ახლა ასეა - პა­ცი­ენ­ტებს რა­ღაც შე­ა­წუ­ხებს, ვთქვათ, თა­ვის ტკი­ვი­ლი ან გუ­ლის ჩი­ვი­ლე­ბი, სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბა და ა.შ. და თა­ვი­სი სურ­ვი­ლით მი­დის ექიმ­თან. ეს არ არის სის­ტე­მა­ში მოყ­ვა­ნი­ლი. ჩვენ ამ კვლე­ვის შემ­დეგ გვე­ცო­დი­ნე­ბა პოს­ტკო­ვი­დუ­რი სინ­დრო­მის მქო­ნე პა­ცი­ენტს რა სა­ვალ­დე­ბუ­ლო გა­მოკ­ვლე­ვე­ბი უნდა ჩა­უ­ტარ­დეს", - გა­ნა­ცხა­და თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ.

სა­მე­დი­ცი­ნო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში კვლე­ვის და­წყე­ბას ერ­თმნიშ­ვნე­ლო­ვა­ნად პო­ზი­ტი­ურ ფაქ­ტად აფა­სე­ბენ, თუმ­ცა მათი გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ ამ მო­ცე­მუ­ლო­ბა­ში ეს რე­სურ­სე­ბის არას­წო­რად გა­ნა­წი­ლე­ბა­სა და პრი­ო­რო­ტე­ტებს აღ­რე­ვა­ზე მი­უ­თი­თებს.

ნორ­ვე­გი­ის ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის უფ­რო­სი მრჩე­ვე­ლი, ზაზა წე­რე­თე­ლი ამ­ბობს, რომ კო­ვიდ­მა პა­ცი­ენ­ტებს არამ­ხო­ლოდ ფი­ზი­კუ­რი ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნა, სე­რი­ო­ზუ­ლად გა­ა­უ­ა­რე­სა მათი ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბაც. სპე­ცი­ა­ლის­ტი აქ­ცენტს შემ­დეგ გარ­თუ­ლე­ბებ­ზე აკე­თებს:

  • კარ­დი­ო­ვას­კუ­ლუ­რი: გუ­ლის კუნ­თის ან­თე­ბა
  • რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი: ფილ­ტვე­ბის ფუნ­ქცი­ის ანო­მა­ლი­ე­ბი
  • თირკმე­ლი: თირკმლის მწვა­ვე და­ზი­ა­ნე­ბა
  • დერ­მა­ტო­ლო­გი­უ­რი: გა­მო­ნა­ყა­რი, თმის ცვე­ნა
  • ნევ­რო­ლო­გი­უ­რი: სუ­ნი­სა და გე­მოვ­ნე­ბის პრობ­ლე­მე­ბი, ძი­ლის პრობ­ლე­მე­ბი, კონ­ცენ­ტრა­ცი­ის გაძ­ნე­ლე­ბა, მეხ­სი­ე­რე­ბის პრობ­ლე­მე­ბი
  • ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი: დეპ­რე­სია, შფოთ­ვა, გან­წყო­ბის შეც­ვლა.

"სხვა სა­მე­დი­ცი­ნო გარ­თუ­ლე­ბებ­თან ერ­თად, თირკმლის და­ბა­ლი ფუნ­ქცია ასე­ვე ერთ-ერთი მზარ­დი პრობ­ლე­მაა COVID ან COVID გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბულ პა­ცი­ენ­ტებ­ში. იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ადა­მი­ა­ნი დი­ა­ბე­ტით და­ა­ვა­დე­ბუ­ლია ან არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვა აქვს, თირკმე­ლე­ბის პრობ­ლე­მე­ბის და თირკმე­ლე­ბის და­ზი­ა­ნე­ბის რის­კი გა­ცი­ლე­ბით მე­ტია. COVID-19– ის შე­დე­გად, პა­ცი­ენ­ტებს აღე­ნიშ­ნე­ბათ მსუ­ბუ­ქი ან მძი­მე ან­თე­ბი­თი პრო­ცე­სე­ბი და ინ­სულ­ტე­ბი. გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის შემ­დე­გაც კი, პა­ცი­ენ­ტებს უჩი­ვი­ან ფსი­ქი­კუ­რი დაბ­ნე­უ­ლო­ბა, თა­ვის ტკი­ვი­ლი, თავ­ბრუს­ხვე­ვა და მხედ­ვე­ლო­ბის და­ბინ­დვა გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში და მის შემ­დეგ. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სუნი და გე­მოვ­ნე­ბის და­კარ­გვა მეხ­სი­ე­რე­ბის პრობ­ლე­მებ­თან ერ­თად, COVID-19- ის გრძელ­ვა­დი­ა­ნი გავ­ლე­ნაა ტვი­ნის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე.

