სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მისი "გულის წასვლები", ვინ მეტჯერ გამოჩნდა ტელევიზიაში, არასერიოზულია, მითუმეტეს იმ ხალხისგან, ვისაც თავი ამომავალი ვარსკვლავი ჰგონია" - ბურჯანაძე ჩარკვიანზე
"მისი "გულის წასვლები", ვინ მეტჯერ გამოჩნდა ტელევიზიაში, არასერიოზულია, მითუმეტეს იმ ხალხისგან, ვისაც თავი ამომავალი ვარსკვლავი ჰგონია" - ბურჯანაძე ჩარკვიანზე

თაკო ჩარ­კვი­ანს პე­რი­ო­დუ­ლი შე­მო­ტე­ვე­ბი ახა­სი­ა­თებს, რაც სამ­წუ­ხა­როა, - ასე პა­სუ­ხობს „ერ­თი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს“ ლი­დე­რი, ნინო ბურ­ჯა­ნა­ძე „სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ წარ­მო­მად­გენ­ლის, თაკო ჩარ­კვი­ა­ნის მიერ მას­თან და გიგა ბო­კე­რი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მოთ­ქმულ კრი­ტი­კას.

რო­გორც ბურ­ჯა­ნა­ძემ „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „დღის ნი­უს­რუმ­ში“ გა­ნა­ცხა­და, „გუ­ლის წას­ვლე­ბი იმა­ზე, თუ ვინ რა­ტომ ჩანს აქ­ტი­უ­რად გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის პრო­ცეს­ში, ძა­ლი­ან არა­სე­რი­ო­ზუ­ლია, მი­თუ­მე­ტეს იმ ხალ­ხის­გან, ვი­საც თავი ამო­მა­ვა­ლი ვარ­სკვლა­ვი ჰგო­ნია“.

„არა­ფე­რი მომ­ხდა­რა. სამ­წუ­ხა­როდ, თაკო ჩარ­კვი­ანს ახა­სი­ა­თებს პე­რი­ო­დუ­ლი შე­მო­ტე­ვე­ბი, რაც ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა. სამ­წუ­ხა­როა, რომ ის აჰ­ყვა ნაც­ვლიშ­ვი­ლის და რა­მიშ­ვი­ლის „პოსტ ტვ"-ს ნა­რა­ტივს.

იმ­დე­ნად ემო­ცი­უ­რად უს­მენს ჩემს გა­მოს­ვლებს, ეტყო­ბა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ უჭ­კუო ქალი არ არის, არას­წო­რად გა­მო­აქვს დას­კვნე­ბი. მე არ­სად მით­ქვამს, რომ ის პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლას აპი­რებს. ის და­ად­გა ელი­საშ­ვილ - „გირ­ჩის“ გზას იმ მი­მარ­თუ­ლე­ბით, რო­დე­საც ელი­საშ­ვი­ლი და „გირ­ჩი“ პირ­და­პირ ურტყამ­დნენ, აკ­რი­ტი­კებ­დნენ ოპო­ზი­ცი­ას და ამით ცდი­ლობ­დნენ ოპო­ზი­ცი­ის ერ­თო­ბის დარ­ღვე­ვას.

ქვე­ყა­ნა უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, ასე­თი გან­საც­დე­ლი არ გვქო­ნია არ­ცერ­თი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს. ჩვენ გვყავ­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბე­ბი, რომ­ლებ­მაც ბევ­რი რამ გა­ა­კე­თეს, ბევ­რი შეც­დო­მა და­უშ­ვეს. ახლა გვყავს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მელ­საც ქვე­ყა­ნა ჭა­ობ­ში მიჰ­ყავს. ახლა იმა­ზე გულყრე­ბი, ვი­ღა­ცა ბრძო­ლა­ში წინ წა­ვი­და, ვი­ღა­ცა ბრძო­ლა­ში უფრო აქ­ტი­უ­რად ჩანს, ვი­ღაც დარ­ბე­ვის დროს ჩანს და არ ჩანს, ძა­ლი­ან სა­სა­ცი­ლოა.

მოდი, ყვე­ლა შე­ვე­ჯიბ­როთ ერ­თმა­ნეთს, ვი­საც მეტი შეგ­ვიძ­ლია, ის გა­ვა­კე­თოთ. გუ­ლის წას­ვლე­ბი იმა­ზე, რომ ვინ მეტ­ჯერ რა­ტომ გა­მოჩ­ნდა ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში, ვინ რა­ტომ ჩანს აქ­ტი­უ­რად გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის პრო­ცეს­ში, ძა­ლი­ან არა­სე­რი­ო­ზუ­ლია, მი­თუ­მე­ტეს იმ ხალ­ხის­გან, ვი­საც თავი ამო­მა­ვა­ლი ვარ­სკვლა­ვი ჰგო­ნია“, - აღ­ნიშ­ნა ბურ­ჯა­ნა­ძემ.

