საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაპირისპირება არსებობს ჩემსა და მხოლოდ ერთ სუბიექტს შორის, ეს სუბიექტი კორონავირუსია" - ამირან გამყრელიძე ტიკარაძესთან უთანხმოებაზე
"დაპირისპირება არსებობს ჩემსა და მხოლოდ ერთ სუბიექტს შორის, ეს სუბიექტი კორონავირუსია" - ამირან გამყრელიძე ტიკარაძესთან უთანხმოებაზე

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძე უარ­ყოფს გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას იმის შე­სა­ხებ, თით­ქოს მას­სა და ჯან­დაც­ვის მი­ნისტრს, ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძეს შო­რის შიდა და­პი­რის­პი­რე­ბაა, რის გა­მოც, გამ­ყრე­ლი­ძემ, შე­საძ­ლოა, თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვოს.

რო­გორც ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე დას­მუ­ლი კი­თხვის სა­პა­სუ­ხოდ გა­ნა­ცხა­და, ერ­თა­დერ­თი სუ­ბი­ექ­ტი ვის­თა­ნაც და­პი­რის­პი­რე­ბა აქვს, კო­რო­ნა­ვირუ­სია.

„და­პი­რის­პი­რე­ბა არ­სე­ბობს ჩემ­სა და მხო­ლოდ ერთ სუ­ბი­ექტს შო­რის, ეს სუ­ბი­ექ­ტი გახ­ლავთ კო­რო­ნა­ვირუ­სი - SARS-COV-2, რო­მე­ლიც იწ­ვევს და­ა­ვა­დე­ბას კო­ვიდ 19-ს. ეს და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლო­ბა არ­სე­ბობს, რო­მელ­საც ვებ­რძვი წე­ლი­წა­დი და ერთი თვეა. ხან მე ვჯობ­ნი მას და ვჯაბ­ნი­დი სექ­ტემ­ბრის შუა რი­ცხვე­ბამ­დე, მერე მან დამ­ჯაბ­ნა მე სექ­ტემ­ბრის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან. დე­კემ­ბრის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან ისევ და­ი­წყო ამ ბრძო­ლა­ში ჩემი უპი­რა­ტე­სო­ბა და დღეს ისევ ჯერ­ჯე­რო­ბით მე ვჯობ­ნი მას. ვნა­ხოთ სა­ბო­ლო­ოდ რო­გორ დამ­თავ­რდე­ბა ეს ბრძო­ლა. არა­ვი­თა­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მე ქალ­ბა­ტონ ეკას­თან არ მაქვს. ჩვენ ძა­ლი­ან კარ­გად ვთა­ნამ­შრომ­ლობთ. გა­სა­გე­ბია, რომ ზო­გი­ერთ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით დის­კუ­სია, გან­ხილ­ვა და კა­მა­თი გვაქვს, ეს ბუ­ნებ­რი­ვი პრო­ცე­სია, მაგ­რამ მე ყო­ველ­თვის ვი­ცავ სუ­ბორ­დი­ნა­ცი­ას. თუ სად­მე გა­ნი­ხი­ლე­ბო­და ეს სა­კი­თხი, მე არ ვიცი. გუ­შინ­დელ შეხ­ვედ­რა­ზე გა­ნი­ხი­ლე­ბო­და მხო­ლოდ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის და ეპიდსი­ტუ­ა­ცი­ის სა­კი­თხი. თუ ძა­ლი­ან გინ­დათ გა­დავ­დგე და გყავთ ვინ­მე კან­დი­და­ტი, და­მი­სა­ხე­ლეთ და კი ბა­ტო­ნო! თუ ჩავ­თვლი, რომ ის ღირ­სე­უ­ლი ადა­მი­ა­ნია და ამ ქვე­ყა­ნას ბევ­რად უფრო მეტს გა­უ­კე­თებს და ამ ეტაპ­ზე მე ცო­ტას ვუ­კე­თებ, სი­ა­მოვ­ნე­ბით და­ვუთ­მობ მას ად­გილს. მი­თხა­რით! ჯერ მე არ გა­მი­გია, რომ ჩვენ­თან აუ­დი­ტი შე­მო­დის, არ ვიცი, არ უთ­ქვამთ ჩემ­თვის. ახლა რომ მი­ვალ გა­და­ვა­მოწ­მებ. ვაგ­რძე­ლებ ჩვე­უ­ლებ­რივ რე­ჟიმ­ში მუ­შა­ო­ბას“, - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
qeTo
0

მალე გნახავთ ზოლიან პიჟამოში ორთავეს!

