სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კორონავირუსის გამოსავლენი ანალური ტესტი ფსიქოლოგიურ სტრესს იწვევს - იაპონიის მთავრობა ჩინეთს ანალური ტესტირების შეწყვეტისკენ მოუწოდებს
კორონავირუსის გამოსავლენი ანალური ტესტი ფსიქოლოგიურ სტრესს იწვევს - იაპონიის მთავრობა ჩინეთს ანალური ტესტირების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

ია­პო­ნი­ის მთავ­რო­ბა მი­მარ­თავს ჩი­ნეთს და სთხოვს, შე­წყვი­ტოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის კო­რო­ნა­ვირუ­სის გა­მო­სავ­ლე­ნი ანა­ლუ­რი ტეს­ტის გა­კე­თე­ბა. რო­გორც BBC წერს, აღ­ნიშ­ნუ­ლის გამო ადა­მი­ა­ნე­ბი ჩი­ვი­ან და ამ­ბო­ბენ, რომ მსგავ­სი ტეს­ტი­რე­ბის პრო­ცე­სი ფსი­ქო­ლო­გი­ურ სტერსს იწ­ვევს.

ჩი­ნეთ­ში, სა­დაც კო­რო­ნა­ვირუსს ამ დრო­ის­თვის იდე­ა­ლუ­რად აკონ­ტრო­ლე­ბენ, ვირუ­სის გა­მო­სავ­ლე­ნი ანა­ლუ­რი ტეს­ტის ჩა­ტა­რე­ბა იან­ვრი­დან და­ი­წყეს. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცნო­ბით, ქვე­ყა­ნა­ში გა­სულ კვი­რას ამე­რი­კელ დიპ­ლო­მა­ტებს აი­ძუ­ლეს, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სის ანა­ლუ­რი ტეს­ტი გა­ე­კე­თე­ბი­ნათ, თუმ­ცა ინ­ფორ­მა­ცია ჩი­ნეთ­მა ოფი­ცი­ა­ლუ­რად უარ­ყო.

ია­პო­ნი­ის მთავ­რო­ბის კა­ბი­ნე­ტის მდი­ვა­ნი კი აცხა­დებს, ჩი­ნეთ­ში ია­პო­ნი­ის სა­ელ­ჩოს ქვე­ყა­ნა­ში მცხოვ­რე­ბი ია­პო­ნე­ლე­ბი მი­მარ­თა­ვენ და ამ­ბო­ბენ, რომ მსგავ­სი წე­სით უწევთ კო­რო­ნა­ვირუ­სის გა­მო­სავ­ლე­ნი ტეს­ტის ჩა­ტა­რე­ბა, რაც მათ­თვის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლია. აღ­ნიშ­ნულ თე­მა­ზე ჩი­ნურ მხა­რეს ჯერ­ჯე­რო­ბით ოფი­ცი­ა­ლუ­რი კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბია.

ცნო­ბის­თვის, ჩი­ნე­თის ბევრ ქა­ლაქ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის გა­მო­სავ­ლე­ნი ნა­ზა­ლუ­რი ანა­ლი­ზი ანა­ლუ­რით ჩა­ა­ნაც­ვლეს.

ანა­ლუ­რი ტეს­ტის დროს სპე­ცი­ა­ლუ­რი ტამ­პო­ნით იღე­ბენ მა­სა­ლას და იკ­ვლე­ვენ ვირუ­სის გა­მო­სავ­ლე­ნად. რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­კო­სე­ბი აცხა­დე­ბენ, ასე­თი ტეს­ტი­რე­ბა არის უფრო ზუს­ტი და თით­ქმის არ არ­სე­ბობს არას­წო­რი დი­აგ­ნო­ზის დას­მის ალ­ბა­თო­ბა. გარ­და ამი­სა, ანა­ლი­ზის ეს მე­თო­დი უფრო სწრა­ფია და უმ­ტკივ­ნე­უ­ლო.

ჩი­ნეთ­ში ამ დრომ­დე ცხვირ-ხა­ხი­დან ანა­ლი­ზის აღე­ბა უფრო პო­პუ­ლა­რუ­ლია, თუმ­ცა ახა­ლი მე­თო­დიც თან­და­თან მკვიდ­რდე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ია ია
2

ჩვენთანაც ინერგება. ეს მეთოდი და თერმოსკრინინგის ნაცვლად, მაღაზიაში შესვლისას ამ. თანამედროვე მეთოდით დავიზღვევთ ჭკვიან თავებს! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

კორონავირუსის გამოსავლენი ანალური ტესტი ფსიქოლოგიურ სტრესს იწვევს - იაპონიის მთავრობა ჩინეთს ანალური ტესტირების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

კორონავირუსის გამოსავლენი ანალური ტესტი ფსიქოლოგიურ სტრესს იწვევს - იაპონიის მთავრობა ჩინეთს ანალური ტესტირების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

იაპონიის მთავრობა მიმართავს ჩინეთს და სთხოვს, შეწყვიტოს მოქალაქეებისთვის კორონავირუსის გამოსავლენი ანალური ტესტის გაკეთება. როგორც BBC წერს, აღნიშნულის გამო ადამიანები ჩივიან და ამბობენ, რომ მსგავსი ტესტირების პროცესი ფსიქოლოგიურ სტერსს იწვევს.

ჩინეთში, სადაც კორონავირუსს ამ დროისთვის იდეალურად აკონტროლებენ, ვირუსის გამოსავლენი ანალური ტესტის ჩატარება იანვრიდან დაიწყეს. გავრცელებული ცნობით, ქვეყანაში გასულ კვირას ამერიკელ დიპლომატებს აიძულეს, რომ კორონავირუსის ანალური ტესტი გაეკეთებინათ, თუმცა ინფორმაცია ჩინეთმა ოფიციალურად უარყო.

იაპონიის მთავრობის კაბინეტის მდივანი კი აცხადებს, ჩინეთში იაპონიის საელჩოს ქვეყანაში მცხოვრები იაპონელები მიმართავენ და ამბობენ, რომ მსგავსი წესით უწევთ კორონავირუსის გამოსავლენი ტესტის ჩატარება, რაც მათთვის ფსიქოლოგიურად ძალიან მტკივნეულია. აღნიშნულ თემაზე ჩინურ მხარეს ჯერჯერობით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.

ცნობისთვის, ჩინეთის ბევრ ქალაქში კორონავირუსის გამოსავლენი ნაზალური ანალიზი ანალურით ჩაანაცვლეს.

ანალური ტესტის დროს სპეციალური ტამპონით იღებენ მასალას და იკვლევენ ვირუსის გამოსავლენად. როგორც ადგილობრივი მედიკოსები აცხადებენ, ასეთი ტესტირება არის უფრო ზუსტი და თითქმის არ არსებობს არასწორი დიაგნოზის დასმის ალბათობა. გარდა ამისა, ანალიზის ეს მეთოდი უფრო სწრაფია და უმტკივნეულო.

ჩინეთში ამ დრომდე ცხვირ-ხახიდან ანალიზის აღება უფრო პოპულარულია, თუმცა ახალი მეთოდიც თანდათან მკვიდრდება.