მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეწარმეთა ტრენინგები საერთაშორისო ბაზრების ასათვისებლად იწყება
მეწარმეთა ტრენინგები საერთაშორისო ბაზრების ასათვისებლად იწყება

ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტი და სა­ა­გენ­ტო "აწარ­მოე სა­ქარ­თვე­ლო­ში’’ ურ­თი­ერ­თთა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე თან­ხმდე­ბი­ან და ერ­თობ­ლივ ინი­ცი­ა­ტი­ვებს აა­ნონ­სე­ბენ.

უცხო­უ­რი ბაზ­რე­ბის ათ­ვი­სე­ბა, ექ­სპორტ/იმ­პორ­ტი, სა­ვაჭ­რო შე­თან­ხმე­ბე­ბი სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნას­თან – ამ და სხვა სა­კი­თხებ­ზე ერ­თობ­ლი­ვი მუ­შა­ო­ბა მარ­ტი­დან და­ი­წყე­ბა. ასე­ვე მარ­ტი­დან და­ი­წყე­ბა მე­წარ­მე­თა მხარ­და­ჭე­რა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბით თუ სპე­ცი­ა­ლუ­რი ტრე­ნინ­გე­ბით.

მხა­რე­თა შო­რის შე­თან­ხმე­ბა, ასე­ვე, გუ­ლის­ხმობს სა­ა­გენ­ტოს ჩარ­თუ­ლო­ბას უნი­ვერ­სი­ტე­ტის სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა–გან­ვი­თა­რე­ბა­ში სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ვაჭ­რო­ბის ხელ­შე­წყო­ბის­თვის, ექ­სპორ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბით ერ­თობ­ლი­ვი სა­მეც­ნი­ე­რო პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბის გა­მარ­თვას და სხვა.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ვაჭ­რო პო­ლი­ტი­კი­სა და ექ­სპორ­ტის პრო­ცე­დუ­რე­ბის შე­სა­ხებ პირ­ვე­ლი ტრე­ნინ­გი BTU-ში 4 მარტს ჩა­ტარ­დე­ბა. მომ­დევ­ნო ეტაპ­ზე, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ზო­მის სა­წარ­მო­ე­ბის­თვის გა­ი­მარ­თე­ბა ვე­ბი­ნა­რე­ბი ევ­რო­კავ­ში­რის წევრ ქვეყ­ნებ­თან DCFTA შე­თან­ხმე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე სა­ვაჭ­რო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გაღ­რმა­ვე­ბის, აშშ-სთან, თურ­ქეთ­თან, ბრი­ტა­ნეთ­თან, აზი­ის სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­თან სა­ვაჭ­რო შე­თან­ხმე­ბე­ბის შე­სა­ხებ. ტრე­ნინ­გე­ბი და ვე­ბი­ნა­რე­ბი წი­ნას­წარ რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი პი­რის­თვის ღია იქ­ნე­ბა.

ურ­თი­ერ­თშე­თან­ხმე­ბას მხარს უჭერს სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სი, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ვაჭ­რო პა­ლა­ტა და სხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც მე­წარ­მე­თა გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად სხვა­დას­ხვა აქ­ტი­ვო­ბა­ში ასე­ვე ჩა­ერ­თვე­ბი­ან.

„ჩვენ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა. მი­მაჩ­ნია, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ქვე­ყა­ნა­ში სა­მე­წარ­მეო კულ­ტუ­რის ამაღ­ლე­ბას და ეკო­ნო­მი­კუ­რი სუ­ბი­ექ­ტე­ბის გამ­რავ­ლე­ბას შე­უ­წყობს ხელს,“ - გა­ნა­ცხა­და სა­ა­გენ­ტოს „აწარ­მოე სა­ქარ­თვე­ლო­ში“ დი­რექ­ტორ­მა მი­ხე­ილ ხი­დუ­რელ­მა.

