ავტორი:

რა დავალება მისცა პრემიერმა ნამახვანჰესთან დაკავშირებით ნათია თურნავას და ლევან დავითაშვილს?

რა დავალება მისცა პრემიერმა ნამახვანჰესთან დაკავშირებით ნათია თურნავას და ლევან დავითაშვილს?

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ნამახვანჰესთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებულ ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს. მან მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მინისტრებს დაავალა, უშუალოდ ჩავიდნენ ადგილზე და მოსახლეობის წუხილს პირადად გაეცნონ.

ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, შესაძლებელია აღნიშნულ საკითხზე საკომიტეტო მოსმენებიც გაიმართოს.

"მინდა გამოვეხმაურო ნამახვანჰესთან დაკავშირებით მოსახლეობის წუხილს, რომელიც ჩვენს საზოგადებაში გაჩნდა. ბუნებრივია, კითხვები არსებობს და ყველა კითხვას დასაბუთებული, პროფესიონალური პასუხი უნდა გაეცეს.

ვფიქრობ, აუცილებელია მოსახლეობაში ამ კითხვებს უშუალოდ მინისტრების მხრიდანაც გაეცეს პასუხი. ამიტომ, მინდა ვთხოვო ქალბატონ ნათია თურნავას და ასევე, ბატონ ლევან დავითაშვილს, პირადად ჩავიდნენ ადგილზე, მაგალითად, ხვალ.

დაიწყეთ უშუალო კომუნიკაცია მოსახლეობასთან, პირადად გაესაუბრეთ, აუხსენით, თუ რასთან დაკავშირებით აქვთ მათ წუხილი. ასევე, მინდა ვთხოვო ჩვენს მინისტრებს, რომ შესაბამისი საკომიტეტო მოსმენები გამართონ. პარლამენტშიც შეიძლება, ამ საკითხის ირგვლივ დაინტერესებული პირების მონაწილეობით გაიმართოს აღნიშნული მოსმენები, რომ ყველა ცხარე კითხვას პასუხი გაეცეს.

მოგეხსენებათ, ჩვენი ქვეყნისთვის ენერგოდამოუკიდებლობა მთავარი პრიორიტეტია და ამ გამოწვევას ადეკვატურად უნდა ვუპასუხოთ. ისიც კარგად მოგეხსენებათ, რომ წლიდან წლამდე იზრდება იმპორტირებული ელექტროენერგია, პროგნოზები, რომელიც ენერგეტიკის მიმართულებით არსებობს, არის ის, რომ ყოველ წელს მინიმუმ საშუალოდ, 100 მეგავატი სიმძლავრის ჰესი უნდა შენდებოდეს ქვეყანაში, რაც ამ ეტაპზე არ ხორციელდება. აქ ჩვენ უნდა ვიპოვოთ ოქროს შუალედი. ამისთვის აუცილებელია მოსახლეობასთან უშუალო კომუნიკაცია, რომ პასუხგაუცემელი კითხვა არ დარჩეს“,-განაცხადა ღარიბაშვილმა.

კახა კალაძე უცხოეთში იმყოფება, სადაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გადასამოწმებლად გაემგზავრა

"პრეზიდენტმა გადაწყვიტა ერის მამის თუ დედის როლი მოირგოს - ცალსახად მხარეა და არ გამოვა მისგან გამაერთიანებელი" - ზურაბ ჯაფარიძე

"არის საკმაოდ სერიოზული ძიება, რომ საკითხები, რაც ოპოზიციას ჰქონდა დაყენებული, იქნას მიღწეული" - რაზე ისაუბრეს "ლელოს" ლიდერებმა აშშ-სა და ევროკავშირის ელჩებთან