სიმართლე და მხოლოდ სიმართლე
0

ბატონო ამირან, თქვენ და ტიკარაძე არ გაექცევით ერთმანეთს. ორივემ უნდა აგოთ პასუხი იმაზე, რაც ახლა ჯანდაცვის სისტემაში ხდება და რომ არც ერთი ვაქცინა ჯერ საქართველოში შემოსული არაა.

ავტორი:

"დაპირისპირება არსებობს ჩემსა და მხოლოდ ერთ სუბიექტს შორის, ეს სუბიექტი კორონავირუსია" - ამირან გამყრელიძე ტიკარაძესთან უთანხმოებაზე

"დაპირისპირება არსებობს ჩემსა და მხოლოდ ერთ სუბიექტს შორის, ეს სუბიექტი კორონავირუსია" - ამირან გამყრელიძე ტიკარაძესთან უთანხმოებაზე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს მასსა და ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს შორის შიდა დაპირისპირებაა, რის გამოც, გამყრელიძემ, შესაძლოა, თანამდებობა დატოვოს.

როგორც ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ერთადერთი სუბიექტი ვისთანაც დაპირისპირება აქვს, კორონავირუსია.

„დაპირისპირება არსებობს ჩემსა და მხოლოდ ერთ სუბიექტს შორის, ეს სუბიექტი გახლავთ კორონავირუსი - SARS-COV-2, რომელიც იწვევს დაავადებას კოვიდ 19-ს. ეს დაპირისპირებულობა არსებობს, რომელსაც ვებრძვი წელიწადი და ერთი თვეა. ხან მე ვჯობნი მას და ვჯაბნიდი სექტემბრის შუა რიცხვებამდე, მერე მან დამჯაბნა მე სექტემბრის მეორე ნახევრიდან. დეკემბრის მეორე ნახევრიდან ისევ დაიწყო ამ ბრძოლაში ჩემი უპირატესობა და დღეს ისევ ჯერჯერობით მე ვჯობნი მას. ვნახოთ საბოლოოდ როგორ დამთავრდება ეს ბრძოლა. არავითარი დაპირისპირება მე ქალბატონ ეკასთან არ მაქვს. ჩვენ ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ. გასაგებია, რომ ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით დისკუსია, განხილვა და კამათი გვაქვს, ეს ბუნებრივი პროცესია, მაგრამ მე ყოველთვის ვიცავ სუბორდინაციას. თუ სადმე განიხილებოდა ეს საკითხი, მე არ ვიცი. გუშინდელ შეხვედრაზე განიხილებოდა მხოლოდ ვაქცინაციის და ეპიდსიტუაციის საკითხი. თუ ძალიან გინდათ გადავდგე და გყავთ ვინმე კანდიდატი, დამისახელეთ და კი ბატონო! თუ ჩავთვლი, რომ ის ღირსეული ადამიანია და ამ ქვეყანას ბევრად უფრო მეტს გაუკეთებს და ამ ეტაპზე მე ცოტას ვუკეთებ, სიამოვნებით დავუთმობ მას ადგილს. მითხარით! ჯერ მე არ გამიგია, რომ ჩვენთან აუდიტი შემოდის, არ ვიცი, არ უთქვამთ ჩემთვის. ახლა რომ მივალ გადავამოწმებ. ვაგრძელებ ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობას“, - განაცხადა გამყრელიძემ.

"მაპატიე მამა, ვერ დაგეხმარე, ვერ გიშველე!" - ცნობილი ინფექციონისტის მამა, ექიმი გია გოგინავა კორონავირუსით გარდაიცვალა

ეკატერინე ტიკარაძის მრავალფეროვანი გარდერობი და სტილის ევოლუცია მენეჯერობიდან-მინისტრობამდე

"ჩემი შვილი დამოუკიდებელი ადამიანია..." - რა კომენტარს აკეთებს ამირან გამყრელიძე თავისი ვაჟის შესახებ, რომელმაც ეკატერინე ტიკარაძე გააკრიტიკა