BTU-ში გან­მარ­ტა­ვენ, რომ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში არ­სე­ბულ­მა მე­წარ­მე­ო­ბის ცენ­ტრმა 2021 წელი დიდი წარ­მა­ტე­ბით და­ი­წყო. MIT-ის უმ­სხვი­ლე­სი სა­მე­წარ­მეო ქსე­ლის, Martin Trust Center-ის წევ­რო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ მე­წარ­მე­ებს უპ­რე­ცე­დენ­ტო შე­საძ­ლებ­ლო­ბებს აძ­ლევს სა­ერ­თა­შო­რი­სო ბაზ­რე­ბის ათ­ვი­სე­ბის­თვის და ამ პრო­ცეს­ში სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

ავტორი:

მეწარმეთა ტრენინგები საერთაშორისო ბაზრების ასათვისებლად იწყება

მეწარმეთა ტრენინგები საერთაშორისო ბაზრების ასათვისებლად იწყება

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი და სააგენტო ,,აწარმოე საქართველოში’’ ურთიერთთანამშრომლობაზე თანხმდებიან და ერთობლივ ინიციატივებს აანონსებენ.

უცხოური ბაზრების ათვისება, ექსპორტ/იმპორტი, სავაჭრო შეთანხმებები სხვადასხვა ქვეყანასთან – ამ და სხვა საკითხებზე ერთობლივი მუშაობა მარტიდან დაიწყება. ასევე მარტიდან დაიწყება მეწარმეთა მხარდაჭერა ინდივიდუალური კონსულტაციებით თუ სპეციალური ტრენინგებით.

მხარეთა შორის შეთანხმება, ასევე, გულისხმობს სააგენტოს ჩართულობას უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამების შემუშავება–განვითარებაში სამეწარმეო საქმიანობისა და საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობისთვის, ექსპორტის მიმართულებით ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განხორციელებას, კონფერენციების გამართვას და სხვა.

საქართველოს სავაჭრო პოლიტიკისა და ექსპორტის პროცედურების შესახებ პირველი ტრენინგი BTU-ში 4 მარტს ჩატარდება. მომდევნო ეტაპზე, საქართველოში არსებული მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის გაიმართება ვებინარები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან DCFTA შეთანხმების საფუძველზე სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების, აშშ-სთან, თურქეთთან, ბრიტანეთთან, აზიის სხვადასხვა ქვეყნებთან სავაჭრო შეთანხმებების შესახებ. ტრენინგები და ვებინარები წინასწარ რეგისტრირებული ნებისმიერი პირისთვის ღია იქნება.

ურთიერთშეთანხმებას მხარს უჭერს საქართველოში არსებული საერთაშორისო დიპლომატიური კორპუსი, საქართველოს სავაჭრო პალატა და სხვა ორგანიზაციები, რომლებიც მეწარმეთა გასაძლიერებლად სხვადასხვა აქტივობაში ასევე ჩაერთვებიან.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა. მიმაჩნია, რომ აღნიშნული ქვეყანაში სამეწარმეო კულტურის ამაღლებას და ეკონომიკური სუბიექტების გამრავლებას შეუწყობს ხელს,“ - განაცხადა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა.

BTU-ში განმარტავენ, რომ უნივერსიტეტში არსებულმა მეწარმეობის ცენტრმა 2021 წელი დიდი წარმატებით დაიწყო. MIT-ის უმსხვილესი სამეწარმეო ქსელის, Martin Trust Center-ის წევრობა საქართველოში არსებულ მეწარმეებს უპრეცედენტო შესაძლებლობებს აძლევს საერთაშორისო ბაზრების ათვისებისთვის და ამ პროცესში სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

,,მაგნიტის’’ ყოველდღიური 20%-იანი აქცია უფრო მრავალფეროვანი ხდება

რა სახის პასუხისმგებლობა ეკისრება თავდებს

ჯანმო საქართველოში ონლაინ კლინიკის ეფექტურად მუშაობის შესახებ სტატიას  აქვეყნებს