პოლიტიკა
სამხედრო
საზოგადოება

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აფთრებივით გამოცვივდნენ და ეცნენ" - აფხაზი ექსჩინოვნიკის სადღეგრძელო ქართველებთან შერიგებაზე და ვიზიტი, რომელმაც სოხუმში მწვავე პროტესტი გამოიწვია
"აფთრებივით გამოცვივდნენ და ეცნენ" - აფხაზი ექსჩინოვნიკის სადღეგრძელო ქართველებთან შერიგებაზე და ვიზიტი, რომელმაც სოხუმში მწვავე პროტესტი გამოიწვია

რუ­სე­თის მიერ ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზე­თის რე­გი­ონ­ში მთე­ლი დღეა აქ­ცია ე.წ. პრე­ზი­დენ­ტის თა­ნა­შემ­წის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით იმარ­თე­ბა. სო­ხუ­მის ცენ­ტრში 200-მდე ადა­მი­ა­ნი შე­იკ­რი­ბა და ბე­ნურ კვი­რა­ია ქარ­თუ­ლი მხა­რის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის მო­სა­ზი­დად გად­მოს­ვლის გამო "ერის ღა­ლატ­ში" და­ა­და­ნა­შა­უ­ლა.

კვი­რა­ია უკან­და­ხე­ვას არ აპი­რებს და ად­გი­ლობ­რივ მე­დი­ას­თან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ "სა­ქარ­თვე­ლო­ში ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის მო­სა­ზი­დად იმ­ყო­ფე­ბო­და, წას­ვლას კი­დევ გეგ­მავს და ამა­ში ხელს ვე­რა­ვინ შე­უშ­ლის..."

Sputnik-თან სა­უ­ბარ­ში, კვი­რა­ია ამ­ბობს, რომ მან და­კა­ვე­ბუ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბა "პრე­ზი­დენ­ტის" მი­თი­თე­ბით და­ტო­ვა, რის შემ­დე­გაც სა­ქარ­თვე­ლო­ში, თა­ვი­სუ­ფა­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზო­ნის ფარ­გლებ­ში, მის სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი შპს-ს Скурча-ს ბიზ­ნეს საქ­მე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩაფ­რინ­და.

"ეს ჩემი კერ­ძო ვი­ზი­ტი იყო ქარ­თველ მე­გობ­რებ­თან, ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან არა­ვის­თან არ შე­მი­თან­ხმე­ბია და არც ჩა­მით­ვლია სა­ჭი­როდ... დიახ, კი­დევ წა­ვალ, რად­გან ჩემს სამ­შობ­ლო­ში ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი მო­ვი­ზი­დო. მინ­და პორ­ტის აშე­ნე­ბა, დიდი სას­ტუმ­რო­ე­ბი, რათა აფხა­ზეთ­ში დიდ­მა ფულ­მა იტ­რი­ა­ლოს, რათა ჩემი ხალ­ხი, თავს დამ­ცი­რე­ბუ­ლად კი არ გრძნობ­დეს, ღირ­სე­უ­ლად ცხოვ­რობ­დეს... მე ომ­გა­მოვ­ლი­ლი ვარ, 1989 წლი­დან აფხა­ზე­თის გა­მა­თა­ვი­სუფ­ლე­ბელ მოძ­რა­ო­ბა­ში ვარ ჩარ­თუ­ლი, ყვე­ლა სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ა­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი, ჯერ კი­დევ ომამ­დე, მაგ­რამ ეს ხელს არ მიშ­ლის, ჩემი სამ­შობ­ლოს აყ­ვა­ვე­ბა­ში ჩემი წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნო" -_ გა­ნა­ცხა­და მან.

რაც შე­ე­ხე­ბა "სკურ­ჩას", რომ­ლის გარ­შე­მო სკან­და­ლი ატყდა, ის ოჩამ­ჩი­რე­ში ტბა არის, რო­მე­ლიც არ­ხით შავ ზღვას უკავ­შირ­დე­ბა და ტბა­ში პორ­ტის მო­წყო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით წლე­ბია აფხა­ზეთ­ში სხვა­დას­ხვა ძა­ლებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს, რად­გან ტბა­ზე სა­კონ­ტე­ი­ნე­რო, ლო­ჯის­ტი­კუ­რი პორ­ტის მშე­ნებ­ლო­ბის პო­ტენ­ცი­ა­ლი არ­სე­ბობს. ბე­ნურ კვი­რა­ია მის მი­მართ აგ­რე­სი­უ­ლად გან­წყო­ბილ ადა­მი­ა­ნებს მო­უ­წო­დებს, აუხ­სნას, რა­ტომ, რა მო­ტი­ვით უწო­დეს მო­ღა­ლა­ტე, რო­დე­საც მისი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ არა­ფე­რი იცი­ან.

