მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დედობა 21-ე საუკუნეში, როგორც არჩევანი და არა შემთხვევითობა - როგორ შეიცვალა დედის როლი დროთა განმავლობაში?
დედობა 21-ე საუკუნეში, როგორც არჩევანი და არა შემთხვევითობა - როგორ შეიცვალა დედის როლი დროთა განმავლობაში?

ისე­ვე, რო­გორც ბევ­რი სხვა რო­ლი­სა თუ ცნე­ბის აღ­ქმა, 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში დე­დო­ბაც რა­დი­კა­ლუ­რად იც­ვლე­ბა. დღე­ვან­დე­ლი დე­დე­ბი წინა თა­ო­ბე­ბის დე­დებ­თან შე­და­რე­ბით უკვე სხვა­ნა­ი­რე­ბი არი­ან - მათ, სა­ვა­რა­უ­დოდ, უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა აქვთ მი­ღე­ბუ­ლი, სრულ გა­ნაკ­ვეთ­ზე მუ­შა­ო­ბენ, ორ შვილ­ზე მეტი იშ­ვი­ა­თად ჰყავთ და უფრო იშ­ვი­ა­თად იღე­ბენ იმ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რა­საც ქორ­წი­ნე­ბა ჰქვია.

  • და­საქ­მე­ბა

და­ს­ქ­მე­ბის კუ­თხით, დე­დე­ბი­სა და მა­მე­ბის როლი ახლა უფრო მე­ტად ჰგავს ერ­თმა­ნეთს, ვიდ­რე ოდეს­მე. წინა სა­უ­კუ­ნის უმე­ტე­სი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში (და მა­ნამ­დე)მშობ­ლე­ბის მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი მე­ტად სპე­ცი­ა­ლი­ზი­რე­ბუ­ლი იყო. მამა მუ­შა­ობ­და და ანა­ზღა­უ­რე­ბას იღებ­და, დე­დის მუ­შა­ო­ბა კი სახ­ლის საქ­მე­ებს ეხე­ბო­და (რა­საც, თა­ვისმხრივ, ფუ­ლა­დი სარ­გე­ბე­ლი არ მოჰ­ყვე­ბო­და). მაგ­რამ რაც ქა­ლებს გა­ნათ­ლე­ბა­ზე მეტი წვდო­მა მი­ე­ცათ, - ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ჩე­ნამ სა­ში­ნაო საქ­მე­ე­ბის სიმ­ძი­მე შე­ამ­ცი­რა, დე­დე­ბი­სა და მა­მე­ბის ფუნ­ქცი­ე­ბის გა­მი­ჯვნა შემ­ცირ­და, უფრო მეტ­მა დე­დამ და­ი­წყო ანა­ზღა­უ­რე­ბის­თვის მუ­შა­ო­ბა და პი­რი­ქით, უფრო მეტი მამა და­კავ­და სახ­ლის საქ­მე­ე­ბით.რა თქმა უნდა, გან­სხვა­ვე­ბა ჯერ კი­დევ არ­სე­ბობს:

რო­გორც theatlantic.com-ზე ვკი­თხუ­ლობთ, და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი დე­დე­ბის 43% სრულ გა­ნაკ­ვეთ­ზე მუ­შა­ობს, და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი მა­მე­ბის 88%-თან შე­და­რე­ბით. დღე­საც, დე­დე­ბი გა­ცი­ლე­ბით ხში­რად აკე­თე­ბენ ბავ­შვის მოვ­ლის "ბინ­ძურ საქ­მე­ებს", მა­მე­ბი კი მეტ დროს ხარ­ჯა­ვენ ბავ­შვებ­თან თა­მაშ­ში ან სახ­ლის ისეთ საქ­მე­ებ­ში, რო­მე­ლიც "მა­მა­კა­ცურ სა­მუ­შა­ოს­თან" ასო­ცირ­დე­ბა. თუმ­ცა, რო­გორც ჩანს, ეს გან­სხვა­ვე­ბე­ბი ნელ-ნელა შე­საძ­ლოა, სრუ­ლი­ად აღ­მო­ი­ფხვრას. მეტი ბავ­შვის ყო­ლის შემ­თხვე­ვა­ში მუ­შა­ო­ბის ალ­ბა­თო­ბა მცირ­დე­ბა.