გრძე­ლი კო­ვი­დის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სიმპტო­მია ე.წ. "ტვი­ნის ნის­ლი".ეს სიმპტო­მია და არა დი­აგ­ნო­ზი. ის სხვა­დას­ხვა ადა­მი­ა­ნის­თვის სხვა­დას­ხვა რა­მეს ნიშ­ნავს. ხში­რად ეს არის მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი მეხ­სი­ე­რე­ბის პრობ­ლე­მე­ბის, კონ­ცენ­ტრა­ცი­ის ან სა­უბ­რი­სას სა­ჭი­რო სი­ტყვის პოვ­ნის სირ­თუ­ლე. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პან­დე­მი­ამ დიდი ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნა ხალ­ხის ფი­ზი­კურ ჯან­მრთე­ლო­ბას, მან სე­რი­ო­ზუ­ლი გავ­ლე­ნა იქო­ნია მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნის ფსი­ქი­კურ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე. დეპ­რე­სია, შფოთ­ვა, გან­წყო­ბის შეც­ვლა არის ერთ ერთი იმ სიმპტო­მე­ბი­სა რო­მე­ლიც ძალ­ზედ ხში­რად გვხვდე­ბა გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბულ ადა­მი­ა­ნებ­ში.“ - ამ­ბობს Ambebi.ge -სთან ზაზა წე­რე­თე­ლი.

"ზო­გა­დად კარ­გი ფაქ­ტია, როცა კვლე­ვა იწყე­ბა, მსოფ­ლი­ოს არა­ერთ გან­ვი­თა­რე­ბულ ქვე­ყა­ნა­ში უამ­რა­ვი კვე­ლე­ვაა უკვე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ამ სკი­თხებ­ზე, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ჩვე­ნი ჯან­დც­ვის სი­ტე­მა არის ჩა­მორ­ჩე­ნი­ლი და ახლა კვლე­ვე­ბის და­წყე­ბის ფუ­ფუ­ნე­ბა ჩვენ არ გვქონ­და. პოს­ტკო­ვი­დუ­რი გარ­თუ­ლე­ბე­ბის კვლე­ვა უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, თუ, მა­გა­ლი­თად, იმის მი­ზე­ზე­ბის დად­გე­ნა, თუ რა­ტომ გვყავს ამ­დე­ნი გარ­დაც­ვლი­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სით?! დღეს, მა­გა­ლი­თად, 10 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, არ უნდა გვა­ინ­ტე­რე­სებ­დეს, რა­ტომ მოხ­და ეს, რას ვა­კე­თებთ არას­წო­რად, რა­ტომ იხო­ცე­ბი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რა უნდა გა­ვა­უმ­ჯო­ბე­სოთ, რომ სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა მი­ნი­მუ­მამ­დე შე­ვამ­ცი­როთ?! ჩვენ ახლა ორ­მაგ ომში ვიმ­ყო­ფე­ბით, ერთი რუ­სეთ­თან - მცო­ცა­ვი ოკუ­პა­ცი­ით ნელ-ნელა იტა­ცებს ჩვენს მი­წებს და მე­ო­რე მტე­რი პან­დე­მი­აა. ამ მო­ცე­მუ­ლო­ბა­ში ახლა პოს­ტკო­ვი­დურ გარ­თუ­ლე­ბებ­ზე კვლე­ვის და­წყე­ბა იმას ჰგავს, გა­რეთ ომი იყოს და შენ ფარ­დებ­ზე ფუ­შფუ­შე­ბის ჩა­მო­კი­დე­ბით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი. სჯობს, თან­ხე­ბი ექი­მე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბა­ზე მი­მარ­თონ. არ იცი­ან, ალ­ბათ რა ხდე­ბა რე­გო­ნებ­ში, კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბია და ელე­მენ­ტა­რუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო აპა­რა­ტუ­რა არ აქვთ. არ გვინ­და თვა­ლებ­ში ნაც­რის შეყ­რა, რომ ისე გა­მარ­თუ­ლი გვაქვს ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა, რომ კვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბა და­ვი­წყეთ. ეს ფაქ­ტი მა­ნიშ­ნე­ბე­ლია იმი­სა, რომ ჩვე­ნი ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის სა­თა­ვე­ში არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი არი­ან და არას­წო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით ხარ­ჯა­ვენ რე­სურ­სებს", - ეუბ­ნე­ბა Ambebi.ge-ს ჯან­დაც­ვის სა­კი­თხე­ბის ექ­სპერ­ტი გი­ორ­გი ფხა­კა­ძე.

