პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შარლ მიშელის მონაწილეობით შეხვედრა დასრულდა.
როგორც შეხვედრის შემდეგ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, შეხვედრაზე მხოლოდ პოზიციები გაცვალეს და შეთანხმების მიღწევაზე საუბარი ადრეა.
„იმედიანი გაზაფხული დგება. ჩვენმა სტუმარმა, შარლ მიშელმა აჩვენა უნიკალური პოლიტიკური და დიპომატიური უნარი და რასაც ვერ წარმოვიდგენდით ის მოახდინა, რომ დავჯექით საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელთან კონსულტაციებისთვის, რომელიც არ არის არც მოლაპარაკება და არც რაუნდი, სანამ ნიკა მელია არ გათავისუფლდება და სანამ პირველ საკითხად არ დადგება ახალი არჩევნები. ამის გარეშე პროგრესზე ოცნება გამორიცხული იქნება.
შეთანხმების მიღწევაზე საუბარი ნაადრევია. გავცვალეთ პოზიციები და სავსებით გასაგებად ვუთხარით მთავრობის ხელმძღავნელს, რომ ერთადერთი გამოსავალი ახალი აჩევნები და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაა“,- განაცხადა ნათელაშვილმა.
უნამუსო ნათელაშვილო მელიაზე ნუკი დარდობ იმ საცოდავ ბიჭზე იფიქრეტ წამლების გაიაფებაზე რომ გთხოვატ და შეაგდეტ საპატიმროში.
ამიხსენით , რატომ არქმევთ "ხელისუფლებას " მმართველ პარტიას, თუნდაც ბლოკს, თუნდაც საპარლამენტო უმრავლესობას? დაარქვით საპარლამენტო პოზიცია , ან უმრავლესობა , არ არის ეგ ხელისუფლება ! ხელისუფლებაში ოპოზიციაც შედის, ერთი ცალკე აღებული დეპუტატიც კი ხელისუფლების ნაწილია , ოპოზიცია საპარლამენტო ხელისუფლების ოპოზიციური ნაწილია და ზუსტად ისეთ ხელფასს იღებს, როგორსაც პოზიციის წევრი დეპუტატი, სამივლინებო ნიხრიც იგივე აქვს , საწარმომადგენლოც, კაბინეტიცა აქვს და ყველაფერი , კანონი აკისრებს იგივე პასუხისმგებლობას ქვეყნის წინ თუ უკან სვლაზე , როგორც სხვას ! ხელისუფლება ერთიანია, ოთხშტოიანი და ის საკანონმდებლო, აღმასრულებელი, სასამართლო ხელისუფლებებისაგან და პრეზიდენტისაგან შესდგება ! მიშა რომ იყო "ოპოზიციური" პრეზიდენტი-ის იყო პრეზიდენტი და "ოპოზიციურობა" არ ანთავისუფლებს რაიმე სახის საპრეზიდენტო სახელისუფლებო მოვალეობისაგან და პასუხისმგებლობისაგან !