"მო­ვუ­წო­დებ იმ პარ­ტი­ებს (კვი­რა­ია რა­დი­კა­ლუ­რად გან­წყო­ბილ პარ­ტი­ას "არუა­ას" გუ­ლის­ხმობს) ამიხ­სნან, რის­თვის ატე­ხეს ეს ხმა­უ­რი. მათ აქვთ რა­ი­მე პროგ­რა­მა, რის მი­ხედ­ვი­თაც გა­ჯან­საღ­დე­ბა ჩვე­ნი ეკო­ნი­მი­კა, ან გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა სო­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მე­ბი, რო­მე­ლიც ჩვენს ქა­ლებ­სა და ბავ­შვებს უკე­თეს პი­რო­ბებს შეს­თა­ვა­ზებს? თუ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა რუ­სე­თის დო­ტა­ცი­ა­ზე უნდა ვი­ყოთ?.. მე ერ­თა­დერ­თი ვარ, ვინც სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ვი­და თუ კი­დევ უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი გვყავს, ვი­საც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა აქვს. ცნო­ბის­თვის, მხო­ლოდ გა­სულ წელს 5 ათა­სი ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლო­ში სამ­კურ­ნა­ლოდ" - ამ­ბობს კვი­რა­ია.

აფხა­ზი ბიზ­ნეს­მე­ნის ცნო­ბით, ის ქარ­თულ მხა­რეს ად­გი­ლობ­რივ მე­გო­ბარ ბიზ­ნეს­მენ­თან იყო ჩა­სუ­ლი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში, საქ­მი­ა­ნი ვი­ზი­ტით ჩა­მოფ­რინ­და.

"თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ვაჭ­რო ზონა ნიშ­ნავს, თა­ვი­სუ­ფალ და და­მო­უ­კი­დე­ბელ ეკო­ნო­მი­კას, ინ­ვეს­ტი­ცი­ებს, თა­ვი­სუ­ფალ სა­ვაჭ­რო სივ­რცეს... სწო­რედ ამის­თვის ვიბ­რძო­დი, ამის­თვის ვი­ყა­ვი ჩემი ქვეყ­ნის არ­მი­ის რი­გებ­ში და ამის­თვის ვწვრთნით ჩვენ სპეც­რაზმს... მინ­და აფხა­ზე­თი იმა­ზე უკე­თე­სად ცხოვ­რობ­დეს, ვიდ­რე დღეს, სახ­ლში მშვი­დო­ბა გვქონ­დეს, ბავ­შვე­ბი კარგ გა­ნათ­ლე­ბას იღებ­დნენ და მას­წავ­ლებ­ლებს მა­ღა­ლი ხელ­ფა­სი ჰქონ­დეთ. მე არც ერთ პარ­ტი­ა­სა და მოძ­რა­ო­ბას არ წარ­მო­ვად­გენ..." - ამ­ბობს კვი­რა­ია.

სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­მა­სა­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­დაც კვი­რა­ია გუ­ლი­თად ქარ­თველ მე­გო­ბარ­ზე სა­უბ­რობს, დას­ძენს, რომ თა­ვი­სი სი­ტყვე­ბი უკან არ მი­აქვს... მისი თქმით, ომში იბ­რძო­და, მაგ­რამ ქარ­თველ ხალ­ხთან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის და­ლა­გე­ბაა სა­ჭი­რო.

"აფხა­ზე­თის ეკო­ნო­მი­კა" - ასე­თი ფორ­მუ­ლი­რე­ბა უკვე სა­სა­ცი­ლოა. რო­დემ­დე უნდა იცხოვ­როთ ილუ­ზი­ებ­ში, შე­გახ­სე­ნებთ, რომ დენი არ გაქვთ ბოლო რამ­დე­ნი­მე თვეა და თქვე­ნი ავად­მყო­ფე­ბი სამ­კურ­ნა­ლოდ ხან რუ­სეთ­ში დარ­ბი­ან, ხა­ნაც სა­ქარ­თვე­ლო­ში..." - წერს abkhaz.aut-ს "ფე­ის­ბუქგ­ვერ­დზე" ლი­ა­ნა სოტ­ნი­კო­ვა.