სპე­ცი­ა­ლის­ტი ამ­ბობს, რომ კო­ვი­და­გა­და­ტა­ნილ პა­ცი­ე­ნეტბ­ში, გარ­თუ­ლე­ბე­ბის გა­მოვ­ლე­ნის შემ­თხვე­ვე­ბი პრო­ცენ­ტუ­ლად სულ უფრო მაღ­ლა იწევს. ფო­ფხა­ძის თქმით, სხვა­დას­ხვა სა­ხის კვლე­ვე­ბის მო­ნა­ცემ­თა შე­ჯე­რე­ბი­სა და გა­ა­ნა­ლი­ზე­ბის შემ­დე­გად, შე­იძ­ლე­ბა თქვას, რომ კო­ვიდ­გა­და­ტა­ნი­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის 20-30% შემ­დგო­მი გარ­თუ­ლე­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბათ.

"ბევ­რი კვლე­ვა ჩა­ტარ­და ამ სა­კი­თხზე და მათი შე­ჯე­რე­ბით შეგ­ვიძ­ლია ვი­სა­უბ­როთ ყვე­ლა­ზე აქ­ტუ­ა­ლურ და გავ­რცე­ლე­ბულ პოს­ტკო­ვი­დურ გარ­თუ­ლე­ბებ­ზე. პირ­ვე­ლიდა ყვე­ლა­ზე აქ­ტუ­ა­ლუ­რი ქრო­ნი­კუ­ლი დაღ­ლი­ლო­ბის შეგ­რძნე­ბა გახ­ლავთ, რაც 30%-ში აღი­ნიშ­ნე­ბა. ხაზ­გას­მით უნდა ვთქვათ, რომ როცა პრო­ცენ­ტულ მაჩ­ვე­ნებ­ლებ­ზე ვსა­უბ­რობთ, ეს ეხე­ბა მხო­ლოდ იმ პა­ცი­ე­ნეტბს, რომ­ლებ­მაც სიმპტო­მი­ა­ნად გა­და­ი­ტა­ნეს ვირუ­სი. მე­ო­რე სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბა, არა­კომ­ფორ­ტუ­ლად სუნ­თქვის პრობ­ლე­მაა, რო­მე­ლიც ფილ­ტვე­ბის და­ზი­ა­ნე­ბით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი. მე­სა­მეად­გილ­ზეა კოგ­ნი­ტუ­რი პრობ­ლე­მე­ბი - მეხ­სი­ე­რე­ბის და­კარ­გვა, ყუ­რა­დღე­ბის დე­ფი­ცი­ტი და ა.შ. სწო­რედ ეს გარ­თუ­ლე­ბე­ბია ყვე­ლა­ზე რთუ­ლი სამ­კურ­ნა­ლო. ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი ად­გი­ლი უჭი­რავს სტრეს­სა და ში­შებს. ესეც მენ­ტა­ლურ გარ­თუ­ლე­ბებ­ში შე­დის, მაგ­რამ რად­გან მძაფ­რა­დაა გა­მო­ხა­ტუ­ლი, ცალ­კე გა­მოყ­ვეს. იტა­ლი­ა­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი უახ­ლე­სი კვლე­ვის მი­ხედ­ვით, მენ­ტა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბი კო­ვიდ­მა პა­ცი­ენ­ტთა 30%-ს და­უ­ტო­ვა.

