მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემს მშობლებს ახლოსაც არ მივაკარებ ასეთი გზით შემოსულ ვაქცინას... თავის ხალხზე ექსპერიმენტი ჩაატარა" - რას წერს ექიმი რუსულ ვაქცინაზე
"ჩემს მშობლებს ახლოსაც არ მივაკარებ ასეთი გზით შემოსულ ვაქცინას... თავის ხალხზე ექსპერიმენტი ჩაატარა" - რას წერს ექიმი რუსულ ვაქცინაზე

"რუ­სეთ­მა პირ­და­პი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით თა­ვის ხალ­ხზე ჩა­ა­ტა­რა ექ­სპე­რი­მენ­ტი, არ­ცერ­თი ჭკუ­ად­მყო­ფე­ლი არ ენ­დო­ბა მათ მიერ წარ­მარ­თულ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცესს, შე­სა­ბა­მი­სად არც მათ ვაქ­ცი­ნებს" - ამის შე­სა­ხებ "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე აშშ-ის ჰო­პ­კინ­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ქარ­თვე­ლი დოქ­ტო­რი, ექი­მი-ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი მა­მუ­კა მა­ჩა­ი­ძე წერს:

"რად­გან რუ­სუ­ლი და ჩი­ნუ­რი ვაქ­ცი­ნის თე­მა­მაც გა­იჟ­ღე­რა „სულ არა­ფერს ხომ ჯო­ბი­ას“ და „თუ ლო­დი­ნი არ გვინ­და, ესე­ნი იყოს“ მი­ზე­ზით, ჩემს აზრს და­ვა­ფიქ­სი­რებ - რუ­სეთ­მა ძა­ლი­ან კარ­გად იცის, რომ პირ­და­პი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით თა­ვის ხალ­ხზე ჩა­ა­ტა­რა ექ­სპე­რი­მენ­ტი; ასე­ვე კარ­გად იცი­ან, რომ არ­ცერ­თი ჭკუ­ად­მყო­ფე­ლი არ ენ­დო­ბა პრო­ცესს, შე­სა­ბა­მი­სად არც მათ ვაქ­ცი­ნებს, ამი­ტომ აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ო­ბენ მი­ნი­მუმ 2 ევ­რო­პულ მწარ­მო­ე­ბელ­თან (ალ­ბათ მეტ­თან) რომ „ჩე­რეზ“ მათი ფილტრით და მათ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით ჯან­მოს ნე­ბარ­თვა მი­ი­ღონ, შემ­დეგ ჩვენ­თან რა ფორ­მუ­ლა შე­მო­ვა ღმერ­თმა იცის.

მე პი­რა­დად, რო­გორც რი­გი­თი ექი­მი, ჩემს მშობ­ლებს ახ­ლო­საც არ მი­ვა­კა­რებ ასე­თი გზით შე­მო­სულ ვაქ­ცი­ნას და ვამ­ხელ ყვე­ლა­ნა­ი­რად, რო­გორც შე­მეძ­ლე­ბა. მთა­ვა­რი, რაც ახლა, ჩემი აზ­რით, ქვეყ­ნის შიგ­ნით უნდა კეთ­დე­ბო­დეს არის აქ­ტი­უ­რი კამ­პა­ნია, რო­მე­ლიც არ ნიშ­ნავს მხო­ლოდ „უნდა აიც­რა“-ს ძა­ხილს. ადა­მი­ა­ნე­ბის იმ ჯგუფს, რო­მელ­საც გულ­წრფე­ლი სკეფ­სი­სი აქვს, უნდა ავუხ­სნათ მათ შო­რის ისიც, რაც ჯერ­ჯე­რო­ბით არ ვი­ცით ვაქ­ცი­ნებ­ზე და ისიც, რა რის­კებს შე­ი­ცავს უვაქ­ცი­ნო­ბა. ასე­ვე, ვინ და რა სის­ტე­მაა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი, რომ მა­გა­ლი­თად ჩემს მარ­თლა გმირ კო­ლე­გას კა­ხეთ­ში ან აჭა­რა­ში, რო­მელ­საც თა­ვი­სი ნე­ბით სურს აცრა, რიგ­ში წინ არ ჩა­უდ­გე­ბა რო­მე­ლი­მე გავ­ლე­ნი­ა­ნი ან ფუ­ლი­ა­ნი ჩი­ნოვ­ნი­კი. ვაქ­ცი­ნა­ცი­ის თემა ერ­თერ­თი ყვე­ლა­ზე სენ­სი­ტი­უ­რია ყვე­ლა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და ამი­ტო­მაც მარ­ტი­ვია მი­სით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბა და ხალ­ხის კი­დევ უფრო და­პი­რის­პი­რე­ბა, მაგ­რამ პა­რა­დოქ­სუ­ლად შე­იძ­ლე­ბა მა­კონ­სო­ლი­დე­რე­ბე­ლიც აღ­მოჩ­ნდეს, სწო­რი მარ­თვის პი­რო­ბებ­ში", - წერს მა­მა­უ­კა მა­ჩა­ი­ძე.

