მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძალიან მიხარია, რომ შოთა, ჩემი შვილი ნახევრად ქართველი და ნახევრად იაპონელია - ქართველ ხალხს უამრავი ღირსება აქვს" - იაპონელი მთარგმნელი, რომელიც საქართველოს მეორე სამშობლოდ მიიჩნევს
"ძალიან მიხარია, რომ შოთა, ჩემი შვილი ნახევრად ქართველი და ნახევრად იაპონელია - ქართველ ხალხს უამრავი ღირსება აქვს" - იაპონელი მთარგმნელი, რომელიც საქართველოს მეორე სამშობლოდ მიიჩნევს

სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ შო­რე­ულ ია­პო­ნი­ა­ში გა­ი­გო. დამ­წერ­ლო­ბით და­ინ­ტე­რეს­და და საქ­მემ ისე გა­ი­ტა­ცა, ამო­მა­ვა­ლი მზის ქვეყ­ნი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვი­და. დღეს ია­პო­ნე­ლი მთარ­გმნე­ლი ია­სუ­ჰი­რო კო­ჯი­მა სა­ქარ­თვე­ლოს მე­ო­რე სამ­შობ­ლოდ მი­იჩ­ნევს.

- 90-იან წლებ­ში უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მსოფ­ლიო ენე­ბის ის­ტო­რი­ას ვსწავ­ლობ­დი და კავ­კა­სი­უ­რი ენე­ბის შეს­წავ­ლი­სას აღ­მო­ვა­ჩი­ნე ქარ­თუ­ლი, რო­მე­ლიც ხმო­ვა­ნე­ბით თუ დამ­წერ­ლო­ბით, სხვა, გან­სა­კუთ­რე­ბით აღ­მო­სავ­ლურ და აზი­ურ ენებს არაფ­რით ჰგავ­და. ქარ­თულ-ინ­გლი­სუ­რი გრა­მა­ტი­კის წიგ­ნი ვი­პო­ვე და ქარ­თუ­ლის შეს­წავ­ლა და­ვი­წყე. ეს იყო 1998 წელს... მა­შინ ინ­ტერ­ნე­ტი ასე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი არ იყო, სა­ზღვრე­ბიც არ იყოს ასე გახ­სნი­ლი.ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე ია­პო­ნი­ა­ში ქარ­თვე­ლი მე­პო­ვა და ხან­გრძლი­ვი ძებ­ნის შემ­დეგ ტო­კი­ოს ახ­ლოს ქარ­თუ­ლი ოჯა­ხი ვი­პო­ვე - ცოლ-ქმა­რი სამ შვილ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და. წე­ლი­წად-ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მათ­თან კვი­რა­ში ერთხელ დავ­დი­ო­დი, რათა რო­გორც ჩემი ქარ­თვე­ლი მე­გობ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, "ენის გა­ტე­ხა" არ გამ­ჭირ­ვე­ბო­და.

1999 წელს ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში უცხო­ე­ლე­ბის­თვის სა­ზა­ფხუ­ლო სკო­ლა გა­ი­მარ­თა. ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბას ხე­ლი­დან ვერ გა­ვუშ­ვებ­დი, თბი­ლის­ში ჩა­მო­ვე­დი და ბა­გე­ბის სტუდ­ქა­ლაქ­ში დავ­ბი­ნავ­დი. სა­ცხოვ­რებ­ლად ცუდი პი­რო­ბე­ბი იყო, მაგ­რამ ის პრობ­ლე­მე­ბიც კი სა­ინ­ტე­რე­სოდ მეჩ­ვე­ნე­ბო­და, რად­გან ეს ის წლე­ბი იყო, როცა სა­ქარ­თვე­ლო საბ­ჭო­თა კავ­ში­რი­დან გა­მოს­ვლის სა­ფა­სურს იხ­დი­და, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის რთულ გზას ადგა და ძა­ლას იკ­რებ­და. ორი თვის შემ­დეგ ია­პო­ნი­ა­ში წა­ვე­დი, მაგ­რამ 2000 წელს დიდი ხნით დავ­ბრუნ­დი - ორ წე­ლი­წა­დი ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ვსწავ­ლობ­დი. სწო­რედ მა­შინ გა­ვი­ცა­ნი ჩემი მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში უფრო ახ­ლოს გა­ვი­ცა­ნი ეს ქვე­ყა­ნა, მისი ტრა­დი­ცი­ე­ბი, ცხოვ­რე­ბის წესი, კულ­ტუ­რა და რაც დრო გა­დის, ვხვდე­ბი, რომ უშ­რე­ტი გან­ძია. ენის შეს­წავ­ლის კვალ­დაკ­ვალ მის წარ­სულს, ის­ტო­რი­ას, მწერ­ლო­ბას და კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­ას ვსწავ­ლობ­დი.

2002 წელს მე­უღ­ლეს­თან ერ­თად ია­პო­ნი­ა­ში დავ­ბრუნ­დი, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლოს­თან კავ­ში­რი არას­დროს გა­მი­წყვე­ტია, რამ­დენ­ჯერ­მე მო­მი­წია ჩა­მოს­ვლამ, კონ­ფე­რენ­ცი­ებ­სა და სხვა ოფი­ცი­ა­ლურ შეხ­ვედ­რებ­ზე. 2013 წელს კი სა­ქარ­თვე­ლო­ში ია­პო­ნი­ის სა­ელ­ჩო­ში სა­მუ­შა­ოდ ჩა­მო­ვე­დი, სა­დაც ხუთ წელს ვი­მუ­შა­ვე.

- ყვე­ლა­ზე ძნე­ლი რას­თან შე­გუ­ე­ბა იყო?

- ია­პო­ნე­ლე­ბი ძალ­ზე პუნ­ქტუ­ა­ლუ­რი ხალ­ხია, ყვე­ლა წუთი გათ­ვლი­ლი აქვთ, დაგ­ვი­ა­ნე­ბა, ფაქ­ტობ­რი­ვად, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, ჩვე­ნი ქარ­თვე­ლე­ბიც დრო­ის ფასს თან­და­თან იგე­ბენ, წლე­ბის წინ კი დაგ­ვი­ა­ნე­ბა­ში პრობ­ლე­მას ვერ ხე­დავ­დნენ... გან­სხვა­ვე­ბის გა­და­ლახ­ვა­ში ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რა და დღემ­დე მეხ­მა­რე­ბა ჩემი მე­უღ­ლე. ქარ­თველ ხალ­ხს უამ­რა­ვი ღირ­სე­ბა აქვს: სა­ო­ცა­რი თვი­სე­ბე­ბი, სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბა, კაც­თმოყ­ვა­რე­ო­ბა, ცხოვ­რე­ბის სა­ო­ცა­რი ხა­ლი­სი, ემო­ცი­ებს ძა­ლი­ან ღიად გა­მო­ხა­ტა­ვენ, რაც მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­სა და მე­გობ­რო­ბას მი­ად­ვი­ლებს. ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ შოთა, ჩემი შვი­ლი ნა­ხევ­რად ქარ­თვე­ლი და ნა­ხევ­რად ია­პო­ნე­ლია. ორი­ვე ქვე­ყა­ნა­ში გა­იზ­რდე­ბა და ორი­ვე ქვეყ­ნის კულ­ტუ­რას ეზი­ა­რე­ბა.

როცა დრო გვაქვს, მთე­ლი ოჯა­ხი ქვეყ­ნის სხვა­დას­ხვა კუ­თხე­ში ვმოგ­ზა­უ­რობთ. ამა თუ იმ ად­გი­ლის, კუ­რორ­ტის, ის­ტო­რი­უ­ლი ძეგლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას წი­ნას­წარ ვე­ძებ, თუმ­ცა ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის მო­ნა­ყო­ლი უფრო სა­ინ­ტე­რე­სოა. ძა­ლი­ან უხა­რი­ათ, რო­დე­საც იგე­ბენ, რომ ქარ­თუ­ლად ვსა­უბ­რობ და სა­ქარ­თვე­ლო­ზე ბევ­რი რამ ვიცი.

- მე­უღ­ლე რა პრო­ფე­სი­ის არის?

- მე­უღ­ლე ია­პო­ნუ­რის სპე­ცი­ა­ლის­ტია. მა­საც ისე იზი­დავს ია­პო­ნია, რო­გორც მე სა­ქარ­თვე­ლო.წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Luca
4

Ai eseti ucxoelebi gvinda stumrad ra kargi adamiani chans 

სტუდენტი
3

მაგარი კაცი!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"ძალიან მიხარია, რომ შოთა, ჩემი შვილი ნახევრად ქართველი და ნახევრად იაპონელია - ქართველ ხალხს უამრავი ღირსება აქვს" - იაპონელი მთარგმნელი, რომელიც საქართველოს მეორე სამშობლოდ მიიჩნევს

"ძალიან მიხარია, რომ შოთა, ჩემი შვილი ნახევრად ქართველი და ნახევრად იაპონელია - ქართველ ხალხს უამრავი ღირსება აქვს" - იაპონელი მთარგმნელი, რომელიც საქართველოს მეორე სამშობლოდ მიიჩნევს

საქართველოს შესახებ შორეულ იაპონიაში გაიგო. დამწერლობით დაინტერესდა და საქმემ ისე გაიტაცა, ამომავალი მზის ქვეყნიდან საქართველოში ჩამოვიდა. დღეს იაპონელი მთარგმნელი იასუჰირო კოჯიმა საქართველოს მეორე სამშობლოდ მიიჩნევს.

- 90-იან წლებში უნივერსიტეტში მსოფლიო ენების ისტორიას ვსწავლობდი და კავკასიური ენების შესწავლისას აღმოვაჩინე ქართული, რომელიც ხმოვანებით თუ დამწერლობით, სხვა, განსაკუთრებით აღმოსავლურ და აზიურ ენებს არაფრით ჰგავდა. ქართულ-ინგლისური გრამატიკის წიგნი ვიპოვე და ქართულის შესწავლა დავიწყე. ეს იყო 1998 წელს... მაშინ ინტერნეტი ასე გავრცელებული არ იყო, საზღვრებიც არ იყოს ასე გახსნილი.ამიტომ გადავწყვიტე იაპონიაში ქართველი მეპოვა და ხანგრძლივი ძებნის შემდეგ ტოკიოს ახლოს ქართული ოჯახი ვიპოვე - ცოლ-ქმარი სამ შვილთან ერთად ცხოვრობდა. წელიწად-ნახევრის განმავლობაში მათთან კვირაში ერთხელ დავდიოდი, რათა როგორც ჩემი ქართველი მეგობრები ამბობენ, "ენის გატეხა" არ გამჭირვებოდა.

1999 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში უცხოელებისთვის საზაფხულო სკოლა გაიმართა. ამ შესაძლებლობას ხელიდან ვერ გავუშვებდი, თბილისში ჩამოვედი და ბაგების სტუდქალაქში დავბინავდი. საცხოვრებლად ცუდი პირობები იყო, მაგრამ ის პრობლემებიც კი საინტერესოდ მეჩვენებოდა, რადგან ეს ის წლები იყო, როცა საქართველო საბჭოთა კავშირიდან გამოსვლის საფასურს იხდიდა, დამოუკიდებლობის რთულ გზას ადგა და ძალას იკრებდა. ორი თვის შემდეგ იაპონიაში წავედი, მაგრამ 2000 წელს დიდი ხნით დავბრუნდი - ორ წელიწადი ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში ვსწავლობდი. სწორედ მაშინ გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე. დროთა განმავლობაში უფრო ახლოს გავიცანი ეს ქვეყანა, მისი ტრადიციები, ცხოვრების წესი, კულტურა და რაც დრო გადის, ვხვდები, რომ უშრეტი განძია. ენის შესწავლის კვალდაკვალ მის წარსულს, ისტორიას, მწერლობას და კინემატოგრაფიას ვსწავლობდი.

2002 წელს მეუღლესთან ერთად იაპონიაში დავბრუნდი, მაგრამ საქართველოსთან კავშირი არასდროს გამიწყვეტია, რამდენჯერმე მომიწია ჩამოსვლამ, კონფერენციებსა და სხვა ოფიციალურ შეხვედრებზე. 2013 წელს კი საქართველოში იაპონიის საელჩოში სამუშაოდ ჩამოვედი, სადაც ხუთ წელს ვიმუშავე.

- ყველაზე ძნელი რასთან შეგუება იყო?

- იაპონელები ძალზე პუნქტუალური ხალხია, ყველა წუთი გათვლილი აქვთ, დაგვიანება, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია, ჩვენი ქართველებიც დროის ფასს თანდათან იგებენ, წლების წინ კი დაგვიანებაში პრობლემას ვერ ხედავდნენ... განსხვავების გადალახვაში ძალიან დამეხმარა და დღემდე მეხმარება ჩემი მეუღლე. ქართველ ხალხს უამრავი ღირსება აქვს: საოცარი თვისებები, სტუმართმოყვარეობა, კაცთმოყვარეობა, ცხოვრების საოცარი ხალისი, ემოციებს ძალიან ღიად გამოხატავენ, რაც მათთან ურთიერთობასა და მეგობრობას მიადვილებს. ძალიან მიხარია, რომ შოთა, ჩემი შვილი ნახევრად ქართველი და ნახევრად იაპონელია. ორივე ქვეყანაში გაიზრდება და ორივე ქვეყნის კულტურას ეზიარება.

როცა დრო გვაქვს, მთელი ოჯახი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში ვმოგზაურობთ. ამა თუ იმ ადგილის, კურორტის, ისტორიული ძეგლის შესახებ ინფორმაციას წინასწარ ვეძებ, თუმცა ადგილობრივების მონაყოლი უფრო საინტერესოა. ძალიან უხარიათ, როდესაც იგებენ, რომ ქართულად ვსაუბრობ და საქართველოზე ბევრი რამ ვიცი.

- მეუღლე რა პროფესიის არის?

- მეუღლე იაპონურის სპეციალისტია. მასაც ისე იზიდავს იაპონია, როგორც მე საქართველო. წაიკითხეთ სრულად

ინფიცირების 585 ახალი შემთხვევა და 11 გარდაცვლილი - რამდენი ტესტი ჩატარდა გასულ დღე-ღამეში და როგორია შედეგები რეგიონების მიხედვით

"მოვუწოდებთ კლინიკებს, მძიმე კოვიდ ავადმყოფების სამკურნალოდ უფრო ფართოდ გამოიყენონ ტოცილიზუმაბი..." - თენგიზ ცერცვაძე მიმართვას აქვეყნებს

"ყველას დიდ ბოდიშს ვუხდი, რომ მანიაკებთან ვცხოვრობდი" - 8 წლის ბავშვის გაუპატიურებაში ბრალდებულის ცოლის კომენტარი