მსოფლიო
სპორტი
პოლიტიკა

19

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:25-ზე, მთვარე მშვილდოსანშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად. კარგი დღეა მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნიგერიაში გატაცებული 300-მდე მოსწავლე გოგონა გათავისუფლებულია - ვინ და რატომ გაიტაცა გოგონები და როგორ შეძლეს მათი გათავისუფლება
ნიგერიაში გატაცებული 300-მდე მოსწავლე გოგონა გათავისუფლებულია - ვინ და რატომ გაიტაცა გოგონები და როგორ შეძლეს მათი გათავისუფლება

ნი­გე­რი­ის ზამ­ფა­რას შტა­ტის სკო­ლი­დან გა­ტა­ცე­ბუ­ლი 300-მდე მოს­წავ­ლე გო­გო­ნა გა­თა­ვი­სუფ­ლეს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას BBC ნი­გე­რი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

პო­ლი­ცი­ელ­თა ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­უდ­გე­ნელ­მა შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა პი­რებ­მა გო­გო­ნე­ბი გა­სულ პა­რას­კევს გა­ი­ტა­ცეს. შტა­ტის გუ­ბერ­ნა­ტო­რი აცხდებს, რომ ყვე­ლა გო­გო­ნა ამ დრო­ის­თვის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლია და ისი­ნი უსაფრ­თხოდ არი­ან.

"უდი­დე­სი სი­ხა­რუ­ლით ვა­ცხა­დებ, რომ ყვე­ლა გო­გო­ნა გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლია. ყვე­ლა კე­თილ­გან­წყო­ბილ ნი­გე­რი­ელს ვურ­ჩევ, გა­ი­ხა­რონ ჩვენ­თან ერ­თად, რად­გან ჩვე­ნი ქა­ლიშ­ვი­ლე­ბი ახლა უსაფრ­თხოდ არი­ან“, - წერს გუ­ბერ­ნა­ტო­რი "ტვი­ტე­რის“ ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე.

გო­გო­ნე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის ამ­ბავს გა­მო­ეხ­მა­უ­რა ნი­გე­რი­ის პრე­ზი­დენ­ტი ბუ­ჰა­რიც, რო­მელ­მაც გა­ნა­ცხა­და, რომ უბედ­ნი­ე­რე­სია ამ ამ­ბის გამო. "მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ გან­საც­დელ­მა ჩა­ი­ა­რა, ყო­ვე­ლი­ვეს ბედ­ნი­ე­რი და­სას­რუ­ლი აქვს, ყო­ველ­გვა­რი ინ­ცი­დენ­ტის გა­რე­შე“, - ამ­ბობს ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტი. მე­დი­ის ცნო­ბით, შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა პი­რებ­მა გო­გო­ნე­ბი თა­ვად გა­მო­უშ­ვეს, თუმ­ცა უც­ნო­ბია, რის სა­ნაც­ვლოდ.

რო­გორც BBC წერს, ასე­თი გა­ტა­ცე­ბე­ბი ნი­გე­რი­ა­ში ხში­რია და ყო­ვე­ლი­ვეს თავ­დამ­სხმე­ლე­ბი გა­მო­სას­ყი­დი თან­ხის მი­ღე­ბის მიზ­ნით აკე­თე­ბენ. გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, წარ­სულ­ში სა­ხელ­მწი­ფოს არა­ერ­თხელ გა­და­უხ­დია თან­ხა გა­ტა­ცე­ბუ­ლი გო­გო­ნე­ბის სა­ნაც­ვლოდ, თუმ­ცა ამ­ჯე­რად ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი უარ­ყო­ფენ, რომ მათ რა­ი­მე გა­მო­სას­ყი­დი გა­და­ი­ხა­დეს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მომ­ხდა­რის შემ­დეგ და­კა­ვე­ბუ­ლი არა­ვი­ნაა და არც რო­მე­ლი­მე დაჯ­გუ­ფე­ბას არ აუ­ღია ჯერ­ჯე­რო­ბით პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ რამ­დე­ნი­მე დღის წინ გამ­ტა­ცებ­ლებ­მა ნი­გე­რი­ის შტა­ტის, კა­გა­რას რა­ი­ო­ნის სკო­ლი­დან გა­ტა­ცე­ბუ­ლი 42 ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის სკო­ლის 27 მოს­წავ­ლეც გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

2014 წელს ის­ლა­მის­ტებ­მა 276 სკო­ლის მოს­წავ­ლე გო­გო­ნა გა­ი­ტა­ცეს ნი­გე­რი­ის ქა­ლაქ ჩი­ბო­კი­დან და მა­შინ მომ­ხდარ­მა მსოფ­ლი­ოს ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო, მას შემ­დეგ მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბი შემ­ცირ­და, თუმ­ცა ბოლო დროს თავ­დამ­სხმე­ლე­ბი კვლავ გა­აქ­ტი­ურ­დნენ. 2014 წლის გა­ტა­ცე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ბოკო ჰა­რა­ამ­მა აიღო.

