სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიხეილ სააკაშვილს ხელისუფლებაში დაბრუნება უნდა, მისთვის ყველაზე მარტივი გზა არის რევოლუცია" - ალეკო ელისაშვილი
"მიხეილ სააკაშვილს ხელისუფლებაში დაბრუნება უნდა, მისთვის ყველაზე მარტივი გზა არის რევოლუცია" - ალეკო ელისაშვილი

პარ­ტია „მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის“ ერთ-ერთი ლი­დე­რის ალე­კო ელი­საშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენტს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს არც პლე­ბის­ცი­ტი უნდა და არც ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბი.

რო­გორც მან „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში "360 გრა­დუ­სი" გა­ნა­ცხა­და, სა­ა­კაშ­ვილს და­კარ­გუ­ლი ძა­ლა­უფ­ლე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა და შუ­რის­ძი­ე­ბა სურს იმ ხალ­ხზე, ვინც მა­ნამ­დე ძა­ლა­უფ­ლე­ბა და­ა­კარ­გვი­ნა ან ზურ­გი აქ­ცია.

„სა­ა­კაშ­ვილს არც პლე­ბის­ცი­ტი უნდა, არც ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბი, არც პო­ლი­ტი­კუ­რი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბა, არც სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მის რე­ფორ­მა, არა­ფე­რი აინ­ტე­რე­სებს ობი­ექ­ტუ­რად. ამ კაცს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში დაბ­რუ­ნე­ბა უნდა. მის­თვის ყვე­ლა­ზე მარ­ტი­ვი გზა არის ამოყი­რა­ვე­ბა - რე­ვო­ლუ­ცია. მას უნდა იმ ძა­ლა­უფ­ლე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა, რო­მე­ლიც და­კარ­გა. ეს იმის­თვის უნდა, რომ შური იძი­ოს იმ ხალ­ხზე, ვინც მა­ნამ­დე ძა­ლა­უფ­ლე­ბა და­ა­კარ­გვი­ნა, ზურ­გი აქ­ცია და ა.შ. რე­ვან­შის­თვის უნდა, და­ნარ­ჩე­ნი მის­თვის არა­ფე­რი სა­ინ­ტე­რე­სო არ არის. რაც ამ ქვეყ­ნის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო არ არის. შარ­შან ამ­ბობ­და, პრო­პორ­ცი­უ­ლი ვი­საც უნდა, სუ­ლე­ლი­აო. არა­და მთე­ლი ქვე­ყა­ნა ვიბ­რძო­დით იმის­თვის, რომ პრო­პორ­ცი­უ­ლი გვქო­ნო­და“, - გა­ნა­ცხა­და ელი­საშ­ვილ­მა.

მისი გან­მარ­ტე­ბით, ოპო­ზი­ცი­ის დიდი ნა­წი­ლი პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლას ისე­დაც აპი­რებ­და, უბ­რა­ლოდ ამის­თვის სა­ბა­ბი არ ჰქონ­დათ.

„ოპო­ზი­ცი­ის დიდ ნა­წილს შე­მოს­ვლა სულ უნ­დო­და, მაგ­რამ რა­ღაც ხელ­მო­სა­ჭი­დი ვერ მო­ძებ­ნეს. ჩვე­ნი პარ­ტია, სხვე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, არ მი­ვედ-მო­ვე­დე­ბო­დით. ვთქვით, რომ ჩვენ­თვის არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფუნ­და­მენ­ტუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და ელი­საშ­ვილ­მა.

იგი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ნიკა მე­ლია ცი­ხი­დან გა­მო­ვა და ოპო­ზი­ცი­აც შევა პარ­ლა­მენ­ტში.

ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა ასე­ვე და­დე­ბი­თად შე­ა­ფა­სა ის ფაქ­ტი, რომ ოპო­ზი­ცი­ამ არ­ჩევ­ნე­ბის მო­დი­ფი­კა­ცი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო.

“კარ­გია, რომ გუ­შინ გა­და­წყვი­ტა ოპო­ზი­ცი­ამ აქ­ცი­ე­ბის ფორ­მა შე­ეც­ვა­ლა და რამ­დე­ნი­მე აქ­ცია გა­და­დო. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რამ­დე­ნი თვეა ვაწ­ვა­ლებთ ამ ქვე­ყა­ნას. ამ­დენ ხანს ელა­პა­რა­კათ ასე, მაგ­რამ კი ბა­ტო­ნო, სჯობს გვი­ან, ვიდ­რე არას­დროს. სულ გა­ვი­ძახ­დით, მო­ლა­პა­რა­კე­ბებს ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არ აქვს, დავ­ხვდეთ, და­ვი­ლა­პარ­კოთ, შევ­თან­ხმდეთ. ადრე რომ ასე ელა­პა­რა­კათ, ახლა უკვე პარ­ლა­მენ­ტში აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვა სა­კი­თხებ­ზე ვი­მუ­შა­ვებ­დით, თუნ­დაც ვაქ­ცი­ნა­ცი­ა­ზე. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, იქ უფრო ძლი­ე­რი ოპო­ზი­ცი­უ­რი ხმა რომ ყო­ფი­ლი­ყო, ამ ხნის მან­ძილ­ზე ვაქ­ცი­ნე­ბიც შე­მო­ტა­ნი­ლი იქ­ნე­ბო­და და მთავ­რო­ბა უფრო მეტ ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბას იგ­რძნობ­და“, - გა­ნა­ცხა­და ელი­საშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მი­მარ­თვი­სას აღ­ნიშ­ნა, რომ ქვე­ყა­ნას სჭირ­დე­ბა არა პლე­ბის­ცი­ტი, არა­მედ რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბი.

„არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ შე­იძ­ლე­ბა პლე­ბის­ცი­ტის მო­დელ­ზე და­თან­ხმე­ბა, რო­მელ­საც თავს ივა­ნიშ­ვი­ლი გვახ­ვევს”, - გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 45 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქოციანა
64

მოქალაქე ქოცი.,!!!@

goga
55

ამას აუხსენით ვინმემ რომ ოპოზიციაშია, ოფიციალურად მაინც. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"მიხეილ სააკაშვილს ხელისუფლებაში დაბრუნება უნდა, მისთვის ყველაზე მარტივი გზა არის რევოლუცია" - ალეკო ელისაშვილი

"მიხეილ სააკაშვილს ხელისუფლებაში დაბრუნება უნდა, მისთვის ყველაზე მარტივი გზა არის რევოლუცია" - ალეკო ელისაშვილი

პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერის ალეკო ელისაშვილის შეფასებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს არც პლებისციტი უნდა და არც ვადამდელი არჩევნები.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა, სააკაშვილს დაკარგული ძალაუფლების დაბრუნება და შურისძიება სურს იმ ხალხზე, ვინც მანამდე ძალაუფლება დააკარგვინა ან ზურგი აქცია.

„სააკაშვილს არც პლებისციტი უნდა, არც ვადამდელი არჩევნები, არც პოლიტიკური მართლმსაჯულების ცვლილება, არც საარჩევნო სისტემის რეფორმა, არაფერი აინტერესებს ობიექტურად. ამ კაცს ხელისუფლებაში დაბრუნება უნდა. მისთვის ყველაზე მარტივი გზა არის ამოყირავება - რევოლუცია. მას უნდა იმ ძალაუფლების დაბრუნება, რომელიც დაკარგა. ეს იმისთვის უნდა, რომ შური იძიოს იმ ხალხზე, ვინც მანამდე ძალაუფლება დააკარგვინა, ზურგი აქცია და ა.შ. რევანშისთვის უნდა, დანარჩენი მისთვის არაფერი საინტერესო არ არის. რაც ამ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, მისთვის საინტერესო არ არის. შარშან ამბობდა, პროპორციული ვისაც უნდა, სულელიაო. არადა მთელი ქვეყანა ვიბრძოდით იმისთვის, რომ პროპორციული გვქონოდა“, - განაცხადა ელისაშვილმა.

მისი განმარტებით, ოპოზიციის დიდი ნაწილი პარლამენტში შესვლას ისედაც აპირებდა, უბრალოდ ამისთვის საბაბი არ ჰქონდათ.

„ოპოზიციის დიდ ნაწილს შემოსვლა სულ უნდოდა, მაგრამ რაღაც ხელმოსაჭიდი ვერ მოძებნეს. ჩვენი პარტია, სხვებისგან განსხვავებით, არ მივედ-მოვედებოდით. ვთქვით, რომ ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი ფუნდამენტური ცვლილებები“, - განაცხადა ელისაშვილმა.

იგი დარწმუნებულია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია ციხიდან გამოვა და ოპოზიციაც შევა პარლამენტში.

ალეკო ელისაშვილმა ასევე დადებითად შეაფასა ის ფაქტი, რომ ოპოზიციამ არჩევნების მოდიფიკაციის გადაწყვეტილება მიიღო.

“კარგია, რომ გუშინ გადაწყვიტა ოპოზიციამ აქციების ფორმა შეეცვალა და რამდენიმე აქცია გადადო. წარმოიდგინეთ, რამდენი თვეა ვაწვალებთ ამ ქვეყანას. ამდენ ხანს ელაპარაკათ ასე, მაგრამ კი ბატონო, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. სულ გავიძახდით, მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ აქვს, დავხვდეთ, დავილაპარკოთ, შევთანხმდეთ. ადრე რომ ასე ელაპარაკათ, ახლა უკვე პარლამენტში აბსოლუტურად სხვა საკითხებზე ვიმუშავებდით, თუნდაც ვაქცინაციაზე. დარწმუნებული ვარ, იქ უფრო ძლიერი ოპოზიციური ხმა რომ ყოფილიყო, ამ ხნის მანძილზე ვაქცინებიც შემოტანილი იქნებოდა და მთავრობა უფრო მეტ ანგარიშვალდებულებას იგრძნობდა“, - განაცხადა ელისაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში მიმართვისას აღნიშნა, რომ ქვეყანას სჭირდება არა პლებისციტი, არამედ რიგგარეშე არჩევნები.

„არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება პლებისციტის მოდელზე დათანხმება, რომელსაც თავს ივანიშვილი გვახვევს”, - განაცხადა სააკაშვილმა.

ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, კრისტიან დანიელსონმა ოპოზიციასა და ხელისუფლებას უთხრა, რომ “რუსულ თამაშს თამაშობენ“

"თუკი რომელიმე კომპანია რუსულ ვაქცინას შემოიტანს, რეგისტრაციაზე უარის თქმის უფლება სახელმწიფოს არ ექნება" - სერგეენკო

2020 წლის 31 ოქტომბრისა და 21 ნოემბრის არჩევნები კონკურენტული იყო და მთლიანობაში, დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები - ასოცირების საბჭო