შრო­მის სტა­ტის­ტი­კის ბი­უ­როს 2005 წლის მო­ნა­ცე­მე­ბის თა­ნახ­მად, თი­თო­ე­უ­ლი შემ­დე­გი ბავ­შვი და­ახ­ლო­ე­ბით 5%-ით ამ­ცი­რებს ტი­პი­უ­რი დე­დის მუ­შა­ხე­ლად ყოფ­ნის ალ­ბა­თო­ბას. ასე­ვე,დე­დე­ბი ახალ­შო­ბი­ლი ბავ­შვე­ბით ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბად მუ­შა­ო­ბენ და და­საქ­მე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი იზ­რდე­ბა მა­შინ, როცა მათი შვი­ლე­ბი ად­რე­ულ თი­ნე­ი­ჯე­რულ ასაკ­ში შე­დი­ან. ლო­გი­კუ­რად, რაც უფრო მეტი ბავ­შვი ჰყავს მშო­ბელს, მით მე­ტია ალ­ბა­თო­ბა იმი­სა, რომ მათ შო­რის მას პა­ტა­რა ასა­კის შვი­ლიც ეყო­ლე­ბა, რომ­ლის მოვ­ლაც უფრო შრო­მა­ტე­ვა­დია და მუ­შა­ო­ბის­თვის დრო­სა თუ სივ­რცეს არ ტო­ვებს. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რია შე­მო­სა­ვა­ლიც - სა­შუ­ა­ლო კლა­სის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი დე­დე­ბი ყვე­ლა­ზე ხში­რად მუ­შა­ო­ბენ. ისი­ნი, სა­ვა­რა­უ­დოდ, სამ­სა­ხურ­ში და­დი­ან მა­შინ, რო­დე­საც ქმრის ხელ­ფა­სით, მათი ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა სა­შუ­ა­ლო სტა­ტის­ტი­კუ­რია.

  • შო­ბა­დო­ბის და­ცე­მა

ქა­ლებ­ში, გა­ნურ­ჩევ­ლად გა­ნათ­ლე­ბი­სა, შო­ბა­დო­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­ე­ცა. გა­საკ­ვი­რი მხო­ლოდ ისაა, რომ ვარ­დნა ყვე­ლა­ზე მკვეთ­რი იმ დე­დებს შო­რის იყო, რო­მელ­თაც ნაკ­ლე­ბი გა­ნათ­ლე­ბა აქვთ.

40 წელს გა­და­ცი­ლე­ბულ ქა­ლებ­ში უფრო მე­ტია ისე­თი, ვი­საც შვი­ლი სა­ერ­თოდ არ ჰყავს. 40 წლამ­დე ასა­კის ქა­ლებს შო­რის ბავ­შვე­ბის არ­ყო­ლა თით­ქმის ორ­ჯერ უფრო სა­ვა­რა­უ­დოა, ვიდ­რე 40 წლის წინ. პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლა დო­ნე­ზე, ქორ­წი­ნე­ბის გა­რეთ უფრო და უფრო მეტი ბავ­შვი იბა­დე­ბა. და­უ­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი დე­დე­ბის რი­ცხვის ზრდა კულ­ტუ­რუ­ლი და ეკო­ნო­მი­კუ­რი სა­ი­დუმ­ლო­ე­ბაა, მაგ­რამ მთა­ვა­რი ამ­ბა­ვი ისაა, რომ დე­მოგ­რა­ფი­ულ ჯგუ­ფებ­ში ქორ­წი­ნე­ბის მიღ­მა და­ბა­დე­ბულ­თა წილი იზ­რდე­ბა.

ქორ­წი­ნე­ბე­ბის წილი შე­მო­სავ­ლის ყვე­ლა დო­ნე­ზე იკ­ლებს, გარ­და უპირ­ვე­ლე­სი 5%-ისა.ამის მი­ზე­ზი ისაა, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი უფრო იშ­ვი­ა­თად ქორ­წინ­დე­ბი­ან. 1970 წლი­დან და­ქორ­წი­ნე­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი 20%-ზე მე­ტით და­ე­ცა ქალი მუ­შა­ხე­ლის ქვე­და ნა­წილ­ში და­გა­ი­ზარ­და მხო­ლოდ უმ­დიდ­რეს 5%-ში. მა­ღალ­შე­მო­სავ­ლი­ა­ნი ქა­ლებ­ში ოჯა­ხის შექ­მნა გა­ცი­ლე­ბით მო­სა­ლოდ­ნე­ლია, ვიდ­რე 40 წლის წინ.

