საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ზაზა სარალიძე ამ ბავშვზე "კუპრავას გამოძიებით" ახირდა" - მიხეილ კალანდიას ადვოკატი სტრასბურგის სასამართლოში საჩივარს გზავნის
"ზაზა სარალიძე ამ ბავშვზე "კუპრავას გამოძიებით" ახირდა" - მიხეილ კალანდიას ადვოკატი სტრასბურგის სასამართლოში საჩივარს გზავნის

და­ვით სა­რა­ლი­ძის გან­ზრახ, ჯგუ­ფუ­რად და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჩა­დე­ნილ მკვლე­ლო­ბა­ში მსჯავ­რდე­ბულ მი­ხე­ილ კა­ლან­დი­ას ად­ვო­კა­ტი ზუ­რაბ თო­დუა სა­ჩი­ვარს სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს­თვის ამ­ზა­დებს. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" თო­დუ­ამ გა­ნუ­ცხა­და. რო­გორც ად­ვო­კა­ტი გან­მარ­ტავს, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ სა­ა­მარ­თლო­ში სა­ჩი­ვარს რამ­დე­ნი­მე დღე­ში გაგ­ზავ­ნის.

თო­დუ­ას თქმით, სა­ჩი­ვარ­ში ყუ­რა­დღე­ბას იმ დაღ­ვე­ვებ­ზე გა­ა­მახ­ვი­ლებს, რო­მელ­საც კა­ლან­დი­ას მი­მართ ად­გი­ლი ჰქონ­და. ად­ვო­კა­ტის გან­მარ­ტე­ბით, სა­ჩი­ვა­რი ეხე­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი კონ­ვენ­ცი­ის მე-6 მუხ­ლის 1-ლი პა­რაგ­რა­ფით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­მარ­თლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლო უფ­ლე­ბის დარ­ღვე­ვას. თო­დუა მი­იჩ­ნევს, რომ კა­ლან­დი­ას ეს უფ­ლე­ბა და­ერ­ღვა ყვე­ლა ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლო­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით, კი, ეს დარ­ღვე­ვა უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­ში აი­სა­ხა.

ზუ­რაბ თო­დუა ასე­ვე გა­მო­ეხ­მა­უ­რა სა­რა­ლი­ძის საქ­მე­ზე და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვა­ზე მსჯავ­რდე­ბულ დაჩი ღლონ­ტის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას და აღ­ნიშ­ნა, რომ თუკი, დაჩი ღლონ­ტის საქ­მე­ზე, ასე­ვე, საქ­მე­ში ერთ-ერთი ფი­გუ­რან­ტის, გი­ორ­გი მე­ნაბ­დის დაჭ­რის ფაქ­ტზე ობი­ექ­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბა წა­რი­მარ­თე­ბა, ეს კა­ლან­დი­ას საქ­მეს და­ან­გრევს.

"დაჩი ღლონ­ტი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. მას და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვი­სათ­ვის 3 წელი ჰქონ­და მის­ჯი­ლი. ის არის პირი, რო­მე­ლიც და­თუ­ნა სა­რა­ლი­ძეს ბო­ლომ­დე და­უდ­გა გვერ­დით, დაჭ­რილს სას­წრა­ფოს მოს­ვლამ­დე პატ­რო­ნობ­და. ამ დროს, ყვე­ლა მისი კლა­სე­ლი შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან გა­იქ­ცა. ამ ბავ­შვის და­პა­ტიმ­რე­ბა ზაზა სა­რა­ლი­ძის ახი­რე­ბა იყო. ის და­ჩის­გან კა­ლან­დი­ა­ზე ხე­ლის და­დე­ბას ითხოვ­და. არა­და, ღლონ­ტი სა­ჯა­რო­დაც ეუბ­ნე­ბო­და - რაც არ მი­ნა­ხავს, რო­გორ ვთქვაო. ზაზა სა­რა­ლი­ძე ამ ბავ­შვზე "კუპ­რა­ვას გა­მო­ძი­ე­ბით" ახირ­და. კუპ­რა­ვამ ჩა­წე­რა ის ფა­რუ­ლად, სა­დაც ათ­ქმე­ვი­ნა, რომ მან იცო­და, რომ მძი­მე და­ნა­შა­უ­ლი მოხ­და, მაგ­რამ პო­ლი­ცი­ა­ში არ გა­ნა­ცხა­და, ანუ და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვა „გა­უ­ჩა­ლი­ჩა“ მის­თვის სა­სურ­ვე­ლი ჩვე­ნე­ბის მი­უ­ცემ­ლო­ბის გამო. ასე­თი და­ნა­შა­უ­ლი იმ დღეს მი­ნი­მუმ, 34 მოწ­მეს აქვს ჩა­დე­ნი­ლი, თუმ­ცა, არც ერთი პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მუ­ლი არ არის. ობი­ექ­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბა დაჩი ღლონ­ტის საქ­მე­ზე კა­ლან­დი­ას საქ­მეს დაშ­ლის.

