28 თებერვალს მიანმარის მოსახლეობამ სამხედრო საბჭოს მმართველობის წინააღმდეგ მორიგი მასშტაბური საპროტესტო აქცია გამართა. პოლიციამ აქტივისტებს ცეცხლი გაუხსნა. Reuters-ის ინფორმაციით, დემონსტრაციის დროს დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა. სროლის დროს 30-ზე მეტი ადამიანი დაიჭრა. გამოცემა წერს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში პოლიცია აქტივისტების დარბევას გადამეტებული ძალით ცდილობს.
მიანმარში საპროტესტო აქციები თებერვლის დასაწყისში მომხდარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ არ წყდება. არმიამ, რომელიც გასული წლის ნოემბერში ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, ქვეყნის არჩეული ლიდერი აუ სან სუ ჩი დააკავა და ერთწლიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.