გარ­და ამი­სა, „ერ­თი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს“ ლი­დერ­მა „რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის“ ერთ-ერთი ლი­დე­რის, და­ვით ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლის იმ გან­ცხა­დე­ბა­ზეც ისა­უბ­რა, სა­დაც ძვე­ლი თა­ო­ბის პო­ლი­ტი­კო­სე­ბის გვერ­დზე გა­წე­ვა­სა და ას­პა­რე­ზის ახა­ლი სა­ხე­ე­ბის­თვის დათ­მო­ბა­ზე სა­უბ­რობს. რო­გორც ბურ­ჯა­ნა­ძემ გა­ნა­ცხა­და, „პო­ლი­ტი­კა ფეხ­ბურ­თი არ არის, 18 წლის ფეხ­ბურ­თელ­მა რომ უკეთ ითა­მა­შოს, ვიდ­რე 70 წლის პე­ლემ“.

„ახალ­გაზ­რდო­ბა ძა­ლი­ან კარ­გია პო­ლი­ტი­კა­ში, მი­ვე­სალ­მე­ბი. ჩვენც ძა­ლი­ან კარ­გი გუნ­დი გვყავს, მაგ­რამ ნამ­დვი­ლად არ ვთვლი, რომ ახალ­გაზ­რდე­ბის ძალა თვითკმა­რია იმის­თვის, რომ ქვე­ყა­ნა ასე­თი კრი­ზი­სე­ბი­დან გა­მო­იყ­ვა­ნოს.

პო­ლი­ტი­კა არ არის ფეხ­ბურ­თი, 18 წლის ფეხ­ბურ­თელ­მა რომ უკეთ ითა­მა­შოს, ვიდ­რე 70 წლის პე­ლემ. პო­ლი­ტი­კა-პო­ლი­ტი­კაა. ჩემს ასაკ­ში ნორ­მა­ლურ ქვეყ­ნებ­ში პო­ლი­ტი­კა­ში მო­დი­ან, არა­თუ მი­დი­ან. როცა ლა­პა­რა­კია ახალ­გაზ­რდა ლი­დე­რებს ხელს ნუ შე­ვუშ­ლით, ისევ სპორ­ტს შე­ვა­და­როთ პო­ლი­ტი­კა - სარ­ბენ ბი­ლიკ­ზე ვინ გა­ას­წრებს? ვინც მა­გა­რია ხომ, ასა­კის მი­უ­ხე­და­ვად - ასეა პო­ლი­ტი­კა­ში. თუ ლი­დე­რი ხარ, ვე­რა­ვინ და­გიდ­გე­ბა წინ“, - გა­ნა­ცხა­და ბურ­ჯა­ნა­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, „სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ ერთ-ერთი ლი­დე­რი თაკო ჩარ­კვი­ა­ნი ნინო ბურ­ჯა­ნა­ძეს და გიგა ბო­კე­რი­ას „პო­ლი­ტი­კურ გვა­მებს“ უწო­დებს და აცხა­დებს, რომ ისი­ნი „აქ­ცი­ე­ბით გა­ცო­ცხლე­ბას ლა­მო­ბენ“.

"ვი­საც რა დო­ზით უნდა, იმ დო­ზით გა­მოჩ­ნდეს ტე­ლე­ვი­ზი­ით, მაგ­რამ არა ოკუ­პა­ცი­ა­ზე და კო­რუფ­ცი­ა­ზე სა­სა­უბ­როდ. რო­დე­საც ჩვენ ერ­თად ვსხედ­ვართ, მას აქვს უფ­ლე­ბა, ილა­პა­რა­კოს იმ ერთი შე­თან­ხმე­ბის გამო, რა­საც ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბი ჰქვია - ხალ­ხს შე­უ­რა­ცხყო­ფას ნუ მი­ვა­ყე­ნებთ, - გა­ნა­ცხა­და დღეს თაკო ჩარ­კვი­ან­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „დღის ნი­უს­რუმ­ში“.

