საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
პოლიტიკა
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი უფრო ერიდებოდათ, საწყალი რეზო კი შეკლული ჰყავდათ" -  ნინიკოსა და კოკას სიყვარულის ისტორია წლების მერე, როცა ისევ "დარაბებს მიღმა გაზაფხულია"
"ჩემი უფრო ერიდებოდათ, საწყალი რეზო კი შეკლული ჰყავდათ" -  ნინიკოსა და კოკას სიყვარულის ისტორია წლების მერე, როცა ისევ "დარაბებს მიღმა გაზაფხულია"

მრა­ვა­ლი გა­ზა­ფხუ­ლი და შე­მოდ­გო­მა მი­ი­ლია მას შემ­დეგ, უამ­რა­ვი რამ მოხ­და, თა­ო­ბე­ბი შე­იც­ვა­ლა, მაგ­რამ სპექ­ტაკ­ლი, რო­მე­ლიც ქარ­თველ­მა მა­ყუ­რე­ბელ­მა 1970-იან წლებ­ში იხი­ლა, კვლავ ახ­სოვთ და უყ­ვართ, და არა მარ­ტო მათ, იმ სა­უ­კუ­ნე­ში და­ბა­დე­ბუ­ლებს, არა­მედ იგი კომ­პი­უ­ტე­რი­სა და სმარ­ტფონ-აი­ფონ-ან­დრო­ი­დე­ბის თა­ო­ბის­თვი­საც კი ძვირ­ფა­სი გახ­და.

ის ჩემი უსაყ­ვარ­ლე­სი სპექ­ტაკ­ლიც იყო, იყო და არის კი­დეც თა­ვის გმი­რე­ბი­ან-შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი­ა­ნად. ახლა კი­დევ ერთი გა­ზა­ფხუ­ლი დად­გა და, ვიდ­რე პან­დე­მი­ის გამო ჩვენს თე­ატ­რებს თა­ვი­სი "და­რა­ბე­ბი“ ჯერ არ გა­უხ­სნი­ათ, კი­დევ ერთხელ მინ­და, იმე­დი­სა და სიყ­ვა­რუ­ლის და­რა­ბე­ბი გა­ვა­ღოთ და ტკბი­ლი მო­გო­ნე­ბე­ბით გა­ვიხ­სე­ნოთ სწო­რედ ის სპექ­ტაკ­ლი - დრა­მა­ტურგ ლაშა თა­ბუ­კაშ­ვი­ლის პი­ე­სა­ზე დად­გმუ­ლი "და­რა­ბებს მიღ­მა გა­ზა­ფხუ­ლია“, რო­მე­ლიც პი­ე­სი­ან-წარ­მოდ­გე­ნი­ა­ნად უსა­ზღვროდ შე­იყ­ვა­რა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ. სპექ­ტაკ­ლი თით­ქმის ერ­თდრო­უ­ლად და­იდ­გა კი­ნომ­სა­ხი­ობ­თა თე­ატ­რი­სა და რუს­თა­ვის თე­ატ­რის სცე­ნებ­ზე, პრე­მი­ე­რა მცი­რე ხნით და­ას­წრო პირ­ველ­მა მათ­გან­მა. ორი­ვე­გან მთა­ვარ პერ­სო­ნა­ჟებს ახალ­გაზ­რდა და თა­ნაც - ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი მსა­ხი­ო­ბე­ბი გა­ნა­სა­ხი­ე­რებ­დნენ - ნი­ნე­ლი ჭანკვე­ტა­ძე-ზაზა მი­ქა­შა­ვი­ძი­სა და ეკა ქუ­თა­თე­ლა­ძე-რეზო ჩხიკ­ვიშ­ვი­ლის წყვი­ლე­ბი. ამ­ჯე­რად ჩემი ფა­ვო­რი­ტი დად­გმა - რუს­თა­ვის თე­ატ­რის "და­რა­ბებს მიღ­მა გა­ზა­ფხუ­ლია“ მინ­და გა­ვიხ­სე­ნოთ, სწო­რედ ის დად­გმა, რო­მელ­მაც მარ­თლაც უკ­ვდა­ვე­ბა მო­ი­პო­ვა. ალ­ბათ, ამას იმა­ნაც შე­უ­წყო ხელი, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­ლე­ვი­ზი­ის პირ­ვე­ლი არ­ხის რე­ჟი­სორ­მა პა­ა­ტა ფან­ცუ­ლა­ი­ამ რუს­თა­ვის დად­გმის ტე­ლე­ვერ­სი­აც გა­და­ი­ღო... თუმ­ცა, შე­საძ­ლოა, ისევ და ისევ იმი­ტომ, რომ, ჩემი არ იყოს, მის­თვი­საც ეს ვერ­სია აღ­მოჩ­ნდა სა­უ­კე­თე­სო.

ან­ზორ ქუ­თა­თე­ლა­ძე ქა­ლიშ­ვილ­თან ერ­თად

მო­გო­ნე­ბე­ბის გა­ცო­ცხლე­ბა მისი მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟის - ნი­ნი­კოს რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბელს, მსა­ხი­ობ­სა და თე­ატ­რი­სა და კი­ნოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის მე­ტყვე­ლე­ბის პე­და­გოგს - ეკა ქუ­თა­თე­ლა­ძეს ვთხო­ვე. იმ­ხა­ნად რუს­თა­ვის თე­ატრს ეკას მამა - რე­ჟი­სო­რი ან­ზორ ქუ­თა­თე­ლა­ძე ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. სწო­რედ მან მი­იწ­ვია, ფაქ­ტობ­რი­ვად, მსა­ხი­ო­ბე­ბის გა­რე­შე დარ­ჩე­ნილ რუს­თა­ვის თე­ატ­რში ახალ­გაზ­რდა მსა­ხი­ო­ბე­ბი - რე­ჟი­სორ გიზო ჟორ­და­ნი­ას მთე­ლი ჯგუ­ფი, რო­მელ­საც მომ­დევ­ნო წელს ლილი იო­სე­ლი­ა­ნის კურსგავ­ლი­ლი ახალ­გაზ­რდა მსა­ხი­ო­ბი - უსიმ­პა­თი­უ­რე­სი რეზო ჩხიკ­ვიშ­ვი­ლიც შე­უ­ერ­თდა.

ეკა ქუ­თა­თე­ლა­ძე:

- მამა ცდი­ლობ­და, ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის გზა გა­ეხ­სნა. სპექ­ტაკ­ლის რე­ჟი­სო­რი, მიშა ბუ­კი­აც ახალ­გაზ­რდა იყო და - პი­ე­სის ავ­ტო­რი ლაშა თა­ბუ­კაშ­ვი­ლიც, მოკ­ლედ, ახალ­გაზ­რდუ­ლი გუნ­დი შე­იკ­რა და, ფაქ­ტობ­რი­ვად, ერთი თა­ო­ბა ვი­ყა­ვით.

