პოლიტიკა
მსოფლიო

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Top 5 აუდიოწიგნი, რომლებიც მოსაწყენ მგზავრობებს გაგიხალისებთ და დროის ნაყოფიერად გატარებაში დაგეხმარებათ
Top 5 აუდიოწიგნი, რომლებიც მოსაწყენ მგზავრობებს გაგიხალისებთ და დროის ნაყოფიერად გატარებაში დაგეხმარებათ

სა­დაც უნდა მი­დი­ო­დეთ - ქა­ლაქ­გა­რეთ თუ ქა­ლაქ­ში­ვე - მან­ქა­ნი­თა თუ სხვა ტრან­სპორ­ტით გა­და­ად­გი­ლე­ბი­სას დრო მო­სა­წყე­ნად და არა­ნა­ყო­ფი­ე­რად გა­დის. თუ წიგ­ნის მოყ­ვა­რუ­ლი ბრძან­დე­ბით, შე­გიძ­ლი­ათ წიგ­ნი წა­ი­კი­თხოთ, მაგ­რამ თუკი თა­ვად მარ­თავთ მან­ქა­ნას? ან მგზავ­რო­ბის დროს კი­თხვა თქვენ­ზე ცუ­დად მოქ­მე­დებს?

მო­სა­წყე­ნი მგზავ­რო­ბე­ბის გა­სა­ხა­ლი­სებ­ლად და დრო­ის სა­ინ­ტე­რე­სოდ გა­სა­ტა­რებ­ლად ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო გზა აუ­დი­ო­წიგ­ნე­ბის მოს­მე­ნაა. მო­ბი­ლურ­ში­ვე ჩარ­თავთ სა­სურ­ვე­ლი აუ­დი­ო­წიგ­ნის ჩა­ნა­წერს, სა­სი­ა­მოვ­ნო ხმა თქვენს სმე­ნას და­ი­პყრობს და ვერც გა­ი­გებთ, ისე აღ­მოჩ­ნდე­ბით და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გი­ლას. აუ­დი­ო­წიგ­ნე­ბის პლატ­ფორ­მა gudabooks.ge -ზე სხვა­დას­ხვა ჟან­რის ასე­უ­ლო­ბით აუ­დი­ო­წიგ­ნია თავ­მოყ­რი­ლი. ყვე­ლა მათ­გა­ნი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბის მიერ არის გახ­მო­ვა­ნე­ბუ­ლი და ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო მო­სას­მე­ნია. სა­იტ­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მია რო­გორც მხატ­ვრუ­ლი, ასე­ვე ბიზ­ნეს­ლი­ტე­რა­ტუ­რა, რო­მელ­თა შო­რი­საც ყვე­ლა ასა­კი­სა და გე­მოვ­ნე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნი შე­არ­ჩევს სა­სურ­ველ აუ­დი­ო­წიგნს.

მაშ ასე, გი­ზი­ა­რებთ 5 აუ­დი­ო­წიგნს, რომ­ლე­ბიც მო­სა­წყენ მგზავ­რო­ბებს გა­გი­ხა­ლი­სებთ და დრო­ის ნა­ყო­ფი­ე­რად გა­ტა­რე­ბა­ში და­გეხ­მა­რე­ბათ.

წიგნ­ში „კმა­რა მო­ბო­დი­შე­ბა, დაო“ რე­ი­ჩელ ჰო­ლი­სი გა­მო­ფხიზ­ლე­ბის­კენ მოგ­ვი­წო­დებს. ის უამ­რავ ქალს იც­ნობს, რომ­ლე­ბიც სა­კუ­თა­რი თა­ვის სხვა­თა მო­საზ­რე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე შე­ფა­სე­ბას მი­ეჩ­ვივ­ნენ, ნაც­ვლად იმი­სა, რომ წარ­მო­ა­ჩი­ნონ, ვინ არი­ან და რა სურთ თა­ვად. ჰო­ლი­სი მთე­ლი მსოფ­ლი­ოს ქა­ლებს მო­უ­წო­დებს, უარი არ თქვან სა­კუ­თარ ოც­ნე­ბებ­ზე და, ამას­თან, შე­ახ­სე­ნებს მი­ზე­ზებს, რომ­ლე­ბიც უნდა და­ი­ვი­წყონ; ქცე­ვებს, რომ­ლე­ბიც უნდა გა­მო­ი­მუ­შა­ონ, და უნა­რებს, რომ­ლე­ბიც უნდა შე­ი­ძი­ნონ გან­ვი­თა­რე­ბი­სა და თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბის მიღ­წე­ვის გზა­ზე.

