კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დღეს, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა "კოვაქს" პლატფორმაზე 575 000 დოლარი გადარიცხა, ვაქცინების პირველი პარტია ამ თვეში შემოვა" - გამყრელიძე
"დღეს, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა "კოვაქს" პლატფორმაზე 575 000 დოლარი გადარიცხა, ვაქცინების პირველი პარტია ამ თვეში შემოვა" - გამყრელიძე

დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყა­ვით, რომ Covax პლატ­ფორ­მი­დან ვაქ­ცი­ნე­ბის პირ­ვე­ლი პარ­ტია ამ თვე­ში შე­მო­ვა, - ამის შე­სა­ხებ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს სხდო­მის შემ­დეგ გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნის­თვის თან­ხა Covax პლატ­ფორ­მას დღეს გა­და­ე­რი­ცხა.

„დღეს, და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნულ­მა ცენ­ტრმა Covax პლატ­ფორ­მა­ზე 575 000 დო­ლა­რი გა­და­რი­ცხა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრი შეს­ყიდ­ვებს აწარ­მო­ებს გა­ე­რო-ს ბავ­შვთა ფონ­დის სა­შუ­ა­ლე­ბით. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყა­ვით, რომ Covax პლატ­ფორ­მი­დან ვაქ­ცი­ე­ნე­ბის პირ­ვე­ლი პარ­ტია ამ თვე­ში შე­მო­ვა და ვაქ­ცი­ნა­ცია სა­ქარ­თვე­ლო­ში Covax პლატ­ფორ­მი­დან შე­მო­სუ­ლი, დიდი ალ­ბა­თო­ბით „ას­ტრა­ზე­ნე­კას“ ვაქ­ცი­ნით, და­ი­წყე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა გამ­ყრე­ლი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, Covax პლატ­ფორ­მი­დან შე­მო­თა­ვა­ზე­ბა „ას­ტრა­ზე­ნე­კას“ გარ­და, ახალ ამე­რი­კულ ვაქ­ცი­ნა­ზეა. რაც შე­ე­ხე­ბა "ფა­ი­ზერს", ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ "ფა­ი­ზე­რის" ვაქ­ცი­ნას, სა­ქარ­თვე­ლო მალე მი­ი­ღებს.

„ნო­ვო­ვაქ­სი“ და­ახ­ლო­ე­ბით 2 თვის შემ­დეგ გან­თავ­სდე­ბა Covax-ზე. გვე­კი­თხე­ბი­ან, არის თუ არა სა­ქარ­თვე­ლო. ეს ახა­ლი ინო­ვა­ცი­უ­რი ვაქ­ცი­ნაა, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლო მი­ი­ღებს და ჩვენ უშუ­ა­ლოდ მის მწარ­მო­ე­ბელ­თან გვაქვს მო­ლა­პა­რა­კე­ბა და­მა­ტე­ბი­თი დო­ზე­ბის მი­ღე­ბა­ზე.

„ფა­ი­ზერ­თან" უნდა ჩა­ი­ნიშ­ნოს სა­ტე­ლე­ფო­ნო მო­ლა­პა­რა­კე­ბა და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ის დო­ზე­ბი, რა­ზეც Covax შე­პი­რე­ბუ­ლი იყო, 29 250 დოზა, ამას ქვე­ყა­ნა მალე მი­ი­ღებს", - აღ­ნიშ­ნა ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
yekaterinburg
6

აქამდე რატომ არ რიცხავდით თანხას ან 29250 ვაქცინა 15 000 კაცს ეყოფა და დანარჩენმა 3 000 000 რა ვაკეთოთ,რას ველოდოთ ?

ილია
6

და აქამდე რატო არ გადარიცხეთ? თქვენ ცოტა მართლა ააა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"დღეს, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა "კოვაქს" პლატფორმაზე 575 000 დოლარი გადარიცხა, ვაქცინების პირველი პარტია ამ თვეში შემოვა" - გამყრელიძე

"დღეს, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა "კოვაქს" პლატფორმაზე 575 000 დოლარი გადარიცხა, ვაქცინების პირველი პარტია ამ თვეში შემოვა" - გამყრელიძე

დარწმუნებული იყავით, რომ Covax პლატფორმიდან ვაქცინების პირველი პარტია ამ თვეში შემოვა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინისთვის თანხა Covax პლატფორმას დღეს გადაერიცხა.

„დღეს, დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა Covax პლატფორმაზე 575 000 დოლარი გადარიცხა. მოგეხსენებათ, დაავადებათა კონტროლის ცენტრი შესყიდვებს აწარმოებს გაერო-ს ბავშვთა ფონდის საშუალებით. დარწმუნებული იყავით, რომ Covax პლატფორმიდან ვაქციენების პირველი პარტია ამ თვეში შემოვა და ვაქცინაცია საქართველოში Covax პლატფორმიდან შემოსული, დიდი ალბათობით „ასტრაზენეკას“ ვაქცინით, დაიწყება“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, Covax პლატფორმიდან შემოთავაზება „ასტრაზენეკას“ გარდა, ახალ ამერიკულ ვაქცინაზეა. რაც შეეხება "ფაიზერს", ამირან გამყრელიძის განცხადებით, დარწმუნებულია, რომ "ფაიზერის" ვაქცინას, საქართველო მალე მიიღებს.

„ნოვოვაქსი“ დაახლოებით 2 თვის შემდეგ განთავსდება Covax-ზე. გვეკითხებიან, არის თუ არა საქართველო. ეს ახალი ინოვაციური ვაქცინაა, რომელსაც საქართველო მიიღებს და ჩვენ უშუალოდ მის მწარმოებელთან გვაქვს მოლაპარაკება დამატებითი დოზების მიღებაზე.

„ფაიზერთან" უნდა ჩაინიშნოს სატელეფონო მოლაპარაკება და დარწმუნებული ვარ, ის დოზები, რაზეც Covax შეპირებული იყო, 29 250 დოზა, ამას ქვეყანა მალე მიიღებს", - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

კორონავირუსის 133 ახალი შემთხვევა და 12 გარდაცვლილი - ბოლო 24 საათში ქვეყანაში 10 678 ტესტი ჩატარდა

"იმედი გვაქვს, ზაფხულისთვის გეგმას არა მხოლოდ დავეწევით, არამედ გავასწრებთ" - პაატა იმნაძე ვაქცინაციაზე

"რატომ მომატყუა ბიძინამ 2012 წელს ასე მწარედ? კინაღამ დავკალით ერთმანეთი მე და ნიკამ... ამას არ ვაპატიებ" - ანზორ მელია