***

რუ­სეთ­მა "სპუტ­ნიკ-V" ვაქ­ცი­ნის ავ­ტო­რი­ზა­ცია მისი კლი­ნი­კუ­რი გა­მოც­დის გა­დამ­წყვე­ტი ფა­ზე­ბის გავ­ლის გა­რე­შე, აგ­ვის­ტო­ში გას­ცა. ამან გა­ა­ჩი­ნა სკეპ­ტი­ციზ­მი და კი­თხვე­ბი პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ტი­ვე­ბის შე­სა­ხებ. ჩი­ნეთ­მა კი სა­გან­გე­ბო გა­მო­ყე­ნე­ბის­თვის მისი „სი­ნო­ვა­კის“ ვაქ­ცი­ნა ივ­ლის­ში და­ა­დას­ტუ­რა. ეს მა­შინ, როცა და­სავ­ლეთ­ში დიდი ბრი­ტა­ნე­თი იყო პირ­ვე­ლი ქვე­ყა­ნა, რო­მელ­მაც „ფა­ი­ზე­ი­რის“ ვაქ­ცი­ნას სა­გან­გე­ბო ავ­ტო­რი­ზა­ცი­ით გავ­რცე­ლე­ბის ნე­ბარ­თვა, ბევ­რად მოგ­ვი­ა­ნე­ბით, დე­კემ­ბერ­ში მის­ცა.

ცოტა ხნის წინ, ცნო­ბილ სა­მეც­ნი­ე­რო ჟურ­ნალ „ლან­ცეტ­ში“ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ა­ში, ნათ­ქვა­მი იყო, რომ რუ­სუ­ლი ვაქ­ცი­ნა 92 პრო­ცენ­ტით ეფექ­ტუ­რია. კვლე­ვა, რუ­სე­თის მთავ­რო­ბის მი­ე­რაა და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი. კვლე­ვის მიგ­ნე­ბე­ბი რუ­სულ ვაქ­ცი­ნას გარ­კვე­ულ ლე­გი­ტი­მა­ცი­ას აძ­ლევს. თუმ­ცა, ეფექ­ტუ­რო­ბის გარ­შე­მო შე­კი­თხვებ­თან ერ­თად, რუ­სე­თის­გან ვაქ­ცი­ნის მი­ღე­ბას, პო­ლი­ტი­კუ­რი ას­პექ­ტე­ბიც ერ­თვის თან. ის ეხ­მა­რე­ბა ამა თუ იმ ქვეყ­ნის შიგ­ნით რუ­სუ­ლი რბი­ლი ძა­ლის გაძ­ლი­ე­რე­ბას, ანტი-და­სავ­ლურ გან­წყო­ბებს და არ­გუ­მენტს აძ­ლევს პრო-რუს პო­ლი­ტი­კო­სებს.

