მოზაიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კოვიდგადატანილი პაციენტების კვლევა 8 მარტს დაიწყება - ვის დაურეკავენ შინ და რა მიზანი აქვს გამოკვლევას, რომელიც 500 ადამიანს მოიცავს
კოვიდგადატანილი პაციენტების კვლევა 8 მარტს დაიწყება - ვის დაურეკავენ შინ და რა მიზანი აქვს გამოკვლევას, რომელიც 500 ადამიანს მოიცავს

ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ხელ­მძღვა­ნე­ლის, თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუს­გა­და­ტა­ნი­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის კვლე­ვა 8 მარტს და­ი­წყე­ბა.

რო­გორც მან „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს მკვლე­ვა­რე­ბი დღე­ი­დან შემ­თხვე­ვი­თი შერ­ჩე­ვის პრინ­ცი­პით იმ პა­ცი­ენ­ტებს და­უ­რე­კა­ვენ, რომ­ლე­ბიც თბი­ლის­ში რო­გორც ბი­ნა­ზე, ასე­ვე კო­ვიდკ­ლი­ნი­კებ­ში მკურ­ნა­ლობ­დნენ და მათი მო­ნა­ცე­მე­ბი ერ­თი­ან ბა­ზა­შია.

„კვლე­ვა შემ­თხვე­ვი­თი შერ­ჩე­ვის პრინ­ცი­პით ტარ­დე­ბა. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ჩვენ გვაქვს ყვე­ლა იმ პი­რის სია, რომ­ლებ­მაც კო­ვი­დი ბოლო ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში თბი­ლის­ში გა­და­ი­ტა­ნეს. ამ სი­ი­დან, დღე­ი­დან, შემ­თხვე­ვი­თი შერ­ჩე­ვი­თი პრინ­ცი­პით, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი პროგ­რა­მის მეშ­ვე­ო­ბით, ჩვე­ნი მკვლე­ვა­რი მო­ქა­ლა­ქეს და­უ­კავ­შირ­დე­ბა და კლი­ნი­კა­ში კვლე­ვა­ში ჩა­სარ­თა­ვად მო­იწ­ვევს. ჩვენ მო­ვიწ­ვევთ ყვე­ლა კო­ვიდ­გა­და­ტა­ნილ პა­ცი­ენტს. კვლე­ვის ერთ-ერთი ამო­ცა­ნაა, რომ და­ვად­გი­ნოთ პოს­ტკო­ვი­დუ­რი სინ­დრო­მი რამ­დენ პრო­ცენტს აღ­მო­აჩ­ნდე­ბა, რამ­დენს არა. რამ­დე­ნი იქ­ნე­ბა ქალი და რამ­დე­ნი კაცი, რო­გო­რი იქ­ნე­ბა ასა­კობ­რი­ვი გა­ნა­წი­ლე­ბა. ვის აღ­მო­აჩ­ნდე­ბა უფრო ხში­რად, ის, ვინც ჰოს­პი­ტალ­ში იყო და გა­და­ი­ტა­ნა თუ ის, ვინც ბი­ნა­ზე იყო და იქ გა­და­ი­ტა­ნა. პა­ცი­ენ­ტებს უკვე ორ­შა­ბა­თი­დან, 8 მარ­ტი­დან მი­ვი­ღებთ“,- გა­ნა­ცხა­და თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა კვლე­ვა­ში ჩა­სარ­თა­ვი პა­ცი­ენ­ტე­ბის ოდე­ნო­ბას, თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის თქმით, მო­ნა­ცე­მე­ბის სარ­წმუ­ნო­ო­ბის­თვის 400 კო­ვიდ­გა­და­ტა­ნი­ლი მო­ქა­ლა­ქეც საკ­მა­რი­სია, თუმ­ცა, ის მეტი სან­დო­ო­ბის­თვის 500-მდე პა­ცი­ენ­ტის გა­მოკ­ვლე­ვას გეგ­მავს.

