სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არაოფიციალურად, საქართველოში კოვიდგადატანილ 1 ადამიანზე, 3 დამატებითი შემთხვევა ანგარიშდება" - გვიცავს თუ არა უკვე ე.წ. ჯოგური იმუნიტეტი, რას ამბობენ სპეციალისტები
"არაოფიციალურად, საქართველოში კოვიდგადატანილ 1 ადამიანზე, 3 დამატებითი შემთხვევა ანგარიშდება" - გვიცავს თუ არა უკვე ე.წ. ჯოგური იმუნიტეტი, რას ამბობენ სპეციალისტები

მსოფ­ლი­ოს არა­ერთ ქვე­ყა­ნა­ში COVID-19-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ცია აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს, სა­ქარ­თვე­ლო კი ჯერ მო­ლო­დი­ნის რე­ჟიმ­შია. ვირუს­თან მებ­რძო­ლი უწყე­ბე­ბის რი­ტო­რი­კის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ალ­ბათ არა­ვინ ელო­და, რომ ქვე­ყა­ნა­ში ვაქ­ცი­ნის შე­მოს­ვლა ასე და­აგ­ვი­ა­ნებ­და. სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გა­ჩე­ნი­ლი ნი­ჰი­ლის­ტუ­რი გან­წყო­ბე­ბის ფონ­ზე, გა­ნი­ხი­ლა­ვენ მო­საზ­რე­ბას პო­პუ­ლა­ცი­უ­რი იმუ­ნი­ტე­ტის შე­სა­ხებ. ის­მის კი­თხვე­ბი, ქვე­ყა­ნა­ში ვაქ­ცი­ნის შე­მოს­ვლამ­დე ხომ არ ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბა ე.წ. ჯო­გუ­რი იმუ­ნი­ტე­ტი, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ მო­სახ­ლე­ო­ბის უდი­დეს ნა­წილს კო­რო­ნა­ვირუ­სი შე­ეყ­რე­ბა, შემ­დეგ გა­მო­ჯან­მრთელ­დე­ბა და ბუ­ნებ­რი­ვი გზით გა­მო­ი­მუ­შა­ვებს იმუ­ნი­ტეტს ხე­ლა­ხა­ლი ინ­ფი­ცი­რე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ. რამ­დე­ნად ახ­ლოს ვართ "ჯო­გურ იმუ­ნი­ტეტ­თან" და რო­დის უნდა ვე­ლო­დოთ ვაქ­ცი­ნას სა­ქარ­თვე­ლო­ში? - AMBEBI.GE სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მო­საზ­რე­ბე­ბით და­ინ­ტე­რეს­და.

ინ­ფექ­ცი­ო­ნისტ მაია ბუ­წაშ­ვი­ლის თქმით, ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი, თუ რამ­დენ­მა ადა­მი­ან­მა გა­და­ი­ტა­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სი, არ არ­სე­ბობს, თუმ­ცა სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი სა­შუ­ა­ლოდ 20-დან 25%-ამდე მერ­ყე­ობს, რაც ძა­ლი­ან შორს არის იმ ნიშ­ნუ­ლის­გან, რაც ე.წ. ჯო­გუ­რი იმუ­ნი­ტე­ტის ჩა­მო­სა­ყა­ლი­ბებ­ლად არის სა­ჭი­რო.

"არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რად, გარ­კვე­უ­ლი გათ­ვლე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუს­გა­და­ტა­ნილ თითო ადა­მი­ან­ზე, სამი და­მა­ტე­ბი­თი შემ­თხვე­ვა ან­გა­რიშ­დე­ბა და ასე არის მი­ღე­ბუ­ლი ეს 20-25%. თუმ­ცა იმ რე­გი­ო­ნებ­ში, სა­დაც ეპი­და­ფეთ­ქე­ბა იყო, მა­გა­ლი­თად აჭა­რა­ში, შე­იძ­ლე­ბა ეს მაჩ­ვე­ნებ­ლი გა­ცი­ლე­ბით მა­ღა­ლი იყო. ჩვენ ვი­ცით, რომ თუ ოჯა­ხის ერთ წევ­რს და­უდ­გინ­დე­ბო­და ვირუ­სი, და­ნარ­ჩე­ნე­ბი ტესტს არ იკე­თებ­დნენ. 30%-საც რომ ჰქონ­დეს ჩვენ­თან ეს ინ­ფექ­ცია გა­და­ტა­ნი­ლი, პო­პუ­ლა­ცი­ურ იმუ­ნი­ტეტ­ზე სა­უ­ბა­რი მა­ინც ნა­ად­რე­ვია, რად­გან მისი ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის­თვის სა­ჭი­როა მო­სახ­ლე­ო­ბის 70%-მა გა­და­ი­ტა­ნოს და­ა­ვა­დე­ბა. "ჯო­გუ­რი იმუ­ნი­ტე­ტის" ეფექ­ტზე სა­უ­ბა­რი კო­რო­ნა­ვირუ­სის მა­გა­ლით­ზე, შე­უძ­ლე­ბე­ლია, რად­გან არ არ­სე­ბობს საკ­მა­რი­სი მო­ნა­ცე­მე­ბი, მაგ­რამ შეგ­ვიძ­ლია გან­ვი­ხი­ლოთ "წი­თე­ლას“ მა­გა­ლი­თი. მას რამ­დე­ნი­მე­წ­ლი­ა­ნი ეფექ­ტი აქვს, თუმ­ცა, რო­გორც ჩანს, სრუ­ლად ვერ იცავს, რად­გან პე­რი­ო­დუ­ლად მა­ინც გვაქვს აფეთ­ქე­ბე­ბი", - ამ­ბობს მაია ბუ­წაშ­ვი­ლი.

ინ­ფექ­ცი­ო­ნისტ ალექ­სან­დრე გო­გი­ნა­ვას გან­ცხა­დე­ბით, პო­პუ­ლა­ცი­უ­რი იმუ­ნი­ტე­ტის უკან ავა­დო­ბის მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლის გარ­და, უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის შე­წი­რუ­ლი სი­ცო­ცხლე დგას, ამი­ტომ, მისი შე­ფა­სე­ბით, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ქვე­ყა­ნამ მთე­ლი ძა­ლის­ხმე­ვა ვაქ­ცი­ნა­ცი­ის დაჩ­ქა­რე­ბის­კენ მი­მარ­თოს და უფრო ეფექ­ტუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გა­ა­ტა­როს.

"ჩვენ­თან "ჯო­გურ იმუ­ნი­ტეტ­ზე" სა­უ­ბა­რი ძა­ლი­ან ნა­ად­რე­ვია, ამას ალ­ბათ რამ­დე­ნი­მე წელი დას­ჭირ­დე­ბა, რომ ქვე­ყა­ნა­ში გაჩ­ნდეს "ჯო­გუ­რი იმუ­ნი­ტე­ტი", უახ­ლო­ეს დრო­ში ეს წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. ამი­ტომ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის გა­რე­შე ჩვენ ამ და­ა­ვა­დე­ბას ვერ და­ვა­მარ­ცხებთ. ყვე­ლა­ნა­ი­რად უნდა ვე­ცა­დოთ, რომ გეზი აქეთ­კენ ავი­ღოთ. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ცნო­ბე­ბით, ვაქ­ცი­ნა მარ­ტის ბო­ლოს­თვის უნდა იყოს, ეს, სა­ვა­რა­უ­დოდ, "ას­ტრა­ზე­ნე­კა" იქ­ნე­ბა. ჩვენ აქამ­დე ფა­ი­ზერ­ზე გვქონ­და სწო­რე­ბა, რა­მაც გა­ნა­პი­რო­ბა ეს სი­ტუ­ა­ცია, რომ ჯერ კი­დევ არ შე­მო­სუ­ლა ვაქ­ცი­ნა. "ფა­ი­ზერს“ აქვს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ჯერ ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნე­ბი და­აკ­მა­ყო­ფი­ლოს, მი­ა­წო­დოს მათ იმ­დე­ნი ვაქ­ცი­ნა, რამ­დე­ნიც სჭირ­დე­ბათ მთე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის. ამი­ტომ და­ნარ­ჩე­ნი ქვეყ­ნე­ბის­თვის გა­და­ი­დო მისი გაგ­ზავ­ნა. ეს მო­სა­ლოდ­ნე­ლიც იყო. სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლო არ არის მსოფ­ლი­ოს­თვის ის ქვე­ყა­ნა, ვი­საც პრი­ო­რი­ტეტს მი­ა­ნი­ჭებ­დნენ. თუმ­ცა ჯან­მო ცდი­ლობს ეს პრობ­ლე­მა აღ­მო­ფხვრას და ყვე­ლა ქვე­ყა­ნას, მისი სტა­ტუ­სის მი­უ­ხე­და­ვად, ჰქონ­დეს დრო­უ­ლად ვაქ­ცი­ნა", - ამ­ბობს ალექ­სან­დრე გო­გი­ნა­ვა.

ალერ­გო­ლო­გი ბი­ძი­ნა კუ­ლუმ­ბე­გო­ვი შექ­მნილ ვი­თა­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლოვ­ნად რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის დაც­ვას და მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გა­მო­ჩე­ნას მი­იჩ­ნევს.

"ე.წ. ჯო­გუ­რი იმუ­ნი­ტე­ტი ნიშ­ნავს, რომ ყვე­ლამ მო­ვიხ­სნათ პირ­ბა­დე და ისე გა­ვაგ­რძე­ლოთ ცხოვ­რე­ბა. ის რომ გა­მო­მუ­შავ­დეს, ამი­სათ­ვის სა­ჭი­როა მო­სახ­ლე­ო­ბის 60-70%-მა გა­და­ი­ტა­ნოს და­ა­ვა­დე­ბა. ჩვენ ამ შე­დე­გის­გან ჯერ შორს ვართ. ამი­ტომ თუ ჩვენ იმ შემ­ზღუ­დავ ღო­ნის­ძი­ე­ბებს, რისი დაც­ვაც გვე­ვა­ლე­ბა, ცხოვ­რე­ბის წე­სად არ გა­ვიხ­დით, არა­ფე­რი გა­მოგ­ვი­ვა.

ვაქ­ცი­ნა­ცი­ას რაც შე­ე­ხე­ბა, ალ­ბათ კი­დევ დიდ­ხანს არ აი­სა­ხე­ბა მისი გავ­ლე­ნა ჩვენს მო­სახ­ლე­ო­ბა­ზე. ეს რომ მოხ­დეს, სა­ჭი­როა 15-30% მა­ინც აიც­რას, ამ რა­ო­დე­ნო­ბის აც­რას კი ალ­ბათ ზა­ფხუ­ლის ბო­ლომ­დე და­აგ­ვი­ან­დე­ბა. ამი­ტომ რე­ა­ლუ­რი სა­შიშ­რო­ე­ბის წი­ნა­შე ვდგა­ვართ. ახლა ჩვენ უნდა ვი­ყოთ მხო­ლოდ ჩვე­ნი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის იმე­დად. თუ ყვე­ლა გა­მო­ვი­ყე­ნებთ პირ­ბა­დეს, რის­კე­ბი მი­ნი­მუ­მამ­დე შემ­ცირ­დე­ბა", - ამ­ბობს AMBEBI.GE-სთან კუ­ლუმ­ბე­გო­ვი.

  • რა არის და რო­გორ მუ­შა­ობს ე.წ. ჯო­გუ­რი იმუ­ნი­ტე­ტი?

"ჯო­გუ­რი იმუ­ნი­ტე­ტი გუ­ლის­ხმობს ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის­გან ირი­ბი დაც­ვის სტრა­ტე­გი­ას - რო­დე­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდ ნა­წილს აქვს იმუ­ნი­ტე­ტი, ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის ჯაჭ­ვი ირ­ღვე­ვა და, შე­სა­ბა­მი­სად, და­ა­ვა­დე­ბის გავ­რცე­ლე­ბაც ჩერ­დე­ბა. იმუ­ნი­ტე­ტი კი ჩნდე­ბა ან ვაქ­ცი­ნა­ცი­ით, ანკი გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბით.

იმის გან­სა­სა­ზღვრად, თუ მო­სახ­ლე­ო­ბის რამ­დენ პრო­ცენტს უნდა ჰქონ­დეს იმუ­ნი­ტე­ტი, რათა ყვე­ლა იყოს და­ცუ­ლი, უნდა ვი­ცო­დეთ, თუ რამ­დე­ნად გა­დამ­დე­ბია ვირუ­სი. R0 (მე­ო­რე სიმ­ბო­ლო ნუ­ლია, და არა ლა­თი­ნუ­რი „ო“.) აღ­ნიშ­ნავს, თუ სა­შუ­ა­ლოდ რამ­დენ ადა­მი­ან­ზე გა­ავ­რცე­ლებს და­ა­ვა­დე­ბას ერთი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი და­უც­ველ პო­პუ­ლა­ცი­ა­ში. რაც უფრო მა­ღა­ლია ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, მით მეტი ადა­მი­ა­ნია სა­ჭი­რო ჯო­გუ­რი იმუ­ნი­ტე­ტის ასა­მუ­შა­ვებ­ლად.

წი­თე­ლა, მა­გა­ლი­თად, ვე­რა­გი და იო­ლად გა­დამ­დე­ბი ავად­მყო­ფო­ბაა. ერთი ადა­მი­ა­ნი, სა­შუ­ა­ლოდ, 12-18-ს აინ­ფი­ცი­რებს (R0=12-18). ამი­ტომ, ჯო­გუ­რი იმუ­ნი­ტე­ტის ასა­მუ­შა­ვებ­ლად მო­სახ­ლე­ო­ბის 95% უნდა აიც­რას. გრი­პის უმე­ტე­სი სა­ხე­ო­ბა კი ნაკ­ლე­ბად გა­დამ­დე­ბია (R0=1.3), ამი­ტო­მაც ყვე­ლას დაც­ვა უკვე მო­სახ­ლე­ო­ბის 25 პრო­ცენ­ტის იმუ­ნი­ზა­ცი­ი­თაა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

COVID-19-ის შემ­თხვე­ვა­ში ამომ­წუ­რა­ვი ინ­ფორ­მა­ცია ჯერ არ გვაქვს, თუმ­ცა, მეც­ნი­ე­რე­ბის უმე­ტე­სო­ბა თან­ხმდე­ბა, რომ თითო ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ვირუსს სა­შუ­ა­ლოდ 2-3 ადა­მი­ანს გა­და­დებს. რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ჯო­გუ­რი იმუ­ნი­ტე­ტის ასა­მოქ­მე­დებ­ლად მო­სახ­ლე­ო­ბის 60% უნდა იყოს და­ცუ­ლი.

რად­გან ვაქ­ცი­ნა ჯერ არ გვაქვს, იმუ­ნი­ტე­ტის გა­მო­სა­მუ­შა­ვებ­ლად ერ­თა­დერ­თი გზა არ­სე­ბობს - ადა­მი­ანს კო­რო­ნა­ვირუ­სი უნდა შე­ე­ყა­როს და შემ­დეგ გა­მო­ჯან­მრთელ­დეს" (წყა­რო: რა­დიო "თა­ვი­სუფ­ლე­ბა").

Stopcov.ge-ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, ქვე­ყა­ნა­ში კო­ვიდ-19-ის პან­დე­მი­ის გავ­რცე­ლე­ბი­დან დღემ­დე გა­მოვ­ლე­ნი­ლი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბა 270 758-ს შე­ად­გენს. ჯამ­ში გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა - 265 114-მდეა. პან­დე­მი­ის გავ­რცე­ლე­ბი­დან დღემ­დე ვირუსს ჯამ­ში 3 510 პირი ემსხვერ­პლა.

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ira
8

ისევ ხალხი, ხალხი და ხალხი, ხალხო ვატაროთ პირბადე და გაუფრთხილდეთ თავს დავიცვათ დისტანცია და ასე შემდეგ. იმიტომ რომ პატრონი არ გვყვავს.:)(:

ვეტერანი
14

ქვეყანაში გყავდეს უდიდესი პროფესიონალი, მსოფლიო დონის ვირუსოლოგი პროფესორი შოთა ცანავა და ჭკუას გარიგებენ ვიღაც ზახაშვილ-ბუწაშვილ კულუმბეგიანები 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"არაოფიციალურად, საქართველოში კოვიდგადატანილ 1 ადამიანზე, 3 დამატებითი შემთხვევა ანგარიშდება" - გვიცავს თუ არა უკვე ე.წ. ჯოგური იმუნიტეტი, რას ამბობენ სპეციალისტები

"არაოფიციალურად, საქართველოში კოვიდგადატანილ 1 ადამიანზე, 3 დამატებითი შემთხვევა ანგარიშდება" - გვიცავს თუ არა უკვე ე.წ. ჯოგური იმუნიტეტი, რას ამბობენ სპეციალისტები

მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს, საქართველო კი ჯერ მოლოდინის რეჟიმშია. ვირუსთან მებრძოლი უწყებების რიტორიკის გათვალისწინებით, ალბათ არავინ ელოდა, რომ ქვეყანაში ვაქცინის შემოსვლა ასე დააგვიანებდა. საზოგადოებაში გაჩენილი ნიჰილისტური განწყობების ფონზე, განიხილავენ მოსაზრებას პოპულაციური იმუნიტეტის შესახებ. ისმის კითხვები, ქვეყანაში ვაქცინის შემოსვლამდე ხომ არ ჩამოყალიბდება ე.წ. ჯოგური იმუნიტეტი, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობის უდიდეს ნაწილს კორონავირუსი შეეყრება, შემდეგ გამოჯანმრთელდება და ბუნებრივი გზით გამოიმუშავებს იმუნიტეტს ხელახალი ინფიცირების საწინააღმდეგოდ. რამდენად ახლოს ვართ "ჯოგურ იმუნიტეტთან" და როდის უნდა ველოდოთ ვაქცინას საქართველოში? - AMBEBI.GE სპეციალისტების მოსაზრებებით დაინტერესდა.

ინფექციონისტ მაია ბუწაშვილის თქმით, ოფიციალური მონაცემები, თუ რამდენმა ადამიანმა გადაიტანა საქართველოში კორონავირუსი, არ არსებობს, თუმცა სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ეს მაჩვენებელი საშუალოდ 20-დან 25%-ამდე მერყეობს, რაც ძალიან შორს არის იმ ნიშნულისგან, რაც ე.წ. ჯოგური იმუნიტეტის ჩამოსაყალიბებლად არის საჭირო.

"არაოფიციალურად, გარკვეული გათვლებით, საქართველოში კორონავირუსგადატანილ თითო ადამიანზე, სამი დამატებითი შემთხვევა ანგარიშდება და ასე არის მიღებული ეს 20-25%. თუმცა იმ რეგიონებში, სადაც ეპიდაფეთქება იყო, მაგალითად აჭარაში, შეიძლება ეს მაჩვენებლი გაცილებით მაღალი იყო. ჩვენ ვიცით, რომ თუ ოჯახის ერთ წევრს დაუდგინდებოდა ვირუსი, დანარჩენები ტესტს არ იკეთებდნენ. 30%-საც რომ ჰქონდეს ჩვენთან ეს ინფექცია გადატანილი, პოპულაციურ იმუნიტეტზე საუბარი მაინც ნაადრევია, რადგან მისი ჩამოყალიბებისთვის საჭიროა მოსახლეობის 70%-მა გადაიტანოს დაავადება. "ჯოგური იმუნიტეტის" ეფექტზე საუბარი კორონავირუსის მაგალითზე, შეუძლებელია, რადგან არ არსებობს საკმარისი მონაცემები, მაგრამ შეგვიძლია განვიხილოთ "წითელას“ მაგალითი. მას რამდენიმეწლიანი ეფექტი აქვს, თუმცა, როგორც ჩანს, სრულად ვერ იცავს, რადგან პერიოდულად მაინც გვაქვს აფეთქებები", - ამბობს მაია ბუწაშვილი.

ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავას განცხადებით, პოპულაციური იმუნიტეტის უკან ავადობის მაღალი მაჩვენებლის გარდა, უამრავი ადამიანის შეწირული სიცოცხლე დგას, ამიტომ, მისი შეფასებით, აუცილებელია ქვეყანამ მთელი ძალისხმევა ვაქცინაციის დაჩქარებისკენ მიმართოს და უფრო ეფექტური ღონისძიებები გაატაროს.

"ჩვენთან "ჯოგურ იმუნიტეტზე" საუბარი ძალიან ნაადრევია, ამას ალბათ რამდენიმე წელი დასჭირდება, რომ ქვეყანაში გაჩნდეს "ჯოგური იმუნიტეტი", უახლოეს დროში ეს წარმოუდგენელია. ამიტომ ვაქცინაციის გარეშე ჩვენ ამ დაავადებას ვერ დავამარცხებთ. ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ გეზი აქეთკენ ავიღოთ. ოფიციალური ცნობებით, ვაქცინა მარტის ბოლოსთვის უნდა იყოს, ეს, სავარაუდოდ, "ასტრაზენეკა" იქნება. ჩვენ აქამდე ფაიზერზე გვქონდა სწორება, რამაც განაპირობა ეს სიტუაცია, რომ ჯერ კიდევ არ შემოსულა ვაქცინა. "ფაიზერს“ აქვს ვალდებულება ჯერ ევროკავშირის ქვეყნები დააკმაყოფილოს, მიაწოდოს მათ იმდენი ვაქცინა, რამდენიც სჭირდებათ მთელი მოსახლეობისთვის. ამიტომ დანარჩენი ქვეყნებისთვის გადაიდო მისი გაგზავნა. ეს მოსალოდნელიც იყო. სამწუხაროდ, საქართველო არ არის მსოფლიოსთვის ის ქვეყანა, ვისაც პრიორიტეტს მიანიჭებდნენ. თუმცა ჯანმო ცდილობს ეს პრობლემა აღმოფხვრას და ყველა ქვეყანას, მისი სტატუსის მიუხედავად, ჰქონდეს დროულად ვაქცინა", - ამბობს ალექსანდრე გოგინავა.

ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი შექმნილ ვითარებაში ყველაზე მნიშვნელოვნად რეგულაციების დაცვას და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გამოჩენას მიიჩნევს.

"ე.წ. ჯოგური იმუნიტეტი ნიშნავს, რომ ყველამ მოვიხსნათ პირბადე და ისე გავაგრძელოთ ცხოვრება. ის რომ გამომუშავდეს, ამისათვის საჭიროა მოსახლეობის 60-70%-მა გადაიტანოს დაავადება. ჩვენ ამ შედეგისგან ჯერ შორს ვართ. ამიტომ თუ ჩვენ იმ შემზღუდავ ღონისძიებებს, რისი დაცვაც გვევალება, ცხოვრების წესად არ გავიხდით, არაფერი გამოგვივა.

ვაქცინაციას რაც შეეხება, ალბათ კიდევ დიდხანს არ აისახება მისი გავლენა ჩვენს მოსახლეობაზე. ეს რომ მოხდეს, საჭიროა 15-30% მაინც აიცრას, ამ რაოდენობის აცრას კი ალბათ ზაფხულის ბოლომდე დააგვიანდება. ამიტომ რეალური საშიშროების წინაშე ვდგავართ. ახლა ჩვენ უნდა ვიყოთ მხოლოდ ჩვენი პასუხისმგებლობის იმედად. თუ ყველა გამოვიყენებთ პირბადეს, რისკები მინიმუმამდე შემცირდება", - ამბობს AMBEBI.GE-სთან კულუმბეგოვი.

  • რა არის და როგორ მუშაობს ე.წ. ჯოგური იმუნიტეტი?

"ჯოგური იმუნიტეტი გულისხმობს ინფექციური დაავადებებისგან ირიბი დაცვის სტრატეგიას - როდესაც საზოგადოების დიდ ნაწილს აქვს იმუნიტეტი, ინფექციის გავრცელების ჯაჭვი ირღვევა და, შესაბამისად, დაავადების გავრცელებაც ჩერდება. იმუნიტეტი კი ჩნდება ან ვაქცინაციით, ანკი გამოჯანმრთელებით.

იმის განსასაზღვრად, თუ მოსახლეობის რამდენ პროცენტს უნდა ჰქონდეს იმუნიტეტი, რათა ყველა იყოს დაცული, უნდა ვიცოდეთ, თუ რამდენად გადამდებია ვირუსი. R0 (მეორე სიმბოლო ნულია, და არა ლათინური „ო“.) აღნიშნავს, თუ საშუალოდ რამდენ ადამიანზე გაავრცელებს დაავადებას ერთი ინფიცირებული დაუცველ პოპულაციაში. რაც უფრო მაღალია ეს მაჩვენებელი, მით მეტი ადამიანია საჭირო ჯოგური იმუნიტეტის ასამუშავებლად.

წითელა, მაგალითად, ვერაგი და იოლად გადამდები ავადმყოფობაა. ერთი ადამიანი, საშუალოდ, 12-18-ს აინფიცირებს (R0=12-18). ამიტომ, ჯოგური იმუნიტეტის ასამუშავებლად მოსახლეობის 95% უნდა აიცრას. გრიპის უმეტესი სახეობა კი ნაკლებად გადამდებია (R0=1.3), ამიტომაც ყველას დაცვა უკვე მოსახლეობის 25 პროცენტის იმუნიზაციითაა შესაძლებელი.

COVID-19-ის შემთხვევაში ამომწურავი ინფორმაცია ჯერ არ გვაქვს, თუმცა, მეცნიერების უმეტესობა თანხმდება, რომ თითო ინფიცირებული ვირუსს საშუალოდ 2-3 ადამიანს გადადებს. რაც იმას ნიშნავს, რომ ჯოგური იმუნიტეტის ასამოქმედებლად მოსახლეობის 60% უნდა იყოს დაცული.

რადგან ვაქცინა ჯერ არ გვაქვს, იმუნიტეტის გამოსამუშავებლად ერთადერთი გზა არსებობს - ადამიანს კორონავირუსი უნდა შეეყაროს და შემდეგ გამოჯანმრთელდეს" (წყარო: რადიო "თავისუფლება").

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 270 758-ს შეადგენს. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 265 114-მდეა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 510 პირი ემსხვერპლა.

"მსგავსი რამ არ მომხდარა კომუნისტების დროიდან, ეს ეკლესიისა და სიწმინდის ფეხქვეშ გათელვაა" - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე მარტვილის ეპარქიის მოვლენებზე

ხვალიდან დაიწყება კვლევა, რომელმაც უნდა დაადგინოს, საქართველოს მოსახლეობის რა ნაწილს აქვს გადატანილი კორონავირუსი

"ვაქცინის შემოტანის კომპონენტში უარყოფითი გარღვევა დაგვემართა, მაგრამ არ შეიძლება, არაფრად ჩავაგდოთ ყველა დანარჩენ კომპონენტში წარმატება" - რას ამბობს ცერცვაძე პროცესში კერძო სექტორის ჩართვაზე