ავტორი:

თურქეთში სამხედრო ვერტმფრენის კატასტროფას 11 სამხედრო ემსხვერპლა - რას უკავშირებენ ქვეყნის თავდაცვის უწყებაში მომხდარს

თურქეთში სამხედრო ვერტმფრენის კატასტროფას 11 სამხედრო ემსხვერპლა - რას უკავშირებენ ქვეყნის თავდაცვის უწყებაში მომხდარს

თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ბითლისის პროვინციაში მომხდარი სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, 2 კი - დაშავდა, - ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის უწყებაში განაცხადეს.

სამინისტროს მიერ მანამდე გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნული იყო, რომ კატასტროფას 10 სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებული სამხედროების რაოდენობა კი 3 იყო.

თურქული მედიის ინფორმაციით, მოგვიანებით კიდევ ერთი დაშავებული ჯარისკაცი დაიღუპა, რის შედეგადაც კატასროფის მსხვერპლთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა.

თურქეთის თავდაცვის მინისტრის, ჰულუსი აკარის განცხადებით, წინასწარი ინფორმაციით, კატასტროფის მიზეზი, სავარაუდოდ, ამინდის გაუარესება და ასევე ვერტმფრენის ტექნიკური გაუმართაობა იყო. თუმცა ზუსტი მიზეზი დეტალური გამოძიების შემდეგ დადგინდება.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვერტმფრენი ბინგიოლიდან ტატვანში მიემართებოდა. მასთან კავშირი შუადღით შეწყდა, რის გამოც უპილოტო საფრენი აპარატებით საძიებო სამუშაოები დაიწყო. დადგინდა, რომ ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა.

რას ამბობს გრიგორი კარასინი საქართველოსთან ავიამიმოსვლაზე?

ძლიერი მიწისძვრა საბერძნეთში - მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 6,3 მაგნიტუდა შეადგინა

"პერსევარანსმა" მარსიდან ახალი შთამბეჭდავი ფოტოები გამოგზავნა - დაათვალიერეთ "წითელი პლანეტა“