მა­ო­ცებს და ვერ ამიხ­სნია, რა­ტომ, მაგ­რამ სპექ­ტაკლმა "და­რა­ბებს მიღ­მა გა­ზა­ფხუ­ლია“ უდი­დე­სი პო­პუ­ლა­რო­ბა და სიყ­ვა­რუ­ლი მარ­თლაც დღემ­დე შე­ი­ნარ­ჩუ­ნა. მთა­ვარ გმი­რებს - კო­კა­სა და ნი­ნი­კოს რეზო ჩხიკ­ვიშ­ვი­ლი და მე ვა­სა­ხი­ე­რებ­დით, კო­კას ბე­ბი­ის როლ­ში კი ქალ­ბა­ტო­ნი ია ხო­ბუა იყო. სპექ­ტაკლზე ცხრა თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ვმუ­შა­ობ­დით. სულ სხვა­დას­ხვა ვა­რი­ან­ტე­ბი ჩნდე­ბო­და. იმპრო­ვი­ზა­ცი­ა­შიც თა­ვი­სუფ­ლე­ბი ვი­ყა­ვით და მი­შაც პი­ე­სას ხან თა­ვი­დან იწყებ­და, ხან ბო­ლო­დან... მერე ბო­ლო­ზე შე­ჩერ­და. მოქ­მე­დე­ბა იწყე­ბო­და მო­ნო­ლო­გით და მერე შე­მო­დი­ო­და ჩემი გმი­რი - ნი­ნი­კო, რო­გორც მოჩ­ვე­ნე­ბა. მხო­ლოდ ამის შემ­დეგ ვი­თარ­დე­ბო­და ამ­ბა­ვი. სწო­რედ ეს ვერ­სია წარ­ვუდ­გი­ნეთ რე­პე­ტი­ცი­ა­ზე მო­სულ დრა­მა­ტურგს - ლაშა გა­და­ი­რია, გაბ­რაზ­და და გაგ­ვექ­ცა, - ეს ჩემი პი­ე­სა არ არი­სო. მა­ლე­ვე შე­მო­ვი­რი­გეთ - გა­და­ვა­ლა­გეთ ეპი­ზო­დე­ბი და ერთი კვი­რის შემ­დეგ მო­სულ­მა ლა­შამ მი­ი­ღო ის ვა­რი­ან­ტი, რაც შემ­დეგ გან­ვი­თარ­და, რაც მა­ყუ­რე­ბელ­მაც იხი­ლა და ასეთ დიდ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წია.

კი­დევ რა მიკ­ვირს, იცით? ამ­დე­ნი წელი გა­ვი­და და წე­სით, არა­ვინ უნდა მცნობ­დეს, არა­და, ახ­ლაც მცნო­ბენ ჩემი თა­ო­ბის ხალ­ხიც და ჩემ­ზე უმ­ცრო­სე­ბიც. ვფიქ­რობ, ამ სპექ­ტაკ­ლით მათ ახ­სენ­დე­ბათ თა­ვი­სი გან­ვლი­ლი წლე­ბი, და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი, ალ­ბათ - სიყ­ვა­რუ­ლიც და ის, თუ რა ბედ­ნი­ე­რე­ბი იყ­ვნენ მა­შინ, როცა მო­დი­ოდ­ნენ ჩვე­ნი სპექ­ტაკ­ლის სა­ნა­ხა­ვად. გულ­წრფე­ლად მიკ­ვირს, რო­გორ მცნო­ბენ... მეც ხომ შე­ვიც­ვა­ლე. შარ­შან, ვიდ­რე პან­დე­მია და­ი­წყე­ბო­და, გორ­ში გას­ვლი­თი ლექ­ცი­ა­სა­ვით გვქონ­და - თე­ატ­რი­სა და კი­ნოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის ჩემი სტუ­დენ­ტე­ბი მყავ­და წაყ­ვა­ნი­ლი, ბა­ტო­ნი სოსო ნემ­სა­ძის ჯგუ­ფი იყო და გო­რის კო­მე­დი­ის ფეს­ტი­ვალ­ზე მე­ტყვე­ლე­ბის მას­ტერკლა­სი ჩა­ვა­ტა­რეთ. გა­რეთ რომ გა­მო­ვე­დით, ერ­თმა ქალ­მა თა­ვი­სი შვი­ლი მო­იყ­ვა­ნა, ჩემ­ზე მი­უ­თი­თა და უთხრა, - დე­დი­კო, ეს არის ის გოგო, მთა­ვა­რი რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი, მე რომ სპექ­ტაკ­ლი გა­ყუ­რე­ბი­ნეო. ამან ძა­ლი­ან იმოქ­მე­და ჩემ­ზე და, სხვა­თა შო­რის, ჩემს სტუ­დენ­ტებ­ზეც, რომ­ლე­ბიც გარს შე­მოგ­ვეხ­ვივ­ნენ. გული ისე ამი­ჩუყ­და, ცრემ­ლე­ბიც კი წა­მო­მი­ვი­და. იმ ქალ­მა მი­თხრა, ვი­ცო­დი, ჩა­მო­სუ­ლე­ბი რომ იყა­ვით და მინ­დო­და ჩემს შვილს ცო­ცხლად ენა­ხე­თო. არა­და, იმის გარ­და კი­დევ ბევ­რი როლი მაქვს ნა­თა­მა­შე­ბი, მაგ­რამ ყვე­ლას მა­ინც ნი­ნი­კო ახ­სოვს.

- ალ­ბათ, იმი­ტომ, რომ ის სპექ­ტაკ­ლი იმ პე­რი­ო­დის­თვის ერთ-ერთი პირ­ვე­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე წარ­მოდ­გე­ნა იყო, ახალ­გაზ­რდა ქარ­თვე­ლი დრა­მა­ტურ­გის მიერ იმ ეპო­ქის ქარ­თვე­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის ცხოვ­რე­ბა-ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი - სცე­ნა­ზე გად­მო­ტა­ნი­ლი. მა­ნამ­დე, ხომ, ძი­რი­თა­დად, კლა­სი­კო­სე­ბი იდ­გმე­ბო­და.

- მარ­თა­ლია, თუმ­ცა ეს სპექ­ტაკ­ლი დღე­ვან­დელ ახალ­გაზ­რდებ­საც მოს­წონთ და უყუ­რე­ბენ, ასე გა­მო­დის თუნ­დაც, ამ მა­გა­ლი­თი­დან.