"კვი­რა­ი­ას საქ­მე­ში მო­ღა­ლა­ტე­ობ­რივს ვე­რა­ფერს ვხე­დავ. მო­ღა­ლა­ტე ის უფ­როა, ვინც მუდ­მი­ვად ჩა­საფ­რე­ბუ­ლი პო­ზი­ცი­ი­დან უტევს ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვინც გან­ვი­თა­რე­ბის რამე გზას გვთა­ვა­ზობს, მარ­თლაც რო­დემ­დე ვი­ყოთ რუ­სე­თის დო­ტა­ცი­ა­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ვა­ფა­სებ მის სი­მა­მა­ცეს, თქვას ის, რა­საც ფიქ­რობს. ისი­ნი გვიშ­ლი­ან ხელს, ვინც თა­ვის ჯი­ბე­ში ილა­გებს ფულს და ხალ­ხზე არ ფიქ­რობს, და­ვი­ღა­ლეთ. რით ვერ გა­ი­გეთ, რომ წინსვლა გვინ­და..." - წერს ერთ-ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი ნას­ტია აჟი­ბა.

"არ გვინ­და გამ­ყიდ­ვე­ლე­ბის ბიზ­ნე­სი და შე­მო­სავ­ლე­ბი... ამ­ხე­ლა ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სი აქვს ჩვენს ქვე­ყა­ნას, რა­ტომ არ შე­იძ­ლე­ბა მისი გა­მო­ყე­ნე­ბა, მა­ინ­ცდა­მა­ინც სა­ქარ­თვე­ლო­ში უნდა გა­იქ­ცეთ ფუ­ლის შე­მო­სა­ტა­ნად?.." - კი­თხუ­ლობს ანა ავი­ძ­ბა.

"აფ­თრე­ბი­ვით გა­მოც­ვივ­დნენ და ეც­ნენ, არი­ქა, რა­ღაც სწო­რი გზა არ გა­მო­ძებ­ნოს და ხალ­ხს თვა­ლი არ აუ­ხი­ლო­სო... რამ­დე­ნი წელი იყ­ვნენ თა­ვად ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში. სა­სახ­ლე­ე­ბი აი­შე­ნეს, ბიზ­ნე­სე­ბი მო­ი­წყვეს. ხალ­ხი მში­ე­რი იყო. დაგვღა­ლა თქვენ­მა ცრუ პატ­რი­ო­ტიზ­მმა. კვი­რა­ი­ას ქვე­ბით ჩა­სა­ქო­ლი არა­ფე­რი გა­უ­კე­თე­ბია, აცა­დეთ, გვა­ცა­დეთ ცხოვ­რე­ბა..."- წერს იუ­ლია ბაზ­ბა.

მკითხველის კომენტარები / 29 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გეგი
6

ეჰ ჩემო კვირაია თუ მართლა კვირაია ხარ და ეს გვარი არ გაქვს ნაყიდი ქართველი ხარ შენც და დიდი იმედი მაქვს მომავალში მეზობლებს აღარ გვიწოდებ და იტყვი ჩემი სამშობლო საქართველოაო რომელშიც აფხაზეთი შედის რა თქმა უნდა.დროა გონს მოვეგოთ მართლა,ჩვენ ერთნი ვართ(იმათ არ ვთვლი ვინც შეგნებულად ურევს ყველაფერს და ვძულვართ) და სჯობს უკვე მორჩეს ეს უაზრო დაპირისპირება ერთმანეთს შორის,რითაც დიდად სარგებლობს ოკუპანტი.

