მეცნიერება
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბრიტანეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტო თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობების შესახებ ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობას უსვამს ხაზს
ბრიტანეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტო თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობების შესახებ ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობას უსვამს ხაზს

დიდი ბრი­ტა­ნე­თის ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ თამ­ბა­ქოს ელექტრო­ნუ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი ტრა­დი­ცი­უ­ლი სი­გა­რე­ტის სა­უ­კე­თე­სო ალ­ტერ­ნა­ტი­ვას წარ­მო­ად­გენს. სწო­რედ ამი­ტომ, ინ­გლი­სის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის სა­ა­გენ­ტო (PHE) აქ­ტი­უ­რად იკ­ვლევს მო­სახ­ლე­ო­ბის მხრი­დან თამ­ბა­ქოს უკ­ვამ­ლო მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის მიმ­ღებ­ლო­ბა­სა და მათ შე­საძ­ლო სარ­გე­ბელს..

ორ­გა­ნი­ზა­ცია ყო­ველ­წლი­უ­რად აახ­ლებს ელექტრო­ნუ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის შე­სა­ხებ ან­გა­რიშს.

2020 წელს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვით დად­გინ­და, რომ მწე­ველ­თა შო­რის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ე­რე­ბა და­ბა­ლია. გა­მო­კი­თხულ­თა 38% მი­იჩ­ნევ­და, რომ თამ­ბა­ქოს უკ­ვამ­ლო მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის მოხ­მა­რე­ბა ორ­გა­ნიზ­მის­თვის ისე­თი­ვე ზი­ა­ნის მომ­ტა­ნი იყო, რო­გო­რიც ტრა­დი­ცი­უ­ლი თამ­ბა­ქოს მოხ­მა­რე­ბა, 15% კი ფიქ­რობ­და, რომ ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი უფრო მეტი რის­კის შემ­ცვე­ლი იყო.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, 2020 წელს მწე­ვე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის 27.2% თამ­ბა­ქოს ელექტრო­ნულ მო­წყო­ბი­ლო­ბებს ტრა­დი­ცი­უ­ლი მო­წე­ვის­თვის ჩა­ნაც­ვლე­ბის­თვის იყე­ნებ­და. შე­დე­გად, უკ­ვამ­ლო მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, ტრა­დი­ცი­უ­ლი სი­გა­რე­ტის მოხ­მა­რე­ბის შე­წყვე­ტის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 2019-2020 წლებ­ში 59.7% - 74% -მდე მერ­ყე­ობ­და.

"ელექტრო­ნუ­ლი სი­გა­რე­ტე­ბი­სა და მათი საფრ­თხე­ე­ბის შე­სა­ხებ სწო­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ათა­სო­ბით მეტი მწე­ვე­ლი და­ა­ნე­ბებ­და თავს ტრა­დი­ცი­უ­ლი თამ­ბა­ქოს მოხ­მა­რე­ბას", - გა­ნა­ცხა­და ჯან­დაც­ვის ექ­სპერ­ტმა ჯონ ნი­უ­ტონ­მა.

ინ­გლი­სის ჯან­დაც­ვის სა­ა­გენ­ტო 2022 წელს და­მა­ტე­ბი­თი კვლე­ვის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას გეგ­მავს, რო­მე­ლიც ელექტრო­ნუ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხე­ბის კვლე­ვას და­ეთ­მო­ბა. დიდი ბრი­ტა­ნე­თის ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის მი­ზა­ნია, 2030 წლის­თვის ინ­გლი­სი სრუ­ლი­ად გა­თა­ვი­სუფ­ლდეს ტრა­დი­ცი­უ­ლი სი­გა­რე­ტის მოხ­მა­რე­ბის­გან.

"მწე­ველ­თა მხრი­დან უკ­ვამ­ლო პრო­დუქ­ტე­ბის მოხ­მა­რე­ბა­ზე გა­დას­ვლის პრო­ცეს­ში მთა­ვარ პრობ­ლე­მას არას­წო­რი ან მწი­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის ფლო­ბა წარ­მო­ად­გენს. დიდი ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ ელექტრო­ნუ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი ისე­თი­ვე მავ­ნეა, რო­გო­რიც არის ტრა­დი­ცი­უ­ლი სი­გა­რე­ტი. სწო­რედ ამი­ტომ, სა­ჭი­როა მო­სახ­ლე­ო­ბა­ში ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ლონ­დო­ნის სა­მე­ფო კო­ლე­ჯის პრო­ფე­სორ­მა, ენ მაკ­ნე­ილ­მა.

სა­ქარ­თვე­ლოს და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და პრე­ვენ­ცი­ის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის მიერ 2020 წელს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის თა­ნახ­მად, ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის 28.4% მწე­ვე­ლია. მთავ­რო­ბის მხრი­დან ამ პრობ­ლე­მას­თან ბრძო­ლის მთა­ვარ ინ­სტრუ­მენტს ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის თამ­ბა­ქოს ნა­წარმ­ზე მა­ღა­ლი გა­და­სა­ხა­დე­ბი­სა და მკაც­რი აკ­რძალ­ვე­ბის და­წე­სე­ბა წარ­მო­ად­გენს.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს­გან გან­სხვა­ვე­ბულ მიდ­გო­მას იყე­ნებს დიდი ბრი­ტა­ნე­თის მმარ­თვე­ლი პა­ლა­ტა, რო­მე­ლიც რის­კის შემ­ცი­რე­ბის პო­ლი­ტი­კას ატა­რებს, რაც ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი, უკ­ვამ­ლო მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის მოხ­მა­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბას გუ­ლის­ხმობს.

თუ მკაც­რი აკ­რძალ­ვე­ბის შე­დე­გად სა­ქარ­თვე­ლო­ში 2016 წლის შემ­დეგ ზრდას­რულ მწე­ველ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 31% -დან 28.2 % -მდე შემ­ცირ­და, გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­მე­ფო­ში 2016-2019 წლებ­ში მწე­ველ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 7.6 მი­ლი­ო­ნი­დან 6.9 მი­ლი­ო­ნამ­დე და­ე­ცა.

დიდი ბრი­ტა­ნე­თის ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ქარ­თვე­ლი წამ­ყვა­ნი ონ­კო­ლო­გი­ის პრო­ფე­სო­რი რემა ღვა­მი­ჩა­ვა ეხ­მა­უ­რე­ბა: "ნუ გან­ვი­ხი­ლავთ სა­ქარ­თვე­ლოს მთე­ლი მსოფ­ლი­ო­დან გან­ყე­ნე­ბუ­ლად, მე ვფიქ­რობ რომ ნე­ბის­მი­ე­რი პრო­დუქ­ტი და ნე­ბის­მი­ე­რი ქმე­დე­ბა და ძა­ლის­ხმე­ვა, რო­მე­ლიც ადა­მი­ანს მი­ეხ­მა­რე­ბა სი­გა­რე­ტის­თვის თა­ვის და­ნე­ბე­ბა­ში მხო­ლოდ მი­სა­სალ­მე­ბე­ლია და ვფიქ­რობ რომ ამას სა­ქარ­თვე­ლო­შიც იგი­ვე შე­დე­გი უნდა ჰქონ­დეს.

რა­საკ­ვირ­ვე­ლია სწო­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბას ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. თამ­ბა­ქო, რომ მავ­ნეა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს ისე­დაც აქ­სი­ო­მაა, ამა­ზეც მუდ­მი­ვად არის სა­ჭი­რო სა­უ­ბა­რი და მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა. რა თქმა უნდა ჯო­ბია, რომ ადა­მი­ან­მა არ მო­იხ­მა­როს თამ­ბა­ქო, ანუ სი­გა­რე­ტი არ მო­წი­ოს. ვინც ეწე­ვა მის­თვის ნე­ბის­მი­ე­რი გზა, რო­მე­ლიც მას სი­გა­რე­ტის­თვის თა­ვის და­ნე­ბე­ბა­ში, ან ნაკ­ლე­ბად სა­ზი­ა­ნო ალ­ტერ­ნა­ტი­ვით ჩა­ნაც­ვლე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბა არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი.“