არ­ცთუ დიდი ხნის წინ უჩ­ვე­ნეს ეს სპექ­ტაკ­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ით და სულ სხვა თვა­ლით შევ­ხე­დე. ადრე ჩვე­უ­ლებ­რივ ვთა­მა­შობ­დი და მა­ყუ­რებ­ლის ემო­ცი­ას, აპ­ლო­დის­მენ­ტებ­საც ჩვე­უ­ლებ­რივ ვი­ღებ­დი, ახლა აშ­კა­რად სხვაგ­ვა­რად და­ვი­ნა­ხე, არა იმ გან­ცდით, რომ იქ მე ვას­რუ­ლებ­დი კონ­კრე­ტულ როლს, არა­მედ - მა­ყუ­რებ­ლის თვა­ლით და მო­მე­წო­ნა - თურ­მე, რა კარ­გი ყო­ფი­ლა.

- და­უ­ვი­წყა­რი და გა­მორ­ჩე­უ­ლად საყ­ვა­რე­ლიც სწო­რედ თქვე­ნი - რუს­თა­ვის თე­ატ­რის დად­გმა აღ­მოჩ­ნდა.

- რა­ტომ­ღაც ასე მოხ­და. მახ­სოვს, სპექ­ტაკ­ლის პრე­მი­ე­რი­დან წლე­ბის შემ­დეგ ერთ დღეს, უგუ­ნე­ბოდ მყო­ფი, სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სი­ში ავე­დი და რას ვხე­დავ! - მძღოლს ამ სპექ­ტაკ­ლი­დან ჩემი ფოტო არ აქვს სა­ლონ­ში გაკ­რუ­ლი? გვერდს კი სტა­ლი­ნის ფოტო მიმ­შვე­ნებ­და (იცი­ნის). მთე­ლი გზა თავ­ჩა­ღუ­ნუ­ლი ვი­ჯე­ქი, მძღო­ლი მხო­ლოდ ჩას­ვლი­სას და­მაკ­ვირ­და და გა­შეშ­და. - ვა­ი­მე, ეს თქვენ ხარ­თო? - უცებ გა­მო­ფხიზ­ლდა და აღელ­ვე­ბულ­მა მგზავ­რებ­თან წარ­მად­გი­ნა: ეს ჩემი სიყ­ვა­რუ­ლი­აო! უხერ­ხუ­ლო­ბის­გან არ ვი­ცო­დი, სად წავ­სუ­ლი­ყა­ვი... ასე­თი რამ ხში­რად ხდე­ბო­და ქუ­ჩა­ში, ბა­ზარ­ში და ნე­ბის­მი­ე­რი თავ­შეყ­რის ად­გი­ლას.

მეც და რე­ზო­საც ეს სპექ­ტაკ­ლი სა­უ­კე­თე­სო მო­გო­ნე­ბად დაგ­ვრჩა. ქალ­ბა­ტო­ნი ია ხო­ბუა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მსა­ხი­ო­ბი და უსაყ­ვარ­ლე­სი ადა­მი­ა­ნი იყო. მის­გან ბევ­რი რამ ვის­წავ­ლე. ერ­თად მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო მო­ვი­ა­რეთ...

მახ­სოვს, ერთხელ რუს­თა­ვის მა­მა­კაც­თა კო­ლო­ნი­ა­ში, ძა­ლი­ან პა­ტა­რა ოთახ­ში ვთა­მა­შობ­დით, ორი ნა­ბი­ჯი გვა­შო­რებ­და მა­ყუ­რე­ბელ­თან. ოთახ­ში ყვე­ლა ასა­კის მა­ყუ­რე­ბე­ლი იჯდა და გა­სუ­სუ­ლი გვის­მენ­და. არ ვიცი, იმ წუ­თას ისი­ნი რას ფიქ­რობ­დნენ - ჩვენ­თან ერ­თად გა­ნიც­დიდ­ნენ, თა­ვი­ან­თი ამ­ბე­ბი ახ­სენ­დე­ბო­დათ თუ არა, მაგ­რამ მათი თვა­ლე­ბი არ მა­ვი­წყდე­ბა - ღვა­რად მოს­დი­ო­დათ ცრემ­ლი. სპექ­ტაკ­ლის ბო­ლოს ქან­ცგა­წყვე­ტი­ლე­ბი ვი­ყა­ვით, ბო­ლომ­დე და­ვი­ხარ­ჯეთ, პა­ტიმ­რე­ბი კი ბად­რაგს ეხ­ვე­წე­ბოდ­ნენ, სტუმ­რე­ბის წას­ვლამ­დე არ გაგ­ვიყ­ვა­ნო­თო. რა თქმა უნდა, მა­ინც წა­იყ­ვა­ნეს, ჩვენ კი უდი­დე­სი ემო­ცი­ით წა­მო­ვე­დით სა­პყრო­ბი­ლი­დან.

სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა კუ­თხი­დან გვწერ­დნენ წე­რი­ლებს ქა­ლე­ბი, ბავ­შვე­ბი, კა­ცე­ბი, გვიხ­სნიდ­ნენ სიყ­ვა­რულს, გვი­ზი­ა­რებ­დნენ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებს. ტე­ლე­ვი­ზი­ის თე­ატ­რა­ლურ რე­დაქ­ცი­ა­ში, რო­მე­ლიც, სამ­წუ­ხა­როდ, დღეს აღარ არ­სე­ბობს, წე­რი­ლე­ბით სავ­სე ტომ­რე­ბიც კი ეწყოთ. მახ­სოვს კი­დევ, ქარ­თლის ერთ-ერთ სო­ფელ­ში სპექ­ტაკ­ლის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას შუქი ჩაგ­ვიქ­რა. იმ­ხა­ნად ასე­თი რამ თით­ქმის არ ხდე­ბო­და. მა­ყუ­რებ­ლით სავ­სე, ჩაბ­ნე­ლე­ბულ დარ­ბაზ­ში ბუ­ზის გაფ­რე­ნას გა­ი­გო­ნებ­დით - ყვე­ლა მოთ­მი­ნე­ბით ელო­და შუ­ქის მოს­ვლას. მე და ქალ­ბა­ტო­ნი ია ხო­ბუა სცე­ნას შე­მოვ­რჩით - იმ ეპი­ზოდ­ზე შევ­ჩერ­დით, ნი­ნი­კო და კო­კას ბე­ბია ფინ­ჯან ჩაის რომ მი­ირ­თმე­ვენ და ნი­ნი­კოს გან­ცდებ­ზე სა­უბ­რო­ბენ. გვე­გო­ნა, მა­ყუ­რე­ბელს ლო­დი­ნი მო­ბეზ­რდე­ბო­და, მაგ­რამ კარ­გა ხნის შემ­დეგ წა­ვიდ­ნენ, ლამ­პე­ბი მო­ი­ტა­ნეს, სცე­ნა­ზე დად­გეს და ასე და­ვას­რუ­ლეთ სპექ­ტაკ­ლი.