ყვე­ლა კვლე­ვა რომ შე­ვა­ჯა­მოთ, შე­ვა­და­როთ და გა­ვა­ა­ნა­ლი­ზოთ მი­ნი­მუმ 20%-ში რჩე­ბა კო­ვი­დის შემ­დგო­მი გარ­თუ­ლე­ბე­ბი. ასე­თი ათა­სო­ბით კვლე­ვა ჩა­ტარ­დე­ბა კი­დევ, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ, ყვე­ლა­ფე­რი მა­ინც დრო­ის ფაქ­ტორ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ოდეს­მე ყვე­ლა კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ ზუს­ტად რა დრო­ში მოხ­დე­ბა ეს, რთუ­ლი სათ­ქმე­ლია", - ამ­ბობს გი­ორ­გი ფხა­კა­ძე.

სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მოვ­ლე­ნილ პოს­ტკო­ვი­დურ გარ­თუ­ლე­ბებ­ზე და მათი მკურ­ნა­ლო­ბის გზებ­ზე არა­ერ­თი სტა­ტია მოგ­ვიმ­ზა­დე­ბია. ამ­ჯე­რად ვცა­დეთ, გაგ­ვერ­კვია, ხომ არ გა­მოკ­ვე­თი­ლა რა­ი­მე სი­ახ­ლე აქამ­დე უც­ნო­ბი სიმპტო­მე­ბის გა­მოვ­ლე­ნის ან მკურ­ნა­ლო­ბის გზე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

ბო­ჭო­რიშ­ვი­ლის კლი­ნი­კის ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი მეგი კო­ბა­ხი­ძე ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ პრაქ­ტი­კა­ში სი­ახ­ლე­ე­ბი არ აქვთ. პა­ცი­ენ­ტე­ბი ისევ იმ სიმპტო­მებს უჩი­ვი­ან, რა­ზეც აქამ­დე სა­უბ­რო­ბენ.

"ეს არის: სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბა, სა­ერ­თო სი­სუს­ტე, დაღ­ლი­ლო­ბა, გა­მო­ნა­ყა­რი სა­ხის და სხე­უ­ლის მი­და­მო­ებ­ში, უძი­ლო­ბა, კონ­ცენ­ტრა­ცი­ის დარ­ღვე­ვა, მეხ­სი­ე­რე­ბის დაქ­ვე­ი­თე­ბა, შფოთვი­თი აშ­ლი­ლო­ბე­ბი და დეპ­რე­სი­უ­ლი გუ­ნე­ბა-გან­წყო­ბი­ლე­ბა. ხში­რია ღვიძ­ლის უკ­მა­რი­სო­ბის პრობ­ლე­მაც, COVID-19-ი ღვიძ­ლის ფუნ­ქცი­ას აუ­ა­რე­სებს, რის გა­მოც, გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის შემ­დე­გაც შე­საძ­ლოა, გარ­კვე­უ­ლი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ადა­მი­ანს დარ­ჩეს ამ მხრივ პრობ­ლე­მა. ორ­გა­ნიზ­მში დაგ­როვ­დეს მომ­წამ­ვლე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი, და­ერ­ღვეს საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბე­ლი ფუნ­ქცია და ა.შ. გვქონ­და თირკმლის ფუნ­ქცი­ის დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვე­ბიც. პა­ცი­ენტს გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის შემ­დეგ, გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი, შარ­დის გა­მო­ყო­ფის პრობ­ლე­მა ჰქონ­და და სა­ჭი­რო გახ­და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მკურ­ნა­ლო­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბულ გარ­თუ­ლე­ბებს, მე მა­ინც გა­მოვ­ყოფ­დი ფილ­ტვის და­ზი­ა­ნე­ბით გა­მოწ­ვე­ულ სუნ­თქვის მწვა­ვე უკ­მა­რი­სო­ბა­სა და ზო­გად სი­სუს­ტეს, არის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც პა­ცი­ენ­ტი კლი­ნი­კი­დან გა­ე­წე­რე­ბა და მას ისევ აქვს სუნ­თქვის გარ­თუ­ლე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა მკურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დებს, ყვე­ლა ამ ჩი­ვილს სიმპტო­მუ­რად მკურ­ნა­ლო­ბენ. მკურ­ნა­ლო­ბა­ში ერ­თვე­ბა იმ მი­მარ­თუ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი, რა გარ­თუ­ლე­ბა­ცაა სა­ხე­ზე. მკურ­ნა­ლო­ბის მხრივ არც ჩვენ­თან და არც სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დილ­ბა­ში არ გვხვდე­ბა რა­ი­მე სი­ახ­ლე", - ეუბ­ნე­ბა Ambebi.ge-ს ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დ გ
10