ამას­თან, კი­თხვა­ზე, ფიქ­რობს თუ არა, რომ ოპო­ზი­ცი­ის აქ­ცი­ებ­ზე ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ერ­თო­ბა­ში ნინო ბურ­ჯა­ნა­ძის ყოფ­ნის გამო არ მი­დის, ჩარ­კვი­ა­ნი აცხა­დებს, რომ ხალ­ხი ამას პირ­და­პირ ამ­ბობს: „გვა­ჩე­რე­ბენ, გვი­რე­კა­ვენ და გვე­უბ­ნე­ბი­ან ამას“. რაც შე­ე­ხე­ბა გიგა ბო­კე­რი­ას, ჩარ­კვი­ა­ნი მას­თან ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბას უარ­ყოფს და ამ­ბობს, რომ მხო­ლოდ „გა­ცხა­რე­ბუ­ლი კა­მა­თი იყო“.

მი­სი­ვე თქმით, პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სი სა­სა­ცი­ლო არ უნდა გა­ხა­დონ, რათა ხალ­ხმა და­უ­ჯე­როთ.

„შე­უძ­ლე­ბე­ლია, პო­ლი­ტი­კა­ში მობ­რუ­ნე­ბა გინ­დო­დეს და გა­ა­ნა­ლი­ზე­ბუ­ლი არ გქონ­დეს. ბო­კე­რი­ას არ აქვს გა­ა­ნა­ლი­ზე­ბუ­ლი, რომ დარ­ბე­ვა არის 20 ივ­ნისს თვა­ლე­ბის და­თხრა, მაგ­რამ დარ­ბე­ვა არის 7 ნო­ემ­ბე­რიც და 26 მა­ი­სიც. ამ კა­ტე­გო­რი­ას მი­ვე­კუთ­ვნე­ბი, რო­მე­ლიც ამ­ბობს, რომ ხალ­ხის დარ­ბე­ვა ამ ფორ­მით სა­ერ­თოდ არ შე­იძ­ლე­ბა. რა­ტომ შე­იძ­ლე­ბა მომ­ხდა­რი­ყო მათი ტან­დე­მი? იმი­ტომ, რომ არ­ცერ­თს არ აქვს გა­ა­ნა­ლი­ზე­ბუ­ლი. ბურ­ჯა­ნა­ძეს აქვს ნათ­ქვა­მი, რომ 9 ნო­ემ­ბერს სა­ხელ­მწი­ფო შედ­გა და სა­ხელ­მწი­ფომ თავი და­იც­ვა, მა­ინ­ტე­რე­სებს 26-ში შედ­გა სა­ხელ­მწი­ფო, რო­დე­საც მისი მი­ტინ­გი და­არ­ბი­ეს? ამი­ტომ ნუ ვთა­მა­შობთ - ვიბ­რძო­ლოთ ოკუ­პა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ.

ნიკა მე­ლი­ამ გა­ნახ­ლე­ბუ­ლი გუნ­დი რომ მო­იყ­ვა­ნა, სად­მე და­ი­ნა­ხეთ? მიკრო­ფონ­თან ვინ­მე მი­უშ­ვა? იცით ვინ აკე­თებს ამას? ეს ქალ­ბა­ტო­ნი, ბო­კე­რი­ა­თი. რო­დე­საც შენ მფარ­ვე­ლობ რუ­სულ ვექ­ტორს, იმის ფასი, ვინც და­სავ­ლე­თის მომ­ხრეა, კა­პი­კია. მე იქ ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და დაჯ­დო­მა, ვექ­ტო­რა­ლუ­რად რად­გან ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის აზელ­ვას მარ­ცხი მო­აქვს.

ჩვენ­სა და ბურ­ჯა­ნა­ძეს შო­რის კი არა­ფე­რი ხდე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს და რუ­სეთს შო­რის ხდე­ბა. სა­სა­ცი­ლო არ უნდა გავ­ხა­დოთ პრო­ცე­სი, რომ ხალ­ხმა დაგ­ვი­ჯე­როს. შე­იძ­ლე­ბა, რომ 1 ლა­რად სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბის წამ­ღებ­მა ქალ­ბა­ტონ­მა მი­ტინგზე ახალ­გაზ­რდებს კო­რუფ­ცი­ა­ზე ესა­უბ­როს, განა და­გი­ჯე­რებს ის ახალ­გაზ­რდა?“, - გა­ნა­ცხა­და ჩარ­კვი­ან­მა.