ერთ ზა­ფხულს ბა­თუმ­სა და ქო­ბუ­ლეთ­ში გვქონ­და გას­ტრო­ლი. ხელ­ზე ძირ­მა­გა­რა გა­მო­მი­ვი­და და 40 გრა­დუ­სამ­დე ამი­წია ტემ­პე­რა­ტუ­რამ. არა­და, ბი­ლე­თე­ბი გა­ყი­დუ­ლი იყო, ქო­ბუ­ლე­თის დარ­ბა­ზი - გა­და­ჭე­დი­ლი, ამი­ტომ ვე­რა­ფერს შევ­ცვლი­დით. სპექ­ტაკ­ლის წინ რეზო გა­ვაფრ­თხი­ლე, ხელ­ზე არ შე­მე­ხო-მეთ­ქი. იმ ეპი­ზოდ­ში, რო­დე­საც ნი­ნი­კო კო­კას ფეხ­მძი­მო­ბის ამ­ბავს უჟღავ­ნებს, ჩანს, რეზო იმ­დე­ნად შე­იჭ­რა როლ­ში, რომ ჩემი ძირ­მა­გა­რა სა­ერ­თოდ და­ა­ვი­წყდა, ხელი და­მავ­ლო და... ტახ­ტზე გულ­წა­სუ­ლი მი­ვეს­ვე­ნე. რე­ზოც მიხ­ვდა, ცუ­დად იყო საქ­მე, ცდი­ლობ­და, გა­მო­ვე­ფხიზ­ლე­ბი­ნე "ეკა-ნი­ნოს“ ძა­ხი­ლით, ბო­ლოს წყა­ლიც და­მას­ხა, აზ­რზე მო­ვე­დი და, - გა­მოხ­ვალ გა­რეთ და გიჩ­ვე­ნებ სე­ირს-მეთ­ქი, და­ვე­მუქ­რე. ძლივს და­ვას­რუ­ლე ის სპექ­ტაკ­ლი. რა თქმა უნდა, მა­ყუ­რე­ბელს არა­ფე­რი შე­უმ­ჩნე­ვია.

- რო­გო­რი პარტნი­ო­რი იყო რეზო?

- მგო­ნი, კარ­გი პარტნი­ო­რო­ბა გა­ვუ­წი­ეთ ერ­თმა­ნეთს, თა­ნაც ეს პირ­ვე­ლი ერ­თობ­ლი­ვი ნა­მუ­შე­ვა­რი არც იყო, მა­ნამ­დე სპექ­ტაკლ "თო­ლი­ა­შიც“ ერ­თად ვი­ყა­ვით. მაგ­რამ "და­რა­ბე­ბი“ მა­ინც სხვა იყო. ხან­და­ხან მას დღე­ში სამ­ჯე­რაც ვთა­მა­შობ­დით. რუს­თა­ვის თე­ატ­რში ერთხანს რე­მონ­ტი იყო და მის უკან მდე­ბა­რე კი­ნო­თე­ატ­რში ვა­ტა­რებ­დით სპექ­ტაკ­ლებს, ასე რომ, წარ­მოდ­გე­ნე­ბი კი­ნო­სე­ან­სე­ბი­ვით ეწყო­ბო­და. ბო­ლოს ერ­თმა­ნეთს ლა­მის, ვე­ღარ ვი­ტან­დით. ხან­და­ხან სპექ­ტაკ­ლის შემ­დეგ შე­ნო­ბი­და­ნაც კი გვა­პა­რებ­დნენ ხოლ­მე, ქუ­ჩა­ში კი მუ­დამ თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბის ამა­ლა დაგ­ვყვე­ბო­და. რად­გან გა­თხო­ვი­ლი ვი­ყა­ვი, ჩემი უფრო ერი­დე­ბო­დათ, სა­წყა­ლი რეზო კი შეკ­ლუ­ლი ჰყავ­დათ - ხან სა­ხან­ძროს უგ­ზავ­ნიდ­ნენ შინ და ხან სას­წრა­ფოს (იცი­ნის).

- მგო­ნი, თქვენ და რე­ზოს ჭო­რე­ბიც გა­გივ­რცე­ლეს, ხომ?

- რო­გორ არა. ად­რეც მაქვს მო­ყო­ლი­ლი. იმ პე­რი­ოდ­ში აღარ ვთა­მა­შობ­დი, რად­გან მე­ო­რე შვილ­ზე - აჩი­კო­ზე უკვე მე­ცხრე თვე­ში ვი­ყა­ვი. იმ­ხა­ნად ჩემი მული მუ­სი­კა­ლურ ტექ­ნი­კუმ­ში სწავ­ლობ­და. ერთ დღეს, შეს­ვე­ნე­ბის პე­რი­ოდ­ში გო­გო­ნე­ბი ერ­თად მსხდა­რან. ამ დროს მი­სუ­ლა ვი­ღაც, ვინც არ იცო­და, იმ გო­გო­ნე­ბი­დან ერთი ჩემი მული რომ იყო და გა­მო­უ­ცხა­დე­ბია, - ახა­ლი ამ­ბა­ვი მაქვს, ჩემი თვა­ლით ვნა­ხე, გუ­შინ სო­ჭის მა­ტა­რებ­ლით ეკა და რეზო გა­ი­პარ­ნე­ნო. ამ­ტყდა­რა სი­ცი­ლი და ჩემს მულს სი­ცი­ლით­ვე და­უმ­შვი­დე­ბია, - კი, კი, ეკა შინ ზის და ცხრა თვის ორ­სუ­ლი­აო...

სხვა­თა შო­რის, თე­ატ­რი­დან რე­ზოს წას­ვლის შემ­დეგ კო­კას როლს ასე­ვე წარ­მა­ტე­ბით ას­რუ­ლებ­და მსა­ხი­ო­ბი ბად­რი კა­კა­ბა­ძე.

- ისე, ეკა, კო­კას­ნა­ი­რი ბიჭი რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში რომ შეგ­ხვედ­რო­დათ და მსგავ­სი ამ­ბა­ვი გა­დაგხდე­ნო­დათ თავს...

- რო­გორ მო­ვიქ­ცე­ო­დი? არ ვიცი... ამა­ზე არ დავ­ფიქ­რე­ბულ­ვარ. სხვა­თა შო­რის, წლე­ბის შემ­დეგ ძა­ლი­ან გვინ­დო­და ამ სპექ­ტაკ­ლის გაგ­რძე­ლე­ბა გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა, რამ­დენ­ჯერ­მე ვცა­დეთ, გერ­მა­ნი­ი­დან რე­ზოს ყო­ვე­ლი ჩა­მოს­ვლი­სას სი­უ­ჟე­ტის სხვა­დას­ხვა ვერ­სი­ას გან­ვი­ხი­ლავ­დით, მაგ­რამ არ გა­მოგ­ვი­ვი­და - ლა­შა­მაც უკან და­ი­ხია და მე და რე­ზო­მაც ჩა­ვიქ­ნი­ეთ ხელი. მერე შე­მომ­თა­ვა­ზეს, ბე­ბია ითა­მა­შეო, მაგ­რამ ვერ შევ­ძე­ლი, რად­გან ყურ­ში სულ ია ხო­ბუ­ას ხმა მეს­მო­და. იმ­დე­ნად მიყ­ვარ­და და მიყ­ვარს ია, იმ­დე­ნად თბი­ლი და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი პარტნი­ო­რი იყო, ადა­მი­ა­ნი ხომ - მთლად გა­და­სა­რე­ვი, მას­თან ძა­ლი­ან ვმე­გობ­რობ­დი, თით­ქოს თა­ნა­ტო­ლე­ბი ვი­ყა­ვით. ძა­ლი­ან ბევ­რი რამ ვის­წავ­ლე მის­გან და ამით მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მად­ლი­ე­რი ვარ.

