საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის მორიგ შეხვედრაზე “საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების პროექტის საბოლოო ვარიანტი განიხილეს. როგორია ამ ვარიანტით გათვალისწინებული ცვლილებები და აქვს თუ არა პოტენციალი, მოიტანოს რეალური შედეგი საარჩევნო სისტემის გაუმჯობესების თვალსაზრისით?
რამდენიმე ცვლილება ასე გამოიყურება:
AMBEBI.GE-სთან არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელმა ვახუშტი მენაბდემ ისაუბრა და გამოჰყო ის თემები, რაზეც შეჯერება მოხდა თუ ვერ მოხდა სამუშაო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრაზე.
- ცვლილებათა ძირითადი საკითხები ორ ნაწილად იყოფა, ესაა ყველაზე პრინციპული თემები და უფრო ტექნიკური ხასიათის, ადმინისტრირების და ორგანიზების საკითხები. ბუნებრივია, მეორე ნაწილში მუშაობა უფრო ადვილად მიდის და როგორც წესი, პრინციპულ თემებზე რთულია ხოლმე შეჯერება. ჩვენთვის ყველაზე პრინციპული სამი თემა იყო:
საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება, საარჩევნო სისტემა და ამომრჩევლის ნების კონტროლის წინააღმდეგ მიმართული მექანიზმები. ამ უკანასკნელზე სიტყვიერად თითქოს შევთანხმდით, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, რამდენად აისახება შეთანხმება უკვე დოკუმენტში, რომელიც ჩვენ განვიხილეთ და რომელიც უკვე პარლამენტში გახდება მსჯკელობის საგანი.
მეორე თემასთან დაკავშირებით, რაც დაკავშირებული იყო საარჩევნო ადმინისტრაციასთან, აზრთა სხვადასხვაობა კვლავ ძალაშია და ჩვენ კვლავ ვფიქრობთ, რომ ოპოზიციის როლი მეტად უნდა იყოს გამოკვეთილი.
რაც შეეხება მესამე საკითხს, ეს საარჩევნო სისტემა გახლავთ, რომელიც ჩვენთვის პროპორციული ან პროპორციულთან მიახლოვებული სისტემაა. წარმოდგენილი ვერსია ამ კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს. პოლიტიკოსებს რამდენიმე ვარიანტი შევთავაზეთ და ვნახოთ, ისინი საბოლოოდ რა გადაწყვეტიებას მიიღებენ. თუმცა საარჩევნო ადმინისტრაცია და ასევე, საარჩევნო სისტემა პოლიტიკური დიალოგის ნაწილია, რომელიც ინტეგრირებულია შარლ მიშელის მიერ ინიცირებულ მოლაპარაკებების, მედიაციის პროცესში და ალბათ, იქ უფრო დეტალურად და მეტს ისაუბრებენ ამაზე“, - განაცხადა მენაბდემ.
მან ასევე ისაუბრა სამი მთავარი მიმართულებიდან ერთზე შეთანხმების დეტალების შესახებ და სხვა მიმართულებებით იმ დეტალებზე, რაც კითხვის ნიშნებს ტოვებს.
"ამ სამი მიმართულებიდან ერთზე, ფაქტობრივად, შევთანხმდით და ვნახოთ, როგორ ფორმას მიიღებს ის, როგორ დაწერენ. ლაპარაკია იმაზე, რომ ამომრჩევლის ნების კონტროლი, რაც დღეს საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე ხდება, უნდა აიკრძალოს, დადგინდეს რადიუსი, რომლის შიგნითაც არაუფლებამოსილი პირის ყოფნა არ უნდა დაიშვებოდეს. ვნახოთ, ეს ფორმულირების დონეზე როგორ განისაზღვრება.
რაც შეეხება საარჩევნო სისტემას, აქ რამდენიმე მოდელია, მაგალითად, თბილისში 10 მაჟორიტარი და 40 პროპორციული წესით არჩეულია; მუნიციპალიტეტების უმრავლესობაში, ქალაქების გარდა, რაოდენობა სხვადასხვაა, მაგრამ პრინციპი ერთია: მაგალითად, დედოფლისწყაროშია 10 მაჟორიტარული და 20 პროპორციული წესით არჩეული, იგივეა ლაგოდეხში, ახმეტაში, გარდაბანში, მარნეულსი, დმანისში, წალკაშიც ეს პროპორციაა მოცემული. ვფიქრობთ, ეს უსამართლო შედეგების დადგენის მაღალ შესაძლებლობას იძლევა, ვინაიდან მაჟორიტარული ოლქები ყოველთვის უპირატესობას აძლევს დიდ პარტიებს და განსაკუთრებით, მმართველ პარტიას. ამიტომ, ჩვენ თუ გვინდა სამართლიანი შედეგები, ან საერთოდ უნდა გავაუქმოთ პროპორციული ნაწილი, ან ის უნდა დავაზღვიოთ სპეციალური ფორმულით. ამ ეტაპზე, შემოთავაზებული კანონპროექტი არც ერთს და არც მეორეს არ ითვალისწინებს.