  • სხვა ფაქ­ტო­რე­ბი

და­ახ­ლო­ე­ბით 25 წლის წინ, სხვა ბევრ ცვლი­ლე­ბას­თან ერ­თად, სექ­სუ­ა­ლუ­რი და რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის შე­სა­ხებ ახა­ლი გლო­ბა­ლუ­რი კონ­სენ­სუ­სის და­სა­წყი­სი დად­გა, რომ­ლის მი­ზა­ნი სა­კუ­თა­რი მო­მავ­ლის გან­სა­ზღვრის მიზ­ნით ქა­ლე­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­თა გაძ­ლი­ე­რე­ბა იყო. კა­ი­რო­ში მო­სახ­ლე­ო­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე, 179-ე მთავ­რო­ბამ რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი სა­მოქ­მე­დო პროგ­რა­მა მი­ი­ღო, რო­მე­ლიც ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის­თვის სექ­სუ­ა­ლუ­რი და რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვის ქო­ნას ახა­ლი­სებ­და, ოჯა­ხის ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი და­გეგ­მვი­სა და დე­დე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის სერ­ვი­სე­ბის ჩათ­ვლით.

მომ­დევ­ნო წლებ­ში სა­მე­დი­ცი­ნო მიღ­წე­ვებ­მა, სო­ცი­ა­ლურ­მა პროგ­რეს­მა და ქალ­თა უფ­ლე­ბე­ბის მზარ­დმა მხარ­და­ჭე­რამ მთელ მსოფ­ლი­ო­ში დე­დო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბის შეც­ვლას შე­უ­წყო ხელი. თუმ­ცა, რა შე­იც­ვა­ლა სი­ნამ­დვი­ლე­ში, რო­გორ გარ­და­იქ­მნა დე­დო­ბა?

  • დე­დად გახ­დო­მი­სას, ქა­ლე­ბი უფრო იშ­ვი­ა­თად იღუ­პე­ბი­ან

ასე­თი ტრა­გე­დი­ე­ბი დღეს ნაკ­ლე­ბად გვხვდე­ბა.

გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ერე­ბის მო­სახ­ლე­ო­ბის ფონ­დის სა­ი­ტის მო­ნა­ცე­მე­ბით, ბოლო მე­ო­თხე­დი სა­უ­კუ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში, დე­დე­ბის სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა 40%-ით შემ­ცირ­და. ეს უზარ­მა­ზა­რი მიღ­წე­ვაა, მაგ­რამ გლო­ბა­ლურ მიზ­ნებს ჯერ კი­დევ მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბა. 1994 წელს გა­მარ­თულ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე, ლი­დე­რებ­მა მიზ­ნად და­ი­სა­ხეს, რომ დე­დე­ბის სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა 100 000 ახალ­შო­ბილ­ზე 75-მდე შე­ემ­ცი­რე­ბი­ნათ.

დღეს დე­დე­ბის სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის კო­ე­ფი­ცი­ენ­ტი 100 000 ახალ­შო­ბილ­ზე 216 გარ­დაც­ვა­ლე­ბას შე­ად­გენს. ეს ახა­ლი სი­ცო­ცხლის შო­ბის დროს გარ­დაც­ვლი­ლი 800-ზე მეტი ქა­ლია ყო­ველ­დღი­უ­რად. მათი უმე­ტე­სო­ბის პრე­ვენ­ცია შე­საძ­ლე­ბე­ლია.

  • უფრო მეტი ქა­ლის მშო­ბი­ა­რო­ბა­ზე ზრუ­ნავს გა­მოც­დი­ლი ასის­ტენ­ტი, მა­გა­ლი­თად, ბე­ბი­ა­ქა­ლი

დე­დე­ბის სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის შემ­ცი­რე­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­ზე­ზი ისაა, რომ მეტი ქალი იღებს კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ბე­ბი­ა­ქა­ლის მომ­სა­ხუ­რე­ბას. მშო­ბი­ა­რო­ბა­ზე დას­წრე­ბის წილი 2010 წელს 67 %-იდან 2017 წელს 79%-მდე გა­ი­ზარ­და.