ონ­კო­ლო­გის მო­საზ­რე­ბით: „ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია, ადა­მი­ანს უთხრა, რომ თავი და­ა­ნე­ბოს სი­გა­რე­ტის მო­წე­ვას, თუმ­ცა ვინც მწე­ვე­ლია მის­თვის ასე მარ­ტი­ვი რა თქმა უნდა არ არის. ისი­ნი თა­ვად ცდი­ლო­ბენ და ვერ ანე­ბე­ბენ თავს, ამი­ტომ მიხ­მა­რე­ბა და ჩა­ნაც­ვლე­ბა ამა­ში ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. უკ­ვამ­ლო თამ­ბა­ქოს პრო­დუქ­ტე­ბი, რა­საკ­ვირ­ვე­ლია თა­ვა­დაც არ არის ურის­კო, მაგ­რამ ის მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს თა­მა­შობს თამ­ბა­ქოს ზი­ა­ნის შემ­ცი­რე­ბა­ში ამი­ტომ, ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა და სწო­რად ინ­ფორ­მი­რე­ბა არის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი.“

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

ბრიტანეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტო თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობების შესახებ ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობას უსვამს ხაზს

ბრიტანეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტო თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობების შესახებ ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობას უსვამს ხაზს

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ თამბაქოს ელექტრონული მოწყობილობები ტრადიციული სიგარეტის საუკეთესო ალტერნატივას წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტო (PHE) აქტიურად იკვლევს მოსახლეობის მხრიდან თამბაქოს უკვამლო მოწყობილობების მიმღებლობასა და მათ შესაძლო სარგებელს..

ორგანიზაცია ყოველწლიურად აახლებს ელექტრონული მოწყობილობების შესახებ ანგარიშს.

2020 წელს ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ მწეველთა შორის ალტერნატიული მოწყობილობების შესახებ ცნობიერება დაბალია. გამოკითხულთა 38% მიიჩნევდა, რომ თამბაქოს უკვამლო მოწყობილობების მოხმარება ორგანიზმისთვის ისეთივე ზიანის მომტანი იყო, როგორიც ტრადიციული თამბაქოს მოხმარება, 15% კი ფიქრობდა, რომ ალტერნატიული მოწყობილობები უფრო მეტი რისკის შემცველი იყო.

მიუხედავად ამისა, 2020 წელს მწეველი მოსახლეობის 27.2% თამბაქოს ელექტრონულ მოწყობილობებს ტრადიციული მოწევისთვის ჩანაცვლებისთვის იყენებდა. შედეგად, უკვამლო მოწყობილობების მეშვეობით, ტრადიციული სიგარეტის მოხმარების შეწყვეტის მაჩვენებელი 2019-2020 წლებში 59.7% - 74% -მდე მერყეობდა.

"ელექტრონული სიგარეტებისა და მათი საფრთხეების შესახებ სწორი ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში, ათასობით მეტი მწეველი დაანებებდა თავს ტრადიციული თამბაქოს მოხმარებას", - განაცხადა ჯანდაცვის ექსპერტმა ჯონ ნიუტონმა.

ინგლისის ჯანდაცვის სააგენტო 2022 წელს დამატებითი კვლევის გამოქვეყნებას გეგმავს, რომელიც ელექტრონული მოწყობილობების უსაფრთხოების საკითხების კვლევას დაეთმობა. დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სისტემის მიზანია, 2030 წლისთვის ინგლისი სრულიად გათავისუფლდეს ტრადიციული სიგარეტის მოხმარებისგან.

