მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროდუქტები, რომლებიც ბოლო 1 წლის განმავლობაში 34% და 14%-ით გაძვირდა - სტატისტიკური მონაცემები
პროდუქტები, რომლებიც ბოლო 1 წლის განმავლობაში 34% და 14%-ით გაძვირდა - სტატისტიკური მონაცემები

ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ზეთი 34%-ით, შა­ქა­რი 14 %-ით, თევ­ზე­უ­ლი 10.6 %-ით, პური და პურპრო­დუქ­ტე­ბი 8.7 %-ით, რძის ნა­წარ­მი 6.4%-ით გაძ­ვირ­და, - ამის შე­ას­ხებ „საქსტა­ტის“ მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ 2021 წლის თე­ბერ­ვა­ლის ინფლა­ცი­ის მაჩ­ვე­ნებ­ლებ­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

„საქსტა­ტის“ მო­ნა­ცე­მე­ბით, თე­ბერ­ვალ­ში წლი­უ­რი ინფლა­ცი­ის დო­ნემ 3.6 პრო­ცენ­ტი შე­ად­გი­ნა. წლი­უ­რი ინფლა­ცი­ის ფორ­მი­რე­ბა­ზე ძი­რი­თა­დი გავ­ლე­ნა იქო­ნია ფა­სე­ბის ცვლი­ლე­ბამ შემ­დეგ ჯგუ­ფებ­ზე: სურ­სა­თის და უალ­კოჰო­ლო სას­მე­ლე­ბის ჯგუფ­ში ფა­სე­ბი გა­ი­ზარ­და 6.2 პრო­ცენ­ტით. ფა­სე­ბი მო­მა­ტე­ბუ­ლია შემ­დეგ ქვეჯ­გუ­ფებ­ზე: ზეთი და ცხი­მი (34.3 პრო­ცენ­ტი), შა­ქა­რი, ჯემი და სხვა ტკბი­ლე­უ­ლი (14.1 პრო­ცენ­ტი), ყავა, ჩაი და კა­კაო (12.4 პრო­ცენ­ტი), თევ­ზე­უ­ლი (10.6 პრო­ცენ­ტი), პური და პურპრო­დუქ­ტე­ბი (8.7 პრო­ცენ­ტი), რძე, ყვე­ლი და კვერ­ცხი (6.4 პრო­ცენ­ტი), მი­ნე­რა­ლუ­რი და წყა­როს წყა­ლი, უალ­კოჰო­ლო სას­მე­ლე­ბი და ნა­ტუ­რა­ლუ­რი წვე­ნე­ბი (6.3 პრო­ცენ­ტი). ამას­თან, ფა­სე­ბი შემ­ცი­რე­ბუ­ლია ხილ­სა და ყუ­რძენ­ზე (-4.1 პრო­ცენ­ტი) და ბოსტნე­ულ­სა და ბა­ღჩე­ულ­ზე (-4.8 პრო­ცენ­ტი).

ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვის ჯგუფ­ში ფა­სე­ბი მო­მა­ტე­ბუ­ლია 9.8 პრო­ცენ­ტით. ფა­სე­ბი გა­ი­ზარ­და სა­მე­დი­ცი­ნო პრო­დუქ­ცი­ის, აპა­რა­ტუ­რი­სა და მო­წყო­ბი­ლო­ბის (14.2 პრო­ცენ­ტი) და ამ­ბუ­ლა­ტო­რი­უ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის (11.5 პრო­ცენ­ტი) ქვეჯ­გუ­ფებ­ზე.

ავე­ჯის, სა­ო­ჯა­ხო ნივ­თე­ბის, სახ­ლის მოვ­ლის ჯგუფ­ში და­ფიქ­სირ­და ფა­სე­ბის 12.3 პრო­ცენ­ტი­ა­ნი მა­ტე­ბა. ფა­სე­ბი გა­ი­ზარ­და ქვეჯ­გუ­ფებ­ზე: სა­ო­ჯა­ხო სა­ფე­იქ­რო ნა­წარ­მი (17.8 პრო­ცენ­ტი), მი­ნის ჭურ­ჭე­ლი, მა­გი­დის და სა­ო­ჯა­ხო ჭურ­ჭე­ლი (14.9 პრო­ცენ­ტი), გა­მათ­ბო­ბე­ლი და საჭ­მლის მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა, მა­ცივ­რე­ბი, სა­ყი­ნუ­ლე­ე­ბი, სა­რე­ცხი მან­ქა­ნე­ბი და სხვა სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო საგ­ნე­ბი, და­ყე­ნე­ბი­სა და რე­მონ­ტის ჩათ­ვლით (12.9 პრო­ცენ­ტი), ყო­ველ­დღი­უ­რი სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო სა­ჭი­რო­ე­ბის სა­ქო­ნე­ლი და მომ­სა­ხუ­რე­ბა (11.8 პრო­ცენ­ტი), ინ­სტრუ­მენ­ტე­ბი, მო­წყო­ბი­ლო­ბა და ტექ­ნი­კა სახ­ლი­სა და ბა­ღის­თვის (9.8 პრო­ცენ­ტი), ავე­ჯი, სა­ო­ჯა­ხო ნივ­თე­ბი, ხა­ლი­ჩე­ბი და სხვა ია­ტა­კის სა­ფა­რი (9.1 პრო­ცენ­ტი).

ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლე­ბი­სა და თამ­ბა­ქოს ჯგუფ­ში და­ფიქ­სირ­და ფა­სე­ბის 8.1 პრო­ცენ­ტი­ა­ნი მა­ტე­ბა. ფა­სე­ბი გა­ი­ზარ­და რო­გორც თამ­ბა­ქოს ნა­წარმ­ზე (11.2 პრო­ცენ­ტი), ასე­ვე ალ­კოჰო­ლურ სას­მე­ლებ­ზე (5.5 პრო­ცენ­ტი).

ჯგუფ­ში სა­ცხოვ­რე­ბე­ლი, წყა­ლი და ელ.ენერ­გია და­ფიქ­სირ­და ფა­სე­ბის 21.2 პრო­ცენ­ტი­ა­ნი კლე­ბა. ფა­სე­ბი შემ­ცირ­და ქვეჯ­გუ­ფებ­ზე: წყალ­მო­მა­რა­გე­ბა და სა­ცხოვ­რე­ბელ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სხვა მომ­სა­ხუ­რე­ბა (-33.8 პრო­ცენ­ტი) და ელექტრო­ე­ნერ­გია, აირი და სათ­ბო­ბის სხვა სა­ხე­ე­ბი (-29.0 პრო­ცენ­ტი).

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
0

ნაცქოცმოქკავშირმა ყოფილ და მოქმედ სატელიტებთან ერთად შექმნა სახელმწიფო მონოპოლიზმსა და სამოხელეო პარტოკრატიულ ოლიგარქიზმს შორის გაკვეხებული ავადმყოფი ჰიბრიდი,რომლის დემოკრატიულობის კრიტერიუმია სწორედ საარჩევნო სიის სანდოობის ხარისხი და ამ სიით ჩატარებული რეფერენდუმები ,პლებისციტები და არჩევნები ,რომლებშიც მაინც ვერ "მოიყვანენ" ხმის უფლების მქონე მოსახლეობის ნახევარი ,დარჩენილის ნახევარს ,ემიგრაციას,ახლოსაც არ აკარებენ ურნას,ნუ ახლა რეფერენდუმი და პლებისციტი ვერ "ჩაატარენ ",ვერ "დაადგინენ" რამდენი და სად ვართ,მკვდარი გვყავს მეტი,ვიდრე ცოცხალი პენსიონერი და სოცდახმარებული ,ხოლო უმუშევარი თურმე თითოოროლაა ! რეგრესიული და მილევადი ეკონომიკური მოდელის ეფექტურობა განისაზღვრება ძირითადად თვითდასაქმებულთა დეფინიციით :დასავლეთში ეს სხვისი დამსაქმებელი საშუალო კლასია, კაპიტალისტია ,აქ კი უმუშევარი , მაგრამ 5 ,5 (რაღაცას მახსენებს ეს ციფრი !)მილიარდიან მშპ-ს "ქმნის" სტსტატისტიკურად ,ანუ ნამრავლს მინიმალური კალათის მათ რაოდენობაზე ,ამდენივეა აღურიცხავი ჩრდილოვანი ბიზნესი ,ამდენია ტარიფთა და გამოგონილ და თავსმოხვეულ სახელმწიფო და კომერციულ ,აგრეთვე საფინანსო საკრედიტო სტრუქტურების უმაღლესი და არსადნახული რენტაბელობის სერვისთა სასარგებლო ბრუნვა ,ამდენივეა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებული ტენდერებით,სახელმწიფო შესყიდვებით და აწარმოე საქართველოში მსგავსი პროექტების ფარგლებში ბიუჯეტიდან მმართველი კასტის ჯიბეებში გადაქაჩული სახსრები,კომბანკების ხელში აღმოჩენილი მილიარდობით ღირებულების სახაზინო ვალდებულებები ,ფლაგმანთა აქციები და ობლიგაციები ბირჟიანად და საბოლოო სახეა არასაბანკო დეპოზიტები რომელთა საანაბრე მერჯინი პირველია მსოფლიოში და მთლიანად თუ არა,მეტწილად ეკუთვნის ხსენებული კასტის დაუსაბუთებელ შემოსავალს ! და მაინც ალიაბალია 70 მილიარდ ავადმყოფ ლარს არ სცდება ჩვენი საწარმოთა წლიური ბრუნვა ,ჩრდილში თუა ამისი ნახევარი მაინც ასი მილიარდი ლარი ერთი კაი სოფლის ბრუნვაა ,იქ! სად და საითაც გაიხედავ ,ოთხივ გზა ხსნილია,სოფლებიც ყველგანაა ! ჩენი სოფელი კი მოქკავშირის, ნაცების და ქოცების,მათი სატელიტების კოლექტიური შემოქმედებაა !

ცია
0

ახალი ამბავი,,,,ბოლო 8 წელია ეს უკვე ყოველდღიური ტენდენციაა,,და ეხლა ამბობთ რამეს-გაგებით მოეკიდეთ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

პროდუქტები, რომლებიც ბოლო 1 წლის განმავლობაში 34% და 14%-ით გაძვირდა - სტატისტიკური მონაცემები

პროდუქტები, რომლებიც ბოლო 1 წლის განმავლობაში 34% და 14%-ით გაძვირდა - სტატისტიკური მონაცემები

ერთი წლის განმავლობაში ზეთი 34%-ით, შაქარი 14 %-ით, თევზეული 10.6 %-ით, პური და პურპროდუქტები 8.7 %-ით, რძის ნაწარმი 6.4%-ით გაძვირდა, - ამის შეასხებ „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებულ 2021 წლის თებერვალის ინფლაციის მაჩვენებლებშია აღნიშნული.

„საქსტატის“ მონაცემებით, თებერვალში წლიური ინფლაციის დონემ 3.6 პროცენტი შეადგინა. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 6.2 პროცენტით. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (34.3 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (14.1 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (12.4 პროცენტი), თევზეული (10.6 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (8.7 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (6.4 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (6.3 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირებულია ხილსა და ყურძენზე (-4.1 პროცენტი) და ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-4.8 პროცენტი).

ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები მომატებულია 9.8 პროცენტით. ფასები გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის (14.2 პროცენტი) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (11.5 პროცენტი) ქვეჯგუფებზე.

ავეჯის, საოჯახო ნივთების, სახლის მოვლის ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 12.3 პროცენტიანი მატება. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: საოჯახო საფეიქრო ნაწარმი (17.8 პროცენტი), მინის ჭურჭელი, მაგიდის და საოჯახო ჭურჭელი (14.9 პროცენტი), გამათბობელი და საჭმლის მოსამზადებელი მოწყობილობა, მაცივრები, საყინულეები, სარეცხი მანქანები და სხვა საყოფაცხოვრებო საგნები, დაყენებისა და რემონტის ჩათვლით (12.9 პროცენტი), ყოველდღიური საყოფაცხოვრებო საჭიროების საქონელი და მომსახურება (11.8 პროცენტი), ინსტრუმენტები, მოწყობილობა და ტექნიკა სახლისა და ბაღისთვის (9.8 პროცენტი), ავეჯი, საოჯახო ნივთები, ხალიჩები და სხვა იატაკის საფარი (9.1 პროცენტი).

ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 8.1 პროცენტიანი მატება. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (11.2 პროცენტი), ასევე ალკოჰოლურ სასმელებზე (5.5 პროცენტი).

ჯგუფში საცხოვრებელი, წყალი და ელ.ენერგია დაფიქსირდა ფასების 21.2 პროცენტიანი კლება. ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება (-33.8 პროცენტი) და ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (-29.0 პროცენტი).

"უკვე დატანილი ვართ მსოფლიოს ზამთრის სპორტის რუკაზე - ბაკურიანში მსოფლიო თასის გამართვა წინგადადგმული ნაბიჯია ტურისტული პოტენციალის კვლავ ამოქმედებისთვის" - ნათია თურნავა

საქალაქთაშორისო ტრანსპორტი გაძვირდა - რა ღირს რეგიონებში მგზავრობა

როდიდან განაახლებს მუშაობას საქართველოს რკინიგზა