ნათია
35

რუსეთი აცოცხლებს ახლა ამას ამ განცხადებებისთვის,თუ მართლა რაიმე გავლენა აქვს და საშიშია კრემლის ინტერესებისთვის?რამდენიმე დღის ან თვის სიცოცხლე დარჩენია საცოდავს

ავტორი:

"აფთრებივით გამოცვივდნენ და ეცნენ" - აფხაზი ექსჩინოვნიკის სადღეგრძელო ქართველებთან შერიგებაზე და ვიზიტი, რომელმაც სოხუმში მწვავე პროტესტი გამოიწვია

"აფთრებივით გამოცვივდნენ და ეცნენ" - აფხაზი ექსჩინოვნიკის სადღეგრძელო ქართველებთან შერიგებაზე და ვიზიტი, რომელმაც სოხუმში მწვავე პროტესტი გამოიწვია

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში მთელი დღეა აქცია ე.წ. პრეზიდენტის თანაშემწის საქმესთან დაკავშირებით იმართება. სოხუმის ცენტრში 200-მდე ადამიანი შეიკრიბა და ბენურ კვირაია ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ინვესტიციების მოსაზიდად გადმოსვლის გამო "ერის ღალატში" დაადანაშაულა.

კვირაია უკანდახევას არ აპირებს და ადგილობრივ მედიასთან საუბარში ამბობს, რომ "საქართველოში ინვესტიციების მოსაზიდად იმყოფებოდა, წასვლას კიდევ გეგმავს და ამაში ხელს ვერავინ შეუშლის..."

Sputnik-თან საუბარში, კვირაია ამბობს, რომ მან დაკავებული თანამდებობა "პრეზიდენტის" მითითებით დატოვა, რის შემდეგაც საქართველოში, თავისუფალი ეკონომიკური ზონის ფარგლებში, მის საკუთრებაში არსებული შპს-ს Скурча-ს ბიზნეს საქმეებთან დაკავშირებით ჩაფრინდა.

"ეს ჩემი კერძო ვიზიტი იყო ქართველ მეგობრებთან, ხელისუფლებიდან არავისთან არ შემითანხმებია და არც ჩამითვლია საჭიროდ... დიახ, კიდევ წავალ, რადგან ჩემს სამშობლოში ინვესტიციები მოვიზიდო. მინდა პორტის აშენება, დიდი სასტუმროები, რათა აფხაზეთში დიდმა ფულმა იტრიალოს, რათა ჩემი ხალხი, თავს დამცირებულად კი არ გრძნობდეს, ღირსეულად ცხოვრობდეს... მე ომგამოვლილი ვარ, 1989 წლიდან აფხაზეთის გამათავისუფლებელ მოძრაობაში ვარ ჩართული, ყველა სამხედრო ოპერაციაში ვმონაწილეობდი, ჯერ კიდევ ომამდე, მაგრამ ეს ხელს არ მიშლის, ჩემი სამშობლოს აყვავებაში ჩემი წვლილი შევიტანო" -_ განაცხადა მან.

რაც შეეხება "სკურჩას", რომლის გარშემო სკანდალი ატყდა, ის ოჩამჩირეში ტბა არის, რომელიც არხით შავ ზღვას უკავშირდება და ტბაში პორტის მოწყობასთან დაკავშირებით წლებია აფხაზეთში სხვადასხვა ძალებს შორის დაპირისპირება მიმდინარეობს, რადგან ტბაზე საკონტეინერო, ლოჯისტიკური პორტის მშენებლობის პოტენციალი არსებობს. ბენურ კვირაია მის მიმართ აგრესიულად განწყობილ ადამიანებს მოუწოდებს, აუხსნას, რატომ, რა მოტივით უწოდეს მოღალატე, როდესაც მისი საქმიანობის შესახებ არაფერი იციან.

"მოვუწოდებ იმ პარტიებს (კვირაია რადიკალურად განწყობილ პარტიას "არუაას" გულისხმობს) ამიხსნან, რისთვის ატეხეს ეს ხმაური. მათ აქვთ რაიმე პროგრამა, რის მიხედვითაც გაჯანსაღდება ჩვენი ეკონიმიკა, ან გაუმჯობესდება სოციალური პროგრამები, რომელიც ჩვენს ქალებსა და ბავშვებს უკეთეს პირობებს შესთავაზებს? თუ მთელი ცხოვრება რუსეთის დოტაციაზე უნდა ვიყოთ?.. მე ერთადერთი ვარ, ვინც საქართველოში ჩავიდა თუ კიდევ უამრავი ადამიანი გვყავს, ვისაც საქართველოს მოქალაქეობა აქვს. ცნობისთვის, მხოლოდ გასულ წელს 5 ათასი ადამიანი იმყოფებოდა საქართველოში სამკურნალოდ" - ამბობს კვირაია.