"მწეველთა მხრიდან უკვამლო პროდუქტების მოხმარებაზე გადასვლის პროცესში მთავარ პრობლემას არასწორი ან მწირი ინფორმაციის ფლობა წარმოადგენს. დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ელექტრონული მოწყობილობები ისეთივე მავნეა, როგორიც არის ტრადიციული სიგარეტი. სწორედ ამიტომ, საჭიროა მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლება", - განაცხადა ლონდონის სამეფო კოლეჯის პროფესორმა, ენ მაკნეილმა.

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრის მიერ 2020 წელს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ქვეყნის მოსახლეობის 28.4% მწეველია. მთავრობის მხრიდან ამ პრობლემასთან ბრძოლის მთავარ ინსტრუმენტს ნებისმიერი სახის თამბაქოს ნაწარმზე მაღალი გადასახადებისა და მკაცრი აკრძალვების დაწესება წარმოადგენს.

საქართველოს საკანონმდებლო ორგანოსგან განსხვავებულ მიდგომას იყენებს დიდი ბრიტანეთის მმართველი პალატა, რომელიც რისკის შემცირების პოლიტიკას ატარებს, რაც ალტერნატიული, უკვამლო მოწყობილობების მოხმარების ხელშეწყობას გულისხმობს.

თუ მკაცრი აკრძალვების შედეგად საქართველოში 2016 წლის შემდეგ ზრდასრულ მწეველთა რაოდენობა 31% -დან 28.2 % -მდე შემცირდა, გაერთიანებულ სამეფოში 2016-2019 წლებში მწეველთა რაოდენობა 7.6 მილიონიდან 6.9 მილიონამდე დაეცა.

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სისტემის გადაწყვეტილებას ქართველი წამყვანი ონკოლოგიის პროფესორი რემა ღვამიჩავა ეხმაურება: "ნუ განვიხილავთ საქართველოს მთელი მსოფლიოდან განყენებულად, მე ვფიქრობ რომ ნებისმიერი პროდუქტი და ნებისმიერი ქმედება და ძალისხმევა, რომელიც ადამიანს მიეხმარება სიგარეტისთვის თავის დანებებაში მხოლოდ მისასალმებელია და ვფიქრობ რომ ამას საქართველოშიც იგივე შედეგი უნდა ჰქონდეს.

რასაკვირველია სწორი ინფორმაციის მიწოდებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თამბაქო, რომ მავნეა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ისედაც აქსიომაა, ამაზეც მუდმივად არის საჭირო საუბარი და მომხმარებლებისთვის დამატებითი ინფორმაციის მიწოდება. რა თქმა უნდა ჯობია, რომ ადამიანმა არ მოიხმაროს თამბაქო, ანუ სიგარეტი არ მოწიოს. ვინც ეწევა მისთვის ნებისმიერი გზა, რომელიც მას სიგარეტისთვის თავის დანებებაში, ან ნაკლებად საზიანო ალტერნატივით ჩანაცვლებაში დაეხმარება არის მნიშვნელოვანი.“

ონკოლოგის მოსაზრებით: „ძალიან მარტივია, ადამიანს უთხრა, რომ თავი დაანებოს სიგარეტის მოწევას, თუმცა ვინც მწეველია მისთვის ასე მარტივი რა თქმა უნდა არ არის. ისინი თავად ცდილობენ და ვერ ანებებენ თავს, ამიტომ მიხმარება და ჩანაცვლება ამაში ძალიან მნიშვნელოვანია. უკვამლო თამბაქოს პროდუქტები, რასაკვირველია თავადაც არ არის ურისკო, მაგრამ ის მნიშვნელოვან როლს თამაშობს თამბაქოს ზიანის შემცირებაში ამიტომ, ამ ინფორმაციის მიწოდება და სწორად ინფორმირება არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი.“

R

ნახეთ, როგორია ყველაზე მასშტაბური პროექტი ბაკურიანში

სილქნეტის მომხმარებელი თამაშების პირველი ქართული პორტალით SILKGAMES.GE ისარგებლებს

ტრიბუ აპარტჰოტელის შეთავაზება ექიმებსა და მასწავლებლებს