მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შუშის სასახლეში მჯდომი ოლიგარქი წოვს სასიცოცხლო ენერგიას ქართულ საზოგადოებას" - რას აცხადებენ ლაშა ბუღაძე და რატი ამაღლობელი?
"შუშის სასახლეში მჯდომი ოლიგარქი წოვს სასიცოცხლო ენერგიას ქართულ საზოგადოებას" - რას აცხადებენ ლაშა ბუღაძე და რატი ამაღლობელი?

"ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" თავი ამო­წუ­რა, პარ­ლა­მენ­ტი ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, მთავ­რო­ბა კი ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ნე­ბას არ ასა­ხავს კონ­სტი­ტუ­ცია არის უფ­ლე­ბა, რო­მელ­საც რა­ღაც წურ­ბე­ლა­სა­ვით აზის - შუ­შის სა­სახ­ლე­ში ზის პა­ტა­რა ცა­ხე­სი, რო­მე­ლიც წოვს, შხა­მავს კონ­სტი­ტუ­ცი­ის ჯან­საღ პრო­ცესს, რო­მე­ლიც ვერა და ვერ შედ­გა, რო­გორც ქმე­დი­თი ინ­სტრუ­მენ­ტი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის და­ცუ­ლო­ბი­სა, - ამის შე­სა­ხებ მწე­რალ­მა ლაშა ბუ­ღა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ ციკ­ლი და­ას­რუ­ლა და დიდი ხა­ნია მათ აღა­რა­ფე­რი აქვთ შე­მო­სა­თა­ვა­ზე­ბე­ლი ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის.

"ზო­გა­დად სა­ზო­გა­დო­ე­ბის, და­სავ­ლე­თის და სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მო­კავ­ში­რე­ე­ბის სურ­ვი­ლია, რომ პრო­ცე­სი გან­მუხ­ტოს, რომ ოლი­გარ­ქი­ამ დათ­მოს და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი და სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი მზაკ­ვრუ­ლი გეგ­მე­ბი და ცი­ვი­ლი­ზე­ბულ, დე­მოკ­რა­ტი­ულ პრო­ცეს­ში გა­და­ვი­დეს მთე­ლი სიბ­რტყე სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თუ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბის. ეს არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იმი­ტომ, რომ არა მხო­ლოდ ხე­ლი­სუფ­ლე­ბე­ბი ზი­ან­დე­ბი­ან, არა­მედ ზი­ან­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო, ზი­ან­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვა­ლი ყო­ველ­გვა­რი პა­თე­ტი­კის გა­რე­შე. კონ­სტი­ტუ­ცია არის უფ­ლე­ბა, რო­მელ­საც რა­ღაც წურ­ბე­ლა­სა­ვით აზის. ასო­ცი­ა­ცი­უ­რად მე­ტე­ხის ეკ­ლე­სი­ას­თან ვართ და აქეთ ვახ­ტანგ გორ­გა­სა­ლი, აქეთ ნა­რი­ყა­ლა და აქეთ შუ­შის სა­სახ­ლე­ში ზის პა­ტა­რა ცა­ხე­სი, რო­მე­ლიც წოვს, შხა­მავს კონ­სტი­ტუ­ცი­ის ჯან­საღ პრო­ცესს, რო­მე­ლიც ვერა და ვერ შედ­გა, რო­გორც ქმე­დი­თი ინ­სტრუ­მენ­ტი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის და­ცუ­ლო­ბი­სა. რო­დე­საც ამ­ხე­ლა მეხ­სი­ე­რე­ბა აქვს სა­ქარ­თვე­ლოს, სირ­ცხვი­ლია და დეგ­რა­და­ცი­აა, რომ შუ­შის სა­სახ­ლე­ში მჯდო­მი ოლი­გარ­ქი მარ­თლაც ასე წოვ­დეს სა­სი­ცო­ცხლო ენერ­გი­ას ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას. ციკ­ლი და­ას­რუ­ლა "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ". დიდი ხა­ნია "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" აღა­რა­ფე­რი აქვს შე­მო­სა­თა­ვა­ზე­ბე­ლი ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის. ეს არ ნიშ­ნავს, რომ ვინ­მე უნდა გაქ­რეს პო­ლი­ტი­კუ­რი სივ­რცი­დან, მაგ­რამ ფაქ­ტია, დღე­ვან­დე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი არ­სე­ბობს იმი­ტომ, რომ "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" ამო­წუ­რა თავი, არ ასა­ხავს ქარ­თუ­ლი პარ­ლა­მენ­ტი ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, არ ასა­ხავს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ნე­ბას. აქეთ არის მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო და იქით არის პა­ტა­რა ცა­ხე­სი შუ­შის სა­სახ­ლე­ში", - გა­ნა­ცხა­და ლაშა ბუ­ღა­ძემ.