ტომ ჰენ­ქსი, გარ­და იმი­სა, რომ შე­სა­ნიშ­ნა­ვი მსა­ხი­ო­ბია, მწე­რა­ლიც არის და კი­დევ... ძვე­ლე­ბუ­რი სა­ბეჭ­დი მან­ქა­ნე­ბის კო­ლექ­ცი­ო­ნე­რი. მის კო­ლექ­ცი­ა­ში თურ­მე ორა­სამ­დე ვინ­ტა­ჟუ­რი აგ­რე­გა­ტია. მან გა­მო­უშ­ვა მო­ბი­ლუ­რი აპ­ლი­კა­ცი­აც Hanx Writer, რო­გორც ჰენ­ქსი ამ­ბობს, „ეს აპ­ლი­კა­ცია პა­ტა­რა სა­ჩუ­ქა­რია მო­მავ­ლის ჰიპს­ტერ­ლუ­დი­ტე­ბის­თვის“. მისი სა­შუ­ა­ლე­ბით ელექტრო­ნულ მო­წყო­ბი­ლო­ბა­ზე ტექ­სტის აკ­რე­ფა სა­ბეჭ­დი მან­ქა­ნის სტილ­ში შე­იძ­ლე­ბა. სწო­რედ სა­ბეჭ­დი მან­ქა­ნაა ამ წიგ­ნის ჩვიდ­მე­ტი­ვე მო­თხრო­ბის ერთ-ერთი გმი­რი - თით­ქოს მი­ვი­წყე­ბუ­ლი და უკვე უვარ­გი­სი არ­ტე­ფაქ­ტი - სი­ნამ­დვი­ლე­ში კი თხრო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­ნა­წი­ლე.

კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას „მთვა­რის მო­ტა­ცე­ბა“ ასა­ხავს კო­ლექ­ტი­ვი­ზა­ცი­ის პე­რი­ოდს, ძვე­ლი­სა და ახ­ლის ჭი­დილს, ძვე­ლი სამ­ყა­როს კვდო­მას, ბოლ­შე­ვი­კურ-ჩე­კის­ტუ­რი ძა­ლე­ბის გა­მარ­ჯვე­ბას.

გარ­და იმი­სა, რომ რო­მანს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მხატ­ვრუ­ლი მხა­რე აქვს, იგი არ­სე­ბუ­ლი დრო­ე­ბის ახალ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­სა და წარ­სუ­ლის ხა­ტე­ბის რღვე­ვას ასა­ხავს. სა­ქარ­თვე­ლოს ბედი, ეპო­ქის სუ­ლის გა­მოკ­ვე­თა იყო ადა­მი­ან­თა სა­ხე­ე­ბად. ამი­ტო­მაც არის „მთვა­რის მო­ტა­ცე­ბა“ არა მხო­ლოდ დიდი წიგ­ნი, არა­მედ სას­ტი­კი სი­ნამ­დვი­ლის მარ­თა­ლი დო­კუ­მენ­ტიც.

სტე­ლა საქსბი „საქსბი-ჰო­ლის“ ერ­თა­დერ­თი მემ­კვიდ­რეა, მაგ­რამ ძნე­ლია, მა­მი­და ალ­ბერ­ტა­სა და მის ბა­ვა­რი­ულ ბუს წინ აღუდ­გე. მა­მი­და, ალ­ბათ, ყვე­ლას მო­სიყ­ვა­რუ­ლე და მზრუნ­ვე­ლი წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, მაგ­რამ ცდე­ბით. თუ ის არ გაძ­ლევს უფ­ლე­ბას საყ­ვა­რელ ტე­ლე­გა­და­ცე­მას უყუ­რო, გა­ი­ძუ­ლებს ჭამო სა­ზი­ზღა­რი ჭარხლის წვნი­ა­ნი, დაგ­ცი­ნის, ყვე­ლა­ზე გემ­რი­ელ შო­კო­ლადს თვი­თონ მი­ირ­თმევს, გა­ი­ძუ­ლებს თა­ვი­სი მოქ­სო­ვი­ლი, ჩხვლე­ტია ჯემპრი ჩა­იც­ვა და თუ ოჯახ­ში დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი ტრა­გე­დი­ის მი­ზე­ზი ეს სას­ტი­კი ქა­ლია, შენ კი პა­ტა­რა ობო­ლი გო­გო­ნა ხარ, რა უნდა გა­ა­წყო?

