პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილი გახდა, როდიდან განაახლებს ფრენებს ქუთაისის აეროპორტიდან "ვიზეარი"
ცნობილი გახდა, როდიდან განაახლებს ფრენებს ქუთაისის აეროპორტიდან "ვიზეარი"

ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრის, ნა­თია თურ­ნა­ვას გან­ცხა­დე­ბით, ავი­ა­კომ­პა­ნია „ვი­ზე­ა­რი“ ქუ­თა­ი­სის აე­რო­პორ­ტი­დან ფრე­ნებს მარ­ტის ბო­ლოს გა­ნა­ახ­ლებს. მისი თქმით, ამ მო­მენ­ტის­თვის არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ავი­ა­კომ­პა­ნია კვი­რა­ში 45 ფრე­ნას 20 მი­მარ­თუ­ლე­ბით შე­ას­რუ­ლებს.

რო­გორც ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრმა მთავ­რო­ბის სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და, მარ­ტის გან­მავ­ლო­ბა­ში სხვა­დას­ხვა ავი­ა­კომ­პა­ნი­ის მიერ კვი­რა­ში, და­ახ­ლო­ე­ბით, 70 სამ­გზავ­რო ფრე­ნა გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა, ხოლო დღეს მი­ღე­ბუ­ლი გა­ნა­ცხა­დე­ბის მი­ხედ­ვით, ზა­ფხულ­ში კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში 200 ფრე­ნა შეს­რულ­დე­ბა.

„მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ პირ­ვე­ლი თე­ბერ­ვლი­დან ჩვენ უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, გა­ვა­უქ­მეთ ე.წ ნო­ტა­მი ანუ მოვხსე­ნით ყვე­ლა­ნა­ი­რი შე­ზღუდ­ვა სა­ერ­თა­შო­რი­სო ფრე­ნებ­ზე, კერ­ძოდ რე­გუ­ლა­რულ ფრე­ნებ­ზე. დღეს­დღე­ო­ბით გვაქვს შემ­დე­გი სუ­რა­თი, რომ თე­ბერ­ვლი­დან სა­ქარ­თვე­ლოს მი­მარ­თუ­ლე­ბით ფრე­ნე­ბი უკვე გა­ნა­ახ­ლეს „უკ­რა­ი­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო ავი­ა­ხა­ზებ­მა“ კვი­რა­ში 2 სიხ­ში­რით, Fly Dubai-მ - კვი­რა­ში 4 სიხ­ში­რით, Air Arabia-მ - კვი­რა­ში 2 სიხ­ში­რით, ხოლო, მარ­ტის შუა რი­ცხვე­ბი­დან და­ე­მა­ტე­ბა Buta Airways-ი, ეს არის ბაქო-თბი­ლი­სი-ბა­ქოს რე­ი­სი კვი­რა­ში 3 სიხ­ში­რით, ეს არის „ლო­უ­ქოს­თე­რი“ და ასე­ვე, Air Astana და Fly Aristan. ფრე­ნებ­ზე შე­ზღუდ­ვე­ბის მოხ­სნის შე­დე­გად, ზო­გი­ერ­თმა ავი­ა­კომ­პა­ნი­ამ გა­ზარ­და ფრე­ნის სიხ­ში­რე, მა­გა­ლი­თად „თურ­ქე­თის ავი­ა­ხა­ზებ­მა“, რო­მე­ლიც ახორ­ცი­ე­ლებ­და რე­ი­სებს კვი­რა­ში 3 სიხ­ში­რით, ხოლო ამ მო­მენ­ტის­თვის ას­რუ­ლებს დღე­ში 2 რე­ისს. „პე­გა­სუ­სი“ ფრე­ნებს ახორ­ცი­ე­ლებ­და კვი­რა­ში მხო­ლოდ 2 სიხ­ში­რით და ამ მო­მენ­ტის­თვის დაფ­რი­ნავს ყო­ველ­დღი­უ­რად. „ყა­ტა­რის ავი­ა­ხა­ზე­ბიც“ გა­და­ვი­და ყო­ველ­დღი­ურ რე­ი­სებ­ზე კვი­რა­ში 4 სიხ­ში­რით.

„ვი­ზე­ა­რი“, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის ძა­ლი­ან დიდ ინ­ტე­რესს იწ­ვევს, გა­ნა­ახ­ლებს მარ­ტის ბო­ლო­დან ფრე­ნებს ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტი­დან და ამ მო­მენ­ტის­თვის არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფრე­ნებს შე­ას­რუ­ლებს 20 მი­მარ­თუ­ლე­ბით, კვი­რა­ში 45 ფრე­ნას. მარ­ტის ბო­ლო­დან სა­ქარ­თვე­ლოს ავი­ა­ბა­ზარ­ზე ოპე­რი­რე­ბას და­ი­წყებს ახა­ლი ავი­ა­კომ­პა­ნია „ვი­ზე­არ აბუ­და­ბი“ და ფრე­ნებს შე­ას­რუ­ლებს აბუ დაბი - ქუ­თა­ი­სი - აბუ და­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით კვი­რა­ში 2 სიხ­ში­რით. მთლი­ა­ნო­ბა­ში გვაქვს შემ­დე­გი სუ­რა­თი, რომ დღე­ვან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით, რე­გუ­ლა­რუ­ლი სამ­გზავ­რო ფრე­ნე­ბი მარ­ტის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა კვი­რა­ში, და­ახ­ლო­ე­ბით, 70 ფრე­ნა სხვა­დას­ხვა ავი­ა­კომ­პა­ნი­ის მიერ, ხოლო დღეს მი­ღე­ბუ­ლი გა­ნა­ცხა­დე­ბის მი­ხედ­ვით, ზა­ფხულ­ში ეს იქ­ნე­ბა 200 ფრე­ნა კვი­რა­ში, მა­შინ რო­დე­საც თუნ­დაც გა­სუ­ლი წლის აგ­ვის­ტო­ში ჩვენ გვქონ­და 10-12 სიხ­ში­რე კვი­რა­ში ანუ 7-ჯერ გა­იზ­რდე­ბა ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი ფრე­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა,“ - გა­ნა­ცხა­და თურ­ნა­ვამ.