  • ქა­ლე­ბი უფრო ხში­რად ხდე­ბი­ან დე­დე­ბი სა­კუ­თა­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით და არა - შემ­თხვე­ვი­თო­ბით

ბოლო 25 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში კონ­ტრა­ცეფ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა 25%-ით გა­ი­ზარ­და, გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი ორ­სუ­ლო­ბა კი 16%-ით შემ­ცირ­და. ეს ციფ­რე­ბი ქალ­თა უფ­ლე­ბე­ბი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის ტრანსფორ­მა­ცი­ას წარ­მო­ა­ჩენს. რო­დე­საც ქა­ლებს უფ­ლე­ბა აქვთ, თა­ვად აირ­ჩი­ონ, რო­დის, ან სა­ერ­თოდ, ჰყავ­დეთ თუ არაშ­ვი­ლე­ბი, მათ მეტი შე­საძ­ლებ­ლო­ბა ეძ­ლე­ვათ, სა­კუ­თარ გა­ნათ­ლე­ბა­სა და მის­წრა­ფე­ბებს მის­დი­ონ.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, დღეს მთელ მსოფ­ლი­ო­ში 200 მი­ლი­ონ­ზე მეტ ქალს სურს, თა­ვი­და­ნა­ი­ცი­ლოს ორ­სუ­ლო­ბა, მაგ­რამ უსაფრ­თხო და ეფექ­ტურ თა­ნა­მედ­რო­ვე კონ­ტრა­ცეფ­ცი­ას ვერ იყე­ნებს.

  • ქა­ლებს დღეს ნაკ­ლე­ბი შვი­ლი ჰყავთ

25 წლის წინ, გლო­ბა­ლურ­მა სა­შუ­ა­ლო შო­ბა­დო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბელ­მა ერთ ქალ­ზე 2,9 და­ბა­დე­ბა შე­ად­გი­ნა. დღეს ის სა­შუ­ა­ლოდ 2.5-მდე და­ე­ცა და, სა­ვა­რა­უ­დოდ, ეს ვარ­დნა გაგ­რძელ­დე­ბა.გა­ე­როს გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის მოხ­სე­ნე­ბის თა­ნახ­მად, ეს ცვლი­ლე­ბე­ბი ასა­ხავს "რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნის მზარდ რე­ა­ლი­ზა­ცი­ას, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც მეტ ქალ­სა და­წყვილს შე­უძ­ლია, გა­და­წყვი­ტოს სა­სურ­ვე­ლი შვი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, მათ შო­რის ინ­ტერ­ვა­ლი და შე­სა­ფე­რი­სი დრო".

  • ქა­ლე­ბი ნაკ­ლე­ბად ხდე­ბი­ან დე­დე­ბი თი­ნე­ი­ჯე­რო­ბის ასაკ­ში

ქა­ლე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში დე­დო­ბა, სა­შუ­ა­ლოდ, უფრო გვი­ან დგე­ბა, ვიდ­რე ეს ადრე იყო. ეს ცვლი­ლე­ბა მო­ზარ­დებ­ში გლო­ბა­ლუ­რი შო­ბა­დო­ბის შემ­ცი­რე­ბას ასა­ხავს.1994 წელს 15-დან 19 წლამ­დე ასა­კის გო­გო­ნებ­ში შო­ბა­დო­ბა 1 000 ქალ­ზე 65 ბავ­შვს აღ­წევ­და. დღეს ეს რი­ცხვი 44-მდეა შემ­ცი­რე­ბუ­ლი. ეს ქალ­თა ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის კუ­თხით არ­სე­ბი­თი მიღ­წე­ვაა.

თი­ნე­ი­ჯე­რი დე­დე­ბი ნაკ­ლე­ბად იღე­ბენ სრულ გა­ნათ­ლე­ბას ან იწყე­ბენ სამ­სა­ხურს. ისი­ნი უფრო მო­წყვლად­ნი არი­ან სი­ღა­რი­ბი­სა და გა­რი­ყუ­ლო­ბის მი­მართ და უფრო მყი­ფე ჯან­მრთე­ლო­ბა აქვთ. ორ­სუ­ლო­ბი­სა და მშო­ბი­ა­რო­ბის დროს გარ­თუ­ლე­ბე­ბი მო­ზარ­დი გო­გო­ნე­ბის სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზია.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მსოფ­ლიო მას­შტა­ბით მო­ზარ­დებ­ში ორ­სუ­ლო­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლებ იდა­ე­ცა, ის მსოფ­ლი­ოს მრა­ვალ ნა­წილ­ში მა­ღა­ლი რჩე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით იმ ად­გი­ლებ­ში,სა­დაც კონ­ტრა­ცეპ­ტი­ვებ­ზე წვდო­მა და­ბა­ლი, ბავ­შვთა ქორ­წი­ნე­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი კი მა­ღა­ლია.