აფხაზი ბიზნესმენის ცნობით, ის ქართულ მხარეს ადგილობრივ მეგობარ ბიზნესმენთან იყო ჩასული, რომელიც საქართველოში, საქმიანი ვიზიტით ჩამოფრინდა.

"თავისუფალი სავაჭრო ზონა ნიშნავს, თავისუფალ და დამოუკიდებელ ეკონომიკას, ინვესტიციებს, თავისუფალ სავაჭრო სივრცეს... სწორედ ამისთვის ვიბრძოდი, ამისთვის ვიყავი ჩემი ქვეყნის არმიის რიგებში და ამისთვის ვწვრთნით ჩვენ სპეცრაზმს... მინდა აფხაზეთი იმაზე უკეთესად ცხოვრობდეს, ვიდრე დღეს, სახლში მშვიდობა გვქონდეს, ბავშვები კარგ განათლებას იღებდნენ და მასწავლებლებს მაღალი ხელფასი ჰქონდეთ. მე არც ერთ პარტიასა და მოძრაობას არ წარმოვადგენ..." - ამბობს კვირაია.

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით, სადაც კვირაია გულითად ქართველ მეგობარზე საუბრობს, დასძენს, რომ თავისი სიტყვები უკან არ მიაქვს... მისი თქმით, ომში იბრძოდა, მაგრამ ქართველ ხალხთან ურთიერთობების დალაგებაა საჭირო.

"აფხაზეთის ეკონომიკა" - ასეთი ფორმულირება უკვე სასაცილოა. როდემდე უნდა იცხოვროთ ილუზიებში, შეგახსენებთ, რომ დენი არ გაქვთ ბოლო რამდენიმე თვეა და თქვენი ავადმყოფები სამკურნალოდ ხან რუსეთში დარბიან, ხანაც საქართველოში..." - წერს abkhaz.aut-ს "ფეისბუქგვერდზე" ლიანა სოტნიკოვა.

"კვირაიას საქმეში მოღალატეობრივს ვერაფერს ვხედავ. მოღალატე ის უფროა, ვინც მუდმივად ჩასაფრებული პოზიციიდან უტევს ყველა იმ ადამიანს, ვინც განვითარების რამე გზას გვთავაზობს, მართლაც როდემდე ვიყოთ რუსეთის დოტაციაზე დამოკიდებული. ვაფასებ მის სიმამაცეს, თქვას ის, რასაც ფიქრობს. ისინი გვიშლიან ხელს, ვინც თავის ჯიბეში ილაგებს ფულს და ხალხზე არ ფიქრობს, დავიღალეთ. რით ვერ გაიგეთ, რომ წინსვლა გვინდა..." - წერს ერთ-ერთი ადგილობრივი ნასტია აჟიბა.

"არ გვინდა გამყიდველების ბიზნესი და შემოსავლები... ამხელა ბუნებრივი რესურსი აქვს ჩვენს ქვეყანას, რატომ არ შეიძლება მისი გამოყენება, მაინცდამაინც საქართველოში უნდა გაიქცეთ ფულის შემოსატანად?.." - კითხულობს ანა ავიძბა.

"აფთრებივით გამოცვივდნენ და ეცნენ, არიქა, რაღაც სწორი გზა არ გამოძებნოს და ხალხს თვალი არ აუხილოსო... რამდენი წელი იყვნენ თავად ხელისუფლებაში. სასახლეები აიშენეს, ბიზნესები მოიწყვეს. ხალხი მშიერი იყო. დაგვღალა თქვენმა ცრუ პატრიოტიზმმა. კვირაიას ქვებით ჩასაქოლი არაფერი გაუკეთებია, აცადეთ, გვაცადეთ ცხოვრება..."- წერს იულია ბაზბა.

"შეხვედრა ქართულ რესტორანში შედგა" - აფხაზეთის "პრეზიდენტის" გასაიდუმლოებული ვიზიტი რუსეთში ავტორიტეტულ ქართველ ბიზნესმენებთან და გამოხმაურებები სოხუმიდან

"აქამდე მეგონა, მხოლოდ აფხაზეთში ვაბოლებდით ვიღაცეებს" - ოჩამჩირელი ქალის თაღლითური სქემა და ბინის გარეშე დარჩენილი რუსი მილიარდერი

"სანქციები საკმარისი არ არის, რუსეთთან "წითელი ხაზები“ უნდა გავავლოთ" - ემანუელ მაკრონი