მკითხველის კომენტარები / 32 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
??
4

ნინო არ უნდიხარ ხალხს , არააა! თავმოყვარეობა არ გაქვს ამხელა ქალს?

fotini
0

me mcxvenia tkvens gamo

ავტორი:

"მისი "გულის წასვლები", ვინ მეტჯერ გამოჩნდა ტელევიზიაში, არასერიოზულია, მითუმეტეს იმ ხალხისგან, ვისაც თავი ამომავალი ვარსკვლავი ჰგონია" - ბურჯანაძე ჩარკვიანზე

"მისი "გულის წასვლები", ვინ მეტჯერ გამოჩნდა ტელევიზიაში, არასერიოზულია, მითუმეტეს იმ ხალხისგან, ვისაც თავი ამომავალი ვარსკვლავი ჰგონია" - ბურჯანაძე ჩარკვიანზე

თაკო ჩარკვიანს პერიოდული შემოტევები ახასიათებს, რაც სამწუხაროა, - ასე პასუხობს „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძე „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლის, თაკო ჩარკვიანის მიერ მასთან და გიგა ბოკერიასთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკას.

როგორც ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, „გულის წასვლები იმაზე, თუ ვინ რატომ ჩანს აქტიურად გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ძალიან არასერიოზულია, მითუმეტეს იმ ხალხისგან, ვისაც თავი ამომავალი ვარსკვლავი ჰგონია“.

„არაფერი მომხდარა. სამწუხაროდ, თაკო ჩარკვიანს ახასიათებს პერიოდული შემოტევები, რაც ძალიან სამწუხაროა. სამწუხაროა, რომ ის აჰყვა ნაცვლიშვილის და რამიშვილის „პოსტ ტვ"-ს ნარატივს.

იმდენად ემოციურად უსმენს ჩემს გამოსვლებს, ეტყობა, მიუხედავად იმისა, რომ უჭკუო ქალი არ არის, არასწორად გამოაქვს დასკვნები. მე არსად მითქვამს, რომ ის პარლამენტში შესვლას აპირებს. ის დაადგა ელისაშვილ - „გირჩის“ გზას იმ მიმართულებით, როდესაც ელისაშვილი და „გირჩი“ პირდაპირ ურტყამდნენ, აკრიტიკებდნენ ოპოზიციას და ამით ცდილობდნენ ოპოზიციის ერთობის დარღვევას.

ქვეყანა უმძიმეს მდგომარეობაშია, ასეთი განსაცდელი არ გვქონია არცერთი ხელისუფლების დროს. ჩვენ გვყავდა ხელისუფლებები, რომლებმაც ბევრი რამ გააკეთეს, ბევრი შეცდომა დაუშვეს. ახლა გვყავს ხელისუფლება, რომელსაც ქვეყანა ჭაობში მიჰყავს. ახლა იმაზე გულყრები, ვიღაცა ბრძოლაში წინ წავიდა, ვიღაცა ბრძოლაში უფრო აქტიურად ჩანს, ვიღაც დარბევის დროს ჩანს და არ ჩანს, ძალიან სასაცილოა.

მოდი, ყველა შევეჯიბროთ ერთმანეთს, ვისაც მეტი შეგვიძლია, ის გავაკეთოთ. გულის წასვლები იმაზე, რომ ვინ მეტჯერ რატომ გამოჩნდა ტელევიზიაში, ვინ რატომ ჩანს აქტიურად გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ძალიან არასერიოზულია, მითუმეტეს იმ ხალხისგან, ვისაც თავი ამომავალი ვარსკვლავი ჰგონია“, - აღნიშნა ბურჯანაძემ.

გარდა ამისა, „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბერძენიშვილის იმ განცხადებაზეც ისაუბრა, სადაც ძველი თაობის პოლიტიკოსების გვერდზე გაწევასა და ასპარეზის ახალი სახეებისთვის დათმობაზე საუბრობს. როგორც ბურჯანაძემ განაცხადა, „პოლიტიკა ფეხბურთი არ არის, 18 წლის ფეხბურთელმა რომ უკეთ ითამაშოს, ვიდრე 70 წლის პელემ“.

„ახალგაზრდობა ძალიან კარგია პოლიტიკაში, მივესალმები. ჩვენც ძალიან კარგი გუნდი გვყავს, მაგრამ ნამდვილად არ ვთვლი, რომ ახალგაზრდების ძალა თვითკმარია იმისთვის, რომ ქვეყანა ასეთი კრიზისებიდან გამოიყვანოს.