ფო­ტო­ე­ბი: unfpa.org

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

დედობა 21-ე საუკუნეში, როგორც არჩევანი და არა შემთხვევითობა - როგორ შეიცვალა დედის როლი დროთა განმავლობაში?

დედობა 21-ე საუკუნეში, როგორც არჩევანი და არა შემთხვევითობა - როგორ შეიცვალა დედის როლი დროთა განმავლობაში?

ისევე, როგორც ბევრი სხვა როლისა თუ ცნების აღქმა, 21-ე საუკუნეში დედობაც რადიკალურად იცვლება. დღევანდელი დედები წინა თაობების დედებთან შედარებით უკვე სხვანაირები არიან - მათ, სავარაუდოდ, უმაღლესი განათლება აქვთ მიღებული, სრულ განაკვეთზე მუშაობენ, ორ შვილზე მეტი იშვიათად ჰყავთ და უფრო იშვიათად იღებენ იმ გადაწყვეტილებას, რასაც ქორწინება ჰქვია.

  • დასაქმება

დასქმების კუთხით, დედებისა და მამების როლი ახლა უფრო მეტად ჰგავს ერთმანეთს, ვიდრე ოდესმე. წინა საუკუნის უმეტესი პერიოდის განმავლობაში (და მანამდე)მშობლების მოვალეობები მეტად სპეციალიზირებული იყო. მამა მუშაობდა და ანაზღაურებას იღებდა, დედის მუშაობა კი სახლის საქმეებს ეხებოდა (რასაც, თავისმხრივ, ფულადი სარგებელი არ მოჰყვებოდა). მაგრამ რაც ქალებს განათლებაზე მეტი წვდომა მიეცათ, - ტექნოლოგიების გამოჩენამ საშინაო საქმეების სიმძიმე შეამცირა, დედებისა და მამების ფუნქციების გამიჯვნა შემცირდა, უფრო მეტმა დედამ დაიწყო ანაზღაურებისთვის მუშაობა და პირიქით, უფრო მეტი მამა დაკავდა სახლის საქმეებით.რა თქმა უნდა, განსხვავება ჯერ კიდევ არსებობს:

როგორც theatlantic.com-ზე ვკითხულობთ, დაქორწინებული დედების 43% სრულ განაკვეთზე მუშაობს, დაქორწინებული მამების 88%-თან შედარებით. დღესაც, დედები გაცილებით ხშირად აკეთებენ ბავშვის მოვლის "ბინძურ საქმეებს", მამები კი მეტ დროს ხარჯავენ ბავშვებთან თამაშში ან სახლის ისეთ საქმეებში, რომელიც "მამაკაცურ სამუშაოსთან" ასოცირდება. თუმცა, როგორც ჩანს, ეს განსხვავებები ნელ-ნელა შესაძლოა, სრულიად აღმოიფხვრას. მეტი ბავშვის ყოლის შემთხვევაში მუშაობის ალბათობა მცირდება.

შრომის სტატისტიკის ბიუროს 2005 წლის მონაცემების თანახმად, თითოეული შემდეგი ბავშვი დაახლოებით 5%-ით ამცირებს ტიპიური დედის მუშახელად ყოფნის ალბათობას. ასევე,დედები ახალშობილი ბავშვებით ყველაზე ნაკლებად მუშაობენ და დასაქმების მაჩვენებელი იზრდება მაშინ, როცა მათი შვილები ადრეულ თინეიჯერულ ასაკში შედიან. ლოგიკურად, რაც უფრო მეტი ბავშვი ჰყავს მშობელს, მით მეტია ალბათობა იმისა, რომ მათ შორის მას პატარა ასაკის შვილიც ეყოლება, რომლის მოვლაც უფრო შრომატევადია და მუშაობისთვის დროსა თუ სივრცეს არ ტოვებს. მნიშვნელოვანი ფაქტორია შემოსავალიც - საშუალო კლასის წარმომადგენელი დედები ყველაზე ხშირად მუშაობენ. ისინი, სავარაუდოდ, სამსახურში დადიან მაშინ, როდესაც ქმრის ხელფასით, მათი ფინანსური მდგომარეობა საშუალო სტატისტიკურია.

