მსოფლიო
სამართალი

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პერსევარანსმა" მარსიდან ახალი შთამბეჭდავი ფოტოები გამოგზავნა - დაათვალიერეთ "წითელი პლანეტა“
"პერსევარანსმა" მარსიდან ახალი შთამბეჭდავი ფოტოები გამოგზავნა - დაათვალიერეთ "წითელი პლანეტა“

ნა­სას რო­ბო­ტი, მარსმა­ვა­ლი "პერ­სე­ვე­რან­სი“, იგი­ვე "შე­უ­პო­ვა­რი“ თა­ვის ის­ტო­რი­ულ მი­სი­ას მარსზე წარ­მა­ტე­ბით აგ­რძე­ლებს. 18 თე­ბერ­ვლი­დან ის "წი­თელ პლა­ნე­ტა­ზე“ იმ­ყო­ფე­ბა და გეგ­მის მი­ხედ­ვით, და­ახ­ლო­ე­ბით 7 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მარ­სის ზე­და­პი­რის ნა­წილს მო­ივ­ლის.

რო­ბოტ­მა უკვე გა­მოგ­ზავ­ნა არა­ერ­თი ფოტო, რო­მელ­ზეც მარ­სის ზე­და­პი­რი ახლო და შორი ხე­დე­ბი­თაა გა­და­ღე­ბუ­ლი. თავ­და­პირ­ვე­ლად გა­მოგ­ზავ­ნი­ლი ფო­ტო­ე­ბი შე­და­რე­ბით და­ბა­ლი რე­ზო­ლუ­ცი­ის იყო, თუმ­ცა ამ­ჯე­რად უკვე ას­ტრო­ნო­მებს მან ხა­რის­ხი­ა­ნი ფო­ტო­ე­ბი მი­ა­წო­და. ფო­ტო­ებს ამე­რი­კის კოს­მო­სუ­რი სა­ა­გენ­ტო ავ­რცე­ლებს.

ექ­ვსბორ­ბლი­ა­ნი რო­ბო­ტის მი­სია მაქ­სი­მა­ლუ­რად ბევ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის შეგ­რო­ვე­ბა და დე­და­მი­წა­ზე გა­მოგ­ზავ­ნაა, რომ­ლი­თაც შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა მარ­სის არა მხო­ლოდ ამ­ჟა­მინ­დე­ლი გა­რე­მოს, არა­მედ მისი ის­ტო­რი­ის შეს­წავ­ლა და იმის გარ­კვე­ვა, არ­სე­ბობ­და თუ არა იქ ოდეს­მე სი­ცო­ცხლე. "პერ­სე­ვე­რან­სის" სა­მოქ­მე­დო არე­ა­ლი იქ­ნე­ბა გი­გან­ტუ­რი კრა­ტე­რი, სა­ხე­ლად ეზე­რო. ფიქ­რო­ბენ, რომ მი­ლი­არ­დო­ბით წლის წინ ამ ად­გი­ლას გი­გან­ტუ­რი ტბა არ­სე­ბობ­და, ხოლო იქ სა­დაც წყა­ლია, სი­ცო­ცხლეც არ­სე­ბობს.

ეზე­რო - ეს არის კრა­ტე­რი, სა­დაც წარ­მოდ­გე­ნი­ლია სხვა­დას­ხვაგ­ვა­რი ქა­ნე­ბი, მათ შო­რის, თი­ხე­ბი, კარ­ბო­ნა­ტე­ბი, რომ­ლებ­საც აქვთ პო­ტენ­ცია, რომ შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ ორ­გა­ნუ­ლი მო­ლე­კუ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც სი­ცო­ცხლის არ­სე­ბო­ბა­ზე შე­იძ­ლე­ბა მი­ა­ნიშ­ნებ­დეს.

ფიქ­რო­ბენ, რომ ამ კრა­ტერ­ში მი­ლი­არ­დო­ბით წლის წინ, მდი­ნა­რე­თა შერ­თვის შე­დე­გად, ტბა წარ­მო­იქ­მნე­ბო­და, სწო­რედ ამი­ტომ, სი­ცო­ცხლის ნიშ­ნე­ბის გა­მო­საკ­ვლე­ვად ეს ად­გი­ლი სა­უ­კე­თე­სო უნდა იყოს

მეც­ნი­ე­რებს აქამ­დე აღ­ნიშ­ნუ­ლი კრა­ტე­რის ძა­ლი­ან შორი მან­ძი­ლი­დან გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­მა­სა­ლა ჰქონ­დათ, რაც არ იძ­ლე­ო­და მისი სრულ­ფა­სოვ­ნად შეს­წავ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. ახლა კი მარსმა­ვა­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით, მას დე­ტა­ლუ­რად შე­ის­წავ­ლი­ან, რად­გა­ნაც რო­ბო­ტი გარ­და ფო­ტო­ე­ბის ახლო ხე­დით გა­და­ღე­ბი­სა, მარ­სის ზე­და­პი­რის ნი­მუ­შებს სპე­ცი­ა­ლურ ტუ­ბებ­ში შე­ი­ნა­ხავს. მათი შეს­წავ­ლის შე­დე­გად კი მეც­ნი­ე­რებ­მა შე­საძ­ლოა, პლა­ნე­ტის ყვე­ლა სა­ი­დუმ­ლო ამოხ­სნან.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ "პერ­სე­ვე­რან­სი“ არ არის პირ­ვე­ლი მარსმა­ვა­ლი, რო­მე­ლიც პლა­ნე­ტა­ზე Nasa-მ გა­უშ­ვა, აქამ­დე მარსზე წარ­მა­ტე­ბით გა­უშ­ვეს Curiosity, თუმ­ცა ის პლა­ნე­ტის სულ სხვა ზო­ნა­ში მოქ­მე­დებს და ამავდრო­უ­ლად, არ არის აღ­ჭურ­ვი­ლი ისე­თი­ვე მძლავ­რი თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით, რო­გო­რი­თაც ახა­ლი მარსმა­ვა­ლი. ახალ რო­ბოტს კლდო­ვან ზე­და­პირ­ზე სი­ა­რუ­ლიც წარ­მა­ტე­ბით შე­უძ­ლია.