პოლიტიკა არ არის ფეხბურთი, 18 წლის ფეხბურთელმა რომ უკეთ ითამაშოს, ვიდრე 70 წლის პელემ. პოლიტიკა-პოლიტიკაა. ჩემს ასაკში ნორმალურ ქვეყნებში პოლიტიკაში მოდიან, არათუ მიდიან. როცა ლაპარაკია ახალგაზრდა ლიდერებს ხელს ნუ შევუშლით, ისევ სპორტს შევადაროთ პოლიტიკა - სარბენ ბილიკზე ვინ გაასწრებს? ვინც მაგარია ხომ, ასაკის მიუხედავად - ასეა პოლიტიკაში. თუ ლიდერი ხარ, ვერავინ დაგიდგება წინ“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

შეგახსენებთ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი თაკო ჩარკვიანი ნინო ბურჯანაძეს და გიგა ბოკერიას „პოლიტიკურ გვამებს“ უწოდებს და აცხადებს, რომ ისინი „აქციებით გაცოცხლებას ლამობენ“.

"ვისაც რა დოზით უნდა, იმ დოზით გამოჩნდეს ტელევიზიით, მაგრამ არა ოკუპაციაზე და კორუფციაზე სასაუბროდ. როდესაც ჩვენ ერთად ვსხედვართ, მას აქვს უფლება, ილაპარაკოს იმ ერთი შეთანხმების გამო, რასაც ვადამდელი არჩევნები ჰქვია - ხალხს შეურაცხყოფას ნუ მივაყენებთ, - განაცხადა დღეს თაკო ჩარკვიანმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“.

ამასთან, კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ ოპოზიციის აქციებზე ბევრი ადამიანი ერთობაში ნინო ბურჯანაძის ყოფნის გამო არ მიდის, ჩარკვიანი აცხადებს, რომ ხალხი ამას პირდაპირ ამბობს: „გვაჩერებენ, გვირეკავენ და გვეუბნებიან ამას“. რაც შეეხება გიგა ბოკერიას, ჩარკვიანი მასთან ფიზიკურ დაპირისპირებას უარყოფს და ამბობს, რომ მხოლოდ „გაცხარებული კამათი იყო“.

მისივე თქმით, პოლიტიკური პროცესი სასაცილო არ უნდა გახადონ, რათა ხალხმა დაუჯეროთ.

„შეუძლებელია, პოლიტიკაში მობრუნება გინდოდეს და გაანალიზებული არ გქონდეს. ბოკერიას არ აქვს გაანალიზებული, რომ დარბევა არის 20 ივნისს თვალების დათხრა, მაგრამ დარბევა არის 7 ნოემბერიც და 26 მაისიც. ამ კატეგორიას მივეკუთვნები, რომელიც ამბობს, რომ ხალხის დარბევა ამ ფორმით საერთოდ არ შეიძლება. რატომ შეიძლება მომხდარიყო მათი ტანდემი? იმიტომ, რომ არცერთს არ აქვს გაანალიზებული. ბურჯანაძეს აქვს ნათქვამი, რომ 9 ნოემბერს სახელმწიფო შედგა და სახელმწიფომ თავი დაიცვა, მაინტერესებს 26-ში შედგა სახელმწიფო, როდესაც მისი მიტინგი დაარბიეს? ამიტომ ნუ ვთამაშობთ - ვიბრძოლოთ ოკუპაციის წინააღმდეგ.

ნიკა მელიამ განახლებული გუნდი რომ მოიყვანა, სადმე დაინახეთ? მიკროფონთან ვინმე მიუშვა? იცით ვინ აკეთებს ამას? ეს ქალბატონი, ბოკერიათი. როდესაც შენ მფარველობ რუსულ ვექტორს, იმის ფასი, ვინც დასავლეთის მომხრეა, კაპიკია. მე იქ ძალიან გამიჭირდა დაჯდომა, ვექტორალურად რადგან ღირებულებების აზელვას მარცხი მოაქვს.

ჩვენსა და ბურჯანაძეს შორის კი არაფერი ხდება, საქართველოს და რუსეთს შორის ხდება. სასაცილო არ უნდა გავხადოთ პროცესი, რომ ხალხმა დაგვიჯეროს. შეიძლება, რომ 1 ლარად სახელმწიფო ქონების წამღებმა ქალბატონმა მიტინგზე ახალგაზრდებს კორუფციაზე ესაუბროს, განა დაგიჯერებს ის ახალგაზრდა?“, - განაცხადა ჩარკვიანმა.

LIVE - ეთერშია "დღის ნიუსრუმი"

"გადმოპორტირებული გყავთ ადეიშვილის მოადგილე იურიდიულ საკითხთა კომიტეტში" - თაკო ჩარკვიანი "ქართული ოცნების" წევრებს

"თქვეს, რომ ვითომ გომელაურმა გასცა ბრძანება ჟურნალისტები სცემონ - ეს ხომ იდიოტიზმია?!" - შს მინისტრი