  • შობადობის დაცემა

ქალებში, განურჩევლად განათლებისა, შობადობა მნიშვნელოვნად დაეცა. გასაკვირი მხოლოდ ისაა, რომ ვარდნა ყველაზე მკვეთრი იმ დედებს შორის იყო, რომელთაც ნაკლები განათლება აქვთ.

40 წელს გადაცილებულ ქალებში უფრო მეტია ისეთი, ვისაც შვილი საერთოდ არ ჰყავს. 40 წლამდე ასაკის ქალებს შორის ბავშვების არყოლა თითქმის ორჯერ უფრო სავარაუდოა, ვიდრე 40 წლის წინ. პრაქტიკულად ყველა დონეზე, ქორწინების გარეთ უფრო და უფრო მეტი ბავშვი იბადება. დაუოჯახებული დედების რიცხვის ზრდა კულტურული და ეკონომიკური საიდუმლოებაა, მაგრამ მთავარი ამბავი ისაა, რომ დემოგრაფიულ ჯგუფებში ქორწინების მიღმა დაბადებულთა წილი იზრდება.

ქორწინებების წილი შემოსავლის ყველა დონეზე იკლებს, გარდა უპირველესი 5%-ისა.ამის მიზეზი ისაა, რომ ადამიანები უფრო იშვიათად ქორწინდებიან. 1970 წლიდან დაქორწინების მაჩვენებლები 20%-ზე მეტით დაეცა ქალი მუშახელის ქვედა ნაწილში დაგაიზარდა მხოლოდ უმდიდრეს 5%-ში. მაღალშემოსავლიანი ქალებში ოჯახის შექმნა გაცილებით მოსალოდნელია, ვიდრე 40 წლის წინ.

  • სხვა ფაქტორები

დაახლოებით 25 წლის წინ, სხვა ბევრ ცვლილებასთან ერთად, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ ახალი გლობალური კონსენსუსის დასაწყისი დადგა, რომლის მიზანი საკუთარი მომავლის განსაზღვრის მიზნით ქალებისა და საზოგადოებათა გაძლიერება იყო. კაიროში მოსახლეობისა და განვითარების საერთაშორისო კონფერენციაზე, 179-ე მთავრობამ რევოლუციური სამოქმედო პროგრამა მიიღო, რომელიც ყველა ადამიანისთვის სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვის ქონას ახალისებდა, ოჯახის ნებაყოფლობითი დაგეგმვისა და დედების ჯანმრთელობის სერვისების ჩათვლით.

მომდევნო წლებში სამედიცინო მიღწევებმა, სოციალურმა პროგრესმა და ქალთა უფლებების მზარდმა მხარდაჭერამ მთელ მსოფლიოში დედობის გამოცდილების შეცვლას შეუწყო ხელი. თუმცა, რა შეიცვალა სინამდვილეში, როგორ გარდაიქმნა დედობა?

  • დედად გახდომისას, ქალები უფრო იშვიათად იღუპებიან

ასეთი ტრაგედიები დღეს ნაკლებად გვხვდება.

გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდის საიტის მონაცემებით, ბოლო მეოთხედი საუკუნის განმავლობაში, დედების სიკვდილიანობა 40%-ით შემცირდა. ეს უზარმაზარი მიღწევაა, მაგრამ გლობალურ მიზნებს ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება. 1994 წელს გამართულ კონფერენციაზე, ლიდერებმა მიზნად დაისახეს, რომ დედების სიკვდილიანობა 100 000 ახალშობილზე 75-მდე შეემცირებინათ.

დღეს დედების სიკვდილიანობის კოეფიციენტი 100 000 ახალშობილზე 216 გარდაცვალებას შეადგენს. ეს ახალი სიცოცხლის შობის დროს გარდაცვლილი 800-ზე მეტი ქალია ყოველდღიურად. მათი უმეტესობის პრევენცია შესაძლებელია.