- თქვენ - ეკას ისე რომ მოგ­ცე­ო­დათ მა­მა­კა­ცი, რო­გორც თქვენს გმირს მო­ექ­ცა და წლე­ბის შემ­დეგ თქვე­ნი გზე­ბი გა­დაკ­ვე­თი­ლი­ყო, აპა­ტი­ებ­დით იმ ადა­მი­ანს?

- ძა­ლი­ან რთუ­ლი კი­თხვაა... არ ვიცი, ვა­პა­ტი­ებ­დი თუ არა... თუმ­ცა წლე­ბის შემ­დეგ ნი­ნი­კოს შე­იძ­ლე­ბა ეპა­ტი­ე­ბია კი­დეც. ეკას? სი­მარ­თლე გი­თხრათ, ეკას ისე­თი ბუ­ნე­ბა აქვს, ყვე­ლას ყვე­ლა­ფერს პა­ტი­ობს, ამი­ტომ... ალ­ბათ, კო­კას­ნა­ირ ბი­ჭ­საც აპა­ტი­ებ­და.

- სხვა­თა შო­რის, ერთხელ ამ სპექ­ტაკლზე ქალ­ბა­ტონ ია­საც ვე­ლა­პა­რა­კე. მახ­სოვს, მი­ამ­ბობ­და, ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და რუს­თა­ვის თე­ატ­რის ეს სპექ­ტაკ­ლი, სა­დაც კო­კას ბე­ბი­ას ვა­სა­ხი­ე­რებ­დი. დიდი სჯა-ბა­ა­სი მოჰ­ყვა ამ სპექ­ტაკლს და უც­ნო­ბი გო­გო­ნე­ბი შინ მა­კი­თხავ­დნენ, გულს მიშ­ლიდ­ნენ და მე­კი­თხე­ბოდ­ნენ: თქვე­ნი ნამ­დვი­ლი შვი­ლიშ­ვი­ლი ასე რომ მოჰ­ქ­ცე­ო­და გო­გო­ნას, იმ გო­გოს მი­ი­ღებ­დი­თო? - თუ მეყ­ვა­რე­ბო­და, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მი­ვი­ღებ­დი, თუმ­ცა ჩემი შვი­ლიშ­ვი­ლი ეგე­თი "პად­ლე­ცი“ არ გა­იზ­რდე­ბო­და-მეთ­ქი, - ვპა­სუ­ხობ­დიო. აშ­კა­რად გულ­წრფე­ლი იყო ქალ­ბა­ტო­ნი ია.რაც შე­გე­ხე­ბათ თქვენ, მარ­თა­ლია, თქვენს საყ­ვა­რელ სპექ­ტაკლში ბე­ბი­ის როლ­ზე უარი თქვით, მაგ­რამ ცხოვ­რე­ბა­ში ნამ­დვი­ლად წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბე­ბია ხართ - საკ­მა­ოდ მრა­ვალ­შვი­ლიშ­ვი­ლი­ა­ნი. ბოლო მო­ნა­ცე­მით, სულ რამ­დე­ნი არი­ან?

- ჯერ­ჯე­რო­ბით თერ­თმე­ტია: ნა­ტა­ლის - 4, არ­ჩი­ლის და თე­ა­სი - 5, ალექ­სან­დრე­სი - 2.

- ალ­ბათ, გა­იზ­რდე­ბი­ან, ნა­ხა­ვენ და, ვინ იცის, შე­იძ­ლე­ბა მა­თაც შე­იყ­ვა­რონ თქვე­ნი ნი­ნი­კო და ეს სპექ­ტაკ­ლიც...

- ეს მო­მავ­ლის ამ­ბა­ვია, ხალ­ხს კი მარ­თლა მოს­წონს და უყ­ვარს ეს გმი­რი - ნი­ნი­კო, პა­ტივს სცე­მენ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მეც მომ­ცა ხალ­ხის სიყ­ვა­რუ­ლი ნი­ნი­კომ და ამ სპექ­ტაკლმა. მე მგო­ნი, ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ის წლე­ბი ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი იყო და, მგო­ნი, გრძელ­დე­ბა კი­დეც. გა­მო­ყო­ლი­ლია ეს სიყ­ვა­რუ­ლი, არ მთავ­რდე­ბა.

ავ­ტო­რი: ირმა ხარ­ში­ლა­ძე

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
rusa
0

მართლაც უსაყვარლესი სპექტაკლი, რეზო განუმეორებელია! 

ამდენი წლის შემდეგაც დიდი სიამოვნებით ვუყურებ ხოლმე!

შალვა
0

ჩემი ახალგაზრდობის უსაყვარლესი სპექტაკლია. ამდენი წლის შემდეგაც სიამოვნებით ვუურებ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ჩემი უფრო ერიდებოდათ, საწყალი რეზო კი შეკლული ჰყავდათ" -  ნინიკოსა და კოკას სიყვარულის ისტორია წლების მერე, როცა ისევ "დარაბებს მიღმა გაზაფხულია"

"ჩემი უფრო ერიდებოდათ, საწყალი რეზო კი შეკლული ჰყავდათ" -  ნინიკოსა და კოკას სიყვარულის ისტორია წლების მერე, როცა ისევ "დარაბებს მიღმა გაზაფხულია"

მრავალი გაზაფხული და შემოდგომა მიილია მას შემდეგ, უამრავი რამ მოხდა, თაობები შეიცვალა, მაგრამ სპექტაკლი, რომელიც ქართველმა მაყურებელმა 1970-იან წლებში იხილა, კვლავ ახსოვთ და უყვართ, და არა მარტო მათ, იმ საუკუნეში დაბადებულებს, არამედ იგი კომპიუტერისა და სმარტფონ-აიფონ-ანდროიდების თაობისთვისაც კი ძვირფასი გახდა.