რუ­სე­თის ვაქ­ცი­ნა უფრო აქ­ტი­უ­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა სა­ზღვარ­გა­რეთ, ვიდ­რე ქვეყ­ნის შიგ­ნით. წარ­მო­ე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნის დო­ზე­ბის დიდი ნა­წი­ლის, 400 მი­ლი­ო­ნის ექ­სპორ­ტს გეგ­მავს ასე­ვე ჩი­ნე­თიც. პე­კი­ნი ვაქ­ცი­ნას მის მო­კავ­ში­რე­ებს, მა­გა­ლი­თად პა­კის­ტანს და ისეთ ქვეყ­ნებს გა­დას­ცემს, რო­მელ­თა­ნაც უფრო ახლო ურ­თი­ერ­თო­ბის დამ­ყა­რე­ბას ცდი­ლობს, მა­გა­ლი­თად - სერ­ბეთს. "სპუტ­ნიკ-V" კი და­ამ­ტკი­ცეს ან ლი­ცენ­ზი­ის შე­თან­ხმე­ბა მი­ი­ღეს ისეთ­მა ქვეყ­ნებ­მა, რო­გო­რი­ცაა არ­გენ­ტი­ნა, მექ­სი­კა, ინ­დო­ე­თი, ვე­ნე­სუ­ე­ლა და ირა­ნი (წყა­რო: "ამე­რი­კის ხმა").

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო
50

თქვენთვის სამწუხაროდ მაგრამ შურიან მეზობლის რეპლიკებს გავს თქვენი პოსტი. და ამ პოსტის საფუძველზე ჟურნალისტის დასკვნა. ვინ რაზე ან ვისზე ჩაატარა აი თქვენ რა იცით???????

------
31

სხვა ქვეყნები ექსპერიმენტებს არ ატარებენ ხალხზე, მარტო რუსეთზე რომ ლაპარაკობთ? ყველა ვაქცინა დაჩქარებით არის შექმნილი და ბოლომდე არ არის კვლევები მიყვანილი, იმიტომ რომ ამას დრო უნდა, ათი წელი მაინც, როგორც ამბობენ, დრო კი არ იცდის. ასტრაზენეკას ვაქცინითაც ცუდად გახდნენ ექიმები უკრაინაში, მაშინ ისიც საშიშია გამოსაყენებლად და ველოდოთ წლების გასვლას. სრულიად უხიფათო არცერთი ვაქცინა არ არის, უნდა ყველანაირი შემოიტანონ და ვინც რომელს ენდობა, იმას გაიკეთებს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"ჩემს მშობლებს ახლოსაც არ მივაკარებ ასეთი გზით შემოსულ ვაქცინას... თავის ხალხზე ექსპერიმენტი ჩაატარა" - რას წერს ექიმი რუსულ ვაქცინაზე

"ჩემს მშობლებს ახლოსაც არ მივაკარებ ასეთი გზით შემოსულ ვაქცინას... თავის ხალხზე ექსპერიმენტი ჩაატარა" - რას წერს ექიმი რუსულ ვაქცინაზე

"რუსეთმა პირდაპირი მნიშვნელობით თავის ხალხზე ჩაატარა ექსპერიმენტი, არცერთი ჭკუადმყოფელი არ ენდობა მათ მიერ წარმართულ ვაქცინაციის პროცესს, შესაბამისად არც მათ ვაქცინებს" - ამის შესახებ "ფეისბუქის" პირად გვერდზე აშშ-ის ჰოპკინსის უნივერსიტეტის ქართველი დოქტორი, ექიმი-ინფექციონისტი მამუკა მაჩაიძე წერს:

"რადგან რუსული და ჩინური ვაქცინის თემამაც გაიჟღერა „სულ არაფერს ხომ ჯობიას“ და „თუ ლოდინი არ გვინდა, ესენი იყოს“ მიზეზით, ჩემს აზრს დავაფიქსირებ - რუსეთმა ძალიან კარგად იცის, რომ პირდაპირი მნიშვნელობით თავის ხალხზე ჩაატარა ექსპერიმენტი; ასევე კარგად იციან, რომ არცერთი ჭკუადმყოფელი არ ენდობა პროცესს, შესაბამისად არც მათ ვაქცინებს, ამიტომ აქტიურად მუშაობენ მინიმუმ 2 ევროპულ მწარმოებელთან (ალბათ მეტთან) რომ „ჩერეზ“ მათი ფილტრით და მათთან თანამშრომლობით ჯანმოს ნებართვა მიიღონ, შემდეგ ჩვენთან რა ფორმულა შემოვა ღმერთმა იცის.