მეორე სააკაშვილი

ლევანი
2

აი ამ ტიპზე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, უხარია პანდემია, თითქოს თავისი პიარისთვის იყენებს და ამით საკმაოდ ბედნიერია, სიტუაციას უფრო ამუქებს, თუნდაც მესამე ტალღა იანვარში იქნებაო და გადავრჩით, ეხლა კიდე, მიიწვიეთ ეს კაცი ჯაჯანიძესთან, ჩვენც დავისვენებთ და ესეც :) 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

უვლინდებათ თუ არა ახალი სიმპტომები კოვიდგადატანილ პაციენტებს და რა სიახლეებია მკურნალობაში - ექსპერტები მასშტაბური კვლევის დაწყებაზე

უვლინდებათ თუ არა ახალი სიმპტომები კოვიდგადატანილ პაციენტებს და რა სიახლეებია მკურნალობაში - ექსპერტები მასშტაბური კვლევის დაწყებაზე

პოსტკოვიდური გართულებები, "ლონგ კოვიდი", "თეთრი კოვიდი" - მსოფლიო სამედიცინო საზოგადოება რომელიმე ერთ ტერმინზე არ შეჯერებულა, თუმცა ყველა მათგანი კოვიდის გადატანის შემდგომ დარჩენილ გართულებებს აღნიშნავს. ისევე, როგორც კოვიდთან დაკავშირებული ბევრი სხვა ნიუანსი, ამ დრომდე უცნობია ისიც, თუ რატომ ემართებათ პაციენეტებს პოსტკოვიდური სიმპტომები და რამდენ ხანს გრძელდება ისინი.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ამ საკითხზე უამრავი კვლევა ჩატარდა, მათი შედეგები ხშირად ერთმანეთს ემთხვევა, თუმცა ზოგჯერ ურთიერთგამომრიცხავიც არის, რაც ისედაც შეუსწავლელ საკითხს კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის. ამ ფონზე სასიამოვნო სიახლეა ის, რომ საქართველოში კორონავირუსგადატანილი პაციენტების კვლევა იწყება.

მეცნიერები სულ უფრო მეტს საუბრობენ ე.წ. "ხანგრძლივი COVID" -ის ფენომენზე. თეთრი სახლის მთავარი სამედიცინო მრჩეველის, დოქტორ ენტონი ფაუჩის განცხადებით, Covid-19-ით დაავადებული ადამიანები სხვადასხვა სიმპტომებს უჩივიან საწყისი ინფექციიდან ცხრა თვის განმავლობაში. ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ცოტა ხნის წინ დაადგინეს, რომ ამ პაცენტთა რაოდენობა 30% -ს აღწევს. ჟურნალ Lancet- ში გამოქვეყნებულმა თ-ერთმა ერგამოკვლევამ აჩვენა, რომ ჩინეთის ქალაქ ვუჰანში კორონავირუსით დაავადებული 1,733 პაციენტიდან 76% კვლავ განიცდიდა ერთ სიმპტომს, სიმპტომების დაწყებიდან ექვსი თვის შემდეგ" .

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, დაახლოებთ 4 თვეში პასუხები გაეცემა პოსტკოვიდურ გართულებებთან დაკავშირებულ იმ მნიშვნელოვან კითხვების, რომლებიც დღემდე ღიადაა დარჩენილი. ცერცვაძის განცხადებით, 8 მარტიდან ინფექციური საავადმყოფოს მკვლევარები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით იმ პაციენტებს დაურეკავენ, რომლებიც თბილისში როგორც ბინაზე, ასევე კოვიდკლინიკებში მკურნალობდნენ და მათი მონაცემები ერთიან ბაზაშია. როგორც მან მედიასთან აღნიშნა, კვლევა 3-4 თვეს გაგრძელდება და მის ფარგლებში 500 პაციენტის ჯანმრთელობის ისტორიას შეისწავლიან. კვლევის ღირებულება საშუალოდ 400 ათასი ლარი იქნება და ამ თანხას ინფექციური საავადმყოფო საკუთარი ბიუჯეტიდან გამოყოფს.

