პოლიტიკა
სამართალი

19

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სამხრეთ კავკასიაში ამერიკის ლიდერობის დროა და ვისურვებდი, რომ სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი თვითმფრინავში ჩაჯდეს და წავიდეს თბილისში" - ლუკ კოფი
"სამხრეთ კავკასიაში ამერიკის ლიდერობის დროა და ვისურვებდი, რომ სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი თვითმფრინავში ჩაჯდეს და წავიდეს თბილისში" - ლუკ კოფი

"ჰე­რი­ტი­ჯის ფონ­დის“ წარ­მო­მად­გენ­ლის ლუკ კო­ფის გან­ცხა­დე­ბით, მი­უ­ხე­და­ვად პრობ­ლე­მე­ბი­სა, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის მთა­ვა­რი შეც­დო­მე­ბის აღი­ა­რე­ბა და მათი დრო­უ­ლად გა­მოს­წო­რე­ბაა, იმის­თვის, რომ ქვეყ­ნის ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი მის­წრა­ფე­ბე­ბი არ და­ზი­ან­დეს. ამის შე­სა­ხებ ლუკ კო­ფიმ "ამე­რი­კის ხმის“ ქარ­თულ რე­დაქ­ცი­ას­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

"მე არ ვარ მზად ვთქვა, რომ სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ გზას აღარ ად­გას, ამის არ მჯე­რა. ვფიქ­რობ, ყვე­ლა დე­მოკ­რა­ტი­ას აქვს აღ­მას­ვლა და დაღ­მას­ვლა, ჩვენ ვნა­ხეთ, რა მოხ­და 6 იან­ვარს ამე­რი­კა­ში, ჩვენ გა­მუდ­მე­ბით ვსწავ­ლობთ შეც­დო­მებ­ზე, მაგ­რამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ რო­დე­საც ეს შეც­დო­მე­ბი ხდე­ბა, ვა­ღი­ა­როთ და ვცა­დოთ გა­მო­ვას­წო­როთ ისი­ნი. ამის ნახ­ვას ვი­სურ­ვებ­დი. სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის ლი­დე­რებს შო­რის უნდა იყოს გულ­წრფე­ლი დი­ა­ლო­გი იმი­სათ­ვის, რომ ამ ჩი­ხი­დან გა­მოს­ვლა გახ­დეს შე­საძ­ლე­ბე­ლი“, - აღ­ნიშ­ნა მან.

ლუკ კოფი ამე­რი­კის შე­საძ­ლო როლ­ზე სა­უბ­რობს და ამ­ბობს, რომ მარ­თა­ლია ამე­რი­კის სა­ელ­ჩოს მიერ არა­ერ­თი გან­ცხა­დე­ბა გა­კეთ­და, მაგ­რამ უფრო აქ­ტი­უ­რი ჩარ­თუ­ლო­ბაა სა­ჭი­რო. მისი აზ­რით, სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვა­ნი ქვე­ყა­ნას უნდა ეწ­ვი­ოს.

