მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სასიკვდილოდ დაჭრილი ბიჭი ტაქსიში ჩასვეს და მძღოლს მისი კონკრეტულ მისამართზე მიყვანა სთხოვეს - ვინ იყო მოკლული 19 წლის ახალგაზრდა?
სასიკვდილოდ დაჭრილი ბიჭი ტაქსიში ჩასვეს და მძღოლს მისი კონკრეტულ მისამართზე მიყვანა სთხოვეს - ვინ იყო მოკლული 19 წლის ახალგაზრდა?

შსს-მ დღეს გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ თბი­ლის­ში, დიდ დი­ღომ­ში მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბა გახ­სნა. და­კა­ვე­ბუ­ლია ერთი პიrი - 1984 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ზ.ს., რო­მელ­საც და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლობ­სა და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა­ში ედე­ბა ბრა­ლი.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ნა­შა­უ­ლი 11-დან 14 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

"გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა, წარ­სულ­ში არ­სე­ბუ­ლი უთან­ხმო­ე­ბის გამო მომ­ხდა­რი ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბი­სას, ორი პირი - 2001 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი შ.ქ. და 1988 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი თ.გ. ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლით დაჭ­რა.

მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბის შე­დე­გად შ.ქ. ინ­გო­როყ­ვას სა­ხე­ლო­ბის კლი­ნი­კა­ში მიყ­ვა­ნის შემ­დეგ გარ­და­იც­ვა­ლა, თ.გ. კი ღუ­დუ­შა­უ­რის სა­ხე­ლო­ბის კლი­ნი­კა­ში მკურ­ნა­ლობს და მის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღი შემ­თხვე­ვის ად­გი­ლის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ი­დან ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღეს“, - ნათ­ქვა­მია შსს-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკვლე­ლო­ბის ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი ხდე­ბა ცნო­ბი­ლი, ტე­ლე­კომ­პა­ნია "ფორ­მუ­ლას" ინ­ფორ­მა­ცი­ით, მოკ­ლუ­ლი ბიჭი 19 წლის შოთა ქუ­ლუ­საშ­ვი­ლია, რო­მელ­საც ზურ­გი­დან ეს­რო­ლეს. დაჭ­რი­ლი კი 33 წლის თორ­ნი­კე გა­დე­ლი­აა, რო­მე­ლიც ღუ­დუ­შა­უ­რის კლი­ნი­კა­ში მკურ­ნა­ლობს, მის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კონ­ფლიქ­ტი წარ­სულ­ში მომ­ხდა­რი და­პი­რის­პი­რე­ბის გამო და­ი­წყო. "ფორ­მუ­ლას­ვე" ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­სიკ­ვდი­ლოდ დაჭ­რი­ლი ბიჭი, ტაქ­სი­ში ჩას­ვეს და მძღოლს კონ­კრე­ტულ მი­სა­მარ­თზე მისი მიყ­ვა­ნა სთხო­ვეს. ასე­ვე უთხრეს, რომ ახალ­გაზ­რდა თით­ქოს მთვრა­ლი იყო და ეძი­ნა. ტაქ­სის მძღო­ლი და­ეჭ­ვდა ნათ­ქვა­მის სი­მარ­თლე­ში და ბიჭი ინ­გო­როყ­ვას კლი­ნი­კა­ში მი­იყ­ვა­ნა, თუმ­ცა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 32 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Ნელი
107

Ამ სულელურ მიტინგებზე უაზრო ბღავილს და არაფრისმაქნის ვაქცინებზე ოცნებას შვილებზე ვიფიქროთ და უფალს შევავედროთ.რა დღეში ვაგდებთ მათ ჩვენი ცოდვების გამო.სინანულის დრო კიდევ გვაქვს.უფალო შეგვიწყალე!!!

ილია
0

განზრახი მკვლელობა უნდა ისჯებოდეს მინიმუმ 30 წლით შეწყალების უფლების გარეშე. შესაბამისად დანაშაულიც შემცირდება.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

სასიკვდილოდ დაჭრილი ბიჭი ტაქსიში ჩასვეს და მძღოლს მისი კონკრეტულ მისამართზე მიყვანა სთხოვეს - ვინ იყო მოკლული 19 წლის ახალგაზრდა?

სასიკვდილოდ დაჭრილი ბიჭი ტაქსიში ჩასვეს და მძღოლს მისი კონკრეტულ მისამართზე მიყვანა სთხოვეს - ვინ იყო მოკლული 19 წლის ახალგაზრდა?

შსს-მ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისში, დიდ დიღომში მომხდარი მკვლელობა გახსნა. დაკავებულია ერთი პიrი - 1984 წელს დაბადებული ზ.ს., რომელსაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობსა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში ედება ბრალი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 11-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, წარსულში არსებული უთანხმოების გამო მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას, ორი პირი - 2001 წელს დაბადებული შ.ქ. და 1988 წელს დაბადებული თ.გ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა.

მიყენებული ჭრილობების შედეგად შ.ქ. ინგოროყვას სახელობის კლინიკაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა, თ.გ. კი ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში მკურნალობს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მკვლელობის ახალი დეტალები ხდება ცნობილი, ტელეკომპანია "ფორმულას" ინფორმაციით, მოკლული ბიჭი 19 წლის შოთა ქულუსაშვილია, რომელსაც ზურგიდან ესროლეს. დაჭრილი კი 33 წლის თორნიკე გადელიაა, რომელიც ღუდუშაურის კლინიკაში მკურნალობს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გავრცელებული ინფორმაციით, კონფლიქტი წარსულში მომხდარი დაპირისპირების გამო დაიწყო. "ფორმულასვე" ინფორმაციით, სასიკვდილოდ დაჭრილი ბიჭი, ტაქსიში ჩასვეს და მძღოლს კონკრეტულ მისამართზე მისი მიყვანა სთხოვეს. ასევე უთხრეს, რომ ახალგაზრდა თითქოს მთვრალი იყო და ეძინა. ტაქსის მძღოლი დაეჭვდა ნათქვამის სიმართლეში და ბიჭი ინგოროყვას კლინიკაში მიიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

კახეთის გზატკეცილზე, სადაც მოქალაქეები საწვავზე ფასების ზრდას აპროტესტებდნენ, პოლიციასთან დაპირისპირება მოხდა

სასამართლომ მე-6 კლასის მოსწავლეების მიმართ განხორციელებული იძულების საქმეზე არასრულწლოვნის ბებიას 4000-ლარიანი გირაო შეუფარდა

სოფელ ნატანებში 22 წლის ბიჭმა მამა მოკლა - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს