ავტორი:

"4 წელზე მეტი არცერთი ძალა აღარ უნდა გააჩერო საქართველოში" - მეუფე იაკობი

"4 წელზე მეტი არცერთი ძალა აღარ უნდა გააჩერო საქართველოში" - მეუფე იაკობი

არავინ უნდა გაიფხოროს, მოვიდნენ, დაილაპარაკონ და დიდი შერიგება მოხდეს, - ამის შესახებ მეუფე იაკობმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მეუფე ხელისუფლებას და ოპოზიციას სთავაზობს, რომ ეკლესია იყოს ის ადგილი, სადაც მხარეები შეთანხმებას შეძლებენ.

ამასთან, მეუფე იაკობი ფიქრობს, რომ არჩევნები 2022 წელს უნდა ჩატარდეს და 4 წელზე მეტი ვადით ხელისუფლებაში არავინ უნდა დარჩეს.

„თუ გამოვიდა, თვითონ ის ლიდერები დაასამარებენ ნიკა მელიას, სჯობს და კიდევ ერთხელ ვთავაზობ, შენდობას ვითხოვ და ცუდ შედარებას ვიტყვი - არავინ უნდა გაიფხოროს, მოვიდნენ, დაილაპარაკონ და დიდი შერიგება მოხდეს, თორემ არაფერი გამოვა. მასშტაბურ აქციებზე ვერ გადავა საქმე, რადგან ხალხის განწყობა ვიცი, სამწუხაროდ, ბევრს გაუხარდა დაჭერა, ნიკასი კი არა, ვინც არ უნდა ყოფილიყო იქით მხარეს. აგრესია აქვს ხალხს, მაგრამ ბევრს ეტკინა, ოჯახს ხომ ეტკინა. ჩემთვისაც მძიმეა, ადამიანს რომ იჭერენ, თან არ ვარ ცუდი შეხედულების არავისზე, შეიძლება საქმით ჩვენც ვაკეთებდეთ ბევრ ცუდს და მერე შევინანოთ. ცალკე მსოფლიო მოთხოვს, დაელოდება გადაიხდის თუ არა და თუ არ გადაიხდის, უკვე რა გამოდის - მანამდე პარლამენტში არ შეხვედი, ძალიან ცუდად უყურებდნენ ამას“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.

კითხვაზე, პოლიტპატიმარია თუ არა ნიკა მელია, მეუფე იაკობი პასუხობს, რომ „ერთმანეთში პარტიებს პოლიტიკური ბრძოლა აქვთ“.

„შეიძლება ევროპისთვის პოლიტპატიმარი იყოს, მაგრამ კაცი იმას უნდა ფიქრობდეს, ქვეყნის მომავალს რა მოუვა. კიდე კაი ეკლესიას ძალა გვაქვს და არ ვაჩხუბებთ ახლა, რაც არ უნდა მოინდომონ შეგვიძლია შუაში ჩავდგეთ. ვუყურებ და სამარცხვინო რამეები ხდება, გავიაროთ რუსთაველზე, თბილისელები არიან თუ კონკრეტული რაიონებიდან ჩამოყვანილები, ხო ვიცით, როგორ ჩამოჰყავთ ხალხი, ახლა რომ ვთქვათ ფულს უხდიან ამდენს და ამდენსო, დაიწყებენ არ ვაკეთებთო. როცა ასე მძიმე სიტუაციაში ვართ და ჩვენი მეგობრები გვეუბნებიან რომ რაღაც მოილაპარაკეთ, გამოსავალს რაში ვხედავ გეტყვით - თუ კანონმდებლობა არ შეიცვალა და საარჩევნო არა, საარჩევნო არის ძალიან მცირე რაღაც, მთავარია სამართალდამცავი სტრუქტურა და სასამართლო, უნდა მოხდეს ეტაპობრივად და წყნარად. 20%-ზე მეტი დაკარგე ცოტა ხნის წინ, რა ააშენე და რა არა, სულ არ მაინტერესებს, იმოდენა ტერიტორია დაკარგული გაქვს, ჩვენც გვკითხე რა, საყვედურს არ გეუბნებით, იმიტომ რომ რუსეთის იმპერიაა, კიდე რომ მოხვიდე კიდე 20-ს დათმობ და მერე კიდე მეტყვი კიდე მე მოვალო და წადი დაისვენე, ყველა ძალამ დაისვნოს. მე ვფიქრობ, რომ 4 წელზე მეტი არცერთი ძალა აღარ უნდა გააჩერო საქართველოში.

არჩევნები მე ვფიქრობ, სადღაც 2022-ში (უნდა ჩატარდეს). ახლა რომ ჩატარდეს, ისევ არ შევა, რომელიღაც მხარეები არ შევლენ. დღეს რომ ჩატარდეს ცუდი იქნება, ისევ იგივე იქნება, მაგრამ 2024-მდე ალბათ... თუ წესიერად დაჯდნენ და ქვეყნის განვითარებაზე იფიქრეს, მერე შეიძლება წესიერი არჩევნების ჩატარება“, - აცხადებს მეუფე იაკობი.

ლაშა ბექაური ევროპის ჩემპიონია

"თუ უფალი ინებებს, არჩევნები ვადამდეც ჩატარდება, თუ არ ინებებს, რაც არ უნდა წამოწვეთ კარვებსა და ქუჩებში, მაინც არაფერი არ მოხდება" - მეუფე იაკობი

"გამოდის ქალბატონი და ამბობს, ქმარი ცუდად მომეპყრო 10-11 წლის წინო...ატყდა ერთი ამბავი" - მეუფე იაკობი ნინუცა მაყაშვილის სკანდალური ინტერვიუს შესახებ