სალომე სამადაშვილი - არ მიმაჩნია მიზანშეწონილად, როდესაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას შედგება თუ არა მიშელის ინიცირებული მედიაციის პროცესი, საუბარი იმაზე, ვადამდელ არჩევნებამდე, როგორი გზით მივალთ და რაიმე გადაწყვეტილების დაბლოკვა არ მიმაჩნია მიზანშეწონილად რაიმე გადაწყვეტილების დაბლოკვა,- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ის აღნიშნავს, მოლაპარაკებების პროცესში ოპოზიციის ერთიანობის შენარჩუნება წარმატების გარანტია.
"არ მიმაჩნია მიზანშეწონილად დღეს, როდესაც საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას შედგება თუ არა მიშელის ინიცირებული მედიაციის პროცესი, საუბარი იმაზე, ვადამდელ არჩევნებამდე, როგორი გზით მივალთ და რაიმე გადაწუვეტილების დაბლოკვა. საქმეს არაფერში გამოადგება. ასევე, ოპოზიციის ერთიანობის შენარჩუნება მოლაპარაკებების პროცესში, წარმატების გარანტიაა. წარმატება კი, პატიმრების გათავისუფლება და ვადამდელ არჩევნებამდე მისასვლელი გზის შეთანხმება იქნება, მათ შორის საარჩევნო რეფორმისაც“, - წერს სამადაშვილი.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში მიმართვისას აღნიშნა, რომ ქვეყანას სჭირდება არა პლებისციტი, არამედ რიგგარეშე არჩევნები.
"არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება პლებისციტის მოდელზე დათანხმება, რომელსაც თავს ივანიშვილი გვახვევს”, - განაცხადა სააკაშვილმა.
მიშას დაჯერეთ, თორემ ფულები ფაფუუ, დარჩებით მართლა ქუჩაში.
სანამ ნაცები და მათი სატელიტები იარსებებენ, მანამდე საქართველოში წესრიგი არ იქნება.დაიღალა ხალხი თქვენი ყურებით.ჩვენ არ გვჭირდება არანაირი რიგგარეშე არჩევნების ჩატარება და არც პლებისციტი.ნუთუ ვერ გაიგეთ,რომ ეს ქვეყანა არარის მარტო თქვენი,რომელსაც დღითიდღე მიაქანებთ და მიაქანებთ უფსკრულისკენ, მაგრამ ამის უფლებას ხალხი არავითარ შემთხვევაში არ მოგცემთ. დაგვანებეთ თავი და ნუ შემოგაქვთ ქვეყანაში არეულობა და დესტაბილიზაცია.რატომ უნდა ეპატიოთ პოლიტიკოსებს ჩადენილი დანაშაული და მე არა? უგულავამ 48 მილიონი შეიტყაპუნა და დღეს კიდევ აქციებს მართავს.ჩვენ არ გვჭირდება ის ძალა ხელისუფლებაში,რომელსაც ჩადენილი აქვს უამრავი დანაშაული.აქედან ყველაზე მთავარი, აფხაზეთი და სამაჩაბლო სტრატეგიულ ობიექტებთან ერთად ჩააბარეს პუტინს და გავრილოვს.