ვინი პუჰი ყვე­ლა ბავ­შვის­თვის საყ­ვა­რე­ლი და გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი პერ­სო­ნა­ჟია. თქვენ წი­ნა­შეა ოთხი ჯა­დოს­ნუ­რი მო­თხრო­ბა, რო­მე­ლიც გი­ამ­ბობთ ყვე­ლა­სათ­ვის საყ­ვა­რე­ლი და­თუ­ნია პუ­ჰი­სა და მისი მე­გობ­რე­ბის თავ­გა­და­სავ­ლებს. ჩა­ურ­თეთ ბავ­შვებს ხან­გრძლი­ვი მგზავ­რო­ბე­ბის და­სა­წყის­ში და თქვე­ნი პა­ტა­რე­ბი გზის სი­შო­რე­ზე ერთხე­ლაც არ და­ი­წუ­წუ­ნე­ბენ.

აუ­დი­ო­წიგ­ნე­ბით სარ­გებ­ლო­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია ვებ-გვერ­დზე gudabooks.ge ან აპ­ლი­კა­ცი­ით - გუდა (Guda). იმის­თვის, რომ მარ­ტი­ვად შეძ­ლოთ აუ­დი­ო­წიგ­ნის შერ­ჩე­ვა, შე­ძე­ნა და აპ­ლი­კა­ცი­ით მოს­მე­ნა, გთხოვთ გა­ეც­ნოთ ფო­ტო­ზე მი­თი­თე­ბულ სა­ფე­ხუ­რებს

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
MMA | მერაბ დვალიშვილი UFC-ის განახლებულ საერთო რეიტინგში მე-5 ადგილზე დაწინაურდა - ტოპ 5-ში უკვე ორი ქართველია
ავტორი:

Top 5 აუდიოწიგნი, რომლებიც მოსაწყენ მგზავრობებს გაგიხალისებთ და დროის ნაყოფიერად გატარებაში დაგეხმარებათ

Top 5 აუდიოწიგნი, რომლებიც მოსაწყენ მგზავრობებს გაგიხალისებთ და დროის ნაყოფიერად გატარებაში დაგეხმარებათ

სადაც უნდა მიდიოდეთ - ქალაქგარეთ თუ ქალაქშივე - მანქანითა თუ სხვა ტრანსპორტით გადაადგილებისას დრო მოსაწყენად და არანაყოფიერად გადის. თუ წიგნის მოყვარული ბრძანდებით, შეგიძლიათ წიგნი წაიკითხოთ, მაგრამ თუკი თავად მართავთ მანქანას? ან მგზავრობის დროს კითხვა თქვენზე ცუდად მოქმედებს?

მოსაწყენი მგზავრობების გასახალისებლად და დროის საინტერესოდ გასატარებლად ერთ-ერთი საუკეთესო გზა აუდიოწიგნების მოსმენაა. მობილურშივე ჩართავთ სასურველი აუდიოწიგნის ჩანაწერს, სასიამოვნო ხმა თქვენს სმენას დაიპყრობს და ვერც გაიგებთ, ისე აღმოჩნდებით დანიშნულების ადგილას. აუდიოწიგნების პლატფორმა gudabooks.ge -ზე სხვადასხვა ჟანრის ასეულობით აუდიოწიგნია თავმოყრილი. ყველა მათგანი პროფესიონალი მსახიობების მიერ არის გახმოვანებული და ძალიან სასიამოვნო მოსასმენია. საიტზე ხელმისაწვდომია როგორც მხატვრული, ასევე ბიზნესლიტერატურა, რომელთა შორისაც ყველა ასაკისა და გემოვნების მქონე ადამიანი შეარჩევს სასურველ აუდიოწიგნს.

მაშ ასე, გიზიარებთ 5 აუდიოწიგნს, რომლებიც მოსაწყენ მგზავრობებს გაგიხალისებთ და დროის ნაყოფიერად გატარებაში დაგეხმარებათ.

წიგნში „კმარა მობოდიშება, დაო“ რეიჩელ ჰოლისი გამოფხიზლებისკენ მოგვიწოდებს. ის უამრავ ქალს იცნობს, რომლებიც საკუთარი თავის სხვათა მოსაზრებების საფუძველზე შეფასებას მიეჩვივნენ, ნაცვლად იმისა, რომ წარმოაჩინონ, ვინ არიან და რა სურთ თავად. ჰოლისი მთელი მსოფლიოს ქალებს მოუწოდებს, უარი არ თქვან საკუთარ ოცნებებზე და, ამასთან, შეახსენებს მიზეზებს, რომლებიც უნდა დაივიწყონ; ქცევებს, რომლებიც უნდა გამოიმუშაონ, და უნარებს, რომლებიც უნდა შეიძინონ განვითარებისა და თავდაჯერებულობის მიღწევის გზაზე.

ტომ ჰენქსი, გარდა იმისა, რომ შესანიშნავი მსახიობია, მწერალიც არის და კიდევ... ძველებური საბეჭდი მანქანების კოლექციონერი. მის კოლექციაში თურმე ორასამდე ვინტაჟური აგრეგატია. მან გამოუშვა მობილური აპლიკაციაც Hanx Writer, როგორც ჰენქსი ამბობს, „ეს აპლიკაცია პატარა საჩუქარია მომავლის ჰიპსტერლუდიტებისთვის“. მისი საშუალებით ელექტრონულ მოწყობილობაზე ტექსტის აკრეფა საბეჭდი მანქანის სტილში შეიძლება. სწორედ საბეჭდი მანქანაა ამ წიგნის ჩვიდმეტივე მოთხრობის ერთ-ერთი გმირი - თითქოს მივიწყებული და უკვე უვარგისი არტეფაქტი - სინამდვილეში კი თხრობის მნიშვნელოვანი მონაწილე.

კონსტანტინე გამსახურდიას „მთვარის მოტაცება“ ასახავს კოლექტივიზაციის პერიოდს, ძველისა და ახლის ჭიდილს, ძველი სამყაროს კვდომას, ბოლშევიკურ-ჩეკისტური ძალების გამარჯვებას.

გარდა იმისა, რომ რომანს არაჩვეულებრივი მხატვრული მხარე აქვს, იგი არსებული დროების ახალ ღირებულებებსა და წარსულის ხატების რღვევას ასახავს. საქართველოს ბედი, ეპოქის სულის გამოკვეთა იყო ადამიანთა სახეებად. ამიტომაც არის „მთვარის მოტაცება“ არა მხოლოდ დიდი წიგნი, არამედ სასტიკი სინამდვილის მართალი დოკუმენტიც.

სტელა საქსბი „საქსბი-ჰოლის“ ერთადერთი მემკვიდრეა, მაგრამ ძნელია, მამიდა ალბერტასა და მის ბავარიულ ბუს წინ აღუდგე. მამიდა, ალბათ, ყველას მოსიყვარულე და მზრუნველი წარმოგიდგენიათ, მაგრამ ცდებით. თუ ის არ გაძლევს უფლებას საყვარელ ტელეგადაცემას უყურო, გაიძულებს ჭამო საზიზღარი ჭარხლის წვნიანი, დაგცინის, ყველაზე გემრიელ შოკოლადს თვითონ მიირთმევს, გაიძულებს თავისი მოქსოვილი, ჩხვლეტია ჯემპრი ჩაიცვა და თუ ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის მიზეზი ეს სასტიკი ქალია, შენ კი პატარა ობოლი გოგონა ხარ, რა უნდა გააწყო?

ვინი პუჰი ყველა ბავშვისთვის საყვარელი და განუმეორებელი პერსონაჟია. თქვენ წინაშეა ოთხი ჯადოსნური მოთხრობა, რომელიც გიამბობთ ყველასათვის საყვარელი დათუნია პუჰისა და მისი მეგობრების თავგადასავლებს. ჩაურთეთ ბავშვებს ხანგრძლივი მგზავრობების დასაწყისში და თქვენი პატარები გზის სიშორეზე ერთხელაც არ დაიწუწუნებენ.

აუდიოწიგნებით სარგებლობა შესაძლებელია ვებ-გვერდზე gudabooks.ge ან აპლიკაციით - გუდა (Guda). იმისთვის, რომ მარტივად შეძლოთ აუდიოწიგნის შერჩევა, შეძენა და აპლიკაციით მოსმენა, გთხოვთ გაეცნოთ ფოტოზე მითითებულ საფეხურებს

გამომცემლობა „პალიტრა L“  „დიდი მხატვრების“ სერიას იწყებს - ხმა მიეცით საყვარელ მხატვარს და მიიღეთ მისი ალბომი ყოველთვე

8 მარტიდან გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად პროექტის „ქართველები მსოფლიო ისტორიაში“ მე-5 ტომი გამოვა

უკვე დღეიდან გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად “დავით აღმაშენებელი“, კვლავ სპეციალურ ფასად გაიყიდება „მთვარის მოტაცებაც“