სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უკვე დატანილი ვართ მსოფლიოს ზამთრის სპორტის რუკაზე - ბაკურიანში მსოფლიო თასის გამართვა წინგადადგმული ნაბიჯია ტურისტული პოტენციალის კვლავ ამოქმედებისთვის" - ნათია თურნავა
"უკვე დატანილი ვართ მსოფლიოს ზამთრის სპორტის რუკაზე - ბაკურიანში მსოფლიო თასის გამართვა წინგადადგმული ნაბიჯია ტურისტული პოტენციალის კვლავ ამოქმედებისთვის" - ნათია თურნავა

ბა­კუ­რი­ან­ში მსოფ­ლიო თა­სის გა­მარ­თვა წინ­გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯია, არა მარ­ტო, ჩვე­ნი სპორ­ტის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის, არა­მედ ქვეყ­ნის ტუ­რის­ტუ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლის კვლავ ამოქ­მე­დე­ბის­თვის, - ამის შე­სა­ხებ ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრმა ნა­თია თურ­ნა­ვამ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­თხი­ლა­მუ­რო ფე­დე­რა­ცი­ამ უმაღ­ლეს დო­ნე­ზე შე­ა­ფა­სა, რო­გორც ორ­გა­ნი­ზე­ბა, ასე­ვე ქვეყ­ნის ინფრას­ტრუქ­ტუ­რის ხა­რის­ხი.

„ბა­კუ­რი­ა­ნი მსოფ­ლიო ზამ­თრის სპორ­ტის ეპი­ცენ­ტრშია. დღეს მსხვი­ლი სპორ­ტუ­ლი შე­ჯიბ­რი - სქი-ქროს­ში მსოფ­ლიო თა­სის ეტა­პი დას­რულ­და, რო­მე­ლიც სამი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, რამ­დე­ნი­მე დღე­ში კი მსგავ­სი მა­ღა­ლი რან­გის შე­ჯიბ­რი უკვე სნო­უ­ბორდ ქროს­ში გა­ი­მარ­თე­ბა. სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­თხი­ლა­მუ­რო ფე­დე­რა­ცი­ამ უმაღ­ლეს დო­ნე­ზე შე­ა­ფა­სა რო­გორც ორ­გა­ნი­ზე­ბა, ასე­ვე ჩვე­ნი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის ხა­რის­ხი", - გა­ნა­ცხა­და თურ­ნა­ვამ, რო­მე­ლიც ბა­კუ­რი­ან­ში სქი-ქროს­ში მსოფ­ლიო თა­სის შე­ჯიბრს და­ეს­წრო და ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­თან ერ­თად აღ­ნიშ­ნუ­ლი მა­ღა­ლი რან­გის ტურ­ნი­რის სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო სა­კი­თხებს გა­ეც­ნო.

მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბით, 2020 წელს, პან­დე­მი­ის მი­უ­ხე­და­ვად, დას­რულ­და ბა­კუ­რი­ან­ში ახა­ლი სა­ბა­გი­როს და სას­რი­ა­ლო არე­ა­ლის მშე­ნებ­ლო­ბა, ასე­ვე გა­უმ­ჯო­ბეს­და ხე­ლოვ­ნუ­რი გა­თოვ­ლი­ა­ნე­ბის კომ­პო­ნენ­ტი. ამ­დე­ნად, სპე­ცი­ა­ლუ­რი ტრა­სა შე­ჯიბ­რის­თვის ნა­წი­ლობ­რივ ხე­ლოვ­ნუ­ლი თოვ­ლი­თაა გა­კე­თე­ბუ­ლი.

„შე­ჯიბ­რი ძა­ლი­ან მა­ღალ დო­ნე­ზე გა­ი­მარ­თა. ეს არის პირ­ვე­ლი ასე­თი მა­ღა­ლი რან­გის სპორ­ტუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა ბა­კუ­რი­ან­ში, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ უკვე და­ტა­ნი­ლი ვართ მსოფ­ლი­ოს ზამ­თრის სპორ­ტის რუ­კა­ზე. ჩვენ ასე­ვე ვემ­ზა­დე­ბით მსოფ­ლიო ჩემ­პი­ნა­ტის­თვის, რო­მე­ლიც 2023 წელს გა­ი­მარ­თე­ბა," - გა­ნა­ცხა­და მი­ნის­ტრმა.

მისი თქმით, ბა­კუ­რი­ან­ში მიმ­დი­ნა­რე სქი-ქრო­სის შე­ჯიბ­რი მსოფ­ლიო მე­დია სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით გა­და­ი­ცე­მო­და.

„დღეს უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი უცხო­ეთ­ში უყუ­რებ­და ბა­კუ­რი­ან­სა და სა­ქარ­თვე­ლოს. ეს არის ძა­ლი­ან დიდი წინ­გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯი არა მარ­ტო ჩვე­ნი სპორ­ტი­სა და ჩვე­ნი ახალ­გაზ­რდა სპორ­ტსმე­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის, არა­მედ ჩვე­ნი ტუ­რის­ტუ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლის კვლავ ამოქ­მე­დე­ბის­თვის, რად­გან ამ შე­ჯიბ­რით მსოფ­ლი­ომ გა­იც­ნო ბა­კუ­რი­ა­ნი“, - აღ­ნიშ­ნა ნა­თია თურ­ნა­ვამ.

მსოფ­ლიო თა­სის ეტა­პე­ბი სქი-ქროს­სა და სნო­უ­ბორდ-ქროს­ში, COVID პრო­ტო­კო­ლის, წე­სე­ბი­სა და რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის მკაც­რი დაც­ვით ტარ­დე­ბა. შე­ჯიბრში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად სა­ქარ­თვე­ლო­ში 200 - მდე სპორ­ტსმე­ნი, სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო ჯგუ­ფის წევ­რე­ბი და მსოფ­ლიო თა­სის ეტაპ­ზე მო­მუ­შა­ვე ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ჩა­მო­ვიდ­ნენ. შე­ჯიბ­რე­ბა მა­ყუ­რებ­ლის გა­რე­შე გა­ი­მარ­თა, მაგ­რამ სქი-ქრო­სის მოყ­ვა­რუ­ლებს შე­ეძ­ლოთ, მსოფ­ლიო თა­სის ეტა­პის­თვის თვალ­ყუ­რი ედევ­ნე­ბი­ნათ იტა­ლი­ურ-შვე­ი­ცა­რუ­ლი მე­დია კომ­პა­ნი­ის, Infront-ის მიერ მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში Eurosport-ის სა­ერ­თა­შო­რი­სო არხზე.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
???
0

-დატანილი- ვართ???

დ გ
0

წარმატებებიიი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"უკვე დატანილი ვართ მსოფლიოს ზამთრის სპორტის რუკაზე - ბაკურიანში მსოფლიო თასის გამართვა წინგადადგმული ნაბიჯია ტურისტული პოტენციალის კვლავ ამოქმედებისთვის" - ნათია თურნავა

"უკვე დატანილი ვართ მსოფლიოს ზამთრის სპორტის რუკაზე - ბაკურიანში მსოფლიო თასის გამართვა წინგადადგმული ნაბიჯია ტურისტული პოტენციალის კვლავ ამოქმედებისთვის" - ნათია თურნავა

ბაკურიანში მსოფლიო თასის გამართვა წინგადადგმული ნაბიჯია, არა მარტო, ჩვენი სპორტის განვითარებისთვის, არამედ ქვეყნის ტურისტული პოტენციალის კვლავ ამოქმედებისთვის, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მისივე თქმით, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციამ უმაღლეს დონეზე შეაფასა, როგორც ორგანიზება, ასევე ქვეყნის ინფრასტრუქტურის ხარისხი.

„ბაკურიანი მსოფლიო ზამთრის სპორტის ეპიცენტრშია. დღეს მსხვილი სპორტული შეჯიბრი - სქი-ქროსში მსოფლიო თასის ეტაპი დასრულდა, რომელიც სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, რამდენიმე დღეში კი მსგავსი მაღალი რანგის შეჯიბრი უკვე სნოუბორდ ქროსში გაიმართება. საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციამ უმაღლეს დონეზე შეაფასა როგორც ორგანიზება, ასევე ჩვენი ინფრასტრუქტურის ხარისხი", - განაცხადა თურნავამ, რომელიც ბაკურიანში სქი-ქროსში მსოფლიო თასის შეჯიბრს დაესწრო და ორგანიზატორებთან ერთად აღნიშნული მაღალი რანგის ტურნირის საორგანიზაციო საკითხებს გაეცნო.

მინისტრის განცხადებით, 2020 წელს, პანდემიის მიუხედავად, დასრულდა ბაკურიანში ახალი საბაგიროს და სასრიალო არეალის მშენებლობა, ასევე გაუმჯობესდა ხელოვნური გათოვლიანების კომპონენტი. ამდენად, სპეციალური ტრასა შეჯიბრისთვის ნაწილობრივ ხელოვნული თოვლითაა გაკეთებული.

„შეჯიბრი ძალიან მაღალ დონეზე გაიმართა. ეს არის პირველი ასეთი მაღალი რანგის სპორტული ღონისძიება ბაკურიანში, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე დატანილი ვართ მსოფლიოს ზამთრის სპორტის რუკაზე. ჩვენ ასევე ვემზადებით მსოფლიო ჩემპინატისთვის, რომელიც 2023 წელს გაიმართება," - განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, ბაკურიანში მიმდინარე სქი-ქროსის შეჯიბრი მსოფლიო მედია საშუალებებით გადაიცემოდა.

„დღეს უამრავი ადამიანი უცხოეთში უყურებდა ბაკურიანსა და საქართველოს. ეს არის ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი არა მარტო ჩვენი სპორტისა და ჩვენი ახალგაზრდა სპორტსმენების განვითარებისთვის, არამედ ჩვენი ტურისტული პოტენციალის კვლავ ამოქმედებისთვის, რადგან ამ შეჯიბრით მსოფლიომ გაიცნო ბაკურიანი“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მსოფლიო თასის ეტაპები სქი-ქროსსა და სნოუბორდ-ქროსში, COVID პროტოკოლის, წესებისა და რეგულაციების მკაცრი დაცვით ტარდება. შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში 200 - მდე სპორტსმენი, საორგანიზაციო ჯგუფის წევრები და მსოფლიო თასის ეტაპზე მომუშავე ჟურნალისტები ჩამოვიდნენ. შეჯიბრება მაყურებლის გარეშე გაიმართა, მაგრამ სქი-ქროსის მოყვარულებს შეეძლოთ, მსოფლიო თასის ეტაპისთვის თვალყური ედევნებინათ იტალიურ-შვეიცარული მედია კომპანიის, Infront-ის მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში Eurosport-ის საერთაშორისო არხზე.

26 საათი უწყლოდ - თბილისის 50-ზე მეტ ქუჩას წყალმომარაგება შეუწყდება

1-ელი აპრილიდან მუშაობას საბავშვო გასართობი ცენტრები და კინოთეატრები განაახლებენ - როგორი იქნება შეზღუდვების მოხნის შემდეგი ეტაპი

რა გახდა თბილისსა და რეგიონებში დენის გათიშვის მიზეზი - "შეწყდა თურქეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი..."