რაც შეეხება საარჩევნო ადმინისტრაციას, ჩვენ ვფიქრობთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია უნდა დაკომპლექტებულიყო სრულად პროფესიულად. სრულად პროფესიული დაკომპლექტების იდეა არ გავიდა, ამიტომ ახლა დაკომპლექტდება შემდეგი წესით: პროექტის მიხედვით, 8 იქნება პროფესიით და 9 პოლიტიკური პარტიის მიერ დანიშნული პირი, რაც ჩვენს კრიტიკას იმსახურებს პროფესიულის ნაწილში, რადგან პროფესიული წევრები უმრავლესობის გადაწყვეტილებით აირჩევიან, რაც ასევე აჩენს კითხვის ნიშნებს - ანუ უმრავლესობას შეუძლია, მისი აზრით, მისადმი ლოიალურად განწყობილი პირები დანიშნოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, რომელიც მერე დააკომპლექტებს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს, რაც საბოლოო ჯამში, კვლავ წარმოშობს იმავე პრობლემებს, რაც აქამდე გვქონდა“, - განაცხადა მენაბდემ.
რაც შეეხება ბარიერს, მისი თქმით ეს ბუნებრივთან მიახლოვებული ბარიერია.
როგორც ცნობილი გახდა, პარლამენტი საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებულ კანონპროექტს ეუთო/ოდირში გაგზავნის, რათა აღნიშნულთან დაკავშირებით რეკომენდაციები მიიღოს.
მოსახლეობის აღწერას არ აკეთებთ ?! წინა ყალბია ! იმის წინაც ყალბია და უფრო ადრინდელი უზუსტო დავარქვათ ! საარჩევნო სრული სია საქართველოსი გამოქვეყნდება, ისე რომ სპეცნებართვის გარეშე ყველა ხედავდეს ? სრული რევიზია შესაძლებელი იქნება-ანუ მე და ჩემი ოჯახის წევრი არის თუ არა სიაში, არ მაინტერესებს , მაინტერესებს არარსებული ოჯახები თუ ისევ იქნებიან საარჩევნო სიაში , ზოგი ჩემს მისამართზე და ზოგი გამოგონილზე ! ? ვინ ჩაატარებს რევიზიას ამომრჩეველი, თუ ჩინოვნიკი, ან პარტოკრატი ? ემიგრაცია საარჩევნო სიაში იქნება ? 1 მილიონი ემიგრანტი უცხოეთში ხმის იქ მიცემას შესძლებს , თუ აქ უნდა ჩამოვიდეს ? რეგისტრაციას იქ 14 ათასი გადის ჩვენს საკონსყლოებში , ერთ მილიონს კი ალბათ დეპორტის ეშინია , ან არ არეგისტრირებთ, ამას ეშველება ?
„რაც შეეხება ბარიერს, მისი თქმით ეს ბუნებრივთან მიახლოვებული ბარიერია.“ ვინც ამას ახმოვანებს, ან ამ მოსაზრებაზეა ის ან ბრიყვია, ან ხურდელი, ან ამ რეალობის შემქმელი. იმის გათვალსისინებით, რომ საქმედია დღემდე ასოცირებული ან გაგება აქრ გააჩნია ავტორიტეტისა და ინტელექტისა, ეს გაფორმებაა საქართველოსა და ქართველი ერის დაკარგვისა. აგრეთვე, იმის გათვალსწინებით სადაც საქართველოს საპატრიარქოს, უფალმონობის ინსტიტუტს ბერმონაზვნების გაგება არ გააჩნია ნიშნავს იმას, რომ საქართველოსა და ქართველ ერში მართლის, ინტელექტისა და ადამიანის უნარის გაგება არ არსებობს. ამის გათვალისწინებით უბარიერო საარცევნო სისტემა, თაღლითობისა და სოფიქსტიკის ქვეყანაში საქართველოსა და ქართველი ერის საბოლოოდ გადაშენების ტოლფასია. სააქრთველო უკვე ამ რეალობაშია, სადაც უკეთურება სიმრავლეშია, ხოლო ქვეყანა და საზოგადოება ვერტიკალ ჰორიზონტალში გახრწნილია და ჩესტის გარეშეა. არ არსებობს პოლიტიკურ სუბიექტზე მოთხოვნების გაგება და ყველაზე მეტს ახლა ვინც საუბრობს და ვინებსაც ატრიალებს კარუსელში საქმედია, ბურჯანაძე, ბესელია, ჭიჭინაზე, გოგიჩაიშვილი, თუ სხვა 20 კაცსს არა აქვს ხმა მიცემული. ამის გათვალისწინებით ვინც ბარიერს შეეხება პოლიტიკური სუბიექტის რეგულაციის გარეშე ის ეხება ერსა და ქვეყანას, აკონსერვებს მოწყვლადობაში და ასამარებს მას. ყოჩაღ ვახუშტის, რომ გარემოებისა და სტანდარტული გაგების გარეშე მსჯელობა ამაზე. მე მუდმივად გეტყვით სიმართლეს, ჩემი რა გადის, თუ არა თქვენი, რომლებსაც ის საქართველო გეხებათ უკვე. მე ჩემს საუბარში წარვდგები გამოცდის წინაშე, თქვენ იკითხეთ დანარჩენებმა და ზემონახსენებთა თქვენზე.