"ჩვენ მოვიწვევთ ყველა კოვიდგადატანილ პაციენტს. კვლევის ერთ-ერთი ამოცანაა, რომ დავადგინოთ პოსტკოვიდური სინდრომი რამდენ პროცენტს აღმოაჩნდება, რამდენს არა. რამდენი იქნება ქალი და რამდენი კაცი, როგორი იქნება ასაკობრივი განაწილება. ვის აღმოაჩნდება უფრო ხშირად, იმას, ვინც ჰოსპიტალში იყო და გადაიტანა თუ იმას, ვინც ბინაზე იყო და იქ გადაიტანა. ჩვენ ვერ მოვიპოვეთ ამ კვლევისთვის დონორი და გადავწყვიტეთ, ჩვენი ცენტრის საკუთარი სახსრებით, საკუთარი შემოსავლებიდან გამოვყოთ თანხა და ამ კვლევის ღირებულება, სავარაუდოდ, 400 ათასი ლარი იქნება. თუმცა, პროცესში ეს თანხა შეიძლება შეიცვალოს. კვლევის შედეგად დაიდება რეკომენდაციები თუ როგორ უნდა მოვექცეთ ამ პაციენტებს და რა სერვისები სჭირდება. ახლა ასეა - პაციენტებს რაღაც შეაწუხებს, ვთქვათ, თავის ტკივილი ან გულის ჩივილები, სუნთქვის გაძნელება და ა.შ. და თავისი სურვილით მიდის ექიმთან. ეს არ არის სისტემაში მოყვანილი. ჩვენ ამ კვლევის შემდეგ გვეცოდინება პოსტკოვიდური სინდრომის მქონე პაციენტს რა სავალდებულო გამოკვლევები უნდა ჩაუტარდეს", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

სამედიცინო საზოგადოებაში კვლევის დაწყებას ერთმნიშვნელოვანად პოზიტიურ ფაქტად აფასებენ, თუმცა მათი გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ მოცემულობაში ეს რესურსების არასწორად განაწილებასა და პრიოროტეტებს აღრევაზე მიუთითებს.

ნორვეგიის ჯანდაცვის მინისტრის უფროსი მრჩეველი, ზაზა წერეთელი ამბობს, რომ კოვიდმა პაციენტებს არამხოლოდ ფიზიკური ზიანი მიაყენა, სერიოზულად გააუარესა მათი ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობაც. სპეციალისტი აქცენტს შემდეგ გართულებებზე აკეთებს:

  • კარდიოვასკულური: გულის კუნთის ანთება
  • რესპირატორული: ფილტვების ფუნქციის ანომალიები
  • თირკმელი: თირკმლის მწვავე დაზიანება
  • დერმატოლოგიური: გამონაყარი, თმის ცვენა
  • ნევროლოგიური: სუნისა და გემოვნების პრობლემები, ძილის პრობლემები, კონცენტრაციის გაძნელება, მეხსიერების პრობლემები
  • ფსიქიატრიული: დეპრესია, შფოთვა, განწყობის შეცვლა.

"სხვა სამედიცინო გართულებებთან ერთად, თირკმლის დაბალი ფუნქცია ასევე ერთ-ერთი მზარდი პრობლემაა COVID ან COVID გამოჯანმრთელებულ პაციენტებში. იმის გათვალისწინებით, რომ ადამიანი დიაბეტით დაავადებულია ან არტერიული წნევა აქვს, თირკმელების პრობლემების და თირკმელების დაზიანების რისკი გაცილებით მეტია. COVID-19– ის შედეგად, პაციენტებს აღენიშნებათ მსუბუქი ან მძიმე ანთებითი პროცესები და ინსულტები. გამოჯანმრთელების შემდეგაც კი, პაციენტებს უჩივიან ფსიქიკური დაბნეულობა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა და მხედველობის დაბინდვა გამოჯანმრთელების პერიოდში და მის შემდეგ. გავრცელებული ინფორმაციით, სუნი და გემოვნების დაკარგვა მეხსიერების პრობლემებთან ერთად, COVID-19- ის გრძელვადიანი გავლენაა ტვინის ჯანმრთელობაზე.

გრძელი კოვიდის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმპტომია ე.წ. "ტვინის ნისლი".ეს სიმპტომია და არა დიაგნოზი. ის სხვადასხვა ადამიანისთვის სხვადასხვა რამეს ნიშნავს. ხშირად ეს არის მოკლევადიანი მეხსიერების პრობლემების, კონცენტრაციის ან საუბრისას საჭირო სიტყვის პოვნის სირთულე. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამ დიდი ზიანი მიაყენა ხალხის ფიზიკურ ჯანმრთელობას, მან სერიოზული გავლენა იქონია მილიონობით ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. დეპრესია, შფოთვა, განწყობის შეცვლა არის ერთ ერთი იმ სიმპტომებისა რომელიც ძალზედ ხშირად გვხვდება გამოჯანმრთელებულ ადამიანებში.“ - ამბობს Ambebi.ge -სთან ზაზა წერეთელი.