„ეს კვლე­ვა, სა­ვა­რა­უ­დოდ, 3-4 თვე გას­ტანს. ეს იქ­ნე­ბა სრულ­ფა­სო­ვა­ნი კვლე­ვა. ჩვენ ვერ მო­ვი­პო­ვეთ ამ კვლე­ვის­თვის დო­ნო­რი და გა­დავ­წყვი­ტეთ, ჩვე­ნი ცენ­ტრის სა­კუ­თა­რი სახ­სრე­ბით, სა­კუ­თა­რი შე­მო­სავ­ლე­ბი­დან გა­მოვ­ყოთ თან­ხა და ამ კვლე­ვის ღი­რე­ბუ­ლე­ბა, სა­ვა­რა­უ­დოდ, 400 ათა­სი ლარი იქ­ნე­ბა. თუმ­ცა, პრო­ცეს­ში ეს თან­ხა შე­იძ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლოს. კვლე­ვის შე­დე­გად და­ი­დე­ბა რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი თუ რო­გორ უნდა მო­ვექ­ცეთ ამ პა­ცი­ენ­ტებს და რა სერ­ვი­სე­ბი სჭირ­დე­ბა. ახლა ასეა - პა­ცი­ენ­ტებს რა­ღაც შე­ა­წუ­ხებს, ვთქვათ, თა­ვის ტკი­ვი­ლი ან გულკს ჩი­ვი­ლე­ბი, სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბა და ა.შ. და თა­ვი­სი სურ­ვი­ლით მი­დის ექიმ­თან. ეს არ არის სის­ტე­მა­ში მოყ­ვა­ნი­ლი. ჩვენ ამ კვლე­ვის შემ­დეგ გვე­ცო­დი­ნე­ბა პოს­ტკო­ვი­დუ­რი სინ­დრო­მის მქო­ნე პა­ცი­ენტს რა სა­ვალ­დე­ბუ­ლო გა­მოკ­ვლე­ვე­ბი უნდა ჩა­უ­ტარ­დეს“, - გა­ნა­ცხა­და თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, 5 მარ­ტის მო­ნა­ცე­მე­ბით, Stopcov.ge-ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის 390 ახა­ლი შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­და, ქვე­ყა­ნა­ში ბოლო 24 სა­ათ­ში 22 022 ტეს­ტი ჩა­ტარ­და. ქვე­ყა­ნა­ში კო­ვიდ-19-ის პან­დე­მი­ის გავ­რცე­ლე­ბი­დან დღემ­დე გა­მოვ­ლე­ნი­ლი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბა 272 262-ს შე­ად­გენს. ბოლო 24 სა­ათ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვა­ლე­ბის 10 ახა­ლი შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და. პან­დე­მი­ის გავ­რცე­ლე­ბი­დან დღემ­დე ვირუსს ჯამ­ში 3 563 პირი ემსხვერ­პლა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დ გ
9

დაგვეხსენ მოხუცო

ცირა
0

29 ოქომბერს გამოგვწერეს კლინიკიდან სადაც 16 დღე ვიწექით მე და 12და 10 ბავშვი, გამოწერის დღესაც სიცხე ქონდათ 37, 5 მაგრამ წამოვედით, ეს დაბალი სიცხეები დღემდე უგრძელდებათ ბავშვებს განსაკუთრებით 12 წლისას. ყველას მივწერე ვინც მეტნაკლებად კომპეტენტურია და მამშვიდებენ საშიში არაფერიაო მაგრამ როგორ დავმშვიდდე. იქნებ მოხვდნენ ბავშვები ამ სიაში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

კოვიდგადატანილი პაციენტების კვლევა 8 მარტს დაიწყება - ვის დაურეკავენ შინ და რა მიზანი აქვს გამოკვლევას, რომელიც 500 ადამიანს მოიცავს

კოვიდგადატანილი პაციენტების კვლევა 8 მარტს დაიწყება - ვის დაურეკავენ შინ და რა მიზანი აქვს გამოკვლევას, რომელიც 500 ადამიანს მოიცავს

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსგადატანილი პაციენტების კვლევა 8 მარტს დაიწყება.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ინფექციური საავადმყოფოს მკვლევარები დღეიდან შემთხვევითი შერჩევის პრინციპით იმ პაციენტებს დაურეკავენ, რომლებიც თბილისში როგორც ბინაზე, ასევე კოვიდკლინიკებში მკურნალობდნენ და მათი მონაცემები ერთიან ბაზაშია.