  • უფრო მეტი ქალის მშობიარობაზე ზრუნავს გამოცდილი ასისტენტი, მაგალითად, ბებიაქალი

დედების სიკვდილიანობის შემცირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისაა, რომ მეტი ქალი იღებს კვალიფიციური ბებიაქალის მომსახურებას. მშობიარობაზე დასწრების წილი 2010 წელს 67 %-იდან 2017 წელს 79%-მდე გაიზარდა.

  • ქალები უფრო ხშირად ხდებიან დედები საკუთარი გადაწყვეტილებით და არა - შემთხვევითობით

ბოლო 25 წლის განმავლობაში კონტრაცეფციის გავრცელება 25%-ით გაიზარდა, გაუთვალისწინებელი ორსულობა კი 16%-ით შემცირდა. ეს ციფრები ქალთა უფლებებისა და ჯანმრთელობის ტრანსფორმაციას წარმოაჩენს. როდესაც ქალებს უფლება აქვთ, თავად აირჩიონ, როდის, ან საერთოდ, ჰყავდეთ თუ არაშვილები, მათ მეტი შესაძლებლობა ეძლევათ, საკუთარ განათლებასა და მისწრაფებებს მისდიონ.

მიუხედავად ამისა, დღეს მთელ მსოფლიოში 200 მილიონზე მეტ ქალს სურს, თავიდანაიცილოს ორსულობა, მაგრამ უსაფრთხო და ეფექტურ თანამედროვე კონტრაცეფციას ვერ იყენებს.

  • ქალებს დღეს ნაკლები შვილი ჰყავთ

25 წლის წინ, გლობალურმა საშუალო შობადობის მაჩვენებელმა ერთ ქალზე 2,9 დაბადება შეადგინა. დღეს ის საშუალოდ 2.5-მდე დაეცა და, სავარაუდოდ, ეს ვარდნა გაგრძელდება.გაეროს გენერალური მდივნის მოხსენების თანახმად, ეს ცვლილებები ასახავს "რეპროდუქციული არჩევანის მზარდ რეალიზაციას, რომლის მიხედვითაც მეტ ქალსა დაწყვილს შეუძლია, გადაწყვიტოს სასურველი შვილების რაოდენობა, მათ შორის ინტერვალი და შესაფერისი დრო".

  • ქალები ნაკლებად ხდებიან დედები თინეიჯერობის ასაკში

ქალების ცხოვრებაში დედობა, საშუალოდ, უფრო გვიან დგება, ვიდრე ეს ადრე იყო. ეს ცვლილება მოზარდებში გლობალური შობადობის შემცირებას ასახავს.1994 წელს 15-დან 19 წლამდე ასაკის გოგონებში შობადობა 1 000 ქალზე 65 ბავშვს აღწევდა. დღეს ეს რიცხვი 44-მდეა შემცირებული. ეს ქალთა ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვის კუთხით არსებითი მიღწევაა.

თინეიჯერი დედები ნაკლებად იღებენ სრულ განათლებას ან იწყებენ სამსახურს. ისინი უფრო მოწყვლადნი არიან სიღარიბისა და გარიყულობის მიმართ და უფრო მყიფე ჯანმრთელობა აქვთ. ორსულობისა და მშობიარობის დროს გართულებები მოზარდი გოგონების სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზია.

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო მასშტაბით მოზარდებში ორსულობის მაჩვენებლებ იდაეცა, ის მსოფლიოს მრავალ ნაწილში მაღალი რჩება, განსაკუთრებით იმ ადგილებში,სადაც კონტრაცეპტივებზე წვდომა დაბალი, ბავშვთა ქორწინების მაჩვენებლები კი მაღალია.

ფოტოები: unfpa.org

"თქვენ ზევითა ხართ,  მე ქვევით, როგორ აგიმღვრევთ წყალსაო" - ვის უნდა ვუჩივლოთ? ოღონდ რაიმე მოგვცენ, ასეთ სიტუაციაში ვართ" - იმნაძე

"ჩვენი სახელმწიფო ალბათ უკეთესად მუშაობს, ვიდრე ისრაელის... მათ ვაქცინა აქვთ და ჩვენზე 10-ჯერ მეტი ინფიცირების შემთხვევები აქვთ" - ცერცვაძე

"ისე ვტიროდი, არაფერი მესმოდა... ეს ბედნიერების ცრემლები იყო" - ნუცა ქავთარაძის ემოციური ჩართვა სამშობიაროდან და პირველი ემოციები შვილზე (ვიდეო)