მე პირადად, როგორც რიგითი ექიმი, ჩემს მშობლებს ახლოსაც არ მივაკარებ ასეთი გზით შემოსულ ვაქცინას და ვამხელ ყველანაირად, როგორც შემეძლება. მთავარი, რაც ახლა, ჩემი აზრით, ქვეყნის შიგნით უნდა კეთდებოდეს არის აქტიური კამპანია, რომელიც არ ნიშნავს მხოლოდ „უნდა აიცრა“-ს ძახილს. ადამიანების იმ ჯგუფს, რომელსაც გულწრფელი სკეფსისი აქვს, უნდა ავუხსნათ მათ შორის ისიც, რაც ჯერჯერობით არ ვიცით ვაქცინებზე და ისიც, რა რისკებს შეიცავს უვაქცინობა. ასევე, ვინ და რა სისტემაა პასუხისმგებელი, რომ მაგალითად ჩემს მართლა გმირ კოლეგას კახეთში ან აჭარაში, რომელსაც თავისი ნებით სურს აცრა, რიგში წინ არ ჩაუდგება რომელიმე გავლენიანი ან ფულიანი ჩინოვნიკი. ვაქცინაციის თემა ერთერთი ყველაზე სენსიტიურია ყველა საზოგადოებაში და ამიტომაც მარტივია მისით მანიპულირება და ხალხის კიდევ უფრო დაპირისპირება, მაგრამ პარადოქსულად შეიძლება მაკონსოლიდერებელიც აღმოჩნდეს, სწორი მართვის პირობებში", - წერს მამაუკა მაჩაიძე.

***

რუსეთმა "სპუტნიკ-V" ვაქცინის ავტორიზაცია მისი კლინიკური გამოცდის გადამწყვეტი ფაზების გავლის გარეშე, აგვისტოში გასცა. ამან გააჩინა სკეპტიციზმი და კითხვები პოლიტიკური მოტივების შესახებ. ჩინეთმა კი საგანგებო გამოყენებისთვის მისი „სინოვაკის“ ვაქცინა ივლისში დაადასტურა. ეს მაშინ, როცა დასავლეთში დიდი ბრიტანეთი იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც „ფაიზეირის“ ვაქცინას საგანგებო ავტორიზაციით გავრცელების ნებართვა, ბევრად მოგვიანებით, დეკემბერში მისცა.

ცოტა ხნის წინ, ცნობილ სამეცნიერო ჟურნალ „ლანცეტში“ გამოქვეყნებულ სტატიაში, ნათქვამი იყო, რომ რუსული ვაქცინა 92 პროცენტით ეფექტურია. კვლევა, რუსეთის მთავრობის მიერაა დაფინანსებული. კვლევის მიგნებები რუსულ ვაქცინას გარკვეულ ლეგიტიმაციას აძლევს. თუმცა, ეფექტურობის გარშემო შეკითხვებთან ერთად, რუსეთისგან ვაქცინის მიღებას, პოლიტიკური ასპექტებიც ერთვის თან. ის ეხმარება ამა თუ იმ ქვეყნის შიგნით რუსული რბილი ძალის გაძლიერებას, ანტი-დასავლურ განწყობებს და არგუმენტს აძლევს პრო-რუს პოლიტიკოსებს.

რუსეთის ვაქცინა უფრო აქტიურად გამოიყენება საზღვარგარეთ, ვიდრე ქვეყნის შიგნით. წარმოებული ვაქცინის დოზების დიდი ნაწილის, 400 მილიონის ექსპორტს გეგმავს ასევე ჩინეთიც. პეკინი ვაქცინას მის მოკავშირეებს, მაგალითად პაკისტანს და ისეთ ქვეყნებს გადასცემს, რომელთანაც უფრო ახლო ურთიერთობის დამყარებას ცდილობს, მაგალითად - სერბეთს. "სპუტნიკ-V" კი დაამტკიცეს ან ლიცენზიის შეთანხმება მიიღეს ისეთმა ქვეყნებმა, როგორიცაა არგენტინა, მექსიკა, ინდოეთი, ვენესუელა და ირანი (წყარო: "ამერიკის ხმა").

ღარიბაშვილი, კობახიძე, თალაკვაძე და კალაძე პატრიარქთან - რა ფოტოს ავრცელებს მთავრობის ადმინისტრაცია?

სააკაშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ - ევროსასამართლომ სარჩელი წარმოებაში მიიღო - რა ინფორმაციას ავრცელებს "ნაცმოძრაობა"

"მინდა ორ თემაზე ვესაუბრო" - მამუკა ხაზარაძე რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში ნიკა მელიას ხვდება