ორბელიანების სასახლეში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ ორგანიზებული შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მასპინძლობს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იმყოფებიან ოპოზიციის ლიდერები და მმართველი გუნდის წევრები.
ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას დღეს შეხვედრა შესთავაზა. როგორც მან აღნიშნა, "დადგა დრო, ფასილიტაციიდან გადავიდეთ მედიაციაზე". საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კი მზადყოფნა გამოთქვა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წინადადებას დათანხმდეს და დღეს ოპოზიციასთან ერთად შეხვედრას დაესწროს.
ამიხსენით , რატომ არქმევთ "ხელისუფლებას " მმართველ პარტიას, თუნდაც ბლოკს, თუნდაც საპარლამენტო უმრავლესობას? დაარქვით საპარლამენტო პოზიცია , ან უმრავლესობა , არ არის ეგ ხელისუფლება ! ხელისუფლებაში ოპოზიციაც შედის, ერთი ცალკე აღებული დეპუტატიც კი ხელისუფლების ნაწილია , ოპოზიცია საპარლამენტო ხელისუფლების ოპოზიციური ნაწილია და ზუსტად ისეთ ხელფასს იღებს, როგორსაც პოზიციის წევრი დეპუტატი, სამივლინებო ნიხრიც იგივე აქვს , საწარმომადგენლოც, კაბინეტიცა აქვს და ყველაფერი , კანონი აკისრებს იგივე პასუხისმგებლობას ქვეყნის წინ თუ უკან სვლაზე , როგორც სხვას !
ხელისუფლება ერთიანია და ის საკანონმდებლ;ო, აღმასრულებელი, სასამართლო ხელისუფლებებისაგან და პრეზიდენტისაგან შესდგება ! მიშა რომ იყო "ოპოზიციური" პრეზიდენტი-ის იყო პრეზიდენტი და "ოპოზიციურობა" არ ანთავისუფლებს რაიმე სახის საპრეზიდენტო სახელისუფლებიო მოვალეობისაგან და პასუხისმგებლობისაგან !
არა და ღარიბაშვილი ერთი კვირის წინ რა მაგრად პრაწავდა თვალებს კრიმინალ ნაცებთან არ დავჯდებიო. რა მალე დააჯინეს..... ისე რა კარგია , ეს " აღშფოთებული" ხალხი უფრო ხშირად რომ ჩამოდიოდეს.... მაშინ ხომ მიხვდებოდა ხელუსუფლება რომ, ისე არ არის თაყაო, შენ რომ მამული გაყავო.... ეხლა კრემლის ტროლები რომლებიც კონცენტრირებული და გამაგრებულები არიან ამ საიტზე, დაყრიან კომენტარებს: არ შეცდეთ, არ მოელაპარაკოთ რამეზე, " თავს მოხვეული კოჰაბიტაციის" ბრალია ეს ყველაფერი, აქამდე უნდა ჩამოგეხრჩოთ, კოცონზე უნდა დაგეწვათ ნაცები ანუ ნახევარ მილიონზე მეტი ამომრჩეველი..... დაუკარით, შეასრულებენ ქოცტროლები....