"ზოგადად კარგი ფაქტია, როცა კვლევა იწყება, მსოფლიოს არაერთ განვითარებულ ქვეყანაში უამრავი კველევაა უკვე ჩატარებული ამ სკითხებზე, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენი ჯანდცვის სიტემა არის ჩამორჩენილი და ახლა კვლევების დაწყების ფუფუნება ჩვენ არ გვქონდა. პოსტკოვიდური გართულებების კვლევა უფრო მნიშვნელოვანია, თუ, მაგალითად, იმის მიზეზების დადგენა, თუ რატომ გვყავს ამდენი გარდაცვლილი კორონავირუსით?! დღეს, მაგალითად, 10 ადამიანი დაიღუპა, არ უნდა გვაინტერესებდეს, რატომ მოხდა ეს, რას ვაკეთებთ არასწორად, რატომ იხოცებიან ადამიანები, რა უნდა გავაუმჯობესოთ, რომ სიკვდილიანობა მინიმუმამდე შევამციროთ?! ჩვენ ახლა ორმაგ ომში ვიმყოფებით, ერთი რუსეთთან - მცოცავი ოკუპაციით ნელ-ნელა იტაცებს ჩვენს მიწებს და მეორე მტერი პანდემიაა. ამ მოცემულობაში ახლა პოსტკოვიდურ გართულებებზე კვლევის დაწყება იმას ჰგავს, გარეთ ომი იყოს და შენ ფარდებზე ფუშფუშების ჩამოკიდებით იყო დაკავებული. სჯობს, თანხები ექიმების გადამზადებაზე მიმართონ. არ იციან, ალბათ რა ხდება რეგონებში, კვალიფიკაციის სერიოზული პრობლემებია და ელემენტარული სამედიცინო აპარატურა არ აქვთ. არ გვინდა თვალებში ნაცრის შეყრა, რომ ისე გამართული გვაქვს ჯანდაცვის სისტემა, რომ კვლევების ჩატარება დავიწყეთ. ეს ფაქტი მანიშნებელია იმისა, რომ ჩვენი ჯანდაცვის სისტემის სათავეში არაპროფესიონალები არიან და არასწორი მიმართულებით ხარჯავენ რესურსებს", - ეუბნება Ambebi.ge-ს ჯანდაცვის საკითხების ექსპერტი გიორგი ფხაკაძე.

სპეციალისტი ამბობს, რომ კოვიდაგადატანილ პაციენეტბში, გართულებების გამოვლენის შემთხვევები პროცენტულად სულ უფრო მაღლა იწევს. ფოფხაძის თქმით, სხვადასხვა სახის კვლევების მონაცემთა შეჯერებისა და გაანალიზების შემდეგად, შეიძლება თქვას, რომ კოვიდგადატანილი პაციენტების 20-30% შემდგომი გართულებები აღენიშნებათ.

"ბევრი კვლევა ჩატარდა ამ საკითხზე და მათი შეჯერებით შეგვიძლია ვისაუბროთ ყველაზე აქტუალურ და გავრცელებულ პოსტკოვიდურ გართულებებზე. პირველი და ყველაზე აქტუალური ქრონიკული დაღლილობის შეგრძნება გახლავთ, რაც 30%-ში აღინიშნება. ხაზგასმით უნდა ვთქვათ, რომ როცა პროცენტულ მაჩვენებლებზე ვსაუბრობთ, ეს ეხება მხოლოდ იმ პაციენეტბს, რომლებმაც სიმპტომიანად გადაიტანეს ვირუსი. მეორე სუნთქვის უკმარისობა, არაკომფორტულად სუნთქვის პრობლემაა, რომელიც ფილტვების დაზიანებით არის გამოწვეული. მესამე ადგილზეა კოგნიტური პრობლემები - მეხსიერების დაკარგვა, ყურადღების დეფიციტი და ა.შ. სწორედ ეს გართულებებია ყველაზე რთული სამკურნალო. ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს სტრესსა და შიშებს. ესეც მენტალურ გართულებებში შედის, მაგრამ რადგან მძაფრადაა გამოხატული, ცალკე გამოყვეს. იტალიაში ჩატარებული უახლესი კვლევის მიხედვით, მენტალური პრობლემები კოვიდმა პაციენტთა 30%-ს დაუტოვა.

