ავტორი:

დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის 5 წევრი, მათ შორის შსს-ს თანამშრომელი - რა ინფორმაციას ავრცელებს სამინისტრო?

დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის 5 წევრი, მათ შორის შსს-ს თანამშრომელი - რა ინფორმაციას ავრცელებს სამინისტრო?

შსს-ს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა დანაშაულებრივი ჯგუფის 5 წევრი დააკავეს, მათ შორის შს სამინისტროს თანამშრომელია.

უწყების ინფორმაციით, ბრალდებულები ერთ-ერთი მოქალაქის დეპოზიტზე არსებული თანხის თაღლითურად დაუფლებას ცდილობდნენ.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა გატარებული საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დოკუმენტის გაყალბების, ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის და თაღლითობის მცდელობის ბრალდებით ორგანიზებული ჯგუფის 5 წევრი დააკავა. დაკავებულთა შორის ერთ-ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია.

დანაშაული 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ყალბი დოკუმენტაციის გამოყენებით ცდილობდნენ ერთ-ერთი მოქალაქის დეპოზიტზე არსებული თანხის თაღლითურად დაუფლებას.

დოკუმენტის გაყალბების, დიდი ოდენობით ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობის და თაღლითობის მცდელობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე, 180-ე და 19-180-ე მუხლებით მიმდინარეობს" - ნათქვამია განცხადებაში.

გორში 13 წლის მოზარდთან სექსუალური კავშირის გამო 50 წლამდე ასაკის მამაკაცია დაკავებული

გორის რაიონში 13 წლის მოზარდმა ბავშვი გააჩინა - შსს-მ მომხდარ ფაქტზე ერთი პირი დააკავა

დიდ დიღომში მომხდარი მკვლელობა გახსნილია - დაკავებულს 14 წლამდე პატიმრობა ემუქრება