ის ჩემი უსაყვარლესი სპექტაკლიც იყო, იყო და არის კიდეც თავის გმირებიან-შემსრულებლებიანად. ახლა კიდევ ერთი გაზაფხული დადგა და, ვიდრე პანდემიის გამო ჩვენს თეატრებს თავისი "დარაბები“ ჯერ არ გაუხსნიათ, კიდევ ერთხელ მინდა, იმედისა და სიყვარულის დარაბები გავაღოთ და ტკბილი მოგონებებით გავიხსენოთ სწორედ ის სპექტაკლი - დრამატურგ ლაშა თაბუკაშვილის პიესაზე დადგმული "დარაბებს მიღმა გაზაფხულია“, რომელიც პიესიან-წარმოდგენიანად უსაზღვროდ შეიყვარა საზოგადოებამ. სპექტაკლი თითქმის ერთდროულად დაიდგა კინომსახიობთა თეატრისა და რუსთავის თეატრის სცენებზე, პრემიერა მცირე ხნით დაასწრო პირველმა მათგანმა. ორივეგან მთავარ პერსონაჟებს ახალგაზრდა და თანაც - ძალიან ნიჭიერი მსახიობები განასახიერებდნენ - ნინელი ჭანკვეტაძე-ზაზა მიქაშავიძისა და ეკა ქუთათელაძე-რეზო ჩხიკვიშვილის წყვილები. ამჯერად ჩემი ფავორიტი დადგმა - რუსთავის თეატრის "დარაბებს მიღმა გაზაფხულია“ მინდა გავიხსენოთ, სწორედ ის დადგმა, რომელმაც მართლაც უკვდავება მოიპოვა. ალბათ, ამას იმანაც შეუწყო ხელი, რომ საქართველოს ტელევიზიის პირველი არხის რეჟისორმა პაატა ფანცულაიამ რუსთავის დადგმის ტელევერსიაც გადაიღო... თუმცა, შესაძლოა, ისევ და ისევ იმიტომ, რომ, ჩემი არ იყოს, მისთვისაც ეს ვერსია აღმოჩნდა საუკეთესო.

ანზორ ქუთათელაძე ქალიშვილთან ერთად

მოგონებების გაცოცხლება მისი მთავარი პერსონაჟის - ნინიკოს როლის შემსრულებელს, მსახიობსა და თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის მეტყველების პედაგოგს - ეკა ქუთათელაძეს ვთხოვე. იმხანად რუსთავის თეატრს ეკას მამა - რეჟისორი ანზორ ქუთათელაძე ხელმძღვანელობდა. სწორედ მან მიიწვია, ფაქტობრივად, მსახიობების გარეშე დარჩენილ რუსთავის თეატრში ახალგაზრდა მსახიობები - რეჟისორ გიზო ჟორდანიას მთელი ჯგუფი, რომელსაც მომდევნო წელს ლილი იოსელიანის კურსგავლილი ახალგაზრდა მსახიობი - უსიმპათიურესი რეზო ჩხიკვიშვილიც შეუერთდა.

ეკა ქუთათელაძე:

- მამა ცდილობდა, ახალგაზრდებისთვის გზა გაეხსნა. სპექტაკლის რეჟისორი, მიშა ბუკიაც ახალგაზრდა იყო და - პიესის ავტორი ლაშა თაბუკაშვილიც, მოკლედ, ახალგაზრდული გუნდი შეიკრა და, ფაქტობრივად, ერთი თაობა ვიყავით.

მაოცებს და ვერ ამიხსნია, რატომ, მაგრამ სპექტაკლმა "დარაბებს მიღმა გაზაფხულია“ უდიდესი პოპულარობა და სიყვარული მართლაც დღემდე შეინარჩუნა. მთავარ გმირებს - კოკასა და ნინიკოს რეზო ჩხიკვიშვილი და მე ვასახიერებდით, კოკას ბებიის როლში კი ქალბატონი ია ხობუა იყო. სპექტაკლზე ცხრა თვის განმავლობაში ვმუშაობდით. სულ სხვადასხვა ვარიანტები ჩნდებოდა. იმპროვიზაციაშიც თავისუფლები ვიყავით და მიშაც პიესას ხან თავიდან იწყებდა, ხან ბოლოდან... მერე ბოლოზე შეჩერდა. მოქმედება იწყებოდა მონოლოგით და მერე შემოდიოდა ჩემი გმირი - ნინიკო, როგორც მოჩვენება. მხოლოდ ამის შემდეგ ვითარდებოდა ამბავი. სწორედ ეს ვერსია წარვუდგინეთ რეპეტიციაზე მოსულ დრამატურგს - ლაშა გადაირია, გაბრაზდა და გაგვექცა, - ეს ჩემი პიესა არ არისო. მალევე შემოვირიგეთ - გადავალაგეთ ეპიზოდები და ერთი კვირის შემდეგ მოსულმა ლაშამ მიიღო ის ვარიანტი, რაც შემდეგ განვითარდა, რაც მაყურებელმაც იხილა და ასეთ დიდ წარმატებას მიაღწია.

კიდევ რა მიკვირს, იცით? ამდენი წელი გავიდა და წესით, არავინ უნდა მცნობდეს, არადა, ახლაც მცნობენ ჩემი თაობის ხალხიც და ჩემზე უმცროსებიც. ვფიქრობ, ამ სპექტაკლით მათ ახსენდებათ თავისი განვლილი წლები, დამოკიდებულებები, ალბათ - სიყვარულიც და ის, თუ რა ბედნიერები იყვნენ მაშინ, როცა მოდიოდნენ ჩვენი სპექტაკლის სანახავად. გულწრფელად მიკვირს, როგორ მცნობენ... მეც ხომ შევიცვალე. შარშან, ვიდრე პანდემია დაიწყებოდა, გორში გასვლითი ლექციასავით გვქონდა - თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ჩემი სტუდენტები მყავდა წაყვანილი, ბატონი სოსო ნემსაძის ჯგუფი იყო და გორის კომედიის ფესტივალზე მეტყველების მასტერკლასი ჩავატარეთ. გარეთ რომ გამოვედით, ერთმა ქალმა თავისი შვილი მოიყვანა, ჩემზე მიუთითა და უთხრა, - დედიკო, ეს არის ის გოგო, მთავარი როლის შემსრულებელი, მე რომ სპექტაკლი გაყურებინეო. ამან ძალიან იმოქმედა ჩემზე და, სხვათა შორის, ჩემს სტუდენტებზეც, რომლებიც გარს შემოგვეხვივნენ. გული ისე ამიჩუყდა, ცრემლებიც კი წამომივიდა. იმ ქალმა მითხრა, ვიცოდი, ჩამოსულები რომ იყავით და მინდოდა ჩემს შვილს ცოცხლად ენახეთო. არადა, იმის გარდა კიდევ ბევრი როლი მაქვს ნათამაშები, მაგრამ ყველას მაინც ნინიკო ახსოვს.