"ვფიქ­რობ, სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში ამე­რი­კის ლი­დე­რო­ბის დროა და ვი­სურ­ვებ­დი მე­ნა­ხა, რომ სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვა­ნი ენ­ტო­ნი ბლინ­კე­ნი თვითმფრი­ნავ­ში ჩაჯ­დეს და წა­ვი­დეს თბი­ლის­ში, გა­მო­ი­ყე­ნოს ის გავ­ლე­ნა, რაც ამე­რი­კის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვანს აქვს იმის­თვის, რომ და­ეხ­მა­როს ჩვენს მო­კავ­ში­რე­ებს, პარტნი­ო­რებს, მე­გობ­რებს სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კუ­რი სპექტრის ყვე­ლა მხა­რეს ერ­თმა­ნეთ­თან გულ­წრფე­ლი დი­ა­ლო­გის­თვის. ამე­რი­კე­ლე­ბი ვერ გა­დაჭ­რი­ან სა­ქარ­თვე­ლოს ნაც­ვლად მის პრობ­ლე­მებს, მაგ­რამ შეგ­ვიძ­ლია ჩვენს მე­გო­ბარ სა­ქარ­თვე­ლოს და­ვეხ­მა­როთ სი­ტუ­ა­ცი­ის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ში. ჩემ­თვის ნა­თე­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას არ სურს ამ­ჟა­მად რა­ი­მე ტი­პის კომ­პრო­მი­სი ან მო­ლა­პა­რა­კე­ბა, ან არ­სე­ბი­თი დი­ა­ლო­გი ოპო­ზი­ცი­ას­თან, მაგ­რამ არ­სე­ბობს ალ­ბათ იგი­ვე არ­გუ­მენ­ტი ოპო­ზი­ცი­ის მი­სა­მარ­თი­თაც, რომ­ლის წევ­რებ­მაც პარ­ლა­მენ­ტის ბო­ი­კო­ტი­რე­ბა გა­და­წყვი­ტეს. ორი­ვე მხა­რე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია იმ ჩიხზე, რომ­ლის პი­რის­პი­რაც ახლა ვართ. ვფიქ­რობ, ორი­ვე მხა­რემ უნდა გა­დად­გას ნა­ბი­ჯე­ბი სი­ტუ­ა­ცი­ის დე ეს­კა­ლა­ცი­ის­კენ. მაგ­რამ მარ­თლაც მი­მაჩ­ნია, რომ მთავ­რო­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა, გა­დად­გას პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი შე­რი­გე­ბის­კენ. იმი­ტომ, რომ მათ აქვთ ძა­ლა­უფ­ლე­ბა, კონ­ტრო­ლი და წვდო­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა და სა­ხელ­მწი­ფოს ყვე­ლა შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ზე. ეს მათი მო­ვა­ლე­ო­ბაა, რომ მი­მარ­თონ ოპო­ზი­ცი­ას და სცა­დონ სი­ტუ­ა­ცი­ის დე ეს­კა­ლა­ცია, მაგ­რამ რო­დე­საც ისი­ნი ამას გა­ა­კე­თე­ბენ, ასე­ვე თა­ნაბ­რად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ოპო­ზი­ცი­ამ მი­ი­ღოს ეს მოწ­ვე­ვა კომ­პრო­მი­სი­სა და შე­რი­გე­ბის­კენ. თუმ­ცა არ მგო­ნია, რომ რო­მე­ლი­მე მხა­რე ახლა ამის­თვის მზა პო­ზი­ცი­ა­შია. სა­ქარ­თვე­ლო ამე­რი­კის საკ­მა­ოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პარტნი­ო­რი და მე­გო­ბა­რია სა­ი­მი­სოდ, რომ თავი ქვი­შა­ში ჩავრგოთ და თავი მო­ვი­კა­ტუ­ნოთ, თით­ქოს არ არის მიმ­დი­ნა­რე პრობ­ლე­მა. სა­ქარ­თვე­ლო­ში არის პრობ­ლე­მა, ამა­ში საკ­მა­რი­სი ბრა­ლი მი­უ­ძღვის ყვე­ლა მხა­რეს. მაგ­რამ პრობ­ლე­მა ნამ­დვი­ლად არ­სე­ბობს და ამე­რი­კას ეს უნდა აშ­ფო­თებ­დეს“, - გა­ნა­ცხა­და კო­ფიმ.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
არც ნაცი, არც ქოცი
0

გაიხსენეთ მარშალის გეგმა რატომ შედგა, არა გერმანელების, ფრანგების და იტალიელების სიყვარულით, არამედ პოლიტიკა იყო, ჩვენც დაგვეხმარეთ ეკონომიკის აღორძინებაში.

Tbilisi
9

ლუკ, რა შეცდომები? თუ ძმა ხარ რა......

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

"სამხრეთ კავკასიაში ამერიკის ლიდერობის დროა და ვისურვებდი, რომ სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი თვითმფრინავში ჩაჯდეს და წავიდეს თბილისში" - ლუკ კოფი

"სამხრეთ კავკასიაში ამერიკის ლიდერობის დროა და ვისურვებდი, რომ სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი თვითმფრინავში ჩაჯდეს და წავიდეს თბილისში" - ლუკ კოფი

"ჰერიტიჯის ფონდის“ წარმომადგენლის ლუკ კოფის განცხადებით, მიუხედავად პრობლემებისა, საქართველოსთვის მთავარი შეცდომების აღიარება და მათი დროულად გამოსწორებაა, იმისთვის, რომ ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებები არ დაზიანდეს. ამის შესახებ ლუკ კოფიმ "ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა.

"მე არ ვარ მზად ვთქვა, რომ საქართველო ევროატლანტიკურ გზას აღარ ადგას, ამის არ მჯერა. ვფიქრობ, ყველა დემოკრატიას აქვს აღმასვლა და დაღმასვლა, ჩვენ ვნახეთ, რა მოხდა 6 იანვარს ამერიკაში, ჩვენ გამუდმებით ვსწავლობთ შეცდომებზე, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ეს შეცდომები ხდება, ვაღიაროთ და ვცადოთ გამოვასწოროთ ისინი. ამის ნახვას ვისურვებდი. საქართველოში განსხვავებული პოლიტიკური პარტიების ლიდერებს შორის უნდა იყოს გულწრფელი დიალოგი იმისათვის, რომ ამ ჩიხიდან გამოსვლა გახდეს შესაძლებელი“, - აღნიშნა მან.

ლუკ კოფი ამერიკის შესაძლო როლზე საუბრობს და ამბობს, რომ მართალია ამერიკის საელჩოს მიერ არაერთი განცხადება გაკეთდა, მაგრამ უფრო აქტიური ჩართულობაა საჭირო. მისი აზრით, სახელმწიფო მდივანი ქვეყანას უნდა ეწვიოს.

"ვფიქრობ, სამხრეთ კავკასიაში ამერიკის ლიდერობის დროა და ვისურვებდი მენახა, რომ სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი თვითმფრინავში ჩაჯდეს და წავიდეს თბილისში, გამოიყენოს ის გავლენა, რაც ამერიკის სახელმწიფო მდივანს აქვს იმისთვის, რომ დაეხმაროს ჩვენს მოკავშირეებს, პარტნიორებს, მეგობრებს საქართველოს პოლიტიკური სპექტრის ყველა მხარეს ერთმანეთთან გულწრფელი დიალოგისთვის. ამერიკელები ვერ გადაჭრიან საქართველოს ნაცვლად მის პრობლემებს, მაგრამ შეგვიძლია ჩვენს მეგობარ საქართველოს დავეხმაროთ სიტუაციის გაუმჯობესებაში. ჩემთვის ნათელია, რომ საქართველოს მთავრობას არ სურს ამჟამად რაიმე ტიპის კომპრომისი ან მოლაპარაკება, ან არსებითი დიალოგი ოპოზიციასთან, მაგრამ არსებობს ალბათ იგივე არგუმენტი ოპოზიციის მისამართითაც, რომლის წევრებმაც პარლამენტის ბოიკოტირება გადაწყვიტეს. ორივე მხარე პასუხისმგებელია იმ ჩიხზე, რომლის პირისპირაც ახლა ვართ. ვფიქრობ, ორივე მხარემ უნდა გადადგას ნაბიჯები სიტუაციის დე ესკალაციისკენ. მაგრამ მართლაც მიმაჩნია, რომ მთავრობის პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა, გადადგას პირველი ნაბიჯი შერიგებისკენ. იმიტომ, რომ მათ აქვთ ძალაუფლება, კონტროლი და წვდომა ხელისუფლებისა და სახელმწიფოს ყველა შესაძლებლობაზე. ეს მათი მოვალეობაა, რომ მიმართონ ოპოზიციას და სცადონ სიტუაციის დე ესკალაცია, მაგრამ როდესაც ისინი ამას გააკეთებენ, ასევე თანაბრად მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციამ მიიღოს ეს მოწვევა კომპრომისისა და შერიგებისკენ. თუმცა არ მგონია, რომ რომელიმე მხარე ახლა ამისთვის მზა პოზიციაშია. საქართველო ამერიკის საკმაოდ მნიშვნელოვანი პარტნიორი და მეგობარია საიმისოდ, რომ თავი ქვიშაში ჩავრგოთ და თავი მოვიკატუნოთ, თითქოს არ არის მიმდინარე პრობლემა. საქართველოში არის პრობლემა, ამაში საკმარისი ბრალი მიუძღვის ყველა მხარეს. მაგრამ პრობლემა ნამდვილად არსებობს და ამერიკას ეს უნდა აშფოთებდეს“, - განაცხადა კოფიმ.