სიმართლე
11

ძლივს,მოვერიდოთ ცოტა ხანი მაინც ამ ქვე-ყანას,და სამუდამოდ კიდე უფრო აჯობებს 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

ცნობილი გახდა, როდიდან განაახლებს ფრენებს ქუთაისის აეროპორტიდან "ვიზეარი"

ცნობილი გახდა, როდიდან განაახლებს ფრენებს ქუთაისის აეროპორტიდან "ვიზეარი"

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ავიაკომპანია „ვიზეარი“ ქუთაისის აეროპორტიდან ფრენებს მარტის ბოლოს განაახლებს. მისი თქმით, ამ მომენტისთვის არსებული ინფორმაციით, აღნიშნული ავიაკომპანია კვირაში 45 ფრენას 20 მიმართულებით შეასრულებს.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, მარტის განმავლობაში სხვადასხვა ავიაკომპანიის მიერ კვირაში, დაახლოებით, 70 სამგზავრო ფრენა განხორციელდება, ხოლო დღეს მიღებული განაცხადების მიხედვით, ზაფხულში კვირის განმავლობაში 200 ფრენა შესრულდება.

„მოგეხსენებათ, რომ პირველი თებერვლიდან ჩვენ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გავაუქმეთ ე.წ ნოტამი ანუ მოვხსენით ყველანაირი შეზღუდვა საერთაშორისო ფრენებზე, კერძოდ რეგულარულ ფრენებზე. დღესდღეობით გვაქვს შემდეგი სურათი, რომ თებერვლიდან საქართველოს მიმართულებით ფრენები უკვე განაახლეს „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზებმა“ კვირაში 2 სიხშირით, Fly Dubai-მ - კვირაში 4 სიხშირით, Air Arabia-მ - კვირაში 2 სიხშირით, ხოლო, მარტის შუა რიცხვებიდან დაემატება Buta Airways-ი, ეს არის ბაქო-თბილისი-ბაქოს რეისი კვირაში 3 სიხშირით, ეს არის „ლოუქოსთერი“ და ასევე, Air Astana და Fly Aristan. ფრენებზე შეზღუდვების მოხსნის შედეგად, ზოგიერთმა ავიაკომპანიამ გაზარდა ფრენის სიხშირე, მაგალითად „თურქეთის ავიახაზებმა“, რომელიც ახორციელებდა რეისებს კვირაში 3 სიხშირით, ხოლო ამ მომენტისთვის ასრულებს დღეში 2 რეისს. „პეგასუსი“ ფრენებს ახორციელებდა კვირაში მხოლოდ 2 სიხშირით და ამ მომენტისთვის დაფრინავს ყოველდღიურად. „ყატარის ავიახაზებიც“ გადავიდა ყოველდღიურ რეისებზე კვირაში 4 სიხშირით.

„ვიზეარი“, რომელიც ყოველთვის ძალიან დიდ ინტერესს იწვევს, განაახლებს მარტის ბოლოდან ფრენებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან და ამ მომენტისთვის არსებული ინფორმაციით, ფრენებს შეასრულებს 20 მიმართულებით, კვირაში 45 ფრენას. მარტის ბოლოდან საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას დაიწყებს ახალი ავიაკომპანია „ვიზეარ აბუდაბი“ და ფრენებს შეასრულებს აბუ დაბი - ქუთაისი - აბუ დაბის მიმართულებით კვირაში 2 სიხშირით. მთლიანობაში გვაქვს შემდეგი სურათი, რომ დღევანდელი მდგომარეობით, რეგულარული სამგზავრო ფრენები მარტის განმავლობაში განხორციელდება კვირაში, დაახლოებით, 70 ფრენა სხვადასხვა ავიაკომპანიის მიერ, ხოლო დღეს მიღებული განაცხადების მიხედვით, ზაფხულში ეს იქნება 200 ფრენა კვირაში, მაშინ როდესაც თუნდაც გასული წლის აგვისტოში ჩვენ გვქონდა 10-12 სიხშირე კვირაში ანუ 7-ჯერ გაიზრდება ყოველკვირეული ფრენების რაოდენობა,“ - განაცხადა თურნავამ.

"ჰესების წინააღმდეგ ბრძოლამ არნახული მასშტაბები მიიღო... სოცქსელებით ფსევდო-დოკუმენტური ფილმი ვრცელდება..." - მირცხულავას 7 განმარტება ფილმში ასახულ "ტყუილებზე"

"ფანტაზიის ნაყოფია აპოკალიპტური სურათი - მოგონილი ტალღა, რომელმაც შეიძლება დაარტყას დასახლებებს" - რაზე ისაუბრეს დღეს თურნავამ და დავითაშვილმა ცაგერის მოსახლეობასთან

"სასიხარულო ინფორმაცია - ვაქცინირებული ტურისტების პირველი ნაკადი უკვე გამოჩნდა" - ნათია თურნავა