დ გ
4

ნაცმოძრაობის ახალი წევრები

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოს საკითხი კვლავ საერთაშორისო ყურადღების ცენტრშია - რას აცხადებენ დეპუტატები
ავტორი:

ნიგერიაში გატაცებული 300-მდე მოსწავლე გოგონა გათავისუფლებულია - ვინ და რატომ გაიტაცა გოგონები და როგორ შეძლეს მათი გათავისუფლება

ნიგერიაში გატაცებული 300-მდე მოსწავლე გოგონა გათავისუფლებულია - ვინ და რატომ გაიტაცა გოგონები და როგორ შეძლეს მათი გათავისუფლება

ნიგერიის ზამფარას შტატის სკოლიდან გატაცებული 300-მდე მოსწავლე გოგონა გათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ნიგერიის ხელისუფლების განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

პოლიციელთა ინფორმაციით, დაუდგენელმა შეიარაღებულმა პირებმა გოგონები გასულ პარასკევს გაიტაცეს. შტატის გუბერნატორი აცხდებს, რომ ყველა გოგონა ამ დროისთვის გათავისუფლებულია და ისინი უსაფრთხოდ არიან.

"უდიდესი სიხარულით ვაცხადებ, რომ ყველა გოგონა გათავისუფლებულია. ყველა კეთილგანწყობილ ნიგერიელს ვურჩევ, გაიხარონ ჩვენთან ერთად, რადგან ჩვენი ქალიშვილები ახლა უსაფრთხოდ არიან“, - წერს გუბერნატორი "ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე.

გოგონების გათავისუფლების ამბავს გამოეხმაურა ნიგერიის პრეზიდენტი ბუჰარიც, რომელმაც განაცხადა, რომ უბედნიერესია ამ ამბის გამო. "მოხარული ვარ, რომ განსაცდელმა ჩაიარა, ყოველივეს ბედნიერი დასასრული აქვს, ყოველგვარი ინციდენტის გარეშე“, - ამბობს ქვეყნის პრეზიდენტი. მედიის ცნობით, შეიარაღებულმა პირებმა გოგონები თავად გამოუშვეს, თუმცა უცნობია, რის სანაცვლოდ.

როგორც BBC წერს, ასეთი გატაცებები ნიგერიაში ხშირია და ყოველივეს თავდამსხმელები გამოსასყიდი თანხის მიღების მიზნით აკეთებენ. გამოცემის ცნობით, წარსულში სახელმწიფოს არაერთხელ გადაუხდია თანხა გატაცებული გოგონების სანაცვლოდ, თუმცა ამჯერად ოფიციალური პირები უარყოფენ, რომ მათ რაიმე გამოსასყიდი გადაიხადეს. აღსანიშნავია, რომ მომხდარის შემდეგ დაკავებული არავინაა და არც რომელიმე დაჯგუფებას არ აუღია ჯერჯერობით პასუხისმგებლობა.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ გამტაცებლებმა ნიგერიის შტატის, კაგარას რაიონის სკოლიდან გატაცებული 42 ადამიანი, მათ შორის სკოლის 27 მოსწავლეც გაათავისუფლეს.

2014 წელს ისლამისტებმა 276 სკოლის მოსწავლე გოგონა გაიტაცეს ნიგერიის ქალაქ ჩიბოკიდან და მაშინ მომხდარმა მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო, მას შემდეგ მსგავსი შემთხვევები შემცირდა, თუმცა ბოლო დროს თავდამსხმელები კვლავ გააქტიურდნენ. 2014 წლის გატაცებაზე პასუხისმგებლობა ბოკო ჰარაამმა აიღო.

რას ამბობს გრიგორი კარასინი საქართველოსთან ავიამიმოსვლაზე?

ძლიერი მიწისძვრა საბერძნეთში - მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 6,3 მაგნიტუდა შეადგინა

"პერსევარანსმა" მარსიდან ახალი შთამბეჭდავი ფოტოები გამოგზავნა - დაათვალიერეთ "წითელი პლანეტა“