ყველა კვლევა რომ შევაჯამოთ, შევადაროთ და გავაანალიზოთ მინიმუმ 20%-ში რჩება კოვიდის შემდგომი გართულებები. ასეთი ათასობით კვლევა ჩატარდება კიდევ, მაგრამ საბოლოოდ, ყველაფერი მაინც დროის ფაქტორზეა დამოკიდებული. ოდესმე ყველა კითხვაზე პასუხი იქნება, მაგრამ ზუსტად რა დროში მოხდება ეს, რთული სათქმელია", - ამბობს გიორგი ფხაკაძე.

საქართველოში გამოვლენილ პოსტკოვიდურ გართულებებზე და მათი მკურნალობის გზებზე არაერთი სტატია მოგვიმზადებია. ამჯერად ვცადეთ, გაგვერკვია, ხომ არ გამოკვეთილა რაიმე სიახლე აქამდე უცნობი სიმპტომების გამოვლენის ან მკურნალობის გზების მიმართულებით.

ბოჭორიშვილის კლინიკის ინფექციონისტი მეგი კობახიძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ პრაქტიკაში სიახლეები არ აქვთ. პაციენტები ისევ იმ სიმპტომებს უჩივიან, რაზეც აქამდე საუბრობენ.

"ეს არის: სუნთქვის უკმარისობა, საერთო სისუსტე, დაღლილობა, გამონაყარი სახის და სხეულის მიდამოებში, უძილობა, კონცენტრაციის დარღვევა, მეხსიერების დაქვეითება, შფოთვითი აშლილობები და დეპრესიული გუნება-განწყობილება. ხშირია ღვიძლის უკმარისობის პრობლემაც, COVID-19-ი ღვიძლის ფუნქციას აუარესებს, რის გამოც, გამოჯანმრთელების შემდეგაც შესაძლოა, გარკვეული დროის განმავლობაში ადამიანს დარჩეს ამ მხრივ პრობლემა. ორგანიზმში დაგროვდეს მომწამვლელი ნივთიერებები, დაერღვეს საჭმლის მომნელებელი ფუნქცია და ა.შ. გვქონდა თირკმლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევებიც. პაციენტს გამოჯანმრთელების შემდეგ, გარკვეული პერიოდი, შარდის გამოყოფის პრობლემა ჰქონდა და საჭირო გახდა ამ მიმართულებით მკურნალობა. რაც შეეხება ყველაზე გავრცელებულ გართულებებს, მე მაინც გამოვყოფდი ფილტვის დაზიანებით გამოწვეულ სუნთქვის მწვავე უკმარისობასა და ზოგად სისუსტეს, არის შემთხვევები, როდესაც პაციენტი კლინიკიდან გაეწერება და მას ისევ აქვს სუნთქვის გართულება. რაც შეეხება მკურნალობის მეთოდებს, ყველა ამ ჩივილს სიმპტომურად მკურნალობენ. მკურნალობაში ერთვება იმ მიმართულების სპეციალისტი, რა გართულებაცაა სახეზე. მკურნალობის მხრივ არც ჩვენთან და არც საერთაშორისო გამოცდილბაში არ გვხვდება რაიმე სიახლე", - ეუბნება Ambebi.ge-ს ინფექციონისტი.

"შემოვარდნენ ჟუნალისტები და ერთმანეთს დაუპირისპირდნენ - ჩვენ უბრალოდ ვგალობდით, რომ სიტუაცია დაწყნარებულიყო" - მეუფე სტეფანე ეპარქიაში მომხდარ ინციდენტზე

"გვერდითი კარი გაიღო და მეუფის რეზიდენციაში შესვლა ერთბაშად ბევრმა ადამიანმა სცადა, მოაჯირმა ვერ გაუძლო და ჩაინგრა" - რა მოხდა ჭყონდიდის ეპარქიაში?

"ადრეც იყო ასეთი შემთხვევა, როცა აიყვანეს საზღვრის დამრღვევი რუსები თუ ოსები, მაგრამ სამინისტროდან დარეკეს და გააშვებინეს“ - რა მოხდა ხურვალეთში?