„კვლევა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ტარდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს ყველა იმ პირის სია, რომლებმაც კოვიდი ბოლო ორი თვის განმავლობაში თბილისში გადაიტანეს. ამ სიიდან, დღეიდან, შემთხვევითი შერჩევითი პრინციპით, კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით, ჩვენი მკვლევარი მოქალაქეს დაუკავშირდება და კლინიკაში კვლევაში ჩასართავად მოიწვევს. ჩვენ მოვიწვევთ ყველა კოვიდგადატანილ პაციენტს. კვლევის ერთ-ერთი ამოცანაა, რომ დავადგინოთ პოსტკოვიდური სინდრომი რამდენ პროცენტს აღმოაჩნდება, რამდენს არა. რამდენი იქნება ქალი და რამდენი კაცი, როგორი იქნება ასაკობრივი განაწილება. ვის აღმოაჩნდება უფრო ხშირად, ის, ვინც ჰოსპიტალში იყო და გადაიტანა თუ ის, ვინც ბინაზე იყო და იქ გადაიტანა. პაციენტებს უკვე ორშაბათიდან, 8 მარტიდან მივიღებთ“,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

რაც შეეხება კვლევაში ჩასართავი პაციენტების ოდენობას, თენგიზ ცერცვაძის თქმით, მონაცემების სარწმუნოობისთვის 400 კოვიდგადატანილი მოქალაქეც საკმარისია, თუმცა, ის მეტი სანდოობისთვის 500-მდე პაციენტის გამოკვლევას გეგმავს.

„ეს კვლევა, სავარაუდოდ, 3-4 თვე გასტანს. ეს იქნება სრულფასოვანი კვლევა. ჩვენ ვერ მოვიპოვეთ ამ კვლევისთვის დონორი და გადავწყვიტეთ, ჩვენი ცენტრის საკუთარი სახსრებით, საკუთარი შემოსავლებიდან გამოვყოთ თანხა და ამ კვლევის ღირებულება, სავარაუდოდ, 400 ათასი ლარი იქნება. თუმცა, პროცესში ეს თანხა შეიძლება შეიცვალოს. კვლევის შედეგად დაიდება რეკომენდაციები თუ როგორ უნდა მოვექცეთ ამ პაციენტებს და რა სერვისები სჭირდება. ახლა ასეა - პაციენტებს რაღაც შეაწუხებს, ვთქვათ, თავის ტკივილი ან გულკს ჩივილები, სუნთქვის გაძნელება და ა.შ. და თავისი სურვილით მიდის ექიმთან. ეს არ არის სისტემაში მოყვანილი. ჩვენ ამ კვლევის შემდეგ გვეცოდინება პოსტკოვიდური სინდრომის მქონე პაციენტს რა სავალდებულო გამოკვლევები უნდა ჩაუტარდეს“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ცნობისთვის, 5 მარტის მონაცემებით, Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 390 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 22 022 ტესტი ჩატარდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 272 262-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 563 პირი ემსხვერპლა.

ისრაელსა და საფრანგეთში ლეგალურად დასაქმების მსურველებისთვისაც რეგისტრაცია წელს დაიწყება

ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა ეპარქიის ორ დიაკონს მღვდელმოქმედებებში მონაწილეობა აუკრძალა - რა გახდა გადაწყვეტილების მიღების მიზეზი

"ზუსტ ციფრს ვერ ვიტყვით, თუმცა დასაქმებულების რაოდენობა ათასები იქნება" - როდიდან დასაქმდებიან საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში და  რა იქნება მათი ანაზღაურება?