გორში, კოვიდინფიცირებული 97 წლის მამაკაცი გამოჯანმრთელდა. 1924 წლის 2 თებერვალს დაბადებულ შალვა გოჩიტაშვილს კოვიდ-19 15 თებერვალს დაუდასტურდა. 97 წლის მამაკაცმა კორონავირუსული ინფექცია 12 დღეში დაამარცხა. შალვა გოჩიტაშვილს 15-დან 26 თებერვლადე მკურნალობა თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალში უტარდებოდა.
ექიმების განცხადებით, სტაციონარული მკურნალობის პერიოდში პაციენტი თავს მხნედ გრძნობდა, 26 თებერვალს კი შალვა გოჩიტაშვილმა სტაციონარი გამოჯანმრთელებულმა დატოვა.