საქ­მე­ში დევს ერთი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა - გუგა ბარ­ბა­ქა­ძის ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რი, რო­მე­ლიც სა­სა­მარ­თლოს და­კა­ნო­ნე­ბუ­ლი აქვს, სა­დაც ეს მოწ­მე - და­დუ­ნაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბი­სათ­ვის გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი ამ­ბობს, რომ ის ჩხუბ­ში მა­შინ ჩა­ერ­თო, რო­დე­საც და­ი­ნა­ხა, თუ რო­გორ და­არ­ტყეს გი­ორ­გი მე­ნაბ­დეს ზურ­გში დანა. ეს ბიჭი, ვინც მე­ნაბ­დე დაჭ­რა, გუგა ბარ­ბა­ქა­ძეს დე­ტა­ლუ­რად ჰყავს აღ­წე­რი­ლი, მისი ამოც­ნო­ბა არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ იყო გა­მო­ძი­ე­ბი­სათ­ვის, რამ­დე­ნი­მე ვი­დე­ო­ზეა ასა­ხულ-და­ხა­ტუ­ლი. საქ­მე იმა­შია, რომ ეს აღ­წე­რი­ლო­ბა ძა­ლი­ან ჰგავს და­ჩის. მე­ნაბ­დის დაჭ­რის საქ­მე მოჩ­ვე­ნე­ბი­თა­დაა გა­მო­ძი­ე­ბა­ში, ფაქ­ტობ­რი­ვად, თა­რო­ზეა შეგ­დე­ბუ­ლი და არა­ვინ იძი­ებს.

კა­ლან­დი­ას საქ­მე­ზე არც ერ­თმა სა­სა­მარ­თლომ არ იმ­სჯე­ლა ამ ფა­რულ, კა­ნო­ნი­ე­რად მო­პო­ვე­ბულ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­ზე. სა­ინ­ტერ­სოა რა­ტომ - ამ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა დრო­ე­ბით­მა სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ამ რე­კო­მენ­და­ცი­ით აუკ­რძა­ლა - თავი შე­ი­კა­ვე­თო, უთხრა გა­მო­ძი­ე­ბას, სა­სა­მარ­თლოს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ყვე­ლა­ზე არ­სე­ბი­თი გა­რე­მო­ე­ბა რჩე­ბა კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ - რას აფუ­ჭებ­და მე­ნაბ­დე ფარ­დულ­ში ისეთს, რო­მელ­მაც სა­რა­ლი­ძის ბავ­შვო­ბის მე­გობ­რის ასე­თი აგ­რე­სია გა­მო­იწ­ვია, რა­ტომ არ იქნა ეს აგ­რე­სია კა­ლან­დი­ას მი­მართ მი­მარ­თუ­ლი, ვი­ნა­ი­დან, იმ დროს, მე­ნაბ­დის დამ­ჭრე­ლი კა­ლან­დი­ას­თან უფრო ახ­ლოს იმ­ყო­ფე­ბო­და, ვიდ­რე მე­ნაბ­დე.

მოკ­ლედ, დაჩი ღლონ­ტი მთე­ლი ეს დრო ცი­ხე­ში პო­ლი­ტი­კუ­რი გა­რი­გე­ბით შემ­დგა­რი გა­ნა­ჩე­ნით იჯდა. რო­დე­საც გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ საქ­მე გა­და­ი­ბა­რა, ზაზა სა­რა­ლი­ძე ერთ-ერთ მო­თხოვ­ნად დაჩი ღლონ­ტის და­პა­ტიმ­რე­ბა­საც ასა­ხე­ლებ­და, ანუ ყო­ველ­გვა­რი სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვლის გა­რე­შე, „გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი კუპ­რა­ვა“ და მის­გან მარ­თუ­ლი ზაზა სა­რა­ლი­ძე იმე­დოვ­ნებ­დნენ, ცი­ხე­ში მა­ინც შე­იძ­ლე­ბა ალა­პა­რაკ­დე­სო. ამ უნი­ა­თო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, თუნ­დაც, ამ საქ­მის ობი­ექ­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბა, და­არ­ღვევს კა­ლან­დი­ას საქ­მეს. ამი­ტომ არ მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა მე­ნაბ­დის დაჭ­რის საქ­მე­ზე, დაჩი ღლონ­ტის საქ­მე­ზე და ასე­ვე ხო­რა­ვას ქუ­ჩის საქ­მი­დან გა­მო­ყო­ფილ საქ­მე­ზე, რო­მელ­საც მოწ­მე­ებ­ზე ზე­წო­ლის სა­ხე­ლით თით­ქოს, იძი­ე­ბენ“, - აცხა­დებს თო­დუა.