მარ­ტო დარ­ჩე­ნილ­მა "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ უნდა გა­აც­ნო­ბი­ე­როს, რომ ის არ არის ერთი ადა­მი­ა­ნის მი­მართ ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლი და მისი სი­ჯი­უ­ტე ქმნის ისეთ კრი­ზისს, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­უ­ლად და სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვად ძვი­რი და­უჯ­დეს. - ასე კი პო­ე­ტი რატი ამაღ­ლო­ბე­ლი აფა­სებს ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კურ მოვ­ლე­ნებს და კრი­ზისს.

მისი თქმით, პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სის გან­სა­მუხ­ტად აუ­ცი­ლე­ბე­ლია მსჯე­ლო­ბა და პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა.

"მარ­ტო დარ­ჩე­ნილ­მა "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ გა­აც­ნო­ბი­ე­როს, რომ ის არ არის ერთი ადა­მი­ა­ნის მი­მართ ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლი და მისი სი­ჯი­უ­ტე ქმნის ისეთ კრი­ზის, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­უ­ლად და სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვად ძვი­რი და­უჯ­დეს. ამის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის, რომ ჩვენ დავ­ბრუნ­დეთ მრა­ვალ­პარ­ტი­ულ და დე­მოკ­რა­ტი­ულ სივ­რცე­ში. ამის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია დი­ა­ლო­გი. ეს ერთი ადა­მი­ა­ნის ქვე­ყა­ნა არ არის. აქ ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს. და­ვი­ღა­ლეთ წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბით, და­ვი­ღა­ლეთ ეკო­ნო­მი­კუ­რი ვარ­დნით, რა­ღაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გარ­და­ტე­ხა უნდა მოხ­დეს ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში. ამის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ "ოც­ნე­ბის“ წევ­რებ­მა გა­ი­აზ­რონ ის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც მათ აკის­რი­ათ და გა­დად­გან ნა­ბი­ჯი იმის­თვის, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ნი­მუხ­ტოს კრი­ზი­სი, რო­მელ­საც არ აღი­ა­რებ­და. ევ­რო­კავ­ში­რი­დან თუ არ გვი­თხრეს ისე არ ხდე­ბა ამის აღი­ა­რე­ბა. პირ­ვე­ლი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯი იქ­ნე­ბა ის, რომ და­ი­წყოს მსჯე­ლო­ბა სი­ტუ­ა­ცი­ის გან­მუხ­ტვის. ჯან­მრთელ პო­ლი­ტი­კურ ფა­ზა­ში გა­დას­ვლის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა. ეს არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და ეს აჩ­ვე­ნებს კე­თილ ნე­ბას დი­ა­ლო­გის­თვის. ამ კე­თილ ნე­ბას ვერ ვხე­დავ“ , - გა­ნა­ცხა­და ამაღ­ლო­ბელ­მა.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუფ­მა "კონ­სტი­ტუ­ცია 100“, სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის 100 წლი­სად­მი მი­ძღვნი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­მარ­თა, სა­დაც "კონ­სტი­ტუ­ცია 100 - ძა­ლა­უფ­ლე­ბა ხალ­ხს“ ინი­ცი­ა­ტი­ვის პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა.

