პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცოლის წამების ფაქტზე პროკურატურამ მამაკაცს ბრალდება წარუდგინა  - "4-5 საათი ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა, ხელებით და ფეხებით ურტყამდა"
ცოლის წამების ფაქტზე პროკურატურამ მამაკაცს ბრალდება წარუდგინა  - "4-5 საათი ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა, ხელებით და ფეხებით ურტყამდა"

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ გენ­დე­რის ნიშ­ნით შე­უ­წყნა­რებ­ლო­ბის მო­ტი­ვით ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ ჩა­დე­ნი­ლი წა­მე­ბის, ძა­ლა­დო­ბი­სა და მუ­ქა­რის ფაქ­ტებ­ზე გ.ხ.-ს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა ავ­რცე­ლებს.

მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, საქ­მე­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2021 წლის 24 თე­ბერ­ვალს, ქ. თბი­ლის­ში, გ.ხ.-მ, გენ­დე­რის ნიშ­ნით შე­უ­წყნა­რებ­ლო­ბის მო­ტი­ვით, ვი­ნა­ი­დან ჩათ­ვა­ლა, რომ მის მე­უღ­ლეს - ს.მ.-ს არ ჰქონ­და მამ­რო­ბი­თი სქე­სის მე­გობ­რე­ბის ყო­ლის, მათ­თან მი­მო­წე­რი­სა და სა­კუ­თა­რი თან­ხე­ბის და­მო­უ­კი­დებ­ლად გან­კარ­გვის უფ­ლე­ბა, აწა­მა იგი. „გ.ხ. და­ზა­რა­ლე­ბულს 4-5 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ფი­ზი­კურ შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებ­და, რა დრო­საც ია­ტაკ­ზე და­აგ­დო და ხე­ლე­ბით და ფე­ხე­ბით ურტყამ­და სა­ხი­სა და სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა არე­ში. შემ­დეგ კი, ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით სა­ა­ბა­ზა­ნო­ში შე­იყ­ვა­ნა და ცივი შხა­პის ქვეშ ამ­ყო­ფებ­და. გ.ხ.-ს ქმე­დე­ბე­ბი მიზ­ნად ისა­ხავ­და ს.მ.-ს იძუ­ლე­ბას, ეღი­ა­რე­ბი­ნა ღა­ლა­ტი და და­ე­სა­ხე­ლე­ბი­ნა პირი, ვი­საც თან­ხა ასეს­ხა.

გა­მო­ძი­ე­ბით ასე­ვე დად­გინ­და, რომ 2021 წლის 25 თე­ბერ­ვალს, გ.ხ. გენ­დე­რის ნიშ­ნით შე­უ­წყნა­რებ­ლო­ბის მო­ტი­ვით, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბით და­ე­მუქ­რა მე­უღ­ლეს ს.მ.-ს, მე­უღ­ლის მშობ­ლებს გ.მ.-ს, ლ.ს.-ს და ძმას გ.მ.-ს, ხოლო გენ­დე­რის ნიშ­ნით შე­უ­წყნა­რებ­ლო­ბის მო­ტი­ვით ფი­ზი­კუ­რად იძა­ლა­და მე­უღ­ლის მა­მა­ზე და ძმა­ზე.გ.ხ.-ს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 111-1441 მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით, 111-151 მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „დ“ ქვე­პუნ­ქტით (სამი ეპი­ზო­დი), 151-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით, 1261 მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით და 126-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 7-დან 10 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ გ.ხ.-ს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და”, - აღ­ნიშ­ნუ­ლია პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

პრო­კუ­რა­ტუ­რა გენ­დე­რის ნიშ­ნით შე­უ­წყნა­რებ­ლო­ბის მო­ტი­ვით ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­უ­ლებ­ზე მკაცრ რე­ა­გი­რე­ბას ახორ­ცი­ე­ლებს, გენ­დე­რის ნიშ­ნით შე­უ­წყნა­რებ­ლო­ბის მო­ტი­ვით 2020 წელს სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა და­ი­წყო 208 პი­რის მი­მართ.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნისა
37

სადისტი, მისი ადგილი ციხეშია.

4-5 საათი
19

ღალატი ეს ცუდია! ვერ შეიგნო ზოგიერთმა... 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

ცოლის წამების ფაქტზე პროკურატურამ მამაკაცს ბრალდება წარუდგინა  - "4-5 საათი ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა, ხელებით და ფეხებით ურტყამდა"

ცოლის წამების ფაქტზე პროკურატურამ მამაკაცს ბრალდება წარუდგინა  - "4-5 საათი ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა, ხელებით და ფეხებით ურტყამდა"

საქართველოს პროკურატურამ გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი წამების, ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე გ.ხ.-ს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 24 თებერვალს, ქ. თბილისში, გ.ხ.-მ, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ვინაიდან ჩათვალა, რომ მის მეუღლეს - ს.მ.-ს არ ჰქონდა მამრობითი სქესის მეგობრების ყოლის, მათთან მიმოწერისა და საკუთარი თანხების დამოუკიდებლად განკარგვის უფლება, აწამა იგი. „გ.ხ. დაზარალებულს 4-5 საათის განმავლობაში ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა, რა დროსაც იატაკზე დააგდო და ხელებით და ფეხებით ურტყამდა სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში. შემდეგ კი, ძალის გამოყენებით სააბაზანოში შეიყვანა და ცივი შხაპის ქვეშ ამყოფებდა. გ.ხ.-ს ქმედებები მიზნად ისახავდა ს.მ.-ს იძულებას, ეღიარებინა ღალატი და დაესახელებინა პირი, ვისაც თანხა ასესხა.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ 2021 წლის 25 თებერვალს, გ.ხ. გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს ს.მ.-ს, მეუღლის მშობლებს გ.მ.-ს, ლ.ს.-ს და ძმას გ.მ.-ს, ხოლო გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ფიზიკურად იძალადა მეუღლის მამაზე და ძმაზე.გ.ხ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-1441 მუხლის პირველი ნაწილით, 111-151 მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი), 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1261 მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გ.ხ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა”, - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პროკურატურა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე მკაცრ რეაგირებას ახორციელებს, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით 2020 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 208 პირის მიმართ.

შსს-მ ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტზე კიდევ 5 პირი დააკავა, მათ შორის 3 "ინტერპრესნიუსის" ფოტოკორესპონდენტზე თავდასხმის გამოა დაკავებული

გორში ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით 5 პირი დააკავეს - რას აცხადებს ადვოკატი

რუსთაველზე დაკავებული მალხაზ მაჩალიკაშვილი ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორშია - ადვოკატი