ავტორი:

შსს-ს ინფორმაციით, პარლამენტთან, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლებისა და სამოქალაქო აქტივისტების აქცია მიმდინარეობს, 7 პირი დააკავეს

შსს-ს ინფორმაციით, პარლამენტთან, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლებისა და სამოქალაქო აქტივისტების აქცია მიმდინარეობს, 7 პირი დააკავეს

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისა და სამოქალაქო აქტივისტების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, 7 პირი დააკავეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ამ დროისთვის, ადმინისტრაციული წესით 7 პირია დაკავებული.

„ამ დროისთვის დაკავებულია 7 ადამიანი ადმინისტრაციული წესით, 173-ე მუხლით, რაც სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს“, - აცხადებენ უწყებაში.

ცნობისთვის, რამდენიმე წუთის წინ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩიტაძის ქუჩაზე ხმაური იყო. პოლიციამ აქტივისტების დაკავება მას შემდეგ დაიწყო, რაც ისინი გაფრთხილებას არ დაემორჩილნენ და დეპუტატებს შეძახილებით შეხვდნენ. არსებული ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან მოძრაობა “საქართველოს“ წევრებიც.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის ყველა შესასვლელთან ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მათი მხარდამჭერები არიან შეკრებილი. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები.

ბაჩო ახალაია ციხეს პატიმრობის ვადის ამოწურვიდან 4 თვის შემდეგ დატოვებს - რას აცხადებს მისი მეუღლე ანი ნადარეიშვილი?

გორში "ნაციონალური მოძრაობის" ოფისის დაზიანების ფაქტზე მე-4 პირი დააკავეს

გორში, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისის დაზიანების ფაქტზე მესამე პირი დააკავეს