ცნო­ბის­თვის, და­ვით სა­რა­ლი­ძის ჯგუ­ფუ­რად და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა მი­ხე­ილ კა­ლან­დია 2019 წლის 4 ივ­ნისს და­ა­კა­ვეს. ის თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ დამ­ნა­შა­ვედ ცნო და მას 15 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა შე­უ­ფარ­და, თუმ­ცა, არას­რულ­წლო­ვან­თა მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის კო­დექ­სის თა­ნახ­მად, სას­ჯე­ლი ერთი მე­სა­მე­დით შე­უმ­ცირ­და და სა­ბო­ლო­ოდ, სას­ჯე­ლის სა­ხით 11 წელი და 3 თვე შე­უ­ფარ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ძა­ლა­ში და­ტო­ვა თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ. უზე­ნა­ეს­მა სა­სა­მარ­თლომ კი, სა­კა­სა­ჩიო სა­ჩი­ვა­რი სა­ერ­თოდ და­უშ­ვევბლად მი­იჩ­ნია.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
nata
18

ზაზა სარალიძე, არის ადამიანი, რომელმაც შვილის სიკვდილი. პოპლარობისთვის და პირადი ამბიციებისთვის გამოიყენა. ყოჩარ!!!!!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

"ზაზა სარალიძე ამ ბავშვზე "კუპრავას გამოძიებით" ახირდა" - მიხეილ კალანდიას ადვოკატი სტრასბურგის სასამართლოში საჩივარს გზავნის

"ზაზა სარალიძე ამ ბავშვზე "კუპრავას გამოძიებით" ახირდა" - მიხეილ კალანდიას ადვოკატი სტრასბურგის სასამართლოში საჩივარს გზავნის

დავით სარალიძის განზრახ, ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ მკვლელობაში მსჯავრდებულ მიხეილ კალანდიას ადვოკატი ზურაბ თოდუა საჩივარს სტრასბურგის სასამართლოსთვის ამზადებს. აღნიშნულის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თოდუამ განუცხადა. როგორც ადვოკატი განმარტავს, ადამიანის უფლებათა ევროპულ საამართლოში საჩივარს რამდენიმე დღეში გაგზავნის.

თოდუას თქმით, საჩივარში ყურადღებას იმ დაღვევებზე გაამახვილებს, რომელსაც კალანდიას მიმართ ადგილი ჰქონდა. ადვოკატის განმარტებით, საჩივარი ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პარაგრაფით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლო უფლების დარღვევას. თოდუა მიიჩნევს, რომ კალანდიას ეს უფლება დაერღვა ყველა ინსტანციის სასამართლოში, განსაკუთრებით, კი, ეს დარღვევა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებში აისახა.

ზურაბ თოდუა ასევე გამოეხმაურა სარალიძის საქმეზე დანაშაულის დაფარვაზე მსჯავრდებულ დაჩი ღლონტის გათავისუფლებას და აღნიშნა, რომ თუკი, დაჩი ღლონტის საქმეზე, ასევე, საქმეში ერთ-ერთი ფიგურანტის, გიორგი მენაბდის დაჭრის ფაქტზე ობიექტური გამოძიება წარიმართება, ეს კალანდიას საქმეს დაანგრევს.

"დაჩი ღლონტი გაათავისუფლეს. მას დანაშაულის დაფარვისათვის 3 წელი ჰქონდა მისჯილი. ის არის პირი, რომელიც დათუნა სარალიძეს ბოლომდე დაუდგა გვერდით, დაჭრილს სასწრაფოს მოსვლამდე პატრონობდა. ამ დროს, ყველა მისი კლასელი შემთხვევის ადგილიდან გაიქცა. ამ ბავშვის დაპატიმრება ზაზა სარალიძის ახირება იყო. ის დაჩისგან კალანდიაზე ხელის დადებას ითხოვდა. არადა, ღლონტი საჯაროდაც ეუბნებოდა - რაც არ მინახავს, როგორ ვთქვაო. ზაზა სარალიძე ამ ბავშვზე "კუპრავას გამოძიებით" ახირდა. კუპრავამ ჩაწერა ის ფარულად, სადაც ათქმევინა, რომ მან იცოდა, რომ მძიმე დანაშაული მოხდა, მაგრამ პოლიციაში არ განაცხადა, ანუ დანაშაულის დაფარვა „გაუჩალიჩა“ მისთვის სასურველი ჩვენების მიუცემლობის გამო. ასეთი დანაშაული იმ დღეს მინიმუმ, 34 მოწმეს აქვს ჩადენილი, თუმცა, არც ერთი პასუხისგებაში მიცემული არ არის. ობიექტური გამოძიება დაჩი ღლონტის საქმეზე კალანდიას საქმეს დაშლის.

საქმეში დევს ერთი მტკიცებულება - გუგა ბარბაქაძის ფარული ჩანაწერი, რომელიც სასამართლოს დაკანონებული აქვს, სადაც ეს მოწმე - დადუნაშვილის მკვლელობისათვის გასამართლებული ამბობს, რომ ის ჩხუბში მაშინ ჩაერთო, როდესაც დაინახა, თუ როგორ დაარტყეს გიორგი მენაბდეს ზურგში დანა. ეს ბიჭი, ვინც მენაბდე დაჭრა, გუგა ბარბაქაძეს დეტალურად ჰყავს აღწერილი, მისი ამოცნობა არანაირი პრობლემა არ იყო გამოძიებისათვის, რამდენიმე ვიდეოზეა ასახულ-დახატული. საქმე იმაშია, რომ ეს აღწერილობა ძალიან ჰგავს დაჩის. მენაბდის დაჭრის საქმე მოჩვენებითადაა გამოძიებაში, ფაქტობრივად, თაროზეა შეგდებული და არავინ იძიებს.

კალანდიას საქმეზე არც ერთმა სასამართლომ არ იმსჯელა ამ ფარულ, კანონიერად მოპოვებულ მტკიცებულებაზე. საინტერსოა რატომ - ამ მტკიცებულების გამოყენება დროებითმა საგამოძიებო კომისიამ რეკომენდაციით აუკრძალა - თავი შეიკავეთო, უთხრა გამოძიებას, სასამართლოს. აქედან გამომდინარე, ყველაზე არსებითი გარემოება რჩება კითხვის ნიშნის ქვეშ - რას აფუჭებდა მენაბდე ფარდულში ისეთს, რომელმაც სარალიძის ბავშვობის მეგობრის ასეთი აგრესია გამოიწვია, რატომ არ იქნა ეს აგრესია კალანდიას მიმართ მიმართული, ვინაიდან, იმ დროს, მენაბდის დამჭრელი კალანდიასთან უფრო ახლოს იმყოფებოდა, ვიდრე მენაბდე.

მოკლედ, დაჩი ღლონტი მთელი ეს დრო ციხეში პოლიტიკური გარიგებით შემდგარი განაჩენით იჯდა. როდესაც გიორგი გახარიამ საქმე გადაიბარა, ზაზა სარალიძე ერთ-ერთ მოთხოვნად დაჩი ღლონტის დაპატიმრებასაც ასახელებდა, ანუ ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, „გამომძიებელი კუპრავა“ და მისგან მართული ზაზა სარალიძე იმედოვნებდნენ, ციხეში მაინც შეიძლება ალაპარაკდესო. ამ უნიათო ხელისუფლებაში, თუნდაც, ამ საქმის ობიექტური გამოძიება, დაარღვევს კალანდიას საქმეს. ამიტომ არ მიმდინარეობს გამოძიება მენაბდის დაჭრის საქმეზე, დაჩი ღლონტის საქმეზე და ასევე ხორავას ქუჩის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე, რომელსაც მოწმეებზე ზეწოლის სახელით თითქოს, იძიებენ“, - აცხადებს თოდუა.

ცნობისთვის, დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა მიხეილ კალანდია 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს. ის თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდა და საბოლოოდ, სასჯელის სახით 11 წელი და 3 თვე შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომ. უზენაესმა სასამართლომ კი, საკასაჩიო საჩივარი საერთოდ დაუშვევბლად მიიჩნია.

"ვინც არ უნდა დაისაჯოს, დათოს გაცოცხლება ვერ მოხდება... თუმცა ოჯახს ექნება, თუნდაც მცირედი სამართლიანობის განცდა" - ნესტან ლონდარიძე

"ყველამ იცის, რომ ჩემს შვილს ხელში არაფერი ეკავა, თავადაც დაჭრილი იყო იმ დღეს" - რას ამბობს სარალიძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულის დედა?

"ალბათ, ბრალდება მივიდა პოზიციამდე, რომ შესაძლოა, მენაბდეს ჰქონოდა ხელში დანა, რომლითაც სარალიძეს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს" - კალანდიას ადვოკატი