წყა­რო: BBC.com

მკითხველის კომენტარები / 47 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
giglia
27

არაა, დავრწმუნდი საბოლოოდ მანდ არ იცხოვრება.

გია
15

ჩადი და ზიდე ბალასტი და სილა ააა:)))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

"პერსევარანსმა" მარსიდან ახალი შთამბეჭდავი ფოტოები გამოგზავნა - დაათვალიერეთ "წითელი პლანეტა“

"პერსევარანსმა" მარსიდან ახალი შთამბეჭდავი ფოტოები გამოგზავნა - დაათვალიერეთ "წითელი პლანეტა“

ნასას რობოტი, მარსმავალი "პერსევერანსი“, იგივე "შეუპოვარი“ თავის ისტორიულ მისიას მარსზე წარმატებით აგრძელებს. 18 თებერვლიდან ის "წითელ პლანეტაზე“ იმყოფება და გეგმის მიხედვით, დაახლოებით 7 თვის განმავლობაში მარსის ზედაპირის ნაწილს მოივლის.

რობოტმა უკვე გამოგზავნა არაერთი ფოტო, რომელზეც მარსის ზედაპირი ახლო და შორი ხედებითაა გადაღებული. თავდაპირველად გამოგზავნილი ფოტოები შედარებით დაბალი რეზოლუციის იყო, თუმცა ამჯერად უკვე ასტრონომებს მან ხარისხიანი ფოტოები მიაწოდა. ფოტოებს ამერიკის კოსმოსური სააგენტო ავრცელებს.

ექვსბორბლიანი რობოტის მისია მაქსიმალურად ბევრი ინფორმაციის შეგროვება და დედამიწაზე გამოგზავნაა, რომლითაც შესაძლებელი გახდება მარსის არა მხოლოდ ამჟამინდელი გარემოს, არამედ მისი ისტორიის შესწავლა და იმის გარკვევა, არსებობდა თუ არა იქ ოდესმე სიცოცხლე. "პერსევერანსის" სამოქმედო არეალი იქნება გიგანტური კრატერი, სახელად ეზერო. ფიქრობენ, რომ მილიარდობით წლის წინ ამ ადგილას გიგანტური ტბა არსებობდა, ხოლო იქ სადაც წყალია, სიცოცხლეც არსებობს.

ეზერო - ეს არის კრატერი, სადაც წარმოდგენილია სხვადასხვაგვარი ქანები, მათ შორის, თიხები, კარბონატები, რომლებსაც აქვთ პოტენცია, რომ შეინარჩუნონ ორგანული მოლეკულები, რომლებიც სიცოცხლის არსებობაზე შეიძლება მიანიშნებდეს.

ფიქრობენ, რომ ამ კრატერში მილიარდობით წლის წინ, მდინარეთა შერთვის შედეგად, ტბა წარმოიქმნებოდა, სწორედ ამიტომ, სიცოცხლის ნიშნების გამოსაკვლევად ეს ადგილი საუკეთესო უნდა იყოს

მეცნიერებს აქამდე აღნიშნული კრატერის ძალიან შორი მანძილიდან გადაღებული ფოტომასალა ჰქონდათ, რაც არ იძლეოდა მისი სრულფასოვნად შესწავლის შესაძლებლობას. ახლა კი მარსმავალის საშუალებით, მას დეტალურად შეისწავლიან, რადგანაც რობოტი გარდა ფოტოების ახლო ხედით გადაღებისა, მარსის ზედაპირის ნიმუშებს სპეციალურ ტუბებში შეინახავს. მათი შესწავლის შედეგად კი მეცნიერებმა შესაძლოა, პლანეტის ყველა საიდუმლო ამოხსნან.

აღსანიშნავია, რომ "პერსევერანსი“ არ არის პირველი მარსმავალი, რომელიც პლანეტაზე Nasa-მ გაუშვა, აქამდე მარსზე წარმატებით გაუშვეს Curiosity, თუმცა ის პლანეტის სულ სხვა ზონაში მოქმედებს და ამავდროულად, არ არის აღჭურვილი ისეთივე მძლავრი თანამედროვე ტექნოლოგიებით, როგორითაც ახალი მარსმავალი. ახალ რობოტს კლდოვან ზედაპირზე სიარულიც წარმატებით შეუძლია.

წყარო: BBC.com

"მოუხელთებელი გაზი მარსზე - "წითელი პლანეტა" საიდუმლოებებს დედამიწელებს თანდათან უმხელს?

ერაყის ომის მთავარ "არქიტექტორი" და აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა თავდაცვის მინისტრი, დონალდ რამსფელდი გარდაიცვალა

მორიგი სკანდალური აღმოჩენა კანადაში - ყოფილი სკოლა-პანსიონის ტერიტორიაზე 200-მდე ადამიანის ნეშტი იპოვეს