რო­გორც ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე გა­ნა­ცხა­დეს, აღ­ნიშ­ნუ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვა აერ­თი­ა­ნებს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს და მიზ­ნად ისა­ხავს კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი სის­ტე­მის დახ­ვე­წის, ძა­ლა­უფ­ლე­ბის ოპ­ტი­მა­ლუ­რი დე­ცენ­ტრა­ლი­ზა­ცია-დე­კონ­ცენ­ტრა­ცი­ი­სა და ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით "ქვე­ვი­დან-ზე­ვით" დის­კუ­სი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას და ფარ­თო კონ­სენ­სუ­სის მიღ­წე­ვის ხელ­შე­წყო­ბას.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გაგა
89

ვაი თქვენს პატრონს,სად იყავით მიშას დროს

თბილისი
89

ანუ ამომრჩეველების აზრი და არჩევნები არაფერს ნიშნავს, ბუღაძე და ამაღლობელი უნდა იღებდნენ ეტყობა გადაწყვეტილებას, ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში. ცირკში ვცხოვრობთ. ვინც სათანადო კარმუშკა ვერ ნახა ყველა ავი ძაღლივით იყეფება. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"შუშის სასახლეში მჯდომი ოლიგარქი წოვს სასიცოცხლო ენერგიას ქართულ საზოგადოებას" - რას აცხადებენ ლაშა ბუღაძე და რატი ამაღლობელი?

"შუშის სასახლეში მჯდომი ოლიგარქი წოვს სასიცოცხლო ენერგიას ქართულ საზოგადოებას" - რას აცხადებენ ლაშა ბუღაძე და რატი ამაღლობელი?

"ქართულმა ოცნებამ" თავი ამოწურა, პარლამენტი ქართულ საზოგადოებას, მთავრობა კი ქართველი ხალხის ნებას არ ასახავს კონსტიტუცია არის უფლება, რომელსაც რაღაც წურბელასავით აზის - შუშის სასახლეში ზის პატარა ცახესი, რომელიც წოვს, შხამავს კონსტიტუციის ჯანსაღ პროცესს, რომელიც ვერა და ვერ შედგა, როგორც ქმედითი ინსტრუმენტი საქართველოს მოქალაქის დაცულობისა, - ამის შესახებ მწერალმა ლაშა ბუღაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, "ქართულმა ოცნებამ“ ციკლი დაასრულა და დიდი ხანია მათ აღარაფერი აქვთ შემოსათავაზებელი ქართული საზოგადოებისათვის.

"ზოგადად საზოგადოების, დასავლეთის და საქართველოს დამოუკიდებლობის მოკავშირეების სურვილია, რომ პროცესი განმუხტოს, რომ ოლიგარქიამ დათმოს დანაშაულებრივი და საქართველოს წინააღმდეგ მიმართული მზაკვრული გეგმები და ცივილიზებულ, დემოკრატიულ პროცესში გადავიდეს მთელი სიბრტყე საზოგადოებრივი თუ სახელმწიფოებრივი ცხოვრების. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ არა მხოლოდ ხელისუფლებები ზიანდებიან, არამედ ზიანდება საქართველო, ზიანდება საქართველოს მომავალი ყოველგვარი პათეტიკის გარეშე. კონსტიტუცია არის უფლება, რომელსაც რაღაც წურბელასავით აზის. ასოციაციურად მეტეხის ეკლესიასთან ვართ და აქეთ ვახტანგ გორგასალი, აქეთ ნარიყალა და აქეთ შუშის სასახლეში ზის პატარა ცახესი, რომელიც წოვს, შხამავს კონსტიტუციის ჯანსაღ პროცესს, რომელიც ვერა და ვერ შედგა, როგორც ქმედითი ინსტრუმენტი საქართველოს მოქალაქის დაცულობისა. როდესაც ამხელა მეხსიერება აქვს საქართველოს, სირცხვილია და დეგრადაციაა, რომ შუშის სასახლეში მჯდომი ოლიგარქი მართლაც ასე წოვდეს სასიცოცხლო ენერგიას ქართულ საზოგადოებას. ციკლი დაასრულა "ქართულმა ოცნებამ". დიდი ხანია "ქართულ ოცნებას" აღარაფერი აქვს შემოსათავაზებელი ქართული საზოგადოებისათვის. ეს არ ნიშნავს, რომ ვინმე უნდა გაქრეს პოლიტიკური სივრციდან, მაგრამ ფაქტია, დღევანდელი პოლიტიკური კრიზისი არსებობს იმიტომ, რომ "ქართულმა ოცნებამ" ამოწურა თავი, არ ასახავს ქართული პარლამენტი ქართულ საზოგადოებას, არ ასახავს საქართველოს მთავრობა ქართველი ხალხის ნებას. აქეთ არის მთელი საქართველო და იქით არის პატარა ცახესი შუშის სასახლეში", - განაცხადა ლაშა ბუღაძემ.

მარტო დარჩენილმა "ქართულმა ოცნებამ“ უნდა გააცნობიეროს, რომ ის არ არის ერთი ადამიანის მიმართ ანგარიშვალდებული და მისი სიჯიუტე ქმნის ისეთ კრიზისს, რომელიც შესაძლოა საქართველოს ისტორიულად და სახელმწიფოებრივად ძვირი დაუჯდეს. - ასე კი პოეტი რატი ამაღლობელი აფასებს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს და კრიზისს.

მისი თქმით, პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად აუცილებელია მსჯელობა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

"მარტო დარჩენილმა "ქართულმა ოცნებამ“ გააცნობიეროს, რომ ის არ არის ერთი ადამიანის მიმართ ანგარიშვალდებული და მისი სიჯიუტე ქმნის ისეთ კრიზის, რომელიც შესაძლოა საქართველოს ისტორიულად და სახელმწიფოებრივად ძვირი დაუჯდეს. ამისთვის მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ დავბრუნდეთ მრავალპარტიულ და დემოკრატიულ სივრცეში. ამისთვის აუცილებელია დიალოგი. ეს ერთი ადამიანის ქვეყანა არ არის. აქ ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს. დავიღალეთ წარუმატებლობით, დავიღალეთ ეკონომიკური ვარდნით, რაღაც მნიშვნელოვანი გარდატეხა უნდა მოხდეს ჩვენს ქვეყანაში. ამისთვის აუცილებელია, რომ "ოცნების“ წევრებმა გაიაზრონ ის პასუხისმგებლობა, რომელიც მათ აკისრიათ და გადადგან ნაბიჯი იმისთვის, რომ საქართველოში განიმუხტოს კრიზისი, რომელსაც არ აღიარებდა. ევროკავშირიდან თუ არ გვითხრეს ისე არ ხდება ამის აღიარება. პირველი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ის, რომ დაიწყოს მსჯელობა სიტუაციის განმუხტვის. ჯანმრთელ პოლიტიკურ ფაზაში გადასვლისთვის აუცილებელია პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ეს არის მნიშვნელოვანი და ეს აჩვენებს კეთილ ნებას დიალოგისთვის. ამ კეთილ ნებას ვერ ვხედავ“ , - განაცხადა ამაღლობელმა.

ინფორმაციისთვის, საინიციატივო ჯგუფმა "კონსტიტუცია 100“, საქართველოს კონსტიტუციის 100 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა, სადაც "კონსტიტუცია 100 - ძალაუფლება ხალხს“ ინიციატივის პრეზენტაცია გაიმართა.

როგორც ღონისძიებაზე განაცხადეს, აღნიშნული ინიციატივა აერთიანებს საქართველოს მოქალაქეთა საზოგადოებისა და განსხვავებული პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებს და მიზნად ისახავს კონსტიტუციური სისტემის დახვეწის, ძალაუფლების ოპტიმალური დეცენტრალიზაცია-დეკონცენტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების საკითხებთან დაკავშირებით "ქვევიდან-ზევით" დისკუსიების განვითარებას და ფართო კონსენსუსის მიღწევის ხელშეწყობას.

საქართველოში ტემპერატურის მნიშვნელოვანი კლებაა მოსალოდნელი - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

საქართველოში კორონავირუსის 234 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - რამდენი ტესტი გაკეთდა ბოლო 24 საათში და როგორი ეპიდვითარებაა ქვეყანაში

3 შეზღუდვა, რომელიც ორშაბათიდან მოიხსნება