- ალბათ, იმიტომ, რომ ის სპექტაკლი იმ პერიოდისთვის ერთ-ერთი პირველი თანამედროვე წარმოდგენა იყო, ახალგაზრდა ქართველი დრამატურგის მიერ იმ ეპოქის ქართველი ახალგაზრდების ცხოვრება-ურთიერთობები - სცენაზე გადმოტანილი. მანამდე, ხომ, ძირითადად, კლასიკოსები იდგმებოდა.

- მართალია, თუმცა ეს სპექტაკლი დღევანდელ ახალგაზრდებსაც მოსწონთ და უყურებენ, ასე გამოდის თუნდაც, ამ მაგალითიდან.

არცთუ დიდი ხნის წინ უჩვენეს ეს სპექტაკლი ტელევიზიით და სულ სხვა თვალით შევხედე. ადრე ჩვეულებრივ ვთამაშობდი და მაყურებლის ემოციას, აპლოდისმენტებსაც ჩვეულებრივ ვიღებდი, ახლა აშკარად სხვაგვარად დავინახე, არა იმ განცდით, რომ იქ მე ვასრულებდი კონკრეტულ როლს, არამედ - მაყურებლის თვალით და მომეწონა - თურმე, რა კარგი ყოფილა.

- დაუვიწყარი და გამორჩეულად საყვარელიც სწორედ თქვენი - რუსთავის თეატრის დადგმა აღმოჩნდა.

- რატომღაც ასე მოხდა. მახსოვს, სპექტაკლის პრემიერიდან წლების შემდეგ ერთ დღეს, უგუნებოდ მყოფი, სამარშრუტო ტაქსიში ავედი და რას ვხედავ! - მძღოლს ამ სპექტაკლიდან ჩემი ფოტო არ აქვს სალონში გაკრული? გვერდს კი სტალინის ფოტო მიმშვენებდა (იცინის). მთელი გზა თავჩაღუნული ვიჯექი, მძღოლი მხოლოდ ჩასვლისას დამაკვირდა და გაშეშდა. - ვაიმე, ეს თქვენ ხართო? - უცებ გამოფხიზლდა და აღელვებულმა მგზავრებთან წარმადგინა: ეს ჩემი სიყვარულიაო! უხერხულობისგან არ ვიცოდი, სად წავსულიყავი... ასეთი რამ ხშირად ხდებოდა ქუჩაში, ბაზარში და ნებისმიერი თავშეყრის ადგილას.

მეც და რეზოსაც ეს სპექტაკლი საუკეთესო მოგონებად დაგვრჩა. ქალბატონი ია ხობუა არაჩვეულებრივი მსახიობი და უსაყვარლესი ადამიანი იყო. მისგან ბევრი რამ ვისწავლე. ერთად მთელი საქართველო მოვიარეთ...

მახსოვს, ერთხელ რუსთავის მამაკაცთა კოლონიაში, ძალიან პატარა ოთახში ვთამაშობდით, ორი ნაბიჯი გვაშორებდა მაყურებელთან. ოთახში ყველა ასაკის მაყურებელი იჯდა და გასუსული გვისმენდა. არ ვიცი, იმ წუთას ისინი რას ფიქრობდნენ - ჩვენთან ერთად განიცდიდნენ, თავიანთი ამბები ახსენდებოდათ თუ არა, მაგრამ მათი თვალები არ მავიწყდება - ღვარად მოსდიოდათ ცრემლი. სპექტაკლის ბოლოს ქანცგაწყვეტილები ვიყავით, ბოლომდე დავიხარჯეთ, პატიმრები კი ბადრაგს ეხვეწებოდნენ, სტუმრების წასვლამდე არ გაგვიყვანოთო. რა თქმა უნდა, მაინც წაიყვანეს, ჩვენ კი უდიდესი ემოციით წამოვედით საპყრობილიდან.

საქართველოს ყველა კუთხიდან გვწერდნენ წერილებს ქალები, ბავშვები, კაცები, გვიხსნიდნენ სიყვარულს, გვიზიარებდნენ შთაბეჭდილებებს. ტელევიზიის თეატრალურ რედაქციაში, რომელიც, სამწუხაროდ, დღეს აღარ არსებობს, წერილებით სავსე ტომრებიც კი ეწყოთ. მახსოვს კიდევ, ქართლის ერთ-ერთ სოფელში სპექტაკლის მიმდინარეობისას შუქი ჩაგვიქრა. იმხანად ასეთი რამ თითქმის არ ხდებოდა. მაყურებლით სავსე, ჩაბნელებულ დარბაზში ბუზის გაფრენას გაიგონებდით - ყველა მოთმინებით ელოდა შუქის მოსვლას. მე და ქალბატონი ია ხობუა სცენას შემოვრჩით - იმ ეპიზოდზე შევჩერდით, ნინიკო და კოკას ბებია ფინჯან ჩაის რომ მიირთმევენ და ნინიკოს განცდებზე საუბრობენ. გვეგონა, მაყურებელს ლოდინი მობეზრდებოდა, მაგრამ კარგა ხნის შემდეგ წავიდნენ, ლამპები მოიტანეს, სცენაზე დადგეს და ასე დავასრულეთ სპექტაკლი.

ერთ ზაფხულს ბათუმსა და ქობულეთში გვქონდა გასტროლი. ხელზე ძირმაგარა გამომივიდა და 40 გრადუსამდე ამიწია ტემპერატურამ. არადა, ბილეთები გაყიდული იყო, ქობულეთის დარბაზი - გადაჭედილი, ამიტომ ვერაფერს შევცვლიდით. სპექტაკლის წინ რეზო გავაფრთხილე, ხელზე არ შემეხო-მეთქი. იმ ეპიზოდში, როდესაც ნინიკო კოკას ფეხმძიმობის ამბავს უჟღავნებს, ჩანს, რეზო იმდენად შეიჭრა როლში, რომ ჩემი ძირმაგარა საერთოდ დაავიწყდა, ხელი დამავლო და... ტახტზე გულწასული მივესვენე. რეზოც მიხვდა, ცუდად იყო საქმე, ცდილობდა, გამოვეფხიზლებინე "ეკა-ნინოს“ ძახილით, ბოლოს წყალიც დამასხა, აზრზე მოვედი და, - გამოხვალ გარეთ და გიჩვენებ სეირს-მეთქი, დავემუქრე. ძლივს დავასრულე ის სპექტაკლი. რა თქმა უნდა, მაყურებელს არაფერი შეუმჩნევია.

- როგორი პარტნიორი იყო რეზო?

- მგონი, კარგი პარტნიორობა გავუწიეთ ერთმანეთს, თანაც ეს პირველი ერთობლივი ნამუშევარი არც იყო, მანამდე სპექტაკლ "თოლიაშიც“ ერთად ვიყავით. მაგრამ "დარაბები“ მაინც სხვა იყო. ხანდახან მას დღეში სამჯერაც ვთამაშობდით. რუსთავის თეატრში ერთხანს რემონტი იყო და მის უკან მდებარე კინოთეატრში ვატარებდით სპექტაკლებს, ასე რომ, წარმოდგენები კინოსეანსებივით ეწყობოდა. ბოლოს ერთმანეთს ლამის, ვეღარ ვიტანდით. ხანდახან სპექტაკლის შემდეგ შენობიდანაც კი გვაპარებდნენ ხოლმე, ქუჩაში კი მუდამ თაყვანისმცემლების ამალა დაგვყვებოდა. რადგან გათხოვილი ვიყავი, ჩემი უფრო ერიდებოდათ, საწყალი რეზო კი შეკლული ჰყავდათ - ხან სახანძროს უგზავნიდნენ შინ და ხან სასწრაფოს (იცინის).

- მგონი, თქვენ და რეზოს ჭორებიც გაგივრცელეს, ხომ?

- როგორ არა. ადრეც მაქვს მოყოლილი. იმ პერიოდში აღარ ვთამაშობდი, რადგან მეორე შვილზე - აჩიკოზე უკვე მეცხრე თვეში ვიყავი. იმხანად ჩემი მული მუსიკალურ ტექნიკუმში სწავლობდა. ერთ დღეს, შესვენების პერიოდში გოგონები ერთად მსხდარან. ამ დროს მისულა ვიღაც, ვინც არ იცოდა, იმ გოგონებიდან ერთი ჩემი მული რომ იყო და გამოუცხადებია, - ახალი ამბავი მაქვს, ჩემი თვალით ვნახე, გუშინ სოჭის მატარებლით ეკა და რეზო გაიპარნენო. ამტყდარა სიცილი და ჩემს მულს სიცილითვე დაუმშვიდებია, - კი, კი, ეკა შინ ზის და ცხრა თვის ორსულიაო...

სხვათა შორის, თეატრიდან რეზოს წასვლის შემდეგ კოკას როლს ასევე წარმატებით ასრულებდა მსახიობი ბადრი კაკაბაძე.

- ისე, ეკა, კოკასნაირი ბიჭი რეალურ ცხოვრებაში რომ შეგხვედროდათ და მსგავსი ამბავი გადაგხდენოდათ თავს...

- როგორ მოვიქცეოდი? არ ვიცი... ამაზე არ დავფიქრებულვარ. სხვათა შორის, წლების შემდეგ ძალიან გვინდოდა ამ სპექტაკლის გაგრძელება გაგვეკეთებინა, რამდენჯერმე ვცადეთ, გერმანიიდან რეზოს ყოველი ჩამოსვლისას სიუჟეტის სხვადასხვა ვერსიას განვიხილავდით, მაგრამ არ გამოგვივიდა - ლაშამაც უკან დაიხია და მე და რეზომაც ჩავიქნიეთ ხელი. მერე შემომთავაზეს, ბებია ითამაშეო, მაგრამ ვერ შევძელი, რადგან ყურში სულ ია ხობუას ხმა მესმოდა. იმდენად მიყვარდა და მიყვარს ია, იმდენად თბილი და არაჩვეულებრივი პარტნიორი იყო, ადამიანი ხომ - მთლად გადასარევი, მასთან ძალიან ვმეგობრობდი, თითქოს თანატოლები ვიყავით. ძალიან ბევრი რამ ვისწავლე მისგან და ამით მთელი ცხოვრება მადლიერი ვარ.

- თქვენ - ეკას ისე რომ მოგცეოდათ მამაკაცი, როგორც თქვენს გმირს მოექცა და წლების შემდეგ თქვენი გზები გადაკვეთილიყო, აპატიებდით იმ ადამიანს?

- ძალიან რთული კითხვაა... არ ვიცი, ვაპატიებდი თუ არა... თუმცა წლების შემდეგ ნინიკოს შეიძლება ეპატიებია კიდეც. ეკას? სიმართლე გითხრათ, ეკას ისეთი ბუნება აქვს, ყველას ყველაფერს პატიობს, ამიტომ... ალბათ, კოკასნაირ ბიჭსაც აპატიებდა.

- სხვათა შორის, ერთხელ ამ სპექტაკლზე ქალბატონ იასაც ველაპარაკე. მახსოვს, მიამბობდა, ძალიან მიყვარდა რუსთავის თეატრის ეს სპექტაკლი, სადაც კოკას ბებიას ვასახიერებდი. დიდი სჯა-ბაასი მოჰყვა ამ სპექტაკლს და უცნობი გოგონები შინ მაკითხავდნენ, გულს მიშლიდნენ და მეკითხებოდნენ: თქვენი ნამდვილი შვილიშვილი ასე რომ მოჰქცეოდა გოგონას, იმ გოგოს მიიღებდითო? - თუ მეყვარებოდა, რასაკვირველია, მივიღებდი, თუმცა ჩემი შვილიშვილი ეგეთი "პადლეცი“ არ გაიზრდებოდა-მეთქი, - ვპასუხობდიო. აშკარად გულწრფელი იყო ქალბატონი ია.რაც შეგეხებათ თქვენ, მართალია, თქვენს საყვარელ სპექტაკლში ბებიის როლზე უარი თქვით, მაგრამ ცხოვრებაში ნამდვილად წარმატებული ბებია ხართ - საკმაოდ მრავალშვილიშვილიანი. ბოლო მონაცემით, სულ რამდენი არიან?

- ჯერჯერობით თერთმეტია: ნატალის - 4, არჩილის და თეასი - 5, ალექსანდრესი - 2.

- ალბათ, გაიზრდებიან, ნახავენ და, ვინ იცის, შეიძლება მათაც შეიყვარონ თქვენი ნინიკო და ეს სპექტაკლიც...

- ეს მომავლის ამბავია, ხალხს კი მართლა მოსწონს და უყვარს ეს გმირი - ნინიკო, პატივს სცემენ. აქედან გამომდინარე, მეც მომცა ხალხის სიყვარული ნინიკომ და ამ სპექტაკლმა. მე მგონი, ჩემს ცხოვრებაში ის წლები ყველაზე ბედნიერი იყო და, მგონი, გრძელდება კიდეც. გამოყოლილია ეს სიყვარული, არ მთავრდება.

ავტორი: ირმა ხარშილაძე

"ყველაზე მტკივნეული იყო პირველი აღდგომა მამის გარდაცვალების შემდეგ, როდესაც მის საფლავზე უნდა მივსულიყავი" - როგორ ხვდება აღდგომას შორენა ბეგაშვილი და რას იხსენებს წარსულიდან?

"ძალიან ვინერვიულე და მალე მუცელი მომეშალა...მეუღლესთან ურთიერთობა დაიძაბა" - რა სირთულეები მოჰყვა თიკა მახალდიანის ცხოვრებაში "ფეისბუქზე" ატვირთულ ფოტოს

ორსული მეგან მარკლი შვილთან ერთად - პატარა არჩის ახალი ფოტოები, რომელზეც ამბობენ, რომ "მამის ასლია"