მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პირველი ცოლი გადასარევადაა მესამესთან, მესამე გადასარევადაა პირველთან... პატარა ბრაზილია მაქვს" - ვახო სანაია ყოფილი მეუღლის ღალატის შესახებ ბრალდებას პირველად ეხმაურება
"პირველი ცოლი გადასარევადაა მესამესთან, მესამე გადასარევადაა პირველთან... პატარა ბრაზილია მაქვს" - ვახო სანაია ყოფილი მეუღლის ღალატის შესახებ ბრალდებას პირველად ეხმაურება

ჟურ­ნა­ლის­მა ვახო სა­ნა­ი­ამ ლელა წურ­წუ­მი­ას გა­და­ცე­მა­ში სა­კუ­თა­რი ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა და პირ­ვე­ლად გა­მო­ეხ­მა­უ­რა იმ ადა­მი­ა­ნე­ბის კრი­ტი­კას, რომ­ლის სა­ფუძ­ვე­ლიც წლე­ბის წინ მისი მე­ო­რე მე­უღ­ლის, ჟურ­ნა­ლისტ ნა­თია გა­ბუ­ნი­ას სკან­და­ლუ­რი "ფე­ის­ბუქსტა­ტუ­სი" გახ­და. მა­შინ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი ცნო­ბილ ტე­ლე­წამ­ყვანს მე­ო­რე მე­უღ­ლის ღა­ლატ­სა და მე­სა­მედ ჩუ­მად ქორ­წი­ნე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­და. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, მე­სა­მედ შე­უღ­ლე­ბი­სას ჟურ­ნა­ლისტს მე­ო­რე მე­უღ­ლეს­თან ურ­თი­ერ­თო­ბა გარ­კვე­უ­ლი და დას­რუ­ლე­ბუ­ლი ჰქონ­და.

"პირ­ვე­ლი ცოლი გა­და­სა­რე­ვა­დაა მე­სა­მეს­თან, მე­სა­მე გა­და­სა­რე­ვა­დაა პირ­ველ­თან. ყვე­ლა ცოლი ძა­ლი­ან კარ­გად არის ჩემ­თან და ჩემს ოჯახ­თან, დე­დას­თან... მა­მა­ჩემ­ზე გიჟ­დე­ბო­და სა­მი­ვე ცოლი. მოკ­ლედ, პა­ტა­რა ბრა­ზი­ლია მაქვს მო­წყო­ბი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში. შვი­ლე­ბიც ერ­თმა­ნეთ­ზე გიჟ­დე­ბი­ან ყვე­ლა­ნი...

...ამ პოსტს არას­დროს გა­მოვ­ხმა­უ­რე­ბი­ვარ... გა­და­ცე­მის­თის ვემ­ზა­დე­ბო­დი, სა­ერ­თოდ არ ვი­ცო­დი რა ხდე­ბო­და... ერთ დღეს უცებ მომ­დის მე­სი­ჯე­ბი, ვი­ღა­ცე­ე­ბი მწერ­დნენ და მამ­ხნე­ვებ­დნენ... ვერ მივ­ხვდი რას მწერ­დნენ... მერე ჩა­მიგ­დეს "სქ­რი­ნი"... თურ­მე, ჩემ­მა მე­ო­რე ცოლ­მა და­წე­რა სტა­ტუ­სი, ნუ მწერ­თო ამ­დენ რა­ღა­ცა­სო, ჩემი ქმა­რიო წა­ვი­დაო და მე რომ არ ვი­ცო­დი, ისე მო­უყ­ვა­ნია მე­სა­მე ცო­ლიო... ცოტა ბუნ­დო­ვა­ნე­ბა იყო იმ სტა­ტუს­ში და ემო­ცი­უ­რად იყო თან და­წე­რი­ლი...", - აცხა­დებს ვახო სა­ნა­ია.

რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტმა გა­იხ­სე­ნა, მე­სა­მედ ხელ­მო­წე­რის შემ­დეგ მე­გობ­რე­ბის ვიწ­რო წრე­ში რეს­ტო­რან­ში აღ­ნიშ­ნავ­და, რო­დე­საც ვი­ღა­ცამ თა­ვის ახალ მე­უღ­ლეს­თან ერ­თად ფოტო გა­და­უ­ღო და ყო­ფილ ცოლს გა­უგ­ზავ­ნა, სწო­რედ ამან გა­მო­იწ­ვია მისი ემო­ცი­უ­რი ფონი და ნახ­სე­ნე­ბი სკან­და­ლუ­რი "ფე­ის­ბუქსტა­ტუ­სი".

"შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა შე­იქ­ნა, რომ მე­ო­რე ცოლი რომ მყავ­და, მაგ დროს სახ­ლი­დან გა­ვე­დი და მე­სა­მე ცოლი მო­ვიყ­ვა­ნე და მე­ო­რე ცოლ­მა გა­ი­გო "ფე­ის­ბუ­ქით"... რომ გინ­და რა­ღაც კარ­გად გა­მო­გი­ვი­დეს და კოშ­მა­რუ­ლად გა­მო­გი­ვა, ეგ და­მე­მარ­თა. სი­მარ­თლე კი ისაა, რომ მე და ჩემს მე­ო­რე მე­უღ­ლეს ურ­თი­ერ­თო­ბა გარ­კვე­უ­ლი გვქონ­და. მე­სა­მედ რომ ვი­ქორ­წი­ნე, მა­ნამ­დე დამ­თავ­რე­ბუ­ლი მქონ­და ყვე­ლა­ფე­რი... მაგ­რამ რო­გორ უნდა ამეხ­სნა ეს ამ­დე­ნი ხალ­ხის­თვის, მი­თუ­მე­ტეს, რო­დე­საც ჩემ­მა ყო­ფილ­მა ცოლ­მა ასე­თი სტა­ტუ­სი და­წე­რა... ახლა თვი­თო­ნაც ხვდე­ბა, რომ დიდი შეც­დო­მა იყო ამ სტა­ტუ­სის და­წე­რა, მაგ­რამ რას ვი­ზამთ, ახლა გა­და­სა­რე­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს ყვე­ლას ერ­თმა­ნეთ­თან", - აღ­ნიშ­ნა ვახო სა­ნა­ი­ამ.

ცნო­ბის­თვის, ჟურ­ნა­ლის­ტმა მე­სა­მედ 2019 წელს იქორ­წი­ნა, მისი მე­უღ­ლე სტო­მა­ტო­ლო­გი თა­მარ ყუ­რაშ­ვი­ლია. წყვილს სა­ერ­თო ვაჟი, სანი ჰყავთ. ვახო სა­ნა­ი­ას პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ორი გო­გო­ნა ჰყავს, მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბი­დან კი - ერთი.

მკითხველის კომენტარები / 53 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ინგა
11

როგორ სცილდებიან ესე უბრალოდ თუ მართლა გიყვარს ცოლი ან ქმარი,არ გყვარებია ეგრე გამოდის.

დავით
26

რა ჯანდაბაა 3,4 და 10 ცოლი? ან ერთი მოიყვანე და სიბერემდე იყავით ერთად, ან თუ განქორწინების იყავი თავისუფალი მოქალაქე, სექსის საშუალება ისედაც იქნდბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"პირველი ცოლი გადასარევადაა მესამესთან, მესამე გადასარევადაა პირველთან... პატარა ბრაზილია მაქვს" - ვახო სანაია ყოფილი მეუღლის ღალატის შესახებ ბრალდებას პირველად ეხმაურება

"პირველი ცოლი გადასარევადაა მესამესთან, მესამე გადასარევადაა პირველთან... პატარა ბრაზილია მაქვს" - ვახო სანაია ყოფილი მეუღლის ღალატის შესახებ ბრალდებას პირველად ეხმაურება

ჟურნალისმა ვახო სანაიამ ლელა წურწუმიას გადაცემაში საკუთარი ოჯახური ცხოვრების შესახებ ისაუბრა და პირველად გამოეხმაურა იმ ადამიანების კრიტიკას, რომლის საფუძველიც წლების წინ მისი მეორე მეუღლის, ჟურნალისტ ნათია გაბუნიას სკანდალური "ფეისბუქსტატუსი" გახდა. მაშინ საზოგადოების ნაწილი ცნობილ ტელეწამყვანს მეორე მეუღლის ღალატსა და მესამედ ჩუმად ქორწინებაში ადანაშაულებდა. როგორც აღმოჩნდა, მესამედ შეუღლებისას ჟურნალისტს მეორე მეუღლესთან ურთიერთობა გარკვეული და დასრულებული ჰქონდა.

"პირველი ცოლი გადასარევადაა მესამესთან, მესამე გადასარევადაა პირველთან. ყველა ცოლი ძალიან კარგად არის ჩემთან და ჩემს ოჯახთან, დედასთან... მამაჩემზე გიჟდებოდა სამივე ცოლი. მოკლედ, პატარა ბრაზილია მაქვს მოწყობილი საქართველოში. შვილებიც ერთმანეთზე გიჟდებიან ყველანი...

...ამ პოსტს არასდროს გამოვხმაურებივარ... გადაცემისთის ვემზადებოდი, საერთოდ არ ვიცოდი რა ხდებოდა... ერთ დღეს უცებ მომდის მესიჯები, ვიღაცეები მწერდნენ და მამხნევებდნენ... ვერ მივხვდი რას მწერდნენ... მერე ჩამიგდეს "სქრინი"... თურმე, ჩემმა მეორე ცოლმა დაწერა სტატუსი, ნუ მწერთო ამდენ რაღაცასო, ჩემი ქმარიო წავიდაო და მე რომ არ ვიცოდი, ისე მოუყვანია მესამე ცოლიო... ცოტა ბუნდოვანება იყო იმ სტატუსში და ემოციურად იყო თან დაწერილი...", - აცხადებს ვახო სანაია.

როგორც ჟურნალისტმა გაიხსენა, მესამედ ხელმოწერის შემდეგ მეგობრების ვიწრო წრეში რესტორანში აღნიშნავდა, როდესაც ვიღაცამ თავის ახალ მეუღლესთან ერთად ფოტო გადაუღო და ყოფილ ცოლს გაუგზავნა, სწორედ ამან გამოიწვია მისი ემოციური ფონი და ნახსენები სკანდალური "ფეისბუქსტატუსი".

"შთაბეჭდილება შეიქნა, რომ მეორე ცოლი რომ მყავდა, მაგ დროს სახლიდან გავედი და მესამე ცოლი მოვიყვანე და მეორე ცოლმა გაიგო "ფეისბუქით"... რომ გინდა რაღაც კარგად გამოგივიდეს და კოშმარულად გამოგივა, ეგ დამემართა. სიმართლე კი ისაა, რომ მე და ჩემს მეორე მეუღლეს ურთიერთობა გარკვეული გვქონდა. მესამედ რომ ვიქორწინე, მანამდე დამთავრებული მქონდა ყველაფერი... მაგრამ როგორ უნდა ამეხსნა ეს ამდენი ხალხისთვის, მითუმეტეს, როდესაც ჩემმა ყოფილმა ცოლმა ასეთი სტატუსი დაწერა... ახლა თვითონაც ხვდება, რომ დიდი შეცდომა იყო ამ სტატუსის დაწერა, მაგრამ რას ვიზამთ, ახლა გადასარევი ურთიერთობა გვაქვს ყველას ერთმანეთთან", - აღნიშნა ვახო სანაიამ.

ცნობისთვის, ჟურნალისტმა მესამედ 2019 წელს იქორწინა, მისი მეუღლე სტომატოლოგი თამარ ყურაშვილია. წყვილს საერთო ვაჟი, სანი ჰყავთ. ვახო სანაიას პირველი ქორწინებიდან ორი გოგონა ჰყავს, მეორე ქორწინებიდან კი - ერთი.