მსოფლიო
სამართალი

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მხარს დაგვიჭერს ავტონომიურ ეკლესიად ჩამოყალიბებაში" - ოკუპირებული აფხაზეთის ტაძრებში ღვთისმსახურება განახლდა
"რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მხარს დაგვიჭერს ავტონომიურ ეკლესიად ჩამოყალიბებაში" - ოკუპირებული აფხაზეთის ტაძრებში ღვთისმსახურება განახლდა

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ტაძ­რებ­ში ღვთის­მსა­ხუ­რე­ბა გა­ნახ­ლდა. ამის შე­სა­ხებ სა­ა­გენ­ტო „სპუტ­ნიკს“ ე.წ. აფხა­ზე­თის ეკ­ლე­სი­ის მე­თა­ურ­მა ბე­სა­რი­ონ აპ­ლი­ამ გა­ნუ­ცხა­და.

ის დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ მოს­კო­ვის სა­პატ­რი­არ­ქო დე ფაქ­ტო რეს­პუბ­ლი­კა­ში ე.წ. აფხა­ზე­თის ეკ­ლე­სი­ის პრობ­ლე­მას მო­აგ­ვა­რებს და მის სტა­ტუსს გან­სა­ზღვრავს სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის სა­ზღვრებს გა­რეთ.

„მოს­კო­ვის სა­პატ­რი­არ­ქო დაგ­ვეხ­მა­რე­ბა ჩვენ და­მო­უ­კი­დე­ბელ პო­ზი­ცი­ა­ში. რუ­სე­თის მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია მხარს დაგ­ვი­ჭერს ავ­ტო­ნო­მი­ურ ეკ­ლე­სი­ად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში აფხა­ზეთ­ში. ავ­ტო­კე­ფა­ლი­ა­ზე სა­უ­ბა­რი ჯერ ნა­ად­რე­ვია - ჯერ ავ­ტო­ნო­მი­აა აღ­სად­გე­ნი. ჩვენ­თან მიმ­დი­ნა­რე­ობს აფხა­ზე­თის სა­კა­თა­ლი­კო­სოს აღ­დგე­ნა, რაც ძა­ლი­ან ხან­გრძლი­ვი პრო­ცე­სია. რუ­სე­თის გარ­და კავ­კა­სი­ა­ში არა­ვის აღუდ­გე­ნია მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბა“, - ამ­ბობს აპ­ლია.

მისი თქმით, ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, რომ აფხა­ზე­თი არ და­უ­კავ­ში­რონ სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ას.

„ამას ჩვენ მი­ვაღ­წი­ეთ. რა თქმა უნდა, ქარ­თვე­ლე­ბი არ იქ­ნე­ბი­ან თა­ნახ­მა, მაგ­რამ ჩვენ აფხა­ზე­თის შიგ­ნით უნდა ვი­ყოთ ერ­თი­ა­ნი და ეს არის ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი. მა­შინ ჩვე­ნი სა­კი­თხი მარ­ტი­ვად გა­და­წყდე­ბა, რად­გან მოს­კო­ვიც ვერ იგებს გვსურს თუ არა კონ­სტან­ტი­ნო­პო­ლი, თუ მათ­თან ერ­თად გვინ­და მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბის აღ­დგე­ნა“, - ამ­ბობს აპ­ლია.

მან­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ „აფხა­ზე­თის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის“ აღ­სად­გე­ნად მოს­კო­ვის სა­პატ­რი­არ­ქო გა­უ­წევს ორ­გა­ნი­ზე­ბას მსა­ხუ­რე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბას აფხა­ზურ ენა­ზე, რის­თვი­საც რუ­სეთ­ში გა­მო­ი­ცე­მა სპე­ცი­ა­ლუ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რა.

„და­ლაგ­დე­ბა სა­თარ­გმნე­ლო კო­მი­სი­ის მუ­შა­ო­ბა, აფხა­ზე­თი მი­ი­ღებს სა­ეკ­ლე­სიო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბებს და მრა­ვალ სხვას“, - აცხა­დებს აპ­ლია.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
rasa
55

რუსეთის ინტერესების გამტარებელი ჩვენი საპატრიარქოს იმედი მაგ ერთში მქონდა რომ აფხაზეთის 'კათოლიკოსატს' არ დაუშვებდნენ და გაურიგდებოდნენ რპც-ს და მანდაც ვერ ივარგეს

me
11

ერთმორწმუნე რუსეთი)))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

"რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მხარს დაგვიჭერს ავტონომიურ ეკლესიად ჩამოყალიბებაში" - ოკუპირებული აფხაზეთის ტაძრებში ღვთისმსახურება განახლდა

"რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მხარს დაგვიჭერს ავტონომიურ ეკლესიად ჩამოყალიბებაში" - ოკუპირებული აფხაზეთის ტაძრებში ღვთისმსახურება განახლდა

ოკუპირებული აფხაზეთის ტაძრებში ღვთისმსახურება განახლდა. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკს“ ე.წ. აფხაზეთის ეკლესიის მეთაურმა ბესარიონ აპლიამ განუცხადა.

ის დარწმუნებულია, რომ მოსკოვის საპატრიარქო დე ფაქტო რესპუბლიკაში ე.წ. აფხაზეთის ეკლესიის პრობლემას მოაგვარებს და მის სტატუსს განსაზღვრავს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საზღვრებს გარეთ.

„მოსკოვის საპატრიარქო დაგვეხმარება ჩვენ დამოუკიდებელ პოზიციაში. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მხარს დაგვიჭერს ავტონომიურ ეკლესიად ჩამოყალიბებაში აფხაზეთში. ავტოკეფალიაზე საუბარი ჯერ ნაადრევია - ჯერ ავტონომიაა აღსადგენი. ჩვენთან მიმდინარეობს აფხაზეთის საკათალიკოსოს აღდგენა, რაც ძალიან ხანგრძლივი პროცესია. რუსეთის გარდა კავკასიაში არავის აღუდგენია მართლმადიდებლობა“, - ამბობს აპლია.

მისი თქმით, ყველაზე მთავარია, რომ აფხაზეთი არ დაუკავშირონ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას.

„ამას ჩვენ მივაღწიეთ. რა თქმა უნდა, ქართველები არ იქნებიან თანახმა, მაგრამ ჩვენ აფხაზეთის შიგნით უნდა ვიყოთ ერთიანი და ეს არის ყველაზე მთავარი. მაშინ ჩვენი საკითხი მარტივად გადაწყდება, რადგან მოსკოვიც ვერ იგებს გვსურს თუ არა კონსტანტინოპოლი, თუ მათთან ერთად გვინდა მართლმადიდებლობის აღდგენა“, - ამბობს აპლია.

მანვე აღნიშნა, რომ „აფხაზეთის ავტონომიური მართლმადიდებელი ეკლესიის“ აღსადგენად მოსკოვის საპატრიარქო გაუწევს ორგანიზებას მსახურებების ჩატარებას აფხაზურ ენაზე, რისთვისაც რუსეთში გამოიცემა სპეციალური ლიტერატურა.

„დალაგდება სათარგმნელო კომისიის მუშაობა, აფხაზეთი მიიღებს საეკლესიო აღჭურვილობებს და მრავალ სხვას“, - აცხადებს აპლია.

"გამოცდა რომ ჩამებარებინა, "საზღვრამდე" სამი მთა გადმოვიარე... ლამის გავიყინეთ" - რატომ უხდებათ აფხაზებს დანარჩენ საქართველოში მიმოსვლა სიცოცხლის რისკის ფასად?

"ლილოდან" მოაქვთ ათასი წვრილმანი და მდინარის კალაპოტზე ზურგით გადმოაქვთ... ჩაკეტვამ ყველა დააზარალა" - რას წერენ აფხაზები ენგურზე მომხდარი ტრაგედიის შემდეგ?

"ყველანაირად ვეცდებით, მათთვის ჯანდაცვის საშუალებების მიღების გზა გავამარტივოთ და დავიყვანოთ მინიმალურ რისკამდე